თავი 3

85 16 3
                                    

- რას ნიშნავს პენდაგრამა? - ჰკითხა დრაკომ, მაგრამ ვილიამმა არ აცადა.
- ჩქარა გავიქცეთ - ხელი ჩასჭიდა გაშეშებულ ქეითს და გაიქცნენ.
ყველამ სარდაფი დატოვეს და შეშინებულები მიეყუდნენ კედელს, ღრმად სუნთქავდნენ და მომხდარს იაზრებდნენ.
- წიგნებს რა ვუყოთ? - თქვა თროიმ.
- რა დროს წიგნებია ლამის მოვკვდით იქ - უთხრა ვილიამმა, ქეითი კი ხმას არ იღებდა ერთ ადგილას იყო გაშეშებული და არც ინძრეოდა, ვერც იმას გრძნობდა, რომ ვილიამის ხელი დიდხანს ეჭირა.
- აეე ქეით გამოფხიზლდი - ხელი აუფრიალა სახეზე დრაკომ, ქეითი გამოვიდა ფიქრებიდან და უცებ ვილიამის ხელი გაშვებინა, ვილიამმა უხერხულობისგან კეფაზე მოისვა ხელი.
ქეითი ერთ ხანს გაჩერდა და მომხდარის გაზრება დაიწყო, ახსოვდა ის გრძნობა რაც პენდაგრამასთან მიახლოებისაც იგრძნო. გულში რაღაც სიცარიელეს გრძნობდა, ისეთი გრძნობა ჰქონდა თითქოს რაღაც აკლდა, და ვერ იხსენებდა და ვერც იმას ხვდებოდა რა უნდოდა და რატომ სჭამდა ეგ გრძნობა შიგნიდან.
- გადავრჩით - სიჩუმე დრაკომ დაარღვია რადგან ყველა ჩუმად იყო და ეს მას აწუხებდა.
- მე ისევ ვერ მივხვდი, რატომ გაშეშდა ქეითი პენდაგრამასთან.
- რაღაც მახსენდებოდა პენდაგრამას, რომ ვუყურებდი და ვერ ვიხსენებდი - გულწრფელად უთხრა ქეითმა ვილიამს.
- აჰ მაშინებ ძაან - თქვა დრაკომ.
- რას ნიშნავს ეს პენდაგრამა? - ჰკითხა თროიმ.
- ამას მერე აგიხსნით, ახლა არ ვარ კარგად - დაღლილი ხმით უთხრა ქეითმა.
ბავშვები კაფეტერიაში შევიდნენ და ერთ მყუდრო ადგილას ჩამოჯდნენ, საჭმელი იყიდეს და ჭამა დაიწყეს. დაღლილები იყვნენ და ძალიან შიოდათ, ბევრი ენერგია სჭირდებოდათ რაღაცების გამოსაკვლევად. თროი კი იმ წიგნებზე იყო გადაკიდებული და მათი სახლში წაღება სურდა, ვერც ეშვებოდა იმ წიგნებს. მაგრამ, მის მეგობრებს აღარ შეძლოთ იქ შესვლა, წიგნის წამოღებისაც ეშინოდათ.
- ის წიგნები აუცილებლად უნდა ჩავიგდო ხელში - ალაპარაკდა თროი.
- დაწყევლილი წიგნები იქნება, რომ წამოიღებ უბედურება გადაგხდება და სული გამოგეკიდება - უთხრა დრაკომ, რადგან ყველაზე მეტად ის ნერვიულობდა და ეშინოდა.
- წიგნთან რა კავშირი უნდა ჰქონდეს - ცინიკურად გაუღიმა თროიმ, დრაკომ არაფერი უპასუხა რადგან შეწინაღმდეგებას აზრი არ ჰქონდა, თროი ძალიან ჯიუტი იყო.
- ის პენდაგრამა არის ეშმაკის ნიშანი, ამით შეგიძლია გამოიძახო სული ან ბოროტი დემონი - აუხსნა ქეითმა მეგობრებს.
- შენ საიდან იცი? - გაუკვირდა ვილიამს.
- წაკითხული მაქვს, ამას ადრე იყენებდნენ ჯადოქრები დემონებთან კონტაქტის დამყარების მიზნით, და ასევე სულებთან, ეს ტაქტიკა ახლას არსებობს - დამთავრა ახსნა ქეითმა და ჰოთდოგი ჩაკბიჩა.
