თავი 1

461 31 14
                                    

დილით შემოდგომის ძლიერი ქარი არხევდა ტოტებს მთელი ძალით, ფოთლები ცვიოდა და ხეები ტიტველი რჩებოდნენ. ამინდის ხმაური არ ასვენებდა მოსახლეობას, ძალიან ციოდა და ღრუბლები მზეს ეფარებოდნენ, არემარე ნისლით იყო დაფარული. რომ, შეგვეხედა ამ სიტუაციის პეიზაჟს ნამდვილად დაგვბურძგლავდა, ისეთი სანახაობა, გეგონება პარალელურ სამყაროდან ბოროტი სულები აქეთ მორბიან. ღრუბლიანი ამინდი ზოგ - ზოგიერთებს საშინელ ხასიათზე აყენებს, ზოგს კი პირიქით სიამოვნებს ასეთი ამინდი. ნისლით დაფარულ ამინდში მკვეთრად ჩანდა დიდი ხუთ სართულიანი კორპუსები. მესამე კორპუსში ფანჯარა ღია იყო და ქარი ფოთლებს იქ ყრიდა. ოთახის პატრონი ფანჯარას არ ხურავდა რადგან სიამოვნებას ანიჭებდა ასეთი ამინდი. მაღალი გარეგნობის ბიჭმა ჰაერი მშვიდად ჩაისუნთქა და ცოტა შესვენების შემდეგ ფანჯარა დაკეტა. გეზი აბაზანოსკენ აიღო და აბაზანოში შევიდა, სარკეში თავის თავს ჩაიხედა და წეღანდელი კოშმრის გონებაში განმეორება დაიწყო. საშინელი კოშმარი რომელიც არასდროს ასვენებდა და ყოველ ღამეს გაოფლილი დგებოდა, ბიჭს ძლიერად ტანჯავდა. თავისი ციისფერი თვალებით შეხედა სარკეს და თმის დავარცხნა დაიწყო. შავი ჟაკეტი შემოისვა და სამზარეულოდან ვაფლი აიღო და გარედ გავიდა. დედამისმა მას აღელვებული გამომეტყველებით გახედა, რადგან მას ყოველ ღამე ესმოდა შვილის ყვირილი, და შფოთვა, მაგრამ ის ვერ ეხმარებოდა მას. თან ბიჭი ყოველ დილით საუზმეს არ ჭამდა და მშიერი მიდიოდა სახლში.
ძლიერი ქარის მოქმედებით დიდი კაკლის ხის ტოტი მოწყდა და სახლის სახურავს დაეცა. შავგრემანი ბიჭმა მის ხმაზე თვალები ჭყიდა და მაღლა აიხედა, ჯერ უცნაური რამ გაიფიქრა გონებაში, მერე არარეალური ფიქრები უკუაღდგო და საათს დახედა. სკოლაში წასვლის დრო იყო მას კი ყველაზე მეტად ეზარებოდა, ძლივს ადგა და ზლოზინით წავიდა თავისი ტყუპი დის ოთახისკენ. თავის დას მშვიდად ეძინა, მისი გაშლილი შავი თმა თვალებზე ჰქონდა ჩამოყრილი. შავგრემანმა ბიჭმა თვალები ატრიალა და მასთან მივიდა, მშვიდად გაღვიძების მაგივრად თმებზე მოუჭირა და ათრია. გოგო შეშინებული გაახილა თვალები და თავის ძმას გაკვირვებული გახედა, თავი ძლიერად სტკიოდა და ხელით ისმევდა თავზე. როცა განალიზა ყველაფერი ბალიში აიღო და ძმას ესროლა, ძმამ აცილა და აბაზანოში დასწრო. სარკეში ჩაიხედა კმაყოფილმა და კბილების ხეხვა დაიწყო, მას ძალიან მუქი ყავისფერი თვალები ჰქონდა, მზის შუქზე წითლად მოჩანდა ხშირად. მისი კანის ფერი ღია ყავისფერი იყო, მისი თმა კი შავი მაგრამ ძალიან მაგარი, რომ ვერ ივარცხნიდა. მისი ტყუპისცალი მას არგავდა, მიუხედავად ამისა ტყუპები იყვნენ, მისი და თეთრი კანით იყო, შავი გრძელი ტალღოვანი თმებით, შავი თვალებით, მზეზე ზოგჯერ მუქი ყავისფერი ხდებოდა, სიმაღლეში ძალიან დაბალი იყო მაგრამ მას ეს არ აღელვებდა. შავგრემანი ბიჭი აბაზანოდან გამოვიდა თუ არა ეგრევე მიიღო დისგან მუშტი სახეში.
