თავი 34

21 14 0
                                    

- შეხედეთ, ჩვენი გამომწერების რაოდენობა უფრო და უფრო მრავლდება - სიხარულისგან დაიყვირა დრაკომ, და ლეპტოპში გამომწერების დათვალიერება დაიწყო.
ქეითს ჩაეღიმა ტუჩის კუთხეში და წიგნის კითხვა გაგრძელა, სოფელიდან ახლა იყვნენ ჩამოსულები და ძალიან დაღლილად გრძნობდნენ თავს მანქანაში დიდხანს ჯდომის გამო. სასახლის კიბებიდან თროი ჩამოვიდა და ვილიამს მიუჯდა გვერდით, დილით ექვსი საათი იყო და მზე ახლახანს იწყებდა ამოსვლას. ზამთარის ნუსხი იდგა გარედ, ყველაფერი გაჰყინვოდა და საშინელი სიცივე იდგა გარედ. შეიძლება ითქვას მალე თოვას დაიწყებდა, საშინელი ამინდი იყო. სასახლეში ბუხარი ჰქონდათ ანთებული ბავშვებს და თბებოდნენ, ნოა ბავშვებზე იყო ჩაფიქრებული და მოულოდნელად სიჩუმე დარღვია.
- სკოლაში რატომ არ მიდიხართ? - ჰკითხა ბავშვებს და ეჭვის თვალით შეხედა ყველას.
- გვეზარება - დაიწუწუნა ვილიამმა.
- რა გეზარებათ?, სკოლას ახლა ამთავრებთ და უნდა იაროთ - უთხრა ნოამ მათ.
- ხო მართალია, სახლში ერთ წამში შევძლებთ წასვლას და მოვემზადოთ სკოლისთვის - თქვა ქეითმა.
- ერთ წამში კი არა რამოდენიმე წუთში, იმიტომ, რომ მანქნით მივდივართ სახლში - შეუსწორა დრაკომ, ქეითმა ენა გამოუყო.
- ჰო კარგით წავიდეთ - თქვა თროიმ.
ბავშვები წამოდგნენ და ნოას დაემშვიდობეს, მანქანაში ჩაჯდნენ და ქეითმა მანქანა დაძრა. რამოდენიმე წუთი მგზავრობა მოუწიათ და ქეითმა თროი მიყვანა სახლში, მერე ვილიამი და ბოლოს თვითონ წავიდნენ სახლში. მანქანა გარაჟში შეიყვანა და თავის ოთახში ავიდა ქეითი, აბაზანოში შევიდა და მოწესრიგება დაიწყო. ახლა ამ სიცივეში თბილი წყლით ნებივრობა კარგი იქნებოდა მისთვის, ქეითი ცხელი წყლის ქვეშ შევიდა და ბანაობა გაგრძელა. მალე გამოვიდა და ტანი და თმა გაიმშრალა. თბილი ტანსაცმელები ჩაიცვა და ჩანთა მოიკიდა, სამზარეულოში ჩავიდა და სენდვიჩის მომზადება დაიწყო. მალე დრაკოს ჩამოვიდა კიბებიდან და ქეითის გაკეთებულ სენდვიჩები დაგემოვნა, ჭამა რომ დასრულეს სახლი დატოვეს. ერთმანეთს ეშმაკური მზერა ესროლეს და მთელი სისწრაფით გაეშურნენ სკოლისკენ, საბედნიეროდ სკოლაში მალე წავიდნენ და უკვე კლასში იყვნენ. მალე მისი მეგობრების მოვიდნენ და გაკვეთილები დაიწყო, გაკვეთილს მხოლოდ ქეითი და თროი უსმენდნენ. ვილიამს და დრაკოს არ აინტერესებდათ და ერთობოდნენ. უცებ ქეითმა იმ ბიჭისკენ გაიხედა, რომელიც პირველ დღეს შეშინებული შემოვიდა კლასში და დაგვიანა. ბიჭი ეშმაკური მზერით უყურებდა მის ერთ - ერთ კლასელ გოგონას, უცებ ქეითმა მზერა მის ყელსაბამზე გადაიტანა და თვალები გაუდიდდა გაკვირვებისგან. მას პენდაგრამის ყელსაბამი ჰქონდა, ამ ყელსაბამს კი მხოლოდ ეზოთერიკოსები იყენებდნენ სულების და დემონების გამოსაძახებლად. ქეითი დარწმუნდა, რომ სკოლაში მან გამოიძახა ის ძლიერი დემონი რომელმაც ვილიამს დაუშავა. ქეითი სიბრაზით აივსო და ტელეფონი ამოღო, თავისი მეგობრების ჩატში შევიდა და მათ მიწერა.
