თავი 27

31 14 2
                                    


ღამით სულ სხვანაირი ჰარმონია სუფევდა, ბეღურების ხმა არღვევდა სიმშვიდეს. ქარი ხის ტოტებს არხევდა, და ბუნება მუსიკალურ რიტმს გადმოსცემდა. ყველას ეძინა, ყველა თავის ტკბილ სიზმრებში იყო. ცაზე ვარსკვლავები კაშკაშებდნენ, და მაღლიდან დაჰყურებდნენ სამყაროს. ახალი მთვარე ახლახანს იყო დაბადებული, და სამყაროს ახალ იღბალს ატყობინებდა. ყველგან სიჩუმე და სიწყნარე სუფევდა, ყველა სახლის შუქი ჩამქვრალი იყო, მხოლოდ იმ ოთხ ადამიანის ოთახში ანათებდა ტელეფონის შუქი, აშკარა იყო, რომ არცერთი მათგანი იძინებდა. როგორ ჩანს ერთმანეთს წერდნენ წერილებს, ამის გამო არცერთს ერეოდა ძილი.
ქეითი: მზად ხართ გასაფრენად?
დრაკო: მე ჯერ კიდე ვერ დამიმუღამებია.
ვილიამი: ვერც მე
თროი: რატომ გერთულებათ? მე ყველაფერი ადვილი მეჩვენება, სურვილი უნდა გქონდეთ მაღლა ასვლის და მაღლა უნდა აიხედოთ, ისე უნდა იგრძნოთ და თავდაჯერებული უნდა იყოთ, რომ აიხედოთ ცაში დარწმუნდეთ, რომ ასვლას შეძლებთ და უნდა დაელოდოთ, ტვინის ვარჯიში უნდა.
ქეითი: სწორად ახსნა თროიმ.
ვილიამი: ვცდი.
თქვა ვილიამმა და როგორც თროიმ აუხსნა ისე მოიქცა, მოულოდნელად სიმსუბუქე იგრძნო და მაღლა ავიდა, თავის ოთახის ჭერს შეჯახა და იქ გაჩერდა, დაბლა ჩამოვიდა და ტელეფონს ხელი სტაცა.
ვილიამ: გამომივიდა, მადლობა თროი.
დრაკო: მეც ვცდი
დრაკოს იმიტომ არ გამოსდიოდა, რომ ძალიან ეშინოდა ამის გარისკვის, ამ შიშის გამო იგი ვერ რისკავდა ვერაფერს. თავი ხელში აიყვანა და დაიმშვიდა, ცოტახნის მერე ღრმად ამოისუნთქა და თავისი თავი დარწმუნა, რომ არაფერი მოუვიდოდა და გარისკვა კარგი იყო. როგორც თროიმ აუხსნა ისე მოიქცა, თავის თავში თავდაჯერებულობა მოოპოვა და მალე სიმსუბუქნე იგრძნო სხეულში, და მაღლა ავიდა თავის ოთახში დატრიალდა და ძალიან ესიამოვნა ეს შესაძლებლობა.
დრაკო: გამომივიდა.
ქეითი: გარედ გავიდეთ
დრაკომ ფანჯარა გააღო და გარედ გავიდა, თავს სულ სხვანაირად გრძნობდა, გრძნობდა, რომ ძლიერი იყო და არაფერი დაუშავდებოდა. ქეითის ფანჯრისკენ მომავალმა ხმამ აიძულა იქით გაეხედა, მათთან მომავალი ქეითი დაინახა და უფრო გათამამდა. ორივემ ცაში ტრიალი დაიწყეს და სიხარულისგან ყვიროდნენ, საოცარი იყო ცაში მთელი სისწრაფით ფრენა. მოულოდნელად ქეითი მთელი ძალით შეჩერდა ლამის ვილიამს დაეჯახა, ვილიამს გაეცინა და ტრიალი გაგრძელა. ბავშვები ფრენით თროის სახლისკენ მივიდნენ, თროი უკვე გამოსული იყო და მათ შეხვდა.
- მაგარია მთელი სისწრაფით ფრენა - აღტაცებით წარმოთქვა დრაკომ.
- ხოდა დაე მთელი სისწრაფით გავექნაოთ - თქვა ვილიამმა, და ყველამ მთელი სისწრაფით გაექანნენ.