- ძალიან საინტერესოდ ჟღერს, ახლა ჯადოქრებზეს და მკითხავებზეს გადავედით - თქვა თროიმ.
- ეს წიგნები ალბათ დემონის გამოძახებისთვისა იყო, უეჭველი ვიღაცამ გამოიძახა სკოლაში სული ან დემონი. - თქვა დრაკომ.
- მეც ეგრე ვფიქრობ - დაეთანხმა ქეითი.
- ხოდა მაგიტომ მჭირდება ის წიგნები - თქვა თროიმ.
- სიტუაცია, რომ ჩაწყნარდება ჩავიდეთ და აიღე ის შენი წყეული წიგნები - უთხრა შეწუხებულმა ვილიამმა თროის, თროიმ თვალები ატრიალა მაგრამ არ გაუბრაზდა.
ბავშვებმა ჭამა დამთავრეს და საკლასო ოთახში ავიდნენ, კლასი ცარიელი იყო არადა ჯერ მხოლოდ სამი გაკვეთილი ჩაუტარდათ. ბავშებმა იფიქრეს, რომ სპორტი ჰქონდათ ამიტომ დარბაზში ჩავიდნენ, მაგრამ იქაც ცარიელი დახვდათ ყველაფერი.
- რახდება? - შეშინებულმა იკითხა დრაკომ.
- დირექტორის კაბინეტში ავიდეთ - თქვა ქეითმა და გეზი დირექტორის კაბინეტისკენ აიღეს, ფრთხილად დაკაკუნეს და შეაღეს მაგრამ საუბედუროდ ცარიელი დახვდათ.
- ასე მგონია ჰალუცინაციები დამეწყო და ხალხს ვერ ვხედავ - თქვა ვილიამმა.
- სახლში წავიდეთ - თქვა დრაკომ დაღლილი ხმით.
- წიგნი ავიღოთ და წავიდეთ - არ მოეშვა თროი.
ბავშვები კლასში დაბრუნდნენ და ჩანთები აიღეს, მერე ჩუმად ჩავიდნენ სარდაფში და ფანარი ანთეს. სარდაფში ისევ საშინელი სუნი იდგა, ძლივს გააღეს ის ოთახი და წყნარად შევიდნენ. თროიმ ჩანთა გახსნა და მტვერიანი წიგნები ჩალაგა, ქეითმა თვალი მოავლო არემარეს და ნივთების თვალიერება დაიწყო. ეს ნივთები მას რაღაცას ახსენებდა და ვერ იხსენებდა, ვილიამს კი სუნი საშინლად აწუხებდა და თავი სტკიოდა. დრაკოს უბრალოდ ფანრის შუქი ჰქონდა ჩართული და იცდიდა მეგობრებს, ყველაფერს, რომ მორჩნენ უკან დაბრუნდნენ. ყველამ ღრმად ამოიხვნეშა რადგან არაფერი მოხდა, ფეხაკრებით გაიარეს ბიბლიოთეკა და მერე დიდ კარებთან გაჩერდნენ. კარები ღია იყო და გარედ გასვლა დააპირეს, უცებ კარები რაღაც ძალამ ძლიერად მოიჯახუნა. ბავშვები შიშისგან გაშეშდნენ, გასაქცევი არსად ჰქონდათ, სკოლის შენობაში შეიძლებოდა ყველგან გადაეყარათ მოჩვენებას.
- შენი ბრალია, წიგნები რომ არ წამოგეყო არ გამოგვყებოდა სული - უთხრა დრაკომ თროის.
- ახლა ამის დრო არარის გამოსავალი ვიპოვოთ - დაუყვირა ყველას ვილიამმა.
ქეითს გული საშინლად უცებდა და გრძნობდა, რომ კარებთან რაღაც შავი ძალა იდგა, გრძნობდა, რომ ის მათთან ახლოს იყო და გაქცევას ვეე ბედავდა. იცოდა, რომ მარტო იყვნენ და ვერავინ დაეხმარებოდა მათ, ამიტომ შიში უფრო და უფრო სჭამდა შიგნიდან.
