თავი 11

45 18 2
                                    

ქეითი ენერგია გამოფიტული იღვიძებს და დაღლილი თვალებით დაცქერის არემარეს. ყველაფრის მოტივაცია დაკარგული აქვს და ყველაფერი ეზარება, ყველაფერი მომაბეზრებელი ეჩვენება. ძლივს დგება და ზლოზინით აბაზანოში შედის, თავს იწესრიგებს. ოთახიდან გამოდის და ძალა გამოლეული ჩადის კიბებზე, დრაკო ეღობება და ხალისიანი სახით უყურებს.
- დღეს გადავწყვიტეთ რიტუალების გაკეთება ვისწავლოთ - ქეითმა არაფერი უპასუხა უბრალოდ თავი დაუქნია.
სამზარეულოში შევიდა და თავისთვის ყავა მოამზადა, ყავის ადუღებას დაცადა და ფინჯანში ჩასხა. მაგიდაზე ჩამოჯდა და დალევა დაიწყო, ყავა სჭირდებოდა ენერგისთვის. თავის სიზმარზე დაიწყო ფიქრი, თავის წინა ცხოვრებაზე. ხვდებოდა, რომ ნოა მართალი იყო მაგრამ მასთან არ უნდოდა ამ თემასთან დაკავშირებით საუბარი. უნდოდა თავი ისე მოეჩვენა თითქოს არაფერი უნახია სიზმარში, და თითქოს არაფერი იცის. ქეითს არ უნდა ამ ყველაფრის დაჯერება, მაგრამ ეს ყველაფერი ნამდვილია. გული უცემდა ძლიერად როცა სიზმარს იხსენებდა, ფიქრობდა რა კარგი იყო წინა ცხოვრება და რა კარგი რომანტიკული წყვილი იყვნენ ის და ნოა. მაგრამ, ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა ახლა ის ახლიდან უნდა დაიწყოს ცხოვრება. ქეითმა გადაწყვიტა, რომ კიდევ ბევრი რამ ენახა სიზმარში თავის წინა ცხოვრებაზე და ამიტომ გადაწყვიტა, რომ ძილის წინ ყოველდღე ჩატარებდა ამ რიტუალს. ძალიან იყო ჩაციკლული იმ ცხოვრებაზე და ეს ყველაფერი არ აძლევდა იმის საშუალებას, რომ თავისუფლად ეცხოვრა.
იგივე სიტუაციაში იყო თროის, თავის კოშმარზე იყო ჩაციკლული. ყველა ფიქრობდა, რომ უბრალოდ კოშმარი იყო მაგრამ თროი გრძნობდა რომ რაღაც კავშირი ჰქონდა მის კოშმართან და ამის გარკვევას ცდილობდა ამიტომ ვერ ეშვებოდა და თავისუფლად ცხოვრებას ვერ აგრძელებდა. ყოველდღე ხატვას უთმობდა დროს და ეგრე გაჰყავდა წუთები და წამები. მისთვის დამტანჯველია ასეთი ცხოვრება, დამძიმებული სულით სიარული, თავზე მოხვეული ათასი უპასუხოდ დატოვებული ფიქრებით სიარული, ყოველ დილით ოფლით გაწურული გაღვიძება. უნდოდა ეს ყველაფერი დასრულებულიყოს ერთ დღეს, უნდოდა შვება ეგრძნო მაგრამ არ გამოსდიოდა. ყოველთვის თავისი თავი განსხვავებული ეგონა გარშემომყოფებისგან. თროი საწოლიდან ადგა და აბაზანოში შევიდა შხაპის მისაღებად, ცივი წყალი მოუშვა დუშიდან და მძიმე ფიქრებისგან განთავისუფლება დაიწყო.
ვილიამს ყველაზე მეტად ბებიამისის ქცევები აწუხებდა, ამ ბოლო დროს ის მოულოდნელად შეიცვალა. ეშმაკ შეპყრობილი ადამიანივით იქცევა ზოგჯერ და ეს ვილიამს აშინებს, სახლში მხოლოდ ბებიასთან მარტო ცხოვრობს. პაპა დიდი ხნის გარდაცვლილი ყავს, დედ - მამა საზღვარგარეთ ყავს და მხოლოდ ბებია უვლის. თან ისიც ამ ბოლო დროს უცნაური გახდა, ყოველდღე აკვირდება ვილიამი, ყოველდღე ხედავს როგორ გამოდის კედლიდან გონება გათიშული. ვილიამს ძალიან სტკივა გული, მძიმე ფიქრები არ ასვენებენ და მუდამ ცუდ ხასიათზეა. თავს მარტო და დაუცვლელად გრძნობს, სახლში გაჩერებას აღარ უნდა.
