თავი 26

37 14 2
                                    

ამ ყველაფრის შემდეგ ყველანი დაღლილები იყვნენ, ნოამ ქეითი სხვა შენობაში გაიყვანა და პირსახოცით გაუწმინდა დასვრილი სახე და ტანსაცმელი. ქეითი გაღიზიანებული იყო დრაკოს გამო, მაგრამ ნოა ისე ნაზად უსმევდა ხელებს მის კანზე, რომ სიბრაზე დაავიწყდა. ნოა ქეითის ფაქიზ კანზე დიდი ყურადღებით ზრუნავდა და წმენდდა, მის თვალში იგი მშვენიერი ქალი იყო რომელიც წინა ცხოვრებაში უყვარდა.
- პირსახოცი ამას არ უშველის სახლში უნდა წახვიდე და გამოიცვალო. - ექოდ მოესმა ბოხი ბორიტონის ხმა.
- გეთანხმები - თავი დაუქნია და დაეთანხმა ქეითი.
წამოდგა ქეითი და გეზი იმ შენობისკენ აიღო სადაც მისი მეგობრები იჯდნენ და რაღაც თემას განიხილავდნენ. მათ შეუერთდა და მათ საუბარს მოჰკრა ყური, მათი მსჯელობა საკუთარ ძალებზე და შესაძლებლობებზე იყო. ნოას უსმენდა ბავშვებს და ზოგჯერ იღიმოდა, ზოგჯერ კი იცინოდა. თროიმ ნოას გახედა რომელიც არაფერს ამბობდა და მხოლოდ უსმენდა, ამიტომ მას კითხვა დაუსვა რადგან ის მათზე ბევრი რამ იცოდა.
- რამე გვითხარი ამ ძალებთან დაკავშირებით, ამის გამოყენება მაინც ხომ უნდა ვიცოდეთ - სთხოვა თროიმ ნოას.
- ყოველდღე ჩემთან მოხვალთ და ვარჯიშებს ჩაგიტარებთ, გასწავლით ბევრ რამეს და იმასაც თუ როგორ უნდა აკონტროლოთ თქვენი ძალები - უთხრა ნოამ და ქეითს გაუსწორა თვალი.
- ის კიდევ ვერ გავიგე რისთვის გვინდა ეს ძალები - ჰკითხა ვილიამმა.
- არ მესმის ამდენს რატო წუწუნებ მადლობელი უნდა იყო, რომ ეს ძალები გაქვს, დემონის დამარცხება და სამყაროს დაცვა არ გაგიჭირდება სულ ესა - უპასუხა ნოამ და თვალები ატრიალა.
- ყველამ, რომ ჩვეულებრივად შეძლო სროლა, მე რატომ მაკარონი ვისროლე? მგონია, რომ ვერ ვაკეთებ სწორად - ჰკითხა დრაკომ.
- საჭმელზე ხომ არ ფიქრობდი მაგ დროს? - სიცილით ჰკითხა ნოამ.
- კი.
- ხო და იმ ძალაზე უნდა გეფიქრა, რომლიც სროლას გინდოდა - უპასუხა ნოამ.
ქეითმა თავისი ხელებით რაღაც შელოცვა თქვა და ვარდისფერი და იისფერი ცეცხლის მაგვარი ძალა გაუჩნდა ხელში, ამ ძალას ათამაშებდა და ჰაერში ამოძრავებდა. დრაკოს და ვილიამს ძალიან გაუკვირდათ, აღტაცებულები უყურებდნენ. ქეითმა პირდაპირ დრაკოს ესროლა და დრაკო მთელი ინერცით დაეჯახა სხვა შენობის კედელს, რამოდენიმე შენობა ჩამოინგრა და ლამის შენობა ჩამოვარდა.
- ერთმანეთი არ უნდა დაზიანოთ - გაფრთხილა ნოამ ქეითს.
- ღირსია - კბილებში გამოსცრა ქეითი.
- და ძაან გთხოვთ ამ შენობას ნუ აზიანებთ, პირიქით დიდი სასახლე აშენეთ სადაც თქვენ იქნებით და თქვენ საქმებს განიხილავთ, და ივარჯიშებთ - უთხრა ნოამ ბავშვებს, ბავშვები დაფიქრდნენ.
თროი ფიქრობდა ახალ სასახლეზე რომელიც ამ ტერიტორიას მოუხდებოდა, ფიქრობდა კედლებზე, ნაგებობებზე და სასახლის სტილზე რომელიც მას ნამდვილად მოუხდებოდა. ბოლოს თავის გონებაში აშენა ის ოცნების სასახლე რომელიც მართლა შეფერებოდა ამ ტერიტორიას, და ახლა იმის ფიქრში იყო როგორ უნდა აეშენებინათ თავისი ძალებით.