- მეტკინა - დაუღრიალა ბიჭმა.
- გზიდან გამეცალე დრაკო - შეუბღვირა დამ.
- ქეით ინანებ რას მოგივა - უთხრა დრაკომ და ქეითმა შუა თითი უჩვენა, მის ქცევაზე დრაკომ თვალები ატრიალა.
მიუხედავად ამისა ყოველთვის ჩხუბობდნენ, მაგრამ კარგი და - ძმა არიან ერთმანეთს უგებენ.
ქარმა სიჩქარეს უმატა ლამის სახლის სახურავების თან წაიყოლა, ქარის ხმა უფრო იმატებდა და ხმაურიანი ხდებოდა ყველაფერი. ხმაური ძალიან მაღალ ბიჭს არ ასვენებდა, ნერვებ მოშლილი უყურებდა საათს და სკოლაში წასვლა არ უნდოდა. მაგრამ იცოდა, რომ სხვა გზა არ ჰქონდა და უნდა წასულიყო. საწოლიდან წამოდგა და აბაზანოში შევიდა, თავისი რბილი ყავისფერი თმა დაივარცხნა ლამაზად, თავის სუსტ სხეულს შეხედა და სარკეს თვალი ჩაუკრა. ძალიან სუსტი ბიჭი იყო გარეგნობით მაგრამ მაღალი, მისგან კალათბურთელი გამოვიდოდა მაგრამ, მას არ უნდოდა. გამოვიდა აბაზანოდან და ტანსაცმელების არჩევა დაიწყო სკოლისთვის, არჩევანი ლურჯ ფერ ტანსაცმელებზე გადაიტანა.
- ვილიამ - ესმის ბებიამისის ხმა, და უკან იხედება.
- ვიცმევ და მოვალ - უყვირის და ჩქარა იწყებს ჩაცმას.
ციისფერთვალება ბიჭი სკოლას უახლოვდება, ყველას მკაცრი გამომეტყველებით უყურებს და სერიოზულად უჭირავს თავი. ფიქრობს, რომ ამინდი მის ხასიათს შეფერება. გარშემო ათვალიერებს ბავშვებს და თავის მეგობრებს ეძებს.
- თროი - ესმის თავისი სახელის ხმა და გვერდით იხედება, მისი წითური კლასელი ხელს უქნევს.
მან უკმაყოფილო სახით შეხედა კლასელს და თავი დაუქნია მისალმების მაგივრად, არასდროს მოსწონდა როცა სიმშვიდეს ურღვევდნენ. კლასელებთან არასდროს ჰქონდა მეგობრული კონტაქტი, და არც უნდოდა. ერჩივნა თავის თავთან მარტო ყოფილიყო, სხვებს ვერასდროს ვერ უგებდა რადგან ის განსხვავებული პიროვნება იყო და განსხვავებული რაღაცები უზიდავდა. სიარულით უკვე სკოლის შენობაში იყო და თავის კლასში ადიოდა, კლასი ბავშვებით იყო სავსე, თავის მერხზე დაიკავა ადგილი და თავჩაღუნული ჩამოჯდა. არაფერი აინტერესებდა, ფიქრები თავის კოშმრებთან ჰქონდა და ვერ არკვევდა ამის მიზეზს. ფანჯარაში გაიხედა და ამინდმა ისეთი მოტივაცია მისცა, რომ სურვილი გაუჩნდა არარეალური ფაქტები მოეძია და ის რეალური გაეხადა. ხალხს რომელიც არ სჯერათ არაფრის და არც უნდათ დაჯერება, მას მოუნდა, რომ ხალხს დაეჯერებინა ეს ყველაფერი. არსებობს იშვიათი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ რადგან გადაუხდენიათ არარეალური ფაქტები. თროი დაფიქრდა, რომ ადამიანი თუ თავის თვალით არ დაინახავს ვერ დაიჯერებს. მას უზიდავდა ასეთი ამოუცნობი მოვლენები, და უნდოდა ამის გარკვევა და ღრმად ჩაწვდომა ამ საკითხში. უცებ მხარზე შეხება იგრძნო და უკან გაიხედა, თავისი მეგობარი ქეითი დაინახა და გაუხარდა მეგობრის ნახვა. თროიმ გაიფიქრა, რომ მისთვისაც გაეზიარებინა თავისი ფიქრები და მისთვისაც მიეცა ის მოტივაცია რას მას გაუჩნდა. მაგრამ დასვენებას დაელოდა, ქეითის ტყუპისცალის მოვიდა ვილიამთან ერთად და თროის ხელი ჩამოართვა. მისმა მეგობრებმა ადგილები დაიკავეს და მასწავლებლის მოსვლას დაელოდნენ.