რაც შეხება დრაკოს ის ძალიან კარგ გუნებაზეა, ყველაზე კარგ ხასიათზე იღვიძებს ყოველ დილით და თავის ახალ ნივთებს ბედნიერი თვალებით უცქერის. მას არაფერი ადარდებს, არც საფიქრალი არ აქვს, არც არაფერი აწუხებს. სულ იღიმის და მუდამ ბედნიერია, მისთვის ყველაფერი ხალისიანია და ცხოვრება ხალისიანი ეჩვენება. წუთებს და წამებს ითვლის, რომ მეგობრებს შეხვდეს და რიტუალის სწავლა აითვისოს, რადგან მერე გამოკვლევები დაიწყოს. ასეთი საქმები უზიდავს და აბედნიერებს. ქეითი თავის ოთახში ავიდა უსიტყვოდ და ტანსაცმელის გამოცვლა დაიწყო, მერე დაღლილი გამომეტყველებით დაიწყო სარკეში თავის თავს ყურება. ამასობაში დრაკოს მოემზადა და ქეითს წასასვლელად დაუძახა. და - ძმანი სახლიდან გავიდნენ, და ვილიამს შეხვდნენ. დრაკოს გარდა ყველა უხასიათოდ იყო, მოტივაცია არ ჰქონდათ. იმდენი იარეს და ამასობაში თროის შეხვდა მათ, თმა სველი ჰქონდა და აჩეჩილი, მეგობრებს მიესალმა და გზა განაგრძეს.
- რა გჭირთ ხალხო? - მათი უხასიათობით შეწუხებულმა წამოიძახა დრაკომ.
- ბებიაჩემი მანერვიულებს - უთხრა ვილიამმა.
- მე კოშმარი - თქვა თროიმ.
- მე სიზმრით ვარ უკმაყოფილო - თქვა ქეითმა.
- დაივიწყეთ ეს ყველაფერი და მოდი ყურადღება რიტუალებზე გავამახვილოთ და დღევანდელი დღით ვისიამოვნოთ - თქვა დრაკომ.
- მართალი კი ხარ, მაგრამ იმ საიდუმლო ტერიტორიაზე წასვლა არ მინდა, შეგვეძლო ჩვენ ოთახში გვევარჯიშა რიტუალებზე - დაღლილმა თქვა ქეითმა.
- მაგრამ ნოასი დახმარება გვჭირდება - თქვა თროიმ.
- ხოდა მე არ მინდა ნოას ნახვა - თქვა ქეითმა.
- რამე დაგიშავა? - ჰკითხა ვილიამმა.
- არა, უბრალოდ არ ვარ ამის ხასიათზე - თქვა ქეითმა.
ვილიამი მასზე დაფიქრდა და ვერაფერს მიხვდა, იფიქრა, რომ ქეითი უხასიათოდ იყო და ასეთი გამომეტყველებით არ უნდოდა ნოასთან შეხვედრა. საიდუმლო ადგილს, რომ მოუახლოვდნენ და ტერიტორიაზე ფეხი შეაბიჯეს ყველას მოულოდნელად დავიწყდათ თავისი დარდები და პრობლემები. ამის გამო სამივე გაკვირვებულები იყვნენ და ერთმანეთს უყურებდნენ, დრაკო ვერ ხვდებოდა უბრალოდ სიმშვიდეს გრძნობდა.
- ეს ადგილი რაღაცნაირად ამოუცნობია - თქვა თროიმ.
- ღმერთო მადლობელი ვარ ამ ადგილის - თქვა ვილიამმა.
ქეითს გაეღიმა ახლა შეძლო ჩვეულებრივად შეხვედრილიყო ნოას, რადგან თავს უკეთ გრძნობდა. სანამ რომელიღაც შენობაში შევიდოდნენ ნოა დახვდათ გაღიმებული გამომეტყველებით, ყველას მიესალმა და ერთ შენობაში შევიდნენ რომელიც დიდი და განიერი იყო. ბავშვებმა წიგნები ძირს დაყარეს და ჩამოჯდნენ მათ შორის ნოას.
- მიხარია, რომ მომინახულეთ. - დაიწყო საუბარი ნოამ.
- ქეითი უკვე გეტყოდა ყველაფერს აქ რიტუალების სასწავლებლად ვართ - თქვა დრაკომ.
