თავი 22

35 14 2
                                    

ვილიამმა ნოას სიტყვებს ყურადღება არ მიაქცია რადგან ვერ მიხვდა რა იგულისხმა, თან მაინც ბოლოს წავიდოდა საიქიოში და მეგობრების დატოვება მოუწევდა.
- დემონს მივხედოთ - უთხრა ვილიამმა მეგობრებს და ისინმაც დაიწყეს მოქმედება.
თროის დემონის ნაბიჯების ხმა მოესმა და იქით მხარეს წავიდა საიდანაც ეს ხმა მოდიოდა, დრაკოს მას გაყვა, რომ მარტო გამკლავება არ მოუწიოს. ქეითი სკოლაში ჯოხების ძებნა დაიწყო, მთელი შენობა შემოიარა და ბოლოს სპორტ დარბაზში ჩავიდა. საბედნიეროდ იქ რამდენიმე ჯოხი შეამჩნია და ყველა წამოიღო, ვილიამი და ნოა კედელთან იყვნენ მიყუდებულები და ბავშვებს ელოდებოდნენ. მათ გამარჯვებას და ბედნიერი სახით დანახვას ელოდებოდნენ და სურდათ ყველა კმაყოფილი დაენახათ. მათ არაფრის მოქმედება არ შეძლოთ, დემონს თუ მიუახლოვდებოდნენ უარესი დაემართებოდათ. ამიტომ ერთ ადგილას იდგნენ და თავის მეგობრების იმედზე იყვნენ. ქეითი მათთან ამოვიდა და ჯოხები იქ დაყარა, მერე გახსენდა, რომ სახვევი და სპირტი სჭირდებოდა.
- ჯოხები მზად არის სახვევი და სპირტი მჭირდება - უთხრა ქეითმა ბიჭებს.
- სახვევის პოვნა შეიძლება გაგიჭირდეს, მაგრამ სპირტები ქიმიის კაბინეტში იქნება - უთხრა ვილიამმა.
- მართალი ხარ.
- ვინმეს ზედ შემოახიე ტანსაცმელი და სახვევი იქნება - ხუმრობით თქვა ნოამ.
- ძაან საცაცილოა - თვალები ატრიალა ქეითმა და დაბლა ჩავიდა კიბებით.
ქიმიის კაბინეტისკენ მიდიოდა როცა მოულოდნელად დრაკოს დაეჯახა, დრაკოს შეეშინდა და შეკრთა.
- გული გამიხეთქე, რას აკეთებ? - შეუბღვირა დრაკომ.
- სპირტს და სახვევს ვეძებ ცეცხლის დასანთებად, ამიტომ ქიმიის კაბინეტისკენ მივდიოდი - უთხრა ქეითმა.
- სახვევს მე მოგიტან ვიცი სადაც არის - უთხრა დრაკომ.
- ფრთხილად იყავი და თავს გაუფრთხილდი, და რომ იპოვი მაღლა ამოდი სადაც ნოა და ვილიამი დგანან იქ დატოვე - გაფრთხილა ქეითმა, დრაკომ კი თავი დაუქნია.
ქეითი ქიმიის კაბინეტში შევიდა და სპირტის ძებნა დაიწყო, თაროზე წამლებით და ქიმიური ნივთებით იყო სავსე. ქეითმა ბოთლების კითხვა დაიწყო და სპირტს ეძებდა, ბოლოს ერთ შუშის ბოთლი შეამჩნია და გახსნა, დაისუნა და მიხვდა, რომ სპირტი იყო, მერე ასანთსაც მოკრა თვალი და ეს ყველაფერი ჯიბეში შეინახა.
- იმედი მაქვს სკოლას არ დავწვათ - ჩაილაპარაკა თავისთვის და გამოვიდა კაბინეტიდან.
დრაკო დამლაგებლების ოთახში შევიდა, მათ რამოდენიმე საროჩკა და ტანსაცმელი ჰქონდათ ჩამოკიდებული რომელსაც იხდიდნენ სკოლაში შემოსვლის დროს. მათი ტანსაცმელები ჩუმად გაახია, უმეტესად კი ადვილი ნაჭერით მქონე ტანსაცმელები. ყველა ნაჭერი ჯიბეში ჩაიდო და მესამე სართულისკენ აიღო გეზი.