- ყველაფერი ისევ და ისევ მომაბეზრებელია - თროის მოესმა დრაკოს ხმა და მას შეხედა.
- ხმა ჩაიწყვიდე და სწავლას მიხედე - უთხრა ქეითმა და წიგნის ამოღება დაიწყო, თროის გაეცინა ამ ორზე.
- აუ დღეს რა გავაკეთოთ? იდეა მომეცით თორე მოვიწყენ სკოლაში - თქვა ვილიამმა, თროი უკვე დაიღალა ამ ორის წუწუნის მოსმენით.
- დავიღალე რა, თუ სკოლაში მოსვლა არ გინდათ ნუ მოხვალთ - უთხრა თროიმ, ვილიამმა იმედგაცრუებული გაიხედა თროისკენ რადგან კარგი პასუხი ვერ მიიღო მეგობრებისგან.
ზარის საზარელი ხმა გაისმა და მასწავლებელის შემოვიდა კლასში, მოესალმა ყველას და თავის ადგილს მიუჯდა, ჟურნალი გადაშალა და სიის ამოკითხვა დაიწყო.
- ელიზაბეტ ჯონსონ - გაისმა მასწავლებელის ხმა ექოდ კლასში.
- ვარ მას - გოგონა ადგა ფეხზე და მერე ადგილს დაბრუნდა.
- ელენა ჯეისი.
- ვარ მას.
- თროი თუნდერი - წარმოთქვა თროის სახელი.
- ვარ - უთხრა თროიმ და თავისი ციისფერი თვალებით შეხედა მასწავლებელს.
- დრაკო გრინსუნი.
- ვარ - დრაკომ უპასუხა მასწავლებელს და ტელეფონში ჩაჰყო თავი.
- ქეით სტეისი - ქეითი წამოხტა ფეხზე.
- ვარ მას.
- ქეით შენ და შენ ძმას რატომ არ გაქვს ერთნაირი გვარი ვერ გასწორეთ საბუთები? - ჰკითხა მასწავლებელმა.
- მასწავლებელო ძალიან უცნაურია, რომ ჩემი მშობლები არ ფიქრობენ გვარის გასწორებაზე, სახლში ყველა გრინსუნია, დედაჩემის მამაჩემის გვარზეა, მაგრამ მხოლოდ მე მაქვს უცნაური გვარი, და არც მეუბნებიან მიზეზს, რამდენჯერაც ვცადე პასუხი მიმეღო და არ მიპასუხეს, ვერაფერს ვარკვევ სამწუხაროდ.
- ისეა თითქოს და - ძმა არ ხართ ძალიან უცნაურია მესმის - უთხრა მასწავლებელმა.
- ხო ვამბობ ნაშვილები ხარ არ მიჯერებ - გაეხუმრა დრაკომ, ქეითმა კი მთელი ძალით დარტყა ზურგზე.