- რა პრობლემა ვისწავლოთ, ოღონდ ორი სახის კატეგორია არსებობს, პირველი რიტუალი და შელოცვა აქრობს სულებს და წვავს მათ, ეს იმ სულებზე უნდა გამოიყენოთ, რომლებიც ბოროტები ან დემონები არიან, მეორე კატეგორია არის სულების საიქიოში გაგზავნა ანუ ამ შელოცვით საიქიოში უშვებ ეს უნდა კეთდებოდეს ყველა ჩვეულებრივ სულზე რომლებიც აქ არიან გაჭედილი, თუ შეცდომას დაუშვებთ და რომელიმე ჩვეულებრივ სულს დაწვავთ დიდ ცოდვას ჩაიდენთ და კარმა უკან დაგიბრუნებთ იმ ცოდვას, ამიტომ ფრთხილად უნდა იმოქმედოთ და სულების გარჩევა უნდა ისწავლოთ, წინაღმდეგ შემთხვევაში მთელი ცხოვრება დაიტანჯებით. - აუხსნა ნოამ.
- ეგღა გვაკლია დავიტანჯოთ ისედაც ვიტანჯებით - თქვა ვილიამმა.
- ზუსტად ისე აგვიხსნა, როგორც წიგნში წერია - თქვა ქეითმა რომელიც წიგნებს ათვალიერებდა და მათ არ უყურებდა.
- სულების გარჩევა გაგვიჭირდება - დამწუხრდა დრაკო.
- ქეითი ხედავს ყველა სულს არამგონია გაგიჭირდეთ.
- მეც მინდა დავინახო - უთხრა თროიმ ნოას.
- დაინახავ მალე - გაუღიმა ნოამ.
ბავშვებმა წიგნის მიხედვით დაიწყეს რიტუალი, ჯერ სული გამოიძახეს პარალელურ სამყაროდან, მერე ის რიტუალი ჩატარეს რომელიც მას საიქიოში გაგზავნიდა. იმდენი იწვალეს და შელოცვები თქვეს ხელ - ჩაკიდული და სული საიქიოში გაგზავნეს. ყველა ბედნიერი და კმაყოფილი იყო რადგან არც ისე რთული აღმოჩნდა როგორიც ეგონათ. ამიტომ უხაროდათ, რომ ჩვეულებრივად დაიწყებდნენ სულების გამოკვლევას და მოსახლეობას დაეხმარებოდნენ. ყველა ნოას მადლობას უხდიდა, ქეითი კი უღიმოდა, ნოას კი ბედნიერებისგან გული ჩქარა უცემდა. მას ყველაზე მეტად ქეითის ღიმილი აბედნიერებდა, რადგან იმ დროს ახსენებდა, რომელიც არასდროს და არასოდეს დაივიწყებდა.
- დღევანდელი გაკვეთილი მორჩა, არც ბოროტი სულის დაწვა არა რთული უბრალოდ ბოროტ სულს ვერ გამოვიძახებთ საქმე გაგვირთულდება - უხსნიდა ნოა ბავშვებს და უღიმოდა.
- მესმის - უთხრა თროიმ.
- კარგად იმუშავეთ, მაგრები ხართ - აქებდა ნოა მათ და თვითონაც უხაროდა.
- რა მაინტერესებს, სახლიდან დარდიანი, შეწუხებულები და ცუდ ხასიათზე მყოფები ვბრუნდებით და ამ ტერიტორიაზე ფეხს, რომ ვდგამთ ყველა პრობლემა გვიქრება და ხასიათი გვეცვლება კარგისკენ, და ამის ახსნა მაინტერესებს? - დაუსვა კითხვა ვილიამმა.
- ეს ადგილი შელოცვლილია ძლიერი ჯადოქარისგან, და დაცულია ამიტომ არ გაგიკვირდეს ეს ყველაფერი, ეს ადგილი ძალიან კარგია ამიტომაც ჰქვია იდუმალი - თქვა ნოამ, ვილიამმა თავი დაუქნია.
- ჩემს გარდა ყველა ცუდ ხასიათზე იყო - თქვა დრაკომ და ძირს დახედა.
- რა გჭირდათ? - ჰკითხა ნოამ ბავშვებს.
ვილიამმა თავის ბებიამისზე მოუყვა რამაც ნოა ღრმად დაფიქრა, ნოამ პასუხსთან ახლოს იყო, რადგან ფიქრობდა, რომ ხვდებოდა რატომ იქცეოდა ვილიამის ბებია ასე მაგრამ არ სურდა ამის თქმა, ფიქრობდა, რომ ასე უფრო გულს გაუტეხდა ვილიამს.
- გამოიძიეთ - მხოლოდ ეს უთხრა ნოამ.
- მე კი კოშმრები მაწუხებენ ეს შენც იცი - თქვა თროიმ.
