თავი 32

28 14 0
                                    

დილით ქარის ცივი ნიავი შემოდის ფანჯრიდან, ქეითი სიცივისგან კანკალებს და იძულებული ხდება, რომ თვალები გაახილოს. თვალეებს ნელა და ზანდად ახელს და გარშემო იხედება, ნელა წამოდგება საწოლიდან და ფანჯარასთან მიდის. ფანჯარას ხურავს და ძილბურანში გაეშურება აბაზანოს, სახეზე ცივ წყალს, რომ იკარებს ეგრევე ფხიზლდება და მოწესრიგებას იწყებს. დღეს არაჩვეულებრივ ხასიათზეა, თავს მსუბუქად და ზანტად გრძნობს. მისი ენერგეტიკა გაწმენდილია და დარდს და ნერვიულობას აღარ განიცდის, რადგან პარალელურ სამყაროში შესვლამ უშველა და შვება მოჰგვარა. მხიარულ და პოზიტიურ ხასიათზეა და ამიტომ არაფერი ადარდებს, ღიღინით ჩადის სამზარეულოში და მოფუსფუსე დრაკოს ხედავს, დრაკო ბრუნდება და უღიმის ცდილობს კარგად მოექცეს და მის მიმართ თბილი იყოს რათა ქეითმა საიდუმლოს არ მიაგნოს.
- ამერიკანო გნებავს? - იღიმის დრაკო.
- რათქმაუნდა - სიხარულით წამოიძახებს ქეითი და სკამზე ჯდება.
დრაკო ამზადებს ამერიკანოს და ფინჯანში ასხავს, ქეითი გაცივებას არ აცდის და ცხელ - ცხელი სვამს.
- ენა დაგეწვება - აფრთხილებს დრაკო.
- შენ სულ მასე მეუბნები, მაგრამ არასდროს დამიწვავს ენა - სიცილით უთხრა ქეითმა და ენა გამოუყო.
- დღეს კარგ ხასიათზე მეჩვენები მიზეზი? - ეშმაკურად ათამაშა წარბები დრაკომ.
- არგეტყვი - აკისკისდა ქეითი.
- შეყვარებული? - მიზეზის გამოცნობა სცადა დრაკომ.
- არა შეცდი - სიცილი მორთო ქეითმა.
- მითხარი რა - ხვეწნა დაუწყო დრაკომ.
- ჩვენი წიგნი ხო იცი, იქიდან ახალი ინფორმაცია წავიკითხე ასტრალის შესახებ და ეს მეთოდი ვცადე, ასტრალში გავედი და იცი რა მაგარი შეგრძნება იყო? დარდები ჩამომირეცხა და ენერგეტიკა გამიწმინდა - უთხრა ქეითმა.
- ასტრალი ვიცი, პარალელური სამყაროა მაგრამ მანდ გასვლას თუ იყო შესაძლებელი არ ვიცოდი - გაკვირვებით თქვა დრაკომ.
- გათხოვებ წიგნს და წაიკითხე.
- კარგი დალიე არ გაცივდეს.
ქეითმა დალევა განაგრძნო და მალე დამთავრა, ფინჯნები დრაკომ გარეცხა და გამშრალა.
- დღეს ნოასთან უნდა მივიდეთ რაღაც უნდა გვასწავლოს.
- ოო დაიწყო პრაქტიკები? - გაეღიმა ქეითს.
- პრაქტიკები არა, თეორიები - სიცილით უთხრა დრაკომ, ქეითმა უკმაყოფილო სახე მიიღო.
გარედ საშინელი სიცივე იდგა, სუსხი ზამთარი ახლოვდებოდა, უკვე ზოგი ბალახი გაყინულიყო სიცივისგან. ქეითმა თბილი ჯემპრი ჩაიცვა და კურთკა მოიცვა, თბილად ჩაიცვა და დრაკოს დაელოდა. დრაკოს მოემზადა და ერთად წავიდნენ, სასახლეში ძალიან მალე დაბრუნდნენ საკუთარი ძალების დახმარებით. თროი უკვე სასახლეში ვარჯიშობდა გამწარებით, ნოა კი მას უბღვერდა შორიდან. ქეითი ნოასთან მივიდა და მომღიმარი სახით შეხედა ნოას, ნოამ ქეითს გახედა და საუბარი დაიწყო.
- ვერარის თქვენი მეგობარი, არ მიჯერებს მთელ ენერგიას და ძალას ხარჯავს, თან გამწარებით აკეთებს, მეშინია ნადრევად თოვლის არ დაიწყოს - უთხრა გაბრაზებულმა ნოამ.