დრაკოს ეტკინა და ზურგზე მოისვა ხელი, სიმწრისგან თვალები დახუჭა მასწავლებელს კი გაეცინა.
- ვილიამ ვულფარდი.
- ვარ - თქვა ვილიამმა.
- ვილიამ, ბებოშენმა დამირეკა გუშინ და მთხოვა შენთვის ყურადღება მიმექცია, რომ კარგად ისწავლო - ვილიამს შერცხვა და ბებიამისზე გაბრაზდა, მისმა მეგობრებმა ჩაიცინეს ჩუმად.
მასწავლებელს ტელეფონმა დაურეკა და სიცილით გავიდა კლასიდან, ქეითმა გაჯავრა და თავისი მეგობრები გააცინა. უცებ დრაკომ ტელეფონიდან თავი ამოჰყო და თროისთან მივიდა, ტელეფონით რაღაც ამბავი აჩვენა, უკნიდან ვილიამის წამოიწია ვიდეოს სანახავად, და ქეითით შემოუერთდა მათ.
ტელეფონში ერთ მიტოვებულ შენობაზე ლაპარაკობდნენ, რომელშიც რაღაც ამოუცნობი მოვლენები ხდებოდა და სახლის პატრონებს არ ასვენებდა. მაგრამ ის ადგილი ძალიან შორს იყო, თროიმ იმედგაცრუებული შეხედა ტელეფონს როცა განალიზა, რომ მანდ გასაკვლევად ვერ მივიდოდა.
- ამ ამინდს შეხედეთ, როგორ აღიქვამთ? - უთხრა თროიმ, ბავშვებმა გაიხედეს ფანჯრისკენ.
- ისეა თითქოს ცა იტირებს, ძალიან მოსაწყენი ამინდია - უთხრა ვილიამმა, თროიმ მისგან ის პასუხი ვერ მიიღო რასაც ელოდებოდა და სხვების პასუხს დაელოდა.
- საშინელებათა ფილმები მახსენდება, რომ ვუყურებ ამ ამინდს - ჩაილაპარაკა დრაკომ, თროის გაეღიმა პასუხთან ცოტა ახლოს იყო დრაკოს სიტყვები.
- ამ ამინდს, რომ ვუყურებ რატომღაც ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ახლა დედამიწაში ისეთი რაღაცები დატრიალებს, რომლების ნახვას არ შეგვიძლია, ანუ ვგულისხმობ, რომ შეიძლება სხვა სამყაროს იყოს. - თქვა ქეითმა და ყველა დაიბნა.
- არვიცი თქვენ რას მპასუხობთ, მაგრამ მე მოტივაცია გამიჩნდა იმის, რომ ყველამ კვლევა დავიწყოთ ამ ყველაფერზე.
- რაზე? - ჰკითხა დრაკომ.
- რასაც ახლა ვუყურეთ, რაც ხდება და არსებობს, რისიც ბევრს არ სჯერათ, მინდა არარეალური რეალურად ვაქციოთ. - უპასუხა თროიმ.
- რა უნდა გამოვიკვლიოთ? - ჰკითხა ვილიამმა რადგან ვერ მიხვდა რას გულისხმობდა თროი, მაგრამ ძალიან დაინტერესდა.
- მოჩვენებები.













ახალი მოთხრობა დაიდო, ეს მოთხრობა დიახ განსხვავდება ყველა ჩემ რომან მოთხრობებისგან, დიახ ეს მოთხრობა author pov - ით დაიწყება ყოველთვის, ახლა შეიძლება ყველაფერი არეულადა და ვერაფერი გაიგოთ, მაგრამ მერე ყველაფერს უფრო გარკვებით გაიგებთ, და გაეცნობით პერსონაჟებს❤ იმედი მაქვს მოგეწონებათ და კარგ შთაბეჭდილებას დატოვებს ეს მოთხრობა თქვენზე 🤍 თავებს ნელ - ნელა დავდებ, ეს ჯერ დასასწყისია შემდეგზე უფრო საინტერესო ამბებს ელოდეთ🖤

მოჩვენებების მკვლევრებიWhere stories live. Discover now