- არავის შეგეშინდეთ, მსმენია, რომ მოჩვენებები ხალხის შიშით იკვებებიან და ეს მათ აძლიერებს - დაუყვირა დრაკომ ყველას და ქეითი გამოფხიზლდა.
არემას ყურება დაიწყო და თვალი ფანჯარას გაუშტერა, სირბილით გაეკიდა ფანჯარას და გააღება დაიწყო, მეგობრების შეშინებულები მას გაყვნენ. ქეითმა მთელი ძალით მოქაჩა ფანჯარა და საბედნიეროდ გააღო, ბავშვები პირველი სართულის ფანჯრიდან გადმოხტნენ და მთელი სისწრაფით გაეშურნენ სკოლის დერეფანიდან. როცა სკოლას მოშორდნენ, შეჩერდნენ და ამოსუნთქვა დაიწყეს. ყველანი შეშინებულები იყვნენ და მომხდარის გახსენებას არ უნდოდათ.
- მართლა ვაპირებთ უბრალოდ სახლში წავიდეთ ვითომც არაფერი მომხდარა? - ძლივს წარმოთქვა სიტყვები დაღლილმა დრაკომ.
- არა!, ეს ყველაფერი უნდა გავარკვიოთ!. - უთხრა თროიმ.
- მაშინ მოგვიწევს სადმე ადგილას წავიდეთ, სადაც არავინ იქნება ჩვენც გარდა - თქვა ვილიამმა.
- ჩემი მშობლები სახლში არ არიან, მუშაობენ და გვიან დაბრუნდებიან - წამოიძახა ქეითმა.
- ხო წამოდით ჩვენთან - დაპატიჟა სახლში დრაკომ მეგობრები.
ყველანი ქეითისა და დრაკოს სახლში წავიდნენ, კარები დრაკომ გააღო და შინ შემოიპატიჟა მეგობრები. ქეითი სამზარეულოში შევიდა და ტკბილეულები გამოიტანა, ბავშვები ცოტახანს დაისვენეს და ჭამეს ენერგის აღსადგენად. როცა მათმა გონებამ საღად დაიწყო მუშაობა, გადაწყვიტეს ქეითის ოთახში ასულიყვნენ ასეც მოიქცნენ, ავიდნენ ქეითის ოთახში და იატაკზე წრიულად ჩამოჯდნენ.
- მოდი აქედან დავიწყოთ, რომ სკოლაში ვიღაცამ გამოიძახა სული მანამდე ის სკოლაში არ იყო - დაიწყო საუბარი თროიმ.
- დიახ, მანამდე მსგავსი არაფერი შეგვიმჩნევია, ყველაფერი ახლა დაიწყო, გამოდის, რომ ან დღეს დილით გამოიძახეს ან ღამით - დაეთანხმა ქეითი და დაიწყო ფიქრი.
- ხალხო, მაგაზე რატომ არ ფიქრობთ, თუ რატომ დაცარიელდა სკოლა? - გაახსენდა ვილიამს, რომ სკოლაში არავინ იყო.
- აუ ხო ეს ეხლა გამახსენდა, ძაან მაშინებს ამაზე ფიქრი, მოჩვენებამ ხომ არ მიაყენა ზიანი ხალხს? - თქვა შეშინებულმა დრაკომ.
- კლასის ჩატში მისწერე ბავშვებს - სთხოვა თროიმ ქეითს.
ქეითმა ტელეფონი ამოიღო და კლასის ჩატში შევიდა, ბავშვებს მისწერა და მათგან პასუხს დაელოდა. თროიმ ჩანთიდან ის მტვერიანი წიგნები ამოიღო და მათი გაწმენდა დაიწყო.
- გავიყოთ ეს წიგნები - სთხოვა ქეითმა რადგან მასაც ძაან აინტერესებდა.
- რათქმაუნდა - თქვა თროიმ.
სანამ მტვერს წმენდნენ, ქეითის ტელეფონი აბზუილდა, ქეითმა აიღო და მესიჯი გახსნა.
