თავი 20

36 16 3
                                    

ქეითი სანამ სკოლაში წავიდოდა მანამდე ადრე მოემზადა და სახლიდან გაიპარა. ჩქარი ნაბიჯებით მიუყვა იდუმალი ტერიტორის ქუჩას. გარედ ცოტა ბნელოდა და მზე ჯერ არ ამოსულიყო, არემარეს ნისლი ფარავდა და ცოტა ციოდა. ფოთლები ტოტებიდან ცვიოდნენ და სიო ძლიერად არხევდა ტოტებს. ქეითი უშიშრად მიაბიჯებდა ფეხს იდუმალი ტერიტორისკენ და გონებით სულ სხვაგან იყო. ფიქრებში ისე იყო გართული, რომ ვერ გაიაზრა უკვე მოსული იყო დანიშნულების ადგილას. ფრთხილად შეაბიჯა ფეხი საიდუმლო ტერიტორიაზე და თვალით სიბნელეში ნოას ძებნა დაიწყო. იმ შენობაში შევიდა სადაც ხშირად ხვდებოდა ნოას, მალე ნაბიჯების ხმა გაიგონა და იქით გაიხედა საიდანაც მოდიოდა, ნოა უემოციოდ მოდიოდა ქეითისკენ. არანაირი რეაქცია არ ჰქონდა, აღარ უბრწყინავდა თვალები ბედნიერებისგან, აღარც უღიმოდა ქეითს. ქეითს გული გაუტყდა მისი ასეთ მდგომარეობაში დანახვის გამო, უხერხული სიტუაციას კი ჩამოწვა.
- კარგად ხარ? - მხოლოდ ამის თქმა შეძლო ქეითმა, ნოამ არაფერი უპასუხა უბრალოდ თავი დაუქნია.
- მიმატოვე ვითომც არაფერს ვნიშნავდე შენთვის, მიმატოვე და არც მომინახულე, ჩემი გრძნობებით ითამაშე და წახვედი - უთხრა ნოამ ბოხი ხმით.
- რას ბოდავ? არ მიმიტოვებიხარ, არც მითამაშია შენი გრძნობებით მე სიმართლე გითხარი - ეწყინა ქეითს და ხმაში საყვედური დაეტყო.
- აბა რატომ არ მნახულობდი? - უკვე არაფრის ხალისი ჰქონდა ნოას და მაინც ცდილობდა პასუხი მიეღო.
- რადგან შენგან იგივე პასუხი ვერ მივიღე, მეგონა, რომ შენ არ მოგწონდი და ამიტომ წახვედი უთქმელად - აუხსნა ქეითმა.
- მე უბრალოდ შემრცხვა და დავიბენი.
- მე კი ამის გამო გულგატეხილი ვიყავი, მთელი დღე განადგურებული დავდიოდი და ძალით ვიღიმოდი - უთხრა ქეითმა.
- შენ არ იმსახურებ ჩემნაირ ადამიანს, შენ უკეთესს იმსახურებ, მე გტკენ - თავი დახარა და ჩაიბურტყუნა ნოამ.
- არა ნოა! შენ მე მაბედნიერებ, შენ გარეშე ვარ ასეთ მდგომარეობაში.
- სულ შენთან ვერ ვიქნები, ადამიანი არ ვარ - დამწუხრებულმა უთხრა ნოამ.
- მაგრამ მე მინდა ჩემთან იყო - ჯიუტით წამოიძახა ქეითმა.
- ვერ ვიქნები, ვერ შევიგრძნობთ სიამოვნებას, სითბოს, სიყვარულს და ვერც გვეყოლება ოჯახი - თქვა ნოამ.
- ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი არარის.
- მალე საიქიოში მომიწევს წასვლა, აქ ბოლომდე ვეღარ გავჩერდები - თქვა მკაცრად ნოამ.
- მაგრამ ნოა.. - ნოამ შეაწყვეტინა ლაპარაკი.
- არანაირი მაგრამ, ჯობს აქ დავასრულოთ, შენ მესამე თვალს ჩავკეტავ რათა ვეღარ მნახო. - ქეითმა სლუკუნი დაიწყო ვერ იჯერებდა, რომ ნოა ასე მკაცრად მოექცა.
