15.She is a girl.

159 32 19
                                    

-თქვენო უდიდებულესობავ,საუზმის დროა - პიანინოსთან მიმჯდარს ჩურჩულით ჩაესმის ეს სიტყვები,მაგრამ ყურადღებას არ აქცევს და კლავიშების შესწავლას განაგრძნობს.

სახეზე მწუხარება და უდიდესი სიამოვნება აწერია. სევდიანად იღიმება და ის წუთები ახსენდება,როცა იპონიაში ყოფნისას ამაზე ორჯერ დიდ პიანინოს უჯდა და მასზე უკრავდა. თავს ვერ შველოდა,ენატრებოდა იმ ქვეყანაში ცხოვრება,სადაც იმაზე უფრო თავისუფლად გრძნობდა თავს ვიდრე კორიაში.

მაგრამ არსებობს ერთადერთი მიზეზი,თუ რატომაც რჩებოდა ჯერ კიდევ აქ და იუტას არ სთხოვდა იპონიაში დაბრუნებას.

ჯეჰიონი.

ამ მოკლე დროში უკვე მოესწრო მისი ისე შესისხორცება,რომ ვეღარ ელეოდა და არც სურდა შელეოდა. ის იყო ერთადერთი მიზეზი,თუ რატომ მოსწონდა კორიის სამეფო კარზე ცხოვრება.

ამ ძნელ ცხოვრებაში მშველელად მოევლინა.

ჯეჰიონი იყო მისი ღუზა გადარჩენისათვის და იმ ტვირთის გაძლებისათვის,რაც გვირგვინს მოჰქონდა.

კლავიშებს ნაზად უსვამს თითებს ფიქრებში ჩაკარგული.როგორ არ უყვარს,როცა მის საყვარელ საქმიანობას აწყვეტინებენ. ისედაც არ აქვს დრო,რათა საყვარელ ინსტრუმენტს მიუჯდეს და მისით დატკბეს,ხოლო როცა დროს გამონახავს და მისით ტკბობას გადაწყვეტს,ყოველთვის მაშინ ხდება ყველაფერი. ეს უკვე დამღლელიც იყო,მაგრამ მოვალეობები უხმობდა.

არ იფიქრო ბედნიერებაზე,იფიქრე მხოლოდ მოვალეობაზე. მოვალეობა სიყვარულის მკვლელია. მოვალეობა ბედნიერების მკვლელია.

მოვალეობა არის ის,რაც ყოველგვარ სიამოვნებას გვწყვიტავს.

მოვალეობა უდიდესი ტვირთია გოგოს სათუთ მხრებზე,მაგრამ მაინც ზიდავს მას როგორც დედოფალს შეჰფერის,როგორც დედოფალს ეკადრება. არ დაუხრის თავს ამ მცირედსაც კი,რადგან სულ სხვანაირად გაზარდეს.

Kingdom ComesTahanan ng mga kuwento. Tumuklas ngayon