თროი ამდენი სიარულისგან დაიღალა, დემონის ხმა ესმოდა მაგრამ ვერ მიაგნო, ყველგან მოძებნა და ვერსად მიაგნო. ბოლოს თავი დანება და მაღლა ასვლა გადაწყვიტა. კიბებზე, რომ ადიოდა დრაკოს შეჯახა, დრაკოს ჯიბე სავსე იყო ნაჭრებით.
- ესენი რა არის?. - ჰკითხა თროიმ.
- ქეითს სჭირდებოდა ჯოხისთვის სახვევი, რომ ცეცხლი დაენთო - უთხრა დრაკომ, თროიმ თავი დაქნია.
მაღლა ავიდნენ და ბავშვებს შეუერთდნენ, ქეითს დრაკოს ჯიბეში ბევრი ნაჭერი რომ დაინახა გაუხარდა.
- მადლობა დრაკო, სად იპოვე ესენი?.
- დამლაგებლების ოთახში შევედი და მათი ტანსაცმელი გავხიე - უთხრა დრაკომ, ქეითმა სერიოზული სახე მიიღო.
ბიჭებს კი გაეცინათ და სიცილს ძლივს იკავებდნენ, თროიმ სიცილით გული ძლივს მოიჯერა.
- ოჰ დრაკო ყოჩაღ მაგრად გავხალისდი - უთხრა თროიმ.
- მაგარი ხარ დრაკო - უთხრა ვილიამმა.
- დემონი ვერსად მოვძებნე - თქვა თროიმ.
- დემონი ახლა თქვენ კლასშია - უთხრა ნოამ.
- დარწმუნებული ხარ? - ჰკითხა ვილიამმა, ნოამ თავი დაუქნია.
ქეითმა ჯოხებს სახვევი შემოახვია და სპირტი დაასხა, მერე ასანთი ამოიღო ჯიბიდან და ცეცხლი წაუკიდა. ბიჭებს დაურიგა ჯოხები და მოემზადნენ შესაბრძოლებლად.
- დაიცათ - შეაჩერა ყველა ნოამ, სანამ ისინი შევიდოდნენ კლასში.
- რა არის? - ჰკითხა დრაკომ.
- თავდაცვის რიტუალი ჩაიტარეთ ეს დემონი ზედმეტად ძლიერია - ბავშვები მას დაუჯერეს და ერთმანეთს ხელები მოჰკიდეს.
რამოდენიმე ძლიერი შელოცვა თქვეს და ნოამ მას რიტუალის წამალი შეასხა, შელოცვის თქმა, რომ დამთავრეს აიღეს ჯოხები და კლასისკენ დაიძრნენ. კარები ფრთხილად შეაღეს და დემონს მოჰკრეს თვალი, დემონმა გაქცევა ვერ მოახერხა და ამიტომ საზარლად სიცილი დაიწყო.
- მაინც მომაგენით ხო? - ხარხარებდა ბოხი ხმით და არ იყო დარწმუნებული, რომ ისინი მას დამარცხებდნენ.
- კი, ყველგან მოგაგნებთ ვერ გაგვექცევი - დაუყვირა თროიმ, რადგან გამწარებული იყო იმის გამო, რაც მათ მეგობარს გაუკეთა.
- ტონს დაუწიე, სანამ ინანებ. - უთხრა დემონმა.
- შენ ინანებ იმას რაც ჩვენ მეგობარს გაუკეთე, არ დაგინდობთ, და გაზღვევინებთ იმის გამო რაც მას გაუკეთე - დაუყვირა თროიმ, თვალები სიბრაზისგან გასშავოდა, კისერზე ძარღვევი ეჭიმებოდა და ვენები ეტყობოდა.
საშინლად გამწარებული იყო თროი, და საშინელი გამომეტყველებით გამოიყურებოდა, დემონზეს საშიში კი იყო.
- ოუუ რა აგრესია - არ დამალა ცინიზმი დემონმა.
თროი უფრო გაბრაზდა და დემონს მიუახლოვდა, ცეცხლი აუფრიალა სახეზე და დემონს ფერი შეცვალა. შიშის თვალებით იყურებოდა აქეთ იქეთ და გაქცევას ცდილობდა, თროი კი უფრო და უფრო უახლოვდებოდა. ქეითმა და დრაკომ დრო მოიპოვეს და მოახერხეს მარილის და გოგირდის გარშემო დაყრა. დემონმა ხარხარი დაიწყო, ვერ შეამჩნია თუ რა გაუკეთეს დრაკომ და ქეითმა.