- ასე რატომ მექცევი? რადგან მომწონხარ? რადგან გაფასებ და ჩემთვის ბევრად მეტს ნიშნავ? განა რა დაგიშავე? - ტირილს ვერ აჩერებდა და ქვითინებდა, ნოას გული სტკიოდა მისი ასეთ მდგომარეობაში დანახვის გამო.
- გთხოვ, ნუ ტირი არ მსიამოვნებს - მისი გაჩუმება სცადა.
- ამ ყველაფერს რატომ მიკეთებ? - ისევ ტიროდა და ცრემლები ღაპა - ღუპით მოსდიოდა.
- შენ და თროის მესამე თვალს ჩავკეტავ და ასე დავასრულოთ ჩვენი საქმე - თვალები დახუჭა ნოამ და რაღაც ჩაიბურტყუნა შელოცვას სახით, მერე კიდევ ერთხელ შეხედა ქეითს და დატოვა მარტო.
ქეითი მწარედ ქვითინებდა და ტიროდა, ვერ იჯერებდა, რომ მის თავს ეს ყველაფერი დაემართა. ვერ იჯერებდა, რომ ყველაზე საყვარელი ადამიანის დაკარგვა მოუწია, ეს ყველაფერი შინაგანად და სულიერად ანგრევდა მას. ფეხზე წამოდგა და ცრემლები მოიწმინდა, ნელი ნაბიჯებით გავიდა შენობიდან.
თროის თავი საშინლად ასტკივდა, ჩაიკეცა და თავზე მოიკიდა ხელი. საშინლად სტკიოდა და ყურები უგუბებოდა, თვალები ებინდებოდა და მთელი ძალით ცდილობდა თვალის გახელვას. რამოდენიმე წუთის შემდეგ გაუარა, თროი გაკვირვებული წამოდგა და სარკეში ჩაიხედა. თავს უცნაურად გრძნობდა, თითქოს რაღაც ძვირფასი დაკარგა. თროიმ ამ გრძნობას ყურადღება არ მიაქცია და კბილების გახეხვა დაიწყო, სკოლისთვის კარგი ტანსაცმელები არჩია და ჩაიცვა. სამზარეულოში ჩქარა ჩავიდა და ისაუზმა, დედამისი კი ჭურჭლებს რეცხავდა.
- როგორც იქნა საბოლოოდ გაიხსნა შენი სკოლა - საუბარი დაიწყო დედამისმა, თროიმ თავი დაუქნია.
- არ გიხარია ხო? - შეუბღვირა დედამისმა, თროიმ თვალები ატრიალა.
- საინტერესო არაფერი ხდება ამ სკოლაში, არც კლასი ვარგა, არ არიან მეგობრულები, ყველა უჟმურია, და მანდ მხოლოდ სწავლა რათქმაუდნა არ მიხარია - თქვა თროიმ.
- შენ გიჭირს ხალხთან კომუნიკაცია.
- რათქმაუნდა მიჭირს, რადგან ვერ მიგებენ და ვერც მე ვუგებ - თქვა თროიმ.
- გყავს საერთოდ მეგობრები? - კითხა დედამისმა.
- როგორ არა, დრაკო, ქეითი, ვილიამი, და ნოა - დედამის გაუხარდა.
- ყველას ვიცნობ, მაგრამ ნოა?.
- ახალი მეგობარია, უბრალოდ ჩვენ სკოლაში არ სწავლობს - თქვა თროიმ, დედამისმა თავი დაუქნია და ჭურჭლის გარეცხვა გაგრძელა.
თროიმ ჩანთა მოიკიდა და სახლიდან გავიდა.
ვილიამი ბებიამისთან ერთად საუზმობდა, და გული ცუდს უგრძნობდა, ცუდი წინათგრძნობა ჰქონდა და დარწმუნებული იყო რაღაც ცუდი მოხდებოდა. მაგრამ წინასწარ არ ნერვიულობდა, ჭამა დამთავრა და მოწესრიგება დაიწყო. ბებიამის დაემშვიდობა, ჩანთა მოიკიდა და წავიდა წყეულ სკოლაში.
