თავი 41

22 14 0
                                    

სამჯერ დატრიალდნენ და საკუთარ სამყაროში მოხვდნენ, უკვე ბნელოდა და მზის მაგივრად მთვარე იყო ამოსული. ვარსკვლავებს ღრუბლები ფარავდნენ და ეს ყველაფერი იმას მეტყველებდა, რომ ხვალ ცუდი ამინდი იქნებოდა. მუხის ადგილი დატოვეს და სასახლისკენ აიღეს გეზი, ყველა ჩაფიქრებული და ჩუმად მიაბიჯებდა ფეხს გაყინულ ბალახებს. სასახლეს, რომ მიუახლოვდნენ გაჩერდნენ, სასახლის მეორე სართულის ფანჯარაზე შუქი ჩანდა მკვეთრად. ერთმანეთს შეხედეს რადგან ლამპა არავის ჰქონდა ანთებული დატოვებული. უცნაური იყო რადგან სასახლეში არავინ იყო და ფანჯრიდან შუქი ანათებდა. უცებ მეორე ოთახიდანაც ჩაირთო ლამპა და ფანჯრიდან გამოჩნდა შუქის მოელვარე ფერი. ყველა დარწმუნდა, რომ სახლში ვიღაც დაბოდიალობდა. ერთმანეთს შეშინებული შეხედეს რადგან არ უნდოდათ მათ შესახებ ვინმეს გაეგო. ბოლოს გამბედაობა მოიკრიბეს და სასახლეში ავიდნენ ჩუმი ნაბიჯებით. კარები ფრთხილად შეაღეს და მისაღებ ოთახში შევიდნენ, აქ რათქმაუნდა არავინ იქნებოდა რადგან შუქი მეორე სართულზე იყო ანთებული. გარშემო მიმოიხედეს და დაინახეს მაგიდაზე მყოფი წიგნები ძირს იყო დაყრილი. ყველას გულები აუჩქარდათ და მათი გულის აჩქარების ხმა მკაფიოდ ისმოდა.
- არის აქ ვინმე? - ექოდ გაისმა ვილიამის ბოხი ხმა, მაგრამ ხმა არავინ ამოიღო.
- ერთმანეთს არ მოვშორდეთ აქ ყველაფერი რიგზე არა - გაფრთხილა ნოამ ყველა.
ნელი ნაბიჯებით შემოიარეს ყველა კუნთე - კუნჭული, საბოლოოდ სამზარეულოში შევიდნენ და სანთელი ანთეს მაგიდაზე. მოულოდნელად სანთელი ჩაქვრა, დრაკო მივიდა და ხელმეორედ ანთო. რამოდენიმე წამში ისევ ჩაქვრა, თროი ამ ყველაფერს დაკვირდა და დრაკოსთან მივიდა.
- ვფიქრობ, აქ ადამიანი არა შემოსული - ხელი მხარზე დადო დრაკოს და უთხრა, დრაკომ გამოიხედა და თავი დაუქნია.
- სული ან დემონია - თქვა დრაკომ და ეს სიტყვები ყველას ესმოდა.
ქეითი ვილიამთან მივიდა და მის გვერდით დადგა, რადგან ეშინოდა ისევ იგივე არ განმეორებულიყოს. ვილიამი ქეითს შეხედა და მისი დაცვა სცადა.
- აქ სადმე სული ან დემონი იქნება დამალული - დასკვა ნოამ და სამზარეულოდან მისაღებში გადაინაცვლნენ.
თროიმ ყველა დატოვა და ჩქარი ნაბიჯებით წავიდა ბიბლიოთეკაში, არაფრის არ ეშინოდა რადგან თავს ვერაფერი დაესხებოდა. მას ყველაზე ძლიერი შავი მაგია აქვს, თუ გაბრაზდება შეიძლება მისი მოწინაღმდეგე ეგრევე განადგუროს. ბიბლიოთეკაში დიდი ჩანთა შეამჩნია და გახსნა, ბევრი ფანარი და საჭირო ნივთები დაინახა. ეს ჩანთა აიღო და მისაღებში შეიტანა, ფანრები ყველას დაურიგა და თვითონაც მოიმარჯვა ხელში. ჩუმად მეორე სართულზე ავიდნენ და ნოას კაბინეტში შევიდნენ, კარები დახურეს და ნოამ თავისი კარადის შემოწმება დაიწყო. რადგან აინტერესებდა რაიმე დოკუმენტი ხომ არ მოუპარეს. უცებ კარები თავისით ჩაიკეტა, დრაკომ ეგრევე კარებისკენ გაიხედა და მისი გაღება სცადა. მაგრამ კარები დაკეტილი იყო და ვერ აღებდა, მიხვდნენ, რომ ამ ოთახში ჩაიკეტნენ.
- ჯანდაბა - გამწარდა დრაკო და კარების მოქაჩვა და შენჯღრევა დაიწყო.
- მასე ვერ გაღებ, გამოსავალი ვიპოვოთ - მშვიდად უთხრა ნოამ და გამოსავალის ძებნა დაიწყო.
ვილიამმა მოულოდნელად ქეითს ჩაჰკიდა ხელი, რადგან მისი დაკარგვის შეშინდა.
- სულს ან დემონს რატომ ვერ ვხედავთ? - ანერვიულდა თროი.
- იმიტომ, რომ ეს ყველაზე ძლიერი დემონის აქტივობა, მას შეუძლია დაიმალოს ისე, რომ ჩვენც ვერ დავინახოთ - აუხსნა ნოამ.
თროიმ ღრმად ამოიხვნეშა და კარებთან მივიდა, ხელები გაჭიმა და თავისი მაგიით კარების მოქაჩვა სცადა. მთელი ძალით იყენებდა თავის მაგიას კარების გასაღებად და მისი ენერგია ეცლებოდა. მაგრად გაქნია ხელი და კარების გაიღო, თროიმ დაღლილობისგან ღრმად სუნთქვა დაიწყო.
- ყოჩაღ, კარგად იმუშავე - უთხრა ნოამ, და კაბინეტიდან გავიდნენ.
ნელი ნაბიჯებით დადიოდნენ და ყველაფერს ათვალიერებდნენ, თროი მონა ლისას პორტრეტთან დადგა და მას შეხედა. ქეითმა ფეხი რაღაცას წამოკრა და ლამის წაიქცა, მაგრამ ვილიამმა მისი დაჭერა მოახერხა. ქეითის ხმაზე თროიმ მისკენ გაიხედა და მერე ისევ მონა ლისასკენ, რომ გამოიხედა ფოტო ეუცნაურა. ნახატი ახლა მას საზარლად და დამცინავად უმზერდა, თროიმ თვალები ჭყიტა და თვალების ფშტვენა დაიწყო. რომ გახილა, ნახატი ნორმალურ პოზაში იყო. იფიქრა მომელანდაო და ყურადღება არ მიაქცია, დრაკო ნოას უკან მისდევდა და კედლებს უყურებდა. უცებ ერთი კედელი ორჯერ გაიბერა, დრაკო მანდ მივიდა და კედელს ხელით შეეხო. ვერაფერი იპოვა საეჭვო და მიანება. მოულოდნელად, რომელიღაც ოთახის კარები ძლიერად გაიჯახუნა ყველას ყურადღება ამან მიპყრო. გამბედაობა მოიკრიბეს და იმ ოთახისკენ მივიდნენ, შეაღეს და შიგ შევიდნენ მაგრამ ვერავინ ნახეს. გამოვიდნენ და დიდ აბაზანოში შევიდნენ, კედლები გაწითლებული იყო და ყველგან სისხლით ფერი იყო გამოხატული. ზოგ კედელზე სისხლი სვიოდა, ვილიამი ჯაკუზთან მივიდა და ავსებული სისხლი დაინახა. მისმა გულმა შიშისგან ძლიერად დაიწყო ფეთქვა და სისხლის სუნს მკაფიოდ გრძნობდა და თავი სტკიოდა. სარკეზე საზარელი სახე იყო გამოხატული სისხლით, ქეითი მაგ სახეს მისჩერებოდა და რამის გაგებას ცდილობდა. უცებ ვილიამი მივიდა მასთან და ხელი ძლიერად ჩასჭიდა, ცუდად იყო და წონასწორობას ძლივს ინარჩუნებდა. სისხლის სუნი მძაფრად იგრძნობოდა და თავს ასტკიებდა ვილიამს.