ქეითი: ჯონს შეხედეთ ყელზე პენდაგრამის ყელსაბამი უკეთია.
ყველას ტელეფონი აბზუილდა, ვილიამმა და დრაკომ ეგრევე გახსნეს და კითხვა დაიწყეს. მაშინვე ყურადღება ჯონზე გადაიტანეს, თროიმ ყველაზე ბოლომ გახსნა მესიჯი და იმანაც მაშინვე გადაიტანა ყურადღება მის ყელსაბამზე. თროი გაკვირვებული შეხედა ქეითს, ქეითი კი ჯონს გაბრაზებული უყურებდა.
ვილიამ: უცნაურია, რად უნდა მას ეს ყელსაბამი.
ქეითი: ვფიქრობ, რომ სკოლაში დემონის გამოჩენა მისი ბრალია, არ გახსოვს სკოლაში დაგვიანებული და შეშინებული, რომ მოვიდა? იმის მერე ჩვენ სარდაფში პენდაგრამა ვიპოვეთ.
თროი: გეთანხმები, იმ პენდაგრამას მხოლოდ ეზოთერიკოსები იყენებენ სულის და დემონის გამოსაძახებლად.
ქეითი: ვილიამის კლინიკური სიკვდილი მისი ბრალია, მინდა ახლა თავით ვარტყმევინო მერხზე.
ვილიამ: მეც მინდა მაგრად ვანანებინო თავისი ჩადენილი საქციელი, მის გამო ლამის მოვკვდი.
დრაკო: დასვენებაზე დაველაპარაკოთ მას, ჩვენ მაინც ძლიერები ვართ და ვერ გაგვექცევა.
მესიჯობა დასრულეს და გაკვეთილის დამთავრებას დაელოდნენ. ზარის მალე დაირეკა და თროი ეგრევე იმ ბიჭთან მივიდა, ჯონს მისი საქციელი გაუკვირდა და შეშინებული უყურებდა მას. "როგორი ლაჩარი" ჩაიფიქრა თროიმ და მას გაბრაზებული და მკაცრი მზერით შეხედა.
- შენთან საუბარი მსურს. - მკაცრად უთხრა თროიმ.
- შენთან რა მაკავშირებს, რომ საუბარი გსურს? - გაკვირვებულმა ჰკითხა.
- წამომყვები? - დაიგნორა მისი კითხა თროიმ.
- არა - უარი განაცხადა ჯონმა და თავის მეგობრებს შეუერთდა სათამაშოდ.
- ნაბიჯვარი - გამწარებული წამოიძახა თროიმ.
- დამშვიდდი ამას დავტანჯავ მე - ეშმაკურად ჩაიცინა ქეითმა, ვილიამს ქეითის უცნაურმა ჩაცინებამ შეაშინა და შეცბა.
გაკვეთილები დაიწყო და ყველამ თავისი ადგილი დაიკავეს, ქეითი ჯონს ეშმაკური მზერით უყურებდა. ჯონი ამას გრძნობდა და მისი მზერა მას წვავდა, ჯონი ვერ მიმხვდარიყო მათ რა უნდოდათ მისგან. ქეითმა თავისი მაგიის გამოყენება გადაწყვიტა, გონებაში ისურვა ჯონის დახრჩობა და ხელით ამის გაკეთება სცადა. მოულოდნელად ჯონი იხრჩობოდა და ყელზე ხელს იდებდა, დახმარებას სთხოვდა მასწავლებელს და შეშინებული იყურებოდა. ვილიამმა ეგრევე ქეითს შეხედა და მიხვდა, რომ ის ახრჩობდა ამიტომ გაუღიმა. ქეითმა გაუშვა და მან ხველება დაიწყო, ყელზე ხელს იდებდა და სტკიოდა საშინლად. თროი გადმოტრიალდა და ქეითს თვალი ჩაუკრა, ჯონი შეშინებული დაუბრუნდა თავის ადგილს და ღრმად სუნთქვა დაიწყო. თროიმ გონებაში მისი შერცხვენა ისურვა და ხელით დაიწყო მოძრაობების კეთება, მოულოდნელად ჯონმა შარვალზე ჩაიფსა. გოგოებმა ზიზღით თვალით ახედეს მას და ჯონის მაგრად შერცხვა, ადგა და კლასიდან გავარდა. თროიმ ჩუმად სიცილი დაიწყო და მას მთელი კლასის აყვა. ზარი, რომ დაირეკა დრაკო საპირფარეშოში შევიდა, იქ ჯონი დაინახა და საყელოზე ხელი მოუჭირა.