- ეს ყოველთვის ჯიუტი იყო - გაუღიმა ქეითმა.
- ამ სიცივეში არ შესცივდეს - თქვა ნოამ და სასახლეში შევიდა.
- თროი ვილიამი ჯერ არ მოსულა? - დაუყვირა დრაკომ შორიდან.
- არა! - გამწარებული დაიყვირა თროიმ და მთელი ძალით გაუშვა შავი მაგია და ხე ჩამოიქცა, ლამის სასახლე დამტვრია.
- ურაა! გამომივიდა, გაბრაზების დროს გამომდის - ყვირილი დაიწყო თროიმ, ნოა გაბრაზებული გამოვიდა სასახლედან.
- შენ დაგეცა მეხი, ლამის სასახლეს დამტვრიე - შეუბღვირა და ისევ შევიდა სასახლეში.
ქეითი და დრაკოს მას მიჰყვნენ, მალე თროის შემოვიდა და ახლა ყველა ვილიამს ელოდებოდნენ. თროი ურეკავდა მაგრამ ის არ იღებდა ტელეფონს.
- რა ჯანდაბა სჭირს? - კბილებში გამოსცრა ნოა.
- დღეს რატო ხარ დაბღვერილი? - ჰკითხა ქეითმა, ნოამ უპასუხოდ დატოვა.
- სახლში დავადგე ერთ წამში? - ჰკითხა ბავშვებს დრაკომ.
- სძინავს მაგას მგონი - თქვა დრაკომ.
ცოტახანში ტელეფონის ზარის ხმა ესმით ბავშვებს, თროიმ ყურმილი აიღო და უპასუხა.
- ვილიამ, ყველა შენ გელოდებით - მშვიდად უთხრა ვილიამს, და ყურმილი გათიშა.
რამოდენიმე წამში ვილიამი დაბრუნდა, ყბაში პურის ნაჭერი ჰქონდა გაგდებული და ჭამდა. თროიმ თვალები ატრიალა და ქეითმა სიცილი დაიწყო, ვილიამმა ჭამა დასრულა და ჩამოჯდა დივანზე.
- აბა რაიმე ახალს ხომ არ იტყვით? - ჰკითხა ნოამ ბავშვებს, ჯერ მათი მოსმენა უნდოდა და მერე საქმეზე გადასვლა.
- დღეს მე ავსტრალზე წავიკითხე ინფორმაცია, ავსტრალზე გასვლის მეთოდები ვისწავლე და ვცადე, გამომივიდა პარალელურ სამყაროში გავედი, ჩემი ქვეცნობიერის დახმარებით ბევრ ადგილას მივედი და განვმარტოვდი, იცით რა მაგარი შეგრძნება იყო? დარდები ჩამომირეცხა და ენერგეტიკა გამიწმინდა, დილით, რომ გავიღვიძე თავს მსუბუქად ვგრძნობდი.
- ეს სახიფათოა ქეით, იმედი მაქვს სულებს არ დაეკონტაქტე და კარების ჩაკეტე - უთხრა შეშინებულმა ნოამ.
- კი წიგნში ეწერა და ზუსტად მაგის მიხედვით ვიმოქმედე, დავაიგნორე ყველა სული, და რომ დავბრუნდი კარები დავხურე, სხეულში დაბრუნება არ გამიჭირდა ადვილი იყო ჩემთვის.
- შენ რაღაც ძალიან მაგარი უნარი გაქვს ყველაფერი გამოგდის - თქვა ნოამ, დრაკოს გახსენდა, რომ ის ნაშვილები იყო და სახე მოეღუშა.
- ვაუ ავსტრალზე გასვლა მეც წამიკითხავს, მაგრამ არ გამომივიდა - თქვა თროიმ.
- ყველას არ გამოსდის ფრთხილად იყავით - გააფრთხილა ნოამ ბავშვები.
- შენ რა სათქმელი გქონდა? - შეახსენა დრაკომ.
- მე ახლა რომელი დემონის გამოს ვარ აქ დარჩენილი, იმ დემონს დიდიხანია ვეძებ, ხოდა თქვენ რამოდენიმე დემონი დაწვით და იქიდან ის არცერთი იყო, დღეს გავიგე, რომ ჩემი მტერი დემონი ძალიან გაძლიერდა მისი ძალა მთელ დედამიწას უდრის, ის ახლა ახალ სამყაროში გადავიდა და იქ ჩუმადა, ძალებს იგროვებს, მკითხავებმა გაიგეს და წინასწარმეტყველებმა, რომ მალე მაგიურ ხალხებს მასთან ბრძოლა მოუწევდათ და მაღალი ძალების მქონე ადამიანებს თუ არ ჩაყენებენ შეიძლება ის სამყარო განადგუროს დემონმა და უფრო გაძლიერდეს მათი ძალებით, ამიტომ ვშიშობ არ მინდა თქვენს მოგიწიოთ ბრძოლა - დასრულა საუბარი ნოამ.
- მაგრამ მე მაინც ვცდი - ამაყად წამოიძახა ქეითმა.
- მეც - ხელი ასწია თროიმ.
- წინასწარმეტყველები ამბობენ, რომ ქეითი და თროი ყველაზე ძლიერი ჯადოქრები არიან და მათი მაგია ყველაზე ძლიერია, ნუ ქეითის მაგია ძალიან ძლიერი არარის როგორც თროისი, მაგრამ ქეითი გონიერია და მას გონივრულად შეუძლია გადადგილება და მისი დამარცხება - თქვა ნოამ თავდაჯერებით.
- ხოდა ვცდი - თქვა ქეითმა.
- ვშიშობ ქეით, არ მინდა რამე დაგემართოთ და დაშავდეთ, და თქვენ ჯერ პრაქტიკულად ნავარჯიშები არ ხართ - უთხრა ნოამ ნერვიული ტონით.
- ხოდა გვავარჯიშე ეს შენი პრაქტიკით - თქვა თროიმ.
- ვილიამი და დრაკო ხმას რატომ არ იღებს? - დაინტერესდა ნოა.
- მე დარწმუნებული არ ვარ, რომ შევძლო ამის გაკეთება - თქვა დრაკომ.
- ლაჩარი - ჩაიბუტყუნა თროიმ ჩუმად, მაგრამ დრაკომ მაინც გაიგო და შეუბღვირა.
- მე სიკვდილი გამოვცადე და მაგის მეშინია სხვებმას არ გამოსცადონ ამიტომ არვარ დარწმუნებული, რომ თქვენ ბრძოლაში გაგიშვათ - თქვა ვილიამმა და ქეითს შეხედა.
- მე მაინც წავალ - იჯიუტა ქეითმა.
- მეშინია მეგობრების დაკარგვის - თქვა ვილიამმა.
- ერთმანეთს არ მოვშორდეთ მაშინ ბრძოლის ველზე - თქვა თროიმ.
- ამაზე საუბარი აქ დავამთავროთ და ვარჯიში დავიწყოთ - უთხრა ნოამ ბავშვებს.
ბავშვები ნოასთან  ერთად გავიდნენ სავარჯიშო ადგილზე, ყველანი მოემზადნენ ძალების მოსაკრებად.
- ჩვენ გონებაში შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ქვა, ცეცხლი, წყალი, და ასე შემდეგ, და ეს ვესროლოთ მოწინაღმდეგეს - თქვა ნოამ.
ყველანი მშვიდად დაიწყეს გონებაში წარმოდგენა, დრაკომ ცეცხლი ეგრევე ესროლა ხეს და ალი ავარდა ყველგან, ნოას თვალები გაუდიდდა.
- ჩაქრეთ ცეცხლი, აქ არ უნდა გამოგეყენა შე დამპალო - დაუყვირა ნოამ.
თროიმ გონებაში ცეცხლის ჩაქრობა ისურვა და მალე მაგია გაუშვა ხელიდან და ცეცხლი ჩაქრო. ქეითმა ვარდისფერი მაგია გაისროლა ცაში და ჩაეღიმა, ვილიამმა წყალი წარმოიდგინა და ნოას შეასხა მთელი ძალით. ნოამ მას შებღვერილი სახით შეხედა, ვილიამმა კი ეშმაკური ღიმილით მოუგო.
- ნორმალურად ივარჯიშეთ, ბავშვები არ ხართ - მკაცრად ბრძანა და პირსახოცით მოიწმინდა სახე.
ქეითმა ხელში ვარდისფერი მაგია ანთო და ატრიალა, ეს მაგია ძირს დარტყა და მთელმა სამყარომ ზანზარი დაიწყო.
- გაჩერდი - დაუყვირა ნოამ.
ქეითი ძლივს შეჩერდა, რადგან თავის მაგიას ვერ აკონტროლებდა კარგად.
- მასე მთელი ენერგია დაგეხარჯება ეს შენთვის ჯერ ადრეა - აუხსნა ნოამ.