- სისხლის სუნს ვერ ვუძლებ - უთხრა ქეითს სისხლის სუნისგან გაბრუებულმა ვილიამმა.
- გავიდეთ - ხელი ჩასჭიდა და მისი აქედან გამოყვანა სცადა.
- მოიცა - შეაჩერა ისინი ნოამ.
- სისხლის სუნს ვერ ვუძლებ ნოა - უთხრა დაღლილი ხმით ვილიამმა.
- ეს იმას ნიშნავს, რომ ვიღაც მომკვდარა - დაფიქრებით თქვა ნოამ.
- ამას მე რატომ ვგრძნობ, ვერ ვუძლებ - წუწუნი დაიწყო ვილიამმა.
- ის ძალიან ახლოს არის და ამიტომაც ვერ უძლებს ამას ვილიამი - ახსნა ნოამ.
- მკვდარი? - ჰკითხა ქეითმა და ნოამ თავი დაუქნია.
ბავშვებმა ვილიამის გამო აბაზანო დატოვეს და ახლა სხვა ოთახში შევიდნენ, ოთახი უბრალოდ სტუმრის იყო. თავიდან ოთახის კარების გაღება ძალიან გაუჭირდათ და ძლივს შეაღეს. ოთახში, რომ შევიდნენ საწოლზე მძინარე ადამიანი დაინახეს. თროი მასთან მივიდა და დაინახა, რომ ქალი სისხლით იყო დასვრილი. მისი სული კი მის თავზე იდგა და სასოწარკვეთილი სახით უყურებდა თროის და დახმარებას ეხვეწებოდა.
- ის მოკლეს - თქვა ნოამ.
თროიმ ქალი გამოსწია და მისი სახე, რომ დაინახა შიშისგან უკან დაიხია. ქალს თვალები ჰქონდა ამოთხრილი, და პირი გახეული. საშინლად გამოიყურებოდა, როგორც ჩანს აწამეს.
- ამ გვამს რა ვუქნათ? - უკვე სუნით შეწუხებული ვილიამი ვერ ისვენებდა.
- პოლიციას, ვერ ვაცნობებთ - თქვა ნოამ.
- მართალი ხარ, ჩვენზეს დაიწყებენ გამოძიების დაწყებას და შეიძლება ჩვენ დაგვაბრალონ, მაგრამ ამ ქალის სულს მშვიდად განსვენების უფლება მივცეთ - თქვა ქეითმა.
- გთხოვთ....დამე...ხმარეთ.....დემონი - რაღაცით თქმას ცდილობდა ქალი, და ვერ ამბობდა.
- დემონი? - ეს გაიგო დრაკომ და ჰკითხა, ქალმა სასოწარკვეთად დაუქნია თავი.
- ის აქა - ხელით მიუთითა პირდაპირ სულმა და დრაკომ, რომ გაიხედა შავი ლანდი დაეჯახა მას და წაქცია.
თავი ძლიერად დარტყა იატაკს და ლამის თავბრუ დაეხვა, ქეითი მასთან მისცვივდა და აყენა. დრაკომ თვალები ძლივს გახილა და თავზე ხელი მოისვა.
- კარგად ხარ? - შეშინებული ხმით კითხა ქეითმა.