- შენთან საუბარი მინდა - უთხრა დრაკომ მას ირონიული მზერით.
- ყველას რაღა ახლა მოგინდათ ჩემთან საუბარი - გამწარებული დაუყვირა ჯონიმ დრაკოს.
დრაკო ახარხარდა, სიცილით გული, რომ მოიჯერა ჯონს ეშმაკური მზერით შეხედა, ჯონს უკვე ეშინოდა მისი. დრაკო მას მიუახლოვდა, და თავისი ტუჩი მის ყურთან მიყვანა.
- მისმინე ჯონ, თუ არ წამომყვები კლასში მოგიწევს ჩაჯმა და უარესად შერცხვები, ამიტომ თუ არ გინდა შერცხვე სკოლის უკან ცარიელი ადგილი, რომ არის იქ შემხვდი - ჩასჩურჩულა ყურში და ცინიკურად გაუღიმა.
- ვინ ხარ? - შეშინებული წამოიძახა ჯონმა, დრაკომ არაფერი უპასუხა და გეზი წასასვლელად აიღო, უცებ მოტრიალდა და მას ისევ გაუღიმა.
- იმედია გაიგე რას გითხარი - თქვა და საპირფარეშო დატოვა.
ქეითი, ვილიამი და თროი სკოლის უკან იდგნენ და დრაკოს ელოდებოდნენ, მალე დრაკოს დაბრუნდა მათთან და ჯიბეში ხელები ჩაჰყო.
- მოვა? - ჰკითხა ვილიამმა.
- არვიცი მაგარი კი შევაშინე.
მოულოდნელად ფეხის ნაბიჯების ხმა მოესმათ, გაიხედეს და ჯონი მოდიოდა შეშინებული.
- ვა ქვეშაფსია მოვიდა - ირონიულად თქვა ქეითმა და ჩაიცინა, ჯონი გაბრაზდა.
- გამარჯობა ჯონი, მოემზადე ყველაფრისთვის ბევრი კითხვა გვაქვს შენთან - თქვა ვილიამმა.
- რა გინდათ ჩემგან? - ხმის კანკალით თქვა ჯონმა.
- ჯერ ის აგვიხსენი ეს ყელსაბამი რატომ გიკეთია? - ჰკითხა დრაკომ, ჯონიმ თავის ყელსაბამს დახედა და ხელით დამალა.
- შენი საქმე არა.
- დიახაც ჩემი საქმეა - დაუყვირა დრაკომ.
- ჯონ, შენ გგონია ჩვენ არაფერი ვიცით? შენ გამოიძახე დემონი სკოლაში, და მე და ქეითი შენ გამო სავადმყოფოში ავღმოჩნდით - თქვა ვილიამმა.
- ეს მე არ მიქნია.
- დამამტკიცებელი საბუთი შენი ყელსაბამია, გგონია არ ვიცით პენდაგრამის მნიშვნელობა? - ჩაიცინა ქეითმა.
- თუ არაფერს გვეტყვი, უარესები დაგემართება არ მოგასვენებთ - ჩაიღიმა ბოროტულად თროიმ.
- ეს ყელსაბამი ბაბუაჩემმა მაჩუქა, ის ადრე უფროსი იყო, დიდ შენობაში მუშაობდა, რომელიც ახლა გაუქმდა და არავინ მიდის იქ, ბაბუაჩემი ეზოთერიკოსი იყო მას ჰქონდა კონტაქტი დემონებთან, მისი გარდაცვალების შემდეგ ეს საქმე მამაჩემს არ გაუგრძელებია რადგან არ უნდოდა ეშინოდა, მე ბაბუა ძალიან მიყვარდა და ამიტომ მის საქმეს ხელი მოვკიდე, ჩემ გარშემო ყოველთვის ჩნდებიან დემონები და მელაპარაკებიან, საქმეებს მავალებენ მეც იძულებული ვარ ვაკეთო, ამ საქმის მეც მეშინია მაგრამ ვალდებული ვარ, თორე დემონები უარესს დამმართნებენ, ეს არავისთან არ უნდა მეთქვა მაგრამ თქვენ იძულებული გამხადეთ - თქვა ჯონმა.