დრაკო ყველაზე გვიან გაიღვიძა და ზლოზინით გაიარა აბაზანოში, ნელა მოწესრიგება დაიწყო და ძლივს გამოვიდა. სამზარეულოში ჩავიდა და მაგიდაზე საუზმე დახვდა, ჭამა დაიწყო და ქეითს დაელოდა. ქეითი, რომ არ ჩამოვიდა კიბებიდან, მის ოთახში ავიდა. კარები გააღო და ოთახი ცარიელი დახვდა, ქეითის ჩანთა იქ იდო, დრაკოს გაუკვირდა ყველაფერი აქ, რომ ჰქონდა და ქეითი, რომ არ იყო სახლში. ტელეფონი აიღო და დაურეკა, მაგრამ ტელეფონის ზარის ხმა ქეითის ოთახში გაისმა.
- ჯანდაბა, ტელეფონი დაუტოვებია - თქვა დრაკომ.
უნდა ჩასულიყო დაბლა, რომ უცებ ქეითი ამოვიდა კიბებიდან, დრაკოს თვალები გაუდიდდა.
- სად იყავი? - ჰკითხა დრაკომ.
- აბაზანოში - იცრუა ქეითმა, თვალები ნამტირალევი ჰქონდა, სახე კი დასუსტებული და უემოციო.
ქეითი თავის ოთახში შევიდა და ჩანთა მოიკიდა.
- წავიდეთ - უთხრა დრაკოს და გავიდნენ სახლიდან.
ნელი ნაბიჯებით მიუყვებოდნენ გზას და სკოლისკენ მიდიოდნენ, მალე მივიდნენ დანიშნულების ადგილას რადგან სკოლა მათ სახლთან ახლოს იყო. დერეფანში შევიდნენ და რამოდენიმე ბავშვს მიესალმნენ, მერე საკუთარ კლასში ავიდნენ და ადგილი დაიკავეს. მალე ვილიამის მოვიდა და თავის ადგილზე დაჯდა, დრაკოს და ქეითს გაუღიმა და მიესალმა. ქეითი იძულებული გახდა ძალით გაეღიმა, როცა დაფიქრდა, რომ სულებს ვერ დაინახავდა და ვერც სხვებს დაეხმარებოდა სევდა მოაწვა. უცებ კლასში თროი შემოვიდა, ჩანთა თავის ადგილას დადო და დაჯდომას აპირებდა, როცა ქეითი წამოდგა და თროისთან მივიდა.
- შენთან სალაპარაკო მაქვს, ჩვენ მარტო უნდა ვილაპარაკოთ - სთხოვა თროის, თროიმ თავი დაუქნია და ქეითს გარედ გაყვა.
დერეფანში გაჩერდა ქეითი, აქეთ - იქეთ მიმოიხედა და როცა დარწმუნდა არავინ უსმენდა საუბარი დაიწყო.
- ჩვენ სულებს ვეღარ დავინახავთ - თავი ძირს დახარა და ხელები ნერვიულად ათამაშა.
- რა ეს როგორ? - გაუკვირდა თროი, ვერ იჯერებდა, რომ მართლა ვერ დაინახავდნენ.
- ნოამ მესამე თვალი ჩაგვიკეტა - დამწუხრებული გამომეტყველებით თქვა ქეითმა.
- რატომ? - გაუკვირდა თროის.
- ვიჩხუბეთ, და მან ყველაფერი ასე დასრულა - თროი დაიბნა და საფიქრებელში ჩავარდა.
- რაზე?.
- გრძელი ამბავია.
- რატომ გვიმალავ?.
- ასე ჯობს.
- არა ქეით, ჩვენ შენი მეგობრები ვართ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაგვიმალო არაფერი, და დამოუკიდებლად არ გადაწყვიტო არაფერი - უთხრა თროიმ.
- მაპატიე, ჩემ გამო დაკარგე შენი უნარი - თავს დამნაშავედ გრძნობდა ქეითი.
- არაუშავს, რიტუალებით შევძლებთ გახსნას ნუ მე ასე ვფიქრობ - თქვა თროიმ და დაფიქრდა.
- ავიდეთ კლასში - თროი და ქეითი კლასში ავიდნენ და მეგობრებთან მივიდნენ.
- სად იყავით? - დაეჭვდა დრაკო.
- ქეითს ჩემთან რაღაც სათხოვარი ჰქონდა - თქვა თროიმ.