ეს ძლიერი სისწრაფე მათ დიდ სიამოვნებას ანიჭებდა, ქარი მათ სახეზე ქროდა. ქეითს სახე გაეყინა მაგრამ ამისგან დიდ სიამოვნებას იღებდა, ქარი მის ნაზ სახეს რომ ელამუნებოდა, მას თვალები სიამოვნებისგან ეხუჭებოდა და დარდს ქარს გასტანდა.
- საიდუმლო ტერიტორისკენ - დაიყვირა თროიმ და ყველამ გეზი საიდუმლო ტერიტორისკენ აიღეს.
ერთ წამში უკვე დანიშნულების ადგილას იყვნენ და საიდუმლო ტერიტორიაზე დაეშვნენ. დრაკომ თავისი ხელით ცეცხლი ანთო, რადგან ადგილი განათებულიყოს. მას ცეცხლის სტიქია ჰქონდა და შეძლო უპრობლემოდ ესროლა ცეცხლი და უპრობლემოდ შექმნა ცეცხლის ალი. გარშემო სიბნელე განათა ცეცხლის ალმა, და პირდაპირ სასახლისკენ აიღეს გეზი. ბევრი კიბის გავლა მოუწიათ და შევიდნენ სასახლეში, მისაღებ ოთახში ჩამოჯდნენ და თავი გმირები ეგონათ.
- ახლა ჩვენ ძლიერები და განსხვავებულები ვართ - კმაყოფილი ჩაილაპარაკა თროიმ.
- და ასევე ჩვენ სამყაროს გმირებად ვითვლებით - აყვა ქეითი.
- ეს ძალები დიდ სიამოვნებას გვანიჭებს და გვაძლიერებს - თქვა დრაკომ.
- და ჩვენ არასდროს დავმარცხდებით - დამთავრა ვილიამმა.
უცებ ფეხის ნაბიჯების ხმა მოესმათ მეორე ოთახიდან გაიხედეს და ნოა მოდიოდა, ნოას მათ ხმაზე გაეღვიძა და ახლა მათკენ მოემართებოდა.
- როგორც ჩანს აქ ყოფილხართ - თვალები ატრიალა და მათ შეუერთდა.
- ამ წუთას მოვედით - უთხრა დრაკომ.
- ძალიან ხმაურობდით.
- ბედნიერები ვიყავით ჩვენი ძალებით - უპასუხა თროიმ.
- გითხარით დაგესვენათ, ხვალისთვის ბევრი ენერგია გჭირდებოდათ - უთხრა ნოამ ბავშვებს.
- როცა ასეთი ძალა გვაქვს მოსვენების უნარს ვკარგავთ - გაიცინა ვილიამმა.
- ძალების კონტროლი უნდა იცოდეთ და ეს სათამაშო არა, ენერგია გჭირდებათ რათა უფრო გაძლიერდეთ თქვენ კი ალბათ დაფრინავდით - გამაფრთხილებელი ტონით უთხრა ნოამ ბავშვებს.
- სწორად გამოიცანი, მაგრამ ხვალისთვის რა მოითმენს, შეგიძლია დღეს გვითხრა ახალი საიდუმლო? - უთხრა ქეითმა და თვალები საყვარლად დახამხამა, უნდოდა ასე ეცდუნა ნოა და მისი საიდუმლო ახლა გაეგო.
- ეს ჩემთან არ გაჭრის, და ხვალ მოგიყვებით დღეს არა - ეშმაკური ტონით უთხრა ნოამ და წარბები ათამაშა, ქეითმა თვალები ატრიალა თავი დამარცხებულად იგრძნო.
- შეიძლება ვივარჯიშოთ? - ჰკითხა თროიმ ნოას.
- არა! - მკაცრად უპასუხა ნოამ.
- მოვიწყინეთ - დაიწუწუნა ვილიამმა.
- წადით სახლში - მბრძანებლური ტონით მიმართა ყველას ნოამ, ბავშვებს ეწყინათ ნოას სიუხეშე და გავიდნენ სასახლიდან მთელი სისწრაფით.
ცაში ავარდნენ ქორივით და მთელი სისწრაფით გაეშურნენ სახლებისკენ, ერთ წამში უკვე ყველა თავის ოთახში იყო და დასაწოლად ემზადებოდნენ. ქეითი ძალიან გამწარებული იყო ნოას სიუხეშეზე და სიბრაზე არ აძინებდა. დანარჩენებს არ ადარდებდათ საერთოდ, მშვიდად დაპირეს ძილი.


მოჩვენებების მკვლევრებიWhere stories live. Discover now