- როგორ ავაშენოთ? - დაუსვა კითხვა ნოას.
- გონებაში უნდა შექმნა ისეთი ადგილი როგორიც გინდა იყოს ეს ადგილი და მერე თვალები უნდა გაახილო და ის შავი ძალა უნდა ისროლო - აუხსნა ნოამ.
თროიმ თვალები დახუჭა თავის გონებაში შექმნა ძალიან დიდი ულამაზესი სასახლე, ბევრი ფიქრი დასჭირდა გონებაში დასალაგებლად და ბოლოს თვალები გაახილა და გაუშვა თავისი სურვილი. შენობებმა მოძრაობა დაიწყეს და თავისით შენდებოდნენ, დრაკო დაღლილი მოვიდა მათთან და შენობების მოძრაობებმა გაკვირვა.
- რა ხდება? - ჰკითხა ვილიამს.
- სასახლეს ვაშენებთ.
თროი მომღიმარი სახით უცქერდა შენობების ყველა მოძრაობებს და დარწმუნებული იყო ისეთი აშენდებოდა როგორც მას სურდა. შენობებმა მოძრაობა შეწყვიტეს და მათ თვალწინ უკვე დიდი სასახლე იდგა როგორიც თროის სურდა. სასახლე მართლას შესანიშნავი იყო, მთელი ტერიტორია დაიკავა მისმა სიგრძემ. სასახლეს დიდი გალავანი ჰქონდა, შესასვლელად ძალიან დიდი და ბევრი კიბე იყო, სასახლის შიგნით კიდევ ძველებური ნივთებით და სტილით იყო მორთული ყველაფერი. სასახლის შიგნითი სფერო, საშიშ და ჯადოქრების ადგილს გავდა. ერთ ოთახში თავის ქალა იდო სადაც რიტუალებს ჩატარებდნენ და წამლებს რომლებიც დასჭირდებოდა, სასახლეს ბევრი ოთახი ჰქონდა, ბევრი აბაზანო, და ბევრი კაბინეტი თითოეული ადამიანისთვის, დიდი სამზარეულო და მისაღები ოთახი ჰქონდა. კედლები ძველი ქვის ნაგებობებით იყო მორთული, მეფის დროს გაგახსენებდა, თუმცა თროის ეს სტილი უზიდავდა. ყველაფერს ძველებური სტილი და იერიში ჰქონდა, ერთი სავარჯიშო ოთახი მაინც ჰქონდათ და დიდი ძველებური ბიბლიოთეკა. გარედ სასახლის გარშემო ჰქონდათ დიდი ბაღები, საცურაო აუზი, და სავარჯიშო დიდი ადგილი რომელიც ცარიელი იყო და მხოლოდ ქვეები და ხეები ჰქონდა. საიდუმლო ტერიტორია ერთ დღეში ისე შეიცვალა და ისეთი ლამაზი გახდა, რომ ყველაფერი გეუცხოვებოდა. ყველა აღტაცებული იყო ახალი ადგილით, თროი კი კმაყოფილი გამომეტყველებით უცქერდა თავის ნაშრომს.
- ნოა, ახლა ამას სხვების დაინახავენ? აი მაგალითად ვინმემ, რომ გაუაროს ამ ტერიტორიას და შეამჩნიოს ეს სასახლე - უცებ ეს კითხვამ შეაწუხა ქეითი, მას არ უნდოდა ყველას გაეგო მათზე.
- კი დაინახავენ სამწუხაროდ.
- ეს ცუდია მერე, ინტერესის გამო ყველა აქ დასათვალიერებლად მოვა - დამწუხრდა დრაკო.
- ჩვენ შეგვიძლიათ ისეთი ძალით დავიცვათ ეს ადგილი, რომ გამვლელმა ვინმემ, რომ გაიაროს ისევ ის ძველი ტერიტორია მოეჩვენოს და ამის დანახვა არ შეძლოს, ამას მხოლოდ ჩვენ ვხედავდეთ - აუხსნა ბავშვებს ნოამ.
- ამის გაკეთება როგორ არის შესაძლებელი? - ჰკითხა ვილიამმა.
- თქვენ სურვილზეა დამოკიდებული, არ მგონია ეს ძალების გამოყენება თქვენთვის ცუდი იყოს - უპასუხა ნოამ.
