-იქნებ ცოტა დაწყნარდე? - ეცინება თვითფრინავში მჯდომ მეგობარზე იუტას,რომელსაც თვითონაც გვერდით უზის და თავისუფლადაა სკამზე გადაწოლილი.
-რამდენი ხანია არ მინახავს,ხვდები მაინც? - თავს მისკენ ატრიალებს - ისიც არ ვიცი,ქვეყანა როგორ მდგომარეობაში დამხვდება და ისიც არ ვიცი,თვითონ როგორაა.
-კარგად არის,ელენამ ხომ გითხრა - თვალებს მობეზრებით ატრიალებს.
-მან მითხრა,რომ გამოფიტულია სამეფო საქმეების მარტო შესრულებით და დაიღალა - შეუღრინა - უნდა მოვეხმარო,იუტა.
-ჯეჰიონ,იქნებ ჩასვლამდე ცოტა დაგეძინა? - ურჩევს წითური - ზედმეტად ხარ ანერვიულებული,მერწმუნე გიშველის.
-არ გამომივა - თავს აქნევს - როცა ლია ასე ახლოს მყავს,ვერ დავიძინებ.
-ფრანცია წარმატებულად ავიღეთ - თემას ცვლის იუტა,აღარ უნდა ისედაც ანერვიულებული კიდევ ააღელვოს - ლიზაც ტყვედ გყავს აყვანილი და მალე მეორე ქვეყნის გვრიგვინსაც დაიდგამ თავზე. რას ფიქრობ ამის შესახებ?
-კიდევ ერთი ტვირთი აღარ მინდა - თავს აქნევს ჩამიფქრების შემდეგ - არ მსურს,ვიყო ფრანციას მეფე.
-მაგრამ შენი ცოლი მისი კანონიერი დედოფალია,სხვა გზა არ გაქვს - ირონიულად უღიმის გვერდით მჯდომი და ხელს მხარზე ხვევს.
-და ზუსტად ეს მაკავებს ყველაფრისგან,რაც არ მინდა - თვალებს ხუჭავს - ლიას გამო,ამაზეც კი თანახმა ვარ. ქვეყანას კანონიერი მმართველი ჭირდება და არა ლიზას ნაირი,რომელიც ქვეყანას ანადგურებდა.
-პირველად ვნახე ხალხს გახარებოდა დედოფლის ტყვედ ჩავარდნა - გაკვირვებული იცინის იუტა - გეფიცები ჯეჰიონ,ბევრი ქვეყანა მაქვს აღებული და ვიცი,რომ ხალხს არ უხარია მმართველის ტყვედ აყვანა,მაგრამ ფრანციელები....
-როგორც უკვე ვთქვი,ლიზა სახარბიელო მმართველი არ ყოფილა - მხრებს იჩეჩავს ჯეჰიონი.
ESTÁS LEYENDO
Kingdom Comes
Ficción históricaPour étre plus qu ' un Roi, Tu te crois quelque chose. • თუ გსურს აღემატებოდე მეფეს,უნდა წარმოადგენდე კიდევაც რამეს.. • ქვეყანა ეკუთვნოდა ბრძანებელს და არა მბრძანებელი ქვეყანას.