ნოამ ამის შესახებ გარკვევით იცოდა, და ხვდებოდა რასთან ჰქონდა თროის საქმე მაგრამ იფიქრა, რომ ახლა შესაფერისი დრო არ იყო მერე ეტყოდა.
- მე უბრალოდ სიზმრით ვარ უკმაყოფილო ისეთი არაფერი მჭირს - გაუღიმა ქეითმა.
- მოყევი - არ მოეშვა ნოა.
- არა! - ჯიუტად უთხრა ქეითმა.
- მაინტერესებს! - არ დანებდა ნოა.
- არა თქო - ჯიუტად იმეორებდა ქეითი.
- მაინც გავიგებ - ცალი წარბი ასწია და თავისი გამომეტყველებით ანიშნა, რომ ვერსად გამექცევიო.
ქეითმა თვალები ატრიალა არ უნდოდა ამ თემასთან დაკავშირებით საუბარი ნოასთან რადგან არ სიამოვნებდა.
- შენ საიდუმლოს როდის გაგვიმხელ - მოულოდნელად ჩამოაგდო თემა ამაზე დრაკომ.
- როცა დავრწმუნდები, რომ სანდო ხართ - თვალი ჩაუკრა ნოამ.
- ძალიან კარგი იყო რიტუალის სწავლა - თქვა ვილიამმა.
- კარგი მასწავლებელი იყავი ნოა - ხელი მხარზე ჩამოუსვა ნოას თროიმ.
- მივდივართ? - ჰკითხა ქეითმა, რადგან ადგომა დაპირეს ბიჭებმა.
- კი - თქვა ვილიამმა.
ქეითის წამოდგა და ნოას დაემშვიდობა, ნოას ეწყინა კიდე დიდხანს უნდოდა ქეითთან დარჩენა. მაგრამ მაინც გაუღიმა ქეითს და დაემშვიდობა. ბავშვებმა დიდი გზა გაიარეს და სახლებში ძლივს მოვიდნენ, ძალიან დაღლილები იყვნენ ამიტომ ყველა წამოწვა. ქეითი ისევ იმ წიგნს გაეშურა და სიზმრის რიტუალის ჩატარება დაიწყო, მერე დაიძინა.
ხედავს თავის თავს თინეიჯერი გოგოს ამპულაში როგორიც ახლა არის, ძველებურ ჩანთას იღებს და სკოლაში მირბის. დერეფანში ნოას ეღობება და უღიმის, ყველა კლასში შედის და თავის ადგილს იკავებს. ქეითი წიგნებს მაგიდაზე დებს და თავის ადგილს იკავებს, მის გვერდით ბიჭების რიგი ზის მათ შორის ნოას. ის ქეითთან ახლოს ზის, მასწავლებელი გაკვეთილს ხსნის და ნოა ფურცელს ხევს და ქეითს წერილს წერს. მას უგდებს, სანამ ქეითი წერილს ხსნის და კითხულობს მის წერილს: "დღეს ძალიან ლამაზად გამოიყურები, ყოველთვის ლამაზი იყავი" ეღიმება, მასწავლებელი ამჩნევს და ხელიდან ართმევს, ნოას დაფასთან გამოჰყავს და კეტით სჯის. ქეითი კი ტირის და ეხვეწება, ნუ სჯითო. ნოა სიმწრისგან თვალებს ხუჭავს, დასვენებაზე ქეითს ხელს კიდებს და იპარებიან სკოლიდან. სიცილ - კისკისით ჩადიან მდინარეში და ბალახებზე ჩამოჯდებიან, ქეითს თავი ნოას მხარზე უდევს და ჩუმად მდინარის დინების ხმას უსმენს.
- მომავალში რას იზამ? - უსმევს კითხვას ქეითი.
- ვისწავლი, რათა მამაჩემის თანამდებობა დავიკავო.
- სად ისწავლი? - ნაზად ისმის ქეითის ხმა.
- კოლეჯში.
- შეიძლება მეც შენთან ერთად ვისწავლო ერთ კოლეჯში, რადგან შენ გარეშე სულ მოწყენილი ვარ - ეუბნება ქეითი და ნოა ლოყაზე კოცნის.
- ვისწავლოთ ერთად. - ნებას რთავს ნოა.















ახალი თავის დავდე, ცოტა უინტერესოა მაგრამ არაუშავს ჩემი დამპალი მუზის ბრალია😂😁იმედი მაქვს მოგეწონებათ და ხო მადლობთ დიდი🤍😍ყველაფრისთვის🌸

მოჩვენებების მკვლევრებიWhere stories live. Discover now