- მგონი მე შემიძლია - ამაყად წარმოთქვა ქეითმა.
ქეითმა ღრმად ამოისუნთქა და დიდი ძალის შექმნისთვის მოემზადა, ღრმად ჩაფიქრდა და თავისი სურვილები გონებაში გაუშვა, მთელი ხელით დარტყა მიწას და ყველაფერი ვარდისფრად განათდა. საზარელი ხმაური ატყდა და ყველამ ყურებზე ხელები დაიფარეს, ხმა უფრო და უფრო ძლიერდებოდა ამის გამო ყველა ძირს ჩაიკეცა და ყურებზე უფრო ძლიერად მოიკიდეს ხელები. ქეითმა თავისი საქმე დამთავრა და ძირს ძალა გამოფიტული დაენარცხა, ძალიან დაღლილი იყო და ღრმად ოხრავდა.
- გამომივიდა? - ჰკითხა ნოას.
- კი გამოგივიდა, მაგრამ შენ მთელი ენერგია დახარჯე, ასე არ შეიძლება ძალების გაკონტროლება უნდა იცოდე - გაფრთხილა ნოამ.
- რა ნიჭიერია ქეითი - აღტაცებით წამოიძახა ვილიამმა.
- მგონი ქეითი მალე აითვისებს ამ ძალებს - დარწმუნებით თქვა დრაკომ.
- ყურები ახლაც მტკივა - დაიწუწუნა თროიმ.
- სახლებში წადით და დაისვენეთ, ხვალ ახალ ამბავს შეიტყობთ ჩემგან - უთხრა ნოამ ბავშვებს და გაუღიმა.
- ეს სასახლე რისთვის ავაშენე, არ შემიძლია აქ დავრჩე? - ჰკითხა თროიმ.
- ოჰ რა ეგოისტები ხართ, თქვენ მშობლებზე არ ფიქრობთ? - სარკაზმულად გაიღიმა ნოამ.
- აუ ხო - ბალახზე წამოწვა ვილიამი და ცაზე ღრუბლებს ახედა.
- საღამოს ჩუმად დავბრუნდეთ - უცებ თქვა ქეითმა.
- დიდი გზა არა? - დაღლილი თვალებით ახედა დრაკომ.
- საბედნიეროდ ჩვენ ძალები გვაქვს და შეგვიძლია აქ 1 წამში მოვიდეთ - წარბები ეშმაკურად ათამაშა ქეითმა და ყველას გაუღიმა.
- კარგი აზრია - დაეთანხმა ვილიამმა, რადგან ის ქეითს ყოველთვის ეთანხმებოდა და მასთან ერთად ყველაფერზე იყო წამსვლელი.
- ვნახოთ - ხელები ჯიბეში ჩაჰყო თროიმ და სიარული გაგრძელა.
- საით? - დაუყვირა დრაკომ.
- სახლში - თვალი ატრიალა თროიმ და სიარული ისევ გაგრძელა.
- ეს ისევ უჟმური რატოა - გაბრაზებულმა თქვა ვილიამმა.
- ადამიანები არ იცვლებიან - სიცილით უთხრა ქეითმა.
- მართალია, ახლა წადით - უთხრა ნოამ მათ.
ბავშვები თროის აედევნენ და მასთან ერთად მთელი სისწრაფით წავიდნენ სახლებში, ერთ წამში დაბრუნდნენ და ოთახებში ავიდნენ. ამდენი სირბილის მიუხედავად დაღლილობას მაინც არ გრძნობდნენ, სწორედაც ეს იყო სასწაული. ყველაფერი შეძლოთ, სამყაროს თავის ნებაზე ატრიალებდნენ. ეს აქ მყოფმა სულიერმა არსებებმა, რომ გაიგეს მიხვდნენ, რომ მათი სიცოცხლე ზღაპარივით დასრულდებოდა.











ახალი თავი დავდე როგორც იქნა, მაგრამ ბოდიშით მოკლე თავისთვის, მეტი ვერაფერი მოვიფიქრე, რომ ისევ დამეწერა ალბათ შემდეგზე მექნება მუზა და შევძლებ მოთხრობა უფრო საინტერესოდ გავხადო, იმედი მაქვს ეგეც მოგეწონებათ მაგრამ ძალიან ვწუხვარ მოკლე, რომ გამოვიდა, მადლობთ დროის დათმობისთვის❤🦋

მართლა ძალიან ვწუხვარ 🤍🕊🌸

მოჩვენებების მკვლევრებიWhere stories live. Discover now