კლასში მასწავლებელი შემოვიდა და ყველანი მიესალმნენ, ბავშვები ადგილებზე დასხდნენ და გაკვეთილი დაიწყო. უცებ დაფა ჩამოვარდა, ვილიამის სხეულმა კანკალი დაიწყო, მიხვდა, რომ რაღაც ცუდი ახლა მოხდებოდა.
- დაფა რა ვერ დამაგრეს - თქვა მასწავლებელმა და ბავშვი გაგზავნა სკოლის ხელოსანის დასაძახებლად.
მასწავლებელი უკან მოტრიალდა ლაპარაკის დროს და უცებ ვიღაცამ ბასრი კალამი ესროლა, საბედნიეროდ მასწავლებელს არ მოხვდა და კედელს დაეცა.
- ვინ გააკეთა ეს? - დაუყვირა მასწავლებელმა მთელ კლასს, მიუხედავად ამისა ყველამ იცოდნენ, რომ დამნაშავე არავინ იყო.
- ეს ყველაფერი დემონის აქტივობა - თქვა ჩურჩულით დრაკომ.
- არ ჩაწყნარდა ეს სიტუაცია ისევ?. - მობეზრებულმა წამოიძახა ვილიამმა.
- არა, ვერ ჩაწყნარდება ჩვენ თუ არაფერი მოვიმოქმედეთ - თქვა დრაკომ.
ქეითი კი თავს დამნაშავედ გრძნობდა, რადგან ამ სიტუაცის ჩაწყნარება არც მას და არც თროის შეძლო. ამიტომ დიდ საფრთხეში იმყოფებოდნენ ყველა ახლა. უცებ კარები გაიღო და ძლიერად მიჯახუნა, ბოლოს ჩამოინგრა. მასწავლებელს უკვე კანკალი დაიწყო, მიხვდა საქმე რაშიც ჰქონდა.
- ბავშვებო ჯობს გავიქცეთ - წამოიძახა მასწავლებელმა.
ბავშვები ადგნენ და სირბილი დაიწყეს მაგრამ სამწუხაროდ კარები ჩაიკეტა და ყველა სკოლაში დარჩნენ, ყველაზე მეტად მასწავლებლები და დირექტორი ნერვიულობდნენ. გამოსავალს ვერ პოულობდნენ და ცდილობდნენ კლასის დაცვას. ბავშვები განმარტოვდნენ და მარტო დაიწყეს სკოლაში სირბილი და გამოსავალის ძებნა, სამწუხარო იყო, რომ მოქმედ ძალას ვერ ხედავდნენ.
- ქეით სად არის ის დემონი? - ჰკითხა დრაკომ, ქეითი და თროი დაიბნენ.
- ვერ ვხედავ მას, აღარ შემიძლია, ეს უნარი დამეკაგრა, ვერც მივიღებ მონაწილეობას შენ არხზე - ძლივს ამოღერღა და მიახალა ყველა სიტყვა.
- როგორ? - გაუკვირდა ვილიამს.
- მიზეზს ქეითი მერე გვეტყვის, მაგრამ ამჟამად აღარ გვაქვს ეს უნარი და თუ დაგვიბრუნდება არ ვიცით - დაიყვირა თროიმ.
შეჩერდნენ და კედელთან მიეყუდნენ, დასვენებას აპირებდნენ უცებ კარადები თავისით გაიღო და საზარელი ხმა გამოუშვა. უცებ მოესმათ კაცის ყვირილს მაგვარი ხმა და მათმა სხეულმა კანკალი დაიწყო, ხმა უფრო და უფრო იზრდებოდა და საშინელი ხდებოდა.
- ვგრძნობ, რომ აქედან რომელიმე დაშავდება - თქვა ვილიამმა.



















ახალი თავის დაიდო, აბა როგორ მოგწონთ? იმედი მაქვს მოგეწონებათ, მადლობთ, რომ დროს უთმობთ ამ უაზრო და უინტერესო მოთხრობას❤😇აბა რამდენს გეწყინათ, ისინმა უნარი, რომ დაკარგეს?

მოჩვენებების მკვლევრებიWhere stories live. Discover now