მესიჯი იყო მოსული თავის კლასელ ელენასგან:
"თქვენ სად იყავით? კაი გეტყვით, როცა თქვენ არ იყავით ყველა კლასის კარმა ძლიერად გაიჯახუნა და გაიღო ეს გაგრძელდა დიდხანს, შემდეგ ზოგ კლასში დაფა ჩამოვარდა, ფიზიკის მასწავლებელს რაღაც ძალა ძლიერად ახრჩობდა და არ ასვენებდა, დირექტორმა თავისი ტელეფონი ვერ ჩართო პოლიციაში დასარეკად, ყველას ტელეფონებმა გაითიშა და ახლა სახლში, რომ მოვედით გაიხსნა, მეოთხე კლასში ფანჯარას სისხლიანი ყვავი დაეცა, მეათე კლასში რომელიღაც ბიჭს სული ჩაუსახლდა და სიკვდილით ემუქრებოდა ყველას, ეს ყველაფერი საშინელებათა ფილმს გავს არ მჯერავს, რომ ასეთი რაღაცები არსებობს, ღმერთო წარმოუდგენელია შიშისგან ვერსად გავდივარ, ვერც დავიძინებთ ისეთი შეშინებულები ვართ, სკოლაში წასვლას არგვინდათ, ყველანი ძლივს გამოვიქეცით სკოლიდან კარები მჭირდროდ და ძლიერად იყო დახურული ძლივს გავაღეთ და გავეღწიეთ გარედ" - ყველა ერთმანეთს გაკვირვებული შეხედეს.
"ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გაგვეპარა და ბურგერი გვეჭამა თან არ გვინდოდათ ზოგ გაკვეთილზე დასწრება, ამიტომ, რომ მოვედით და სკოლაში არავინ დაგხვდა გაგვიკვირდა" - მისწერა ქეითმა ელენას.
"ღმერთო რა იღბლიანები ხართ, თქვენ ვერაფერი დაინახეთ და შეშინებულების არ ხართ, ჩვენ კი მშვიდადაც ვერ დავიძინებთ, რომ შეხვედით სკოლაში არაფერი მოხდა? - დაუსვა კითხვა ელენამ ქეითს.
"არა, ყველაფერი წყნარად იყო" - მოიტყუა ქეითმა და ტელეფონი გათიშა, თავის მეგობრებს შეხედა რომლებიც გაკვირვებულები კითხულობდნენ მესიჯებს.
- რა ხდება მამაო? - თქვა ვილიამმა.
- თავი საშინელებათა ფილმში მგონია - თქვა დრაკომ.
- ნუ იქცევით ლაჩრებივით, ხომ ვთქვით, რომ ვიღაცამ ჩაიდინა ეს და სული გამოიძახა - თქვა თროიმ.
- ეჭვი ჯონზე მაქვს - თქვა დრაკომ.
- მეც - მხარი აუბა ვილიამმა.
- წინასწარ ნუ შევიტანთ ეჭვი ადამიანზე ჯერ გამოვიკვლიოთ - უთხრა თროიმ ამ ორს.
ამასობაში ქეითი ჩუმად იჯდა და მოპარულ წიგნებს კითხულობდა, ბიჭებს ყურადღებას არ აქცევდა კითხვით იყო გართული გოგონა. კითხვისაც ბევრი საინტერესო ფაქტი აღმოაჩინა, მისთვის უფრო საინტერესო გახდა სულები და მოჩვენები რადგან მათზე უფრო ბევრ რამეს იგებდა. მოულოდნელად ხელიდან თროიმ გამოსტაცა წიგნი, ქეითი გაღიზიანა მისმა ქცევამ მაგრამ თავი შეიკავა ყვირილისგან.
- ჯერ დაგვაცადე - უთხრა თროიმ.
- ის სული სკოლაში, რომ იყო ის სული არარის, დემონია ძლიერი ძალებით. - გაღიმებული შეხედა ქეითი მათ და ბიჭები შიშით შეხედეს ქეითს.
- დემონი? - ხმა აუკანკალდა ვილიამს.






დემონი





ახალი თავის დავდე მეგობრებო, იმედი მაქვს მოგეწონებათ😊მადლობთ ვინც კითხულობთ და მოუთმენლად ელოდებოდით ახალ თავს🤍ხომ საინტერესოა? 🤩 ნელ - ნელა იწყება გამოკვლევები და უფრო მეტი ინფორმაციის გაგებები😇

მოჩვენებების მკვლევრებიWhere stories live. Discover now