- კი, უბრალოდ თავი დავარტყი - თქვა დრაკომ და ტკვილისკან წარბი შეიჭმუხნა.
თროი მასთან მივიდა და ხელი გაუწოდა, დრაკომ ჩამოართვა და წამოდგა.
- წეღან დემონი დაგეჯახა - უთხრა ნოამ.
- მისი სახე ვერ დავინახე.
- მხოლოდ შავი ლანდი იყო - თქვა ვილიამმა.
ქეითმა ჯიბიდან პატარა პარკი ამოიღო და მარილი და გოგირდი გაუწოდა თროის და დრაკოს. ისინი მიხვდნენ და ეს იმ ქალის გარშემო მოაყარეს, ერთმანეთს ხელები ჩასჭიდეს და შელოცვა წარმოთქვეს. ქალი მალე განისვენა მშვიდად, ყველამ ღრმად ამოისუნთქეს და ახლა თავდაცვის რიტუალი ჩატარეს. შელოცვა წარმოთქვეს და ძლიერად იმოქმედა. უცებ ერთ ოთახიდან მოესმათ მუსიკის ხმა, მუსიკა მელოდიასავით გაისმოდა.
- ჩემი დინამიკი - წამოიძახა დრაკომ და თავის ოთახში გაირბინა.
ყველა მას გაჰყვნენ და მის ოთახში შევიდნენ, დინამი გათიშა დრაკომ და მუსიკა გამოირთო. თავისი ლეპტოპი გახსნა და პაროლი, რომ ჩაწერა არასწორი აღმოჩნდა.
- რა ხდება? - დაიყვირა დრაკომ და პაროლის ხელმეორედ ჩაწერვა დაიწყო.
- აუ ახლა ამას რამდენი დრო დასჭირდება, რომ გავხსნა - დაიწუწუნა დრაკომ.
- სხვა დროს ვიზამთ - მისი დამშვიდება სცადა ნოამ.
უცებ რაღაც ხმა მოესმათ, ვიღაც საზარლად იცინოდა. ეს ხმა ექოდ გაისმოდა მის ოთახში, უცებ გაჩერდა ხმა და სხვა ოთახში დაიწყო გაგრძელება. ახლა უფრო ყვირილს გავდა და საზარლად ისმოდა. დრაკოს ოთახი დატოვეს და ვილიამის ოთახში წავიდნენ, ხმა შეიცვალა და ბავშვის ტირილად გადაიქცა. შეწუხებულმა ქეითმა ყურებზე ხელები აიფარა, ხმა პირველ სართულზე გადავიდა და უკვე კატასავით კნაოდა. ყველა პირველ სართულზე ჩავიდნენ და სამზარეულოში შევიდნენ, უცებ ონკანი მოეშვა და წყლის მაგივრად სისხლი მოდიოდა.
- ახლა კიდევ ვინმე მკვდარი არ მაპოვნინო - დაიყვირა ვილიამმა და ცხვირზე ხელი მოიკიდა.
დრაკო მივიდა და გათიშა ონკანი, ბიბლიოთეკაში შევიდნენ და ძირს დაყრილი წიგნები ალაგეს.
- რატომ ვერ ვპოულობთ მას? - გაბრაზებული ხმით თქვა ქეითმა, ვილიამმა მხრები აიჩეჩა.