უცებ თროის თვალები გაუშავდა და ყველგან შავი ვენები დაეტყო, ურჩხულივით უყურებდა ყველას და საზარლად იცინოდა, ცაში ავარდა მთელი სიჩქარით და ყველაზე მაგარი მაგიური ძალა ესროლა ხეს და მთელი ინერცით წაქცია, რამოდენიმე ქვა აიღო და მთელი ინერცით გაისროლა ცაში და დაბლა კმაყოფილი დაეშვა. სახე შეცვლილი ჰქონდა და თვალის ფერი კი ძალიან გაშავებული.
- თროი ამას ჯერ არ გირჩევდი, შენ საკუთარ ძალებს კიდევ ვერ აკონტროლებ, ახლა რაზე გაბრაზდი? ეს ყველაზე ძლიერი ძალა როცა ბრაზდები ძალიან მაშინ გემართება და ძალიან ძლიერი ხდები, ენერგია გემატება და არ იღლები, არც გეცლება ენერგია, ეს უნდა გამოიყენო ბრძოლის დროს როცა ვერ გაუმკლავდები დემონს - აუხსნა ნოამ.
- ახლა როგორ დავუბრუნდე ჩემ თავს? - ჰკითხა თროიმ.
- აი ხომ გითხარი არ შეგიძლია მაგიის გაკონტროლება, სიმშვიდე შეინარჩუნე და დამშვიდდი, დაბრუნდები შენ თავს - აუხსნა ნოამ, თროი დამშვიდდა და ნელ - ნელა თვალები თავის ფერს დაუბრუნდა და ვენები გაუქრა სახიდან.
- უმაგრესი იყო - აღტაცებით წამოიძახა ვილიამმა.
- შენ ვარჯიში გაგრძელე - მკაცრად გასცა ბრძანება ნოამ, და ვილიამმა ვარჯიში დაიწყო.
უცებ ვილიამმა ღრმად ყნოსვა დაიწყო, აქეთ - იქით ისუნებდა და სუნს ეძებდა აინტერესებდა საიდან მოდიოდა, მისმა ქცევამ ნოას ყურადღება მიქცია.
- რას აკეთებ ვილიამ?.
- საიდანღაც სისხლის სუნი მოდის, ძალიან მძაფრად ვგრძნობ მის სუნს თითქოს ჩემთან ახლოსა, მოიც ქეით პერიოდი ხომ არ გაქვს შემთხვევით? - ქეითი ძალიან გაბრაზდა.
- შე ნაბიჭვარო არ მაქვს - დაუყვირა და ორი ხე ჩამოიქცა.
- ქეით ძაან არ უნდა გაბრაზდე, სამყარო ინგრევა - გააფრთხილა ნოამ.
- პერიოდი არ მაქვს და რეები დამაბრალა - კბილებში გამოსცრა ქეითმა.
- ვილიამ მისმინე, შენ სისხლის სუნს მაშინ გრძნობ როცა ვიღაცა შავდება, მანძილს მნიშვნელობა არაქვს, ვიღაც სისხლით, რომ ისვრება სადმე შენ გრძნობ მკვდარი ადამიანის სუნს - აუხსნა ნოამ.
- ადრე მოჩვენების სუნს ვგრძნობდი ახლა კი მკვდარი ადამიანების სისხლის სუნს, რა საშინელება - თქვა ვილიამმა.
- ეს ძალა ჩემი იყო და მეც ვგრძნობდი მიეჩვევი.
უცებ ქეითს თავი ასტკივდა და ძირს ჩაიკეცა, ყველა მასთან მიცვივდა, ქეითი ბუნდოვნად რაღაცას ხედავდა. ბოლოს მკვეთრად დაინახა ქვა, რომელიც თროიმ ისროლა და ის ქვა მთელი სისწრაფით რომელიღაც ქუჩაში გადავიდა და ვიღაც მოხუც კაცს დაეცა თავზე, ის კაცს თავიდან ძლიერი სისხლდენა მოუვიდა, პოლიციელები და სასწრაფო დგას იქ და გამოძიება ჩატარეს ქვაზე.
- ღმერთო ჩემო, დავინახე თროის გასროლილი ქვა, რომელიღაც ქუჩაზე მოხუც კაცს დაეცა თავზე და სისხლით გაისვარა, ახლა პოლიცია და სასწრაფო დგას იქ, კაცი სამწუხაროდ გარდაიცვალა და პოლიცია ამ საქმეს იძიებს, ყველაზე ცუდი ისა, რომ კაცის სული აქ გაიჭედა მოულოდნელი სიკვდილის გამო, მას სჭირდება საიქიოში წასვლა მაგრამ ვერ მიდის, რადგან თავისი სიკვდილის მიზეზი აინტერესებს, თუ დიდხანს დარჩება შეიძლება ბოღმისგან გაბოროტდეს, ამიტომ თროიმ მას ბოდიში უნდა მოუხადოს რათა საიქიოში მშვიდად განისვენოს - უთხრა ბავშვებს ქეითმა და წამოდგა, თავის ტკივილს ვეღარ გრძნობდა თითქოს არაფერი მომხდარა.
- მე? შანსი არა - ჯიუტობა დაიწყო თროიმ.
- მაგრამ შენ ის მოკალი თროი - უთხრა ვილიამმა.
- ამის გაკეთება არ შემიძლია - უთხრა თროიმ ბავშვებს.
- სროლა კარგად შეგიძლია - შეუბღვირა ნოამ.
- გარისკე თროი - უთხრა დრაკომ.
- ქეით მგონი შენი უნარები ძლიერდება და მიდი აბა შენი ძალებით სცადე იმ ქუჩის დანახვა, იქნებ სადმე გაკრული იყოს ქუჩის სახელი - უთხრა ნოამ.
ქეითმა თვალები დახუჭა და იმ ადგილს მიაგნო საიდანაც ის კაცი გარდაიცვალა, ყველა ღობეზე ეძებდა სახელს და ბოლოს იპოვა.
- რიჩარდ მესამეს ქუჩა მეორე ადგილი სამოცდათი ნომერი - თქვა ქეითმა ძებნის შემდეგ.
ყველა იქ გაეშურა ნოას გარდა, რადგან მას არ ჰქონდა ძალები და იქ არ შეძლო დროულად წასვლა. ერთ წამში გამოჩნდნენ დანიშნულების ადგილას, მკვდარი კაცის სული დახეტიალობდა ქუჩა - ქუჩა, თროი მასთან მივიდა და თავაზიანად მიესალმა, კაცს გაუკვირდა მისი ნახვა.
- მე მოვკვდი როგორ მხედავთ? - თქვა გაოცებით.
- ჩვენ სულებს ვხედავთ, ბოდიშს გიხდით ინციდენტისთვის, ჩემი დაუფიქრებლობის და შემთხვევის გამო ემსხვერპლა თქვენი სიცოცხლე, ქვა მე გავისროლე თამაშის დროს და შენ მოგხვდა მაპატიეთ - ძლივს მოუხადა თროიმ ბოდიში.
- როგორ ბედავ შე ერთუჯდერიანო, ჯერ ყველაფერი წინ მქონდა და ახლა გადავეცი ჩემი წიგნები გამომცემლობას და ახლა გავხდებოდი წარმატებული მწერალი, შენ ოცნებები დამიმსხვირე და დამინგრიე ცხოვრება. - დაუყვირა სულმა თროის.
- მაპატიეთ, ძალით არ მინდოდა ჩემი დაუფიქრებლობის ბრალია ბოდიშს გიხდი.
- ბოდიში არაფერს შველის, ახლა სულ ასე დავრჩები? თქვენს გარდა ვერავინ მხედავს.
- არა ბატონო, საიქიოში უნდა გაგზავნოთ, ბოდიში უკვე მოგიხადეს და ახლა უნდა განისვენოთ მშვიდად - უთხრა ქეითმა, ვილიამმა და დრაკომ მარილი დაყარეს მის გარშემო რათა არ გაქცეულიყო.
ოთხივემ ერთმანეთს ხელები ჩასჭიდეს და შელოცვა წარმოთქვეს, სამჯერ თქვეს იგივე სიტყვები და ის კაცი მალე გაქრა იმ ადგილიდან.
- მშვიდად განისვენეთ ბატონო - ჩაიბურტყუნა თროიმ და სასახლისკენ აიღო გეზი.
















ახალი თავის დავდე ჩემო მეგობრებო😌❤ეს დღეები ინტერნეტი არ მქონდა და მაგიტომ ვერ ვაქტიურობდი, მაგრამ თქვენს გამო მაინც ვწერდი და ვინახავდი ჩემ ნოუთში. იმედი მაქვს მოგეწონებათ ეს თავი, და მადლობთ დროის დათმობისთვის❤🥲🤍გპირდებით ვიაქტიურე.

მოჩვენებების მკვლევრებიWhere stories live. Discover now