- მოიცა მისი ბაბუა, ალბათ ის კაცია ვინც ნოას მეგობრები და ნოა მოკლა - ქეითს ყურში ჩასჩურჩულა ვილიმმა, ქეითის იმავეს ფიქრობდა.
- თუ გინდა, რომ დემონები მოგშორდეს ეს ყელსაბამი უნდა დავწვათ - თქვა თროიმ.
- დარწმუნებული ხართ? თქვენ არაფერი იცით მათ რისი გაკეთება შეუძლიათ - თქვა ჯონმა.
- შენც არაფერი იცი თუ როგორ ვაწამებთ დემონებს - თვალი ჩაუკრა ვილიამმა.
თროიმ ხელი ამოძრავა და თავისი მაგიით დახმარებით ორ მეტრ დისტანციაში ამოგლიჯა მის ყელიდან ყელსაბამი. ჯონს შიშისგან თვალები გაუბრწყინდა რადგან მსგავსი რამ არასდროს უნახია, თროიმ ხელში ათამაშა მისი ყელსაბამი და დრაკოს ესროლა. დრაკომ ხელში დაიჭირა და თავისი ცეცხლის სტიქით დაწვა მისი ყელსაბამი, თროიმ ხელი გაჭიმა და ჯოხისკენ მიშვირა, ჯოხი ინერციით ამოვარდა და თროის ხელში მოხვდა, თროიმ ჯოხი ჯონს მიადო.
- გაქცევა არ გაბედო - გააფრთხილა ჯონი.
- ვაუ, თქვენ ეს როგორ გაკეთეთ? - აღტაცებას ვერ მალავდა ჯონი.
ვილიამმა გოგირდი და მარილი დაყარა მის გარშემო და ქეითმა შელოცვები წარმოთქვა. ჯონი ჩაიკეცა და ბღავილი დაიწყო, მის სხეულში დემონებს ეკავათ ადგილი და ახლა ისინი იწვოდნენ და ამის გამო ჯონის ბღაოდა. ქეითი მთელი ძალით ამბობდა შელოცვებს და ენერგიას ეცლებოდა, როცა ყველა დემონი დაიწვა ქეითს მთლიანი ენერგია გამოეფიტა და შელოცვა დასრულა. ქეითი ჯონთან ერთად ღრმად სუნთქავდა, ჯონი შეშინებული უყურებდა ქეითს. ჯონს მათი ეშინოდა, რადგან მისმა თვალებმა ბევრი უცნაური რაღაც დაინახეს. როგორ გამოგლიჯა ორ მეტრ დისტანციაში თროიმ მისი ყელსაბამი თავისი შავი მაგიით, როგორ აიღო შორს მყოფი ჯოხი თროიმ მთელი ინერცით, როგორ დაწვა დრაკომ მისი ყელსაბამი თავისი ხელით, და როგორ ტანჯავდა მას ქეითი უცნაური სიტყვებით ამ ყველაფრის ახლა მას ძალიან ეშინოდა.
- მან ყველაფერი დაინახა - ანერვიულებული იყო ქეითი.
- მეხსიერებიდან წავაშლევინოთ - თქვა ვილიამმა.
მასთან მივიდა და თავისი ხელებით თავზე მოჰკიდა, ჯონი შიშისგან აკანკალდა. ვილიამმა თვალები დახუჭა და გონებაში მისი მეხსიერების წაშლა ისურვა, თავის ლურჯი მაგიიას მის ტვინში უშვებდა და თავადაც ეცლებოდა ენერგიები. თვალებს ხუჭავდა და მთელი ძალით შლიდა მის მეხსიერებას, ჯონი კანკალებდა და ვერაფერს ხედავდა. როცა დამთავრა წამოდგა ვილიამი და გათიშული ჯონი იქ დატოვა.
- ათ წუთში გაიღვიძებს და აღარაფერი ემახსოვრება - უთხრა ვილიამმა ბავშვებს.
- დარწმუნებული ხარ? - ჰკითხა დრაკომ.
- კი, ჩემ ძალებში ყოველთვის დარწმუნებული ვარ. - თქვა და მეგობრებთან ერთად კლასში დაბრუნდა.

















ახალი თავის დავდე და იმედი მაქვს მოგეწონებათ😌🤍ამ მოთხრობას აქტიურობა ძალიან მოაკლდა და იმედი მაქვს მოუმატებს🌸❤მადლობთ, იმას ვინც დროს უთმობთ და მოგწონთ🦋🕊

მოჩვენებების მკვლევრებიWhere stories live. Discover now