უცებ რაღაც დავარდნის ხმა გაიგეს, და ხმა მტვრევაზე გაიზარდა. ბიბლიოთეკიდან, რომ გამოვიდნენ რაღაცამ მათ თეფში ესროლა და აცილეს. თეფშებს ყველგან ისვრიდა და ამტვრევდა ყველაფერს, მაცივარი დავარდნილი იყო ძირს და ამიტომაც გადმოსცა ძლიერი ხმა. თროი გაბრაზდა და ვენებზე შავი ზოლები დაეტყო, შავი აურა მის ხელში ტრიალებდა და თავდასხმისთვის მზად იყო. ეს უცნაურმა ძალამ შეამჩნია და ამის გამო გაჩერდა, რადგან თროი მალე ზღვარს გადავიდოდა. უცებ მეორე სართულიდან კაკუნის ხმა მოისმა, ავიდნენ მეორე სართულზე და ხმას გაჰყვნენ. ხმა ქეითის ოთახიდან უფრო გარკვევით ისმოდა და ამიტომ იქ შევიდნენ ფრთხილად, კაკუნი გაჩერდა და ვერაფერი დაინახეს. მოულოდნელად დეინი გაითიშა და მხოლოდ მათი ფანრები იყო ჩართული. ქეითი თავის პატარა კარადასთან მივიდა და კონვერტში მოქცეული წერილი დაინახა. წერილი აიღო და სისხლიანი წარწერას შეხედა, "მალე დამარცხდებით" ეწერა ფურცელზე.
- ჩვენ არასდროს დავმარცხდებით - დაიყვირა ქეითმა რადგან იმ უცნაურ არსებას გაეგო მისი ხმა.
თროი მასთან მივარდა და წერილი ხელიდან გამოგლიჯა, წერილი რომ წაიკითხა სიბრაზისგან კისერზე ძარღვები გაეჭიმა. ყველამ წერილი წაიკითხეს, და ნოას გამომეტყველებას შეხედეს.
- ეს იმას მეტყველებს, რომ ის დემონი ჩვენთან საბრძოლველად ემზადება - აუხსნა ბავშვებს ნოამ.
- ჩვენ მას აუცილებლად დავამარცხებთ - თქვა ქეითმა და ყველამ ერთმანეთს დადეს ხელები და პირობა დადეს გამარჯვებაზე.
- იმ ქალის გვამი ჯობს რომელიმემ თქვენი ძალებით სადმე სავადმყოფოში წაიყვანოთ და იქ დადოთ - უთხრა ნოამ ბავშვებს და ყველამ თავი დაუქნია.
დრაკო თავის ოთახში შევიდა და თავისი ლეპტოპი გახსნა, პაროლის ჩაწერვა დაიწყო და ისევ შეცდომა დაიწერა. გამწარებით ცდილობდა პაროლის გარკვევას და მის შეცვლას მაგრამ არ გამოსდიოდა. მის ოთახში ქეითი შემოვიდა და პაროლზე ჩაფიქრდა, მოულოდნელად თავში იდეა მოუვიდა.
- დრაკო, აბა ჩაწერე მალე დამარცხდებით - დრაკომ გაიცინა, ხუმრობად მიიღო ქეითის სიტყვები.
მაგრამ მოულოდნელად დაფიქრდა და მართლა ჩაწერა ეს პაროლში, მოულოდნელად კომპიუტერი გაიხსნა და დრაკომ გაკვირვებით შეხედა ქეითს.
- დებილია ის დემონი - სიმწრისგან ჩაიცინა და თავისი დოკუმენტების შემოწმება დაიწყო.
- გვამს სავადმყოფოში წავიყვან და მოვალ - მოესმათ თროის ხმა, რომელიც კარებზე იყო დაყრდნობილი და მათ უსმენდა.
ქეითმა თავი დაუქნია და თროი ერთ წამში გაუჩინარდა და გვამის წასაყვანად წავიდა.




























ახალი თავის დავდე იმედი მაქვს მოგეწონებათ❤🌸ეს თავი ცოტა შემზარავი და საშიშია🌸მოთხრობის სათაურს უხდება, მადლობთ დროს რომ უთმობთ🤍🌸🦋შეიძლება რამოდენიმე დღეში შეჩერდეს თავების დადება, პირადული პრობლემები გამიჩნდა ბოდიშს გიხდით🕊🥲🌸

მოჩვენებების მკვლევრებიWhere stories live. Discover now