- ნუ ხარ დიდ გულზე, მაინც დაგეღწევით ხელიდან - სიცილით თქვა და გაქცვეა სცადა მაგრამ არ გამოუვიდა რადგან ჩაკეტეს წრეში. დემონის ძალებმა ნელ - ნელა დასუსტება დაიწყო, ამდენი წინაღმდეგობის მიუხედავად მაინც ვერ იყენებდა თავის ძალას და თანდათან სუსტდებოდა. მისი სხეული საშინლად სტკიოდა და ტანჯულივით გამოიყურებოდა.
- აბა ვინ არისო ძლიერიო? - ცინიზმის უთხრა ქეითმა და გაუღიმა, დემონმა შეუბღვირა.
- ამას ინანებთ, გაზღვევინებთ ყველაფრის ფასად - კბილებში გამოსცრა ქეითს.
- დარწმუნებული ხარ? - ჰკითხა ირონიულად დრაკომ, დემონი კი უფრო წამოენთო.
- მე შენ გითხარი, რომ ამ ყველაფერს გაზღვევინებდი რაც ჩემ მეგობარს გაუკეთე, მაგრამ არ დამიჯერე გეგონა, რომ შენ ძლიერი ხარ და გაქცევას შეძლებდი მაგრამ როგორც ჩანს შეცდი, ბოროტი ადამიანები ყოველთვის ცდებიან თავის შესაძლებლობებში, ამიტომ შენი შესაძლებლობებით მაინც არ უნდა იამაყო ერთი პატარა ლაჩარი ხარ რომელიც ცდილობს ამ სამყაროში უშიშრად შემოსვლას - კბილებში გამოსცრა თროი და გაბრაზებული შეხედა დემონს.
- გამიშვით, მაპატიეთ - თხოვდა დახმარებას დემონი.
- ის რაც შენ გაკეთე გამოუსწორებადია - დაუყვირა დრაკომ.
- ამიტომ იმსახურებ, რომ დაიწვა - დამატა ქეითმა.
ერთმანეთს ხელები ჩაჰკიდეს და ძლიერი შელოცვა წარმოთქვეს, დემონი თანდათან უფრო სუსტდებოდა და სხეულში წვას გრძნობდა. ხედავდა, თუ როგორ ქრებოდნენ მისი სხეულის ნაწილები და როგორ იშლებოდნენ ნაწილებად. საბოლოოდ მთლიანად დაიწვა და ნაფლეტებად იქცა, მისი ლანდის აორთქლდა მათ თვალთახედვიდან. თვალები კმაყოფილები გაახილეს და გაუხარდათ თავისი გამარჯვება ბავშვებს, მაგრამ მალე სევდა მოაწვათ, როცა განალიზეს, რომ ვილიამს ვეღარ ნახავდნენ. ქეითმა მეგობრები დატოვა და კლასიდან გავიდა, უცებ ვიღაცამ ხელი ჩაჰკიდა და კუთხეში დამალა. შეშინებულმა აიხედა მაღლა და ნოა დაინახა, ქეითს სიბრაზე მოაწვა მისი ასეთი ქცევის გამო.
- რას აკეთებ? - შეუბღვირა ნოას, ნოამ წიგნი აიღო და ქეითს ხელში მიაჩეჩა.
- ეს ის წიგნია რომლითაც შეძლებ ვილიამის სხეულთან რიტუალი ჩატარო და მისი სული სხეულში დაბრუნო, ეს იქამდე უნდა გაკეთო სანამ მას სინანულის და სიძულვილის გრძნობა გაუქრდება, ამას შენ იმიტომ განდობ, რადგან ამ საქმეებში სპეციალისტიხარ, დროულად ჩატარე ეს რიტუალი და გახსოვდეს, რომ მთელი ენერგია და გული უნდა ჩადო ამაში, ბევრი ენერგია წაგერთმევა და შეიძლება გამოიფიტო კიდეც მაგრამ ეს მისთვის გაკეთე - ქეითმა ნოას ახსნას მოუსმინა და წიგნი ჩქარა გადაშალა და კითხვა დაიწყო.
- საკმაოდ რთული რიტუალია - ჩაილაპარაკა და ვილიამის სხეულთან მივიდა.
ჩაიმუხლა და რა ინგრედიენტების საჭირო იყო ის წამლები წაუსვა ვილიამის სხეულს, ბურთივით ძლიერი ენერგია აიღო და თავზე გადაუსვა, მთელ სხეულზე წაუსვა. ბოლოს მთელი ძალით და ენერგით დაიწყო რიტუალის თქმა, ძალიან ბევრი სიტყვების თქმა და ვედრება დასჭირდა, არ ჩერდებოდა გაუჩერებლად ამბობდა შელოცვას და მთელი ენერგია ეფიტებოდა. იცოდა, რომ მთელი გული და შრომა უნდა ჩაედო ამ რიტუალში და ძალიან რთული იყო, ბევრი ლათინური სიტყვა უნდა გეთქვა და უნდა გეთხოვა ღმერთისთვის მისი სულის სხეულში დაბრუნებაზე. ქეითი კარგად მოქმედებდა და მისი ენერგია უფრო და უფრო იცლებოდა, ვილიამი ამოვიდა მათთან და გაკვირვებული შეხედა ქეითს.
- არ შეუშალო ხელი - ჩურჩულით უთხრა ნოამ, ვილიამმა მას დაუჯერა.
ქეითი ძლიერად აგრძელებდა შელოცვის თქმას და თავდაჯერებულად და თავის შესაძლებლობებში დარწმუნებული მოქმედებდა. ბოლოს შეჩერდა და ამოითქნარა, დაღლილი და ძალა გამოფიტული იყო, ბოლო სიტყვა წამოიძახა ამინ და მოულოდნელად თროი და დრაკო შემოვიდნენ, ქეითის ასეთ პოზაში დანახვა გაკვირვა ისინი. უცებ ვილიამმა თავი მძიმედ იგრძნო და პირდაპირი მნიშვნელობით სხეულისკენ წავიდა ინსტიქტურად, სხეულს დაეჯახა და იქ გაიჭედა. ვეღარ ამოდიოდა და უფრო და უფრო სიმძიმეს გრძნობდა, იგრძნო, რომ სხეულს დაუბრუნდა და გაითიშა.
- ყოჩაღ ქეით, ახლა ის კომაშია მალე გაიღვიძებს, რთულია ეგრევე გაღვიძება - თქვა ნოამ როცა ვილიამის სხეულიდან სუნთქვის ხმა მოესმა.
ქეითმა ამოისუნთქა გახარებულმა და ბედნიერი იყო იმით, რომ მან ეს შეძლო და მეგობარი თავის სხეულს დაუბრუნა. უხაროდა, რომ მას ისევ ნახავდა ისევ შეძლებდა მისი შეხების გრძნობას. მაგრამ მას მთელი ენერგია და ძალა გამოფიტული ჰქონდა, ამიტომ თავი ვერ მოიმაგრა და გონება გაეთიშა. ყველა მას მისცივდნენ, მისი შენჯღრევა და გაღვიძება სცადეს მაგრამ ამაოდ.
- რა მოხდა? - შეშინებულმა ჰკითხა დრაკომ ნოას.
- მან ყველაზე ძლიერი შელოცვა ჩატარა, ვილიამი სხეულს დაუბრუნა და ამიტომ ენერგია და ძალა გამოეცალა, გამოფიტული იყო ენერგისგან და მგონი თავი ვერ შეიმაგრა - აუხსნა ნოამ, მაგრამ ყველაზე მეტად ის ნერვიულობდა.
- ანუ ორივე ცოცხალია? - ჰკითხა თროიმ.
- კი ორივე სუნთქავს, ვილიამი კომაში იქნება რამოდენიმე დღე და გაიღვიძებს, ქეითს რაც შეხება ძალა და ენერგია, რომ მოემატება ალბათ გამოიღვიძებს, თუ კარგად დაისვენებს - აუხსნა ნოამ და მათი დამშვიდება სცადა, მაგრამ თვითონ უარესად ღელავდა და ცდილობდა არ შეტყონ, ამიტომ მალავდა თავის ემოციებს.
უცებ მაღლა მასწავლებელი ამოვიდა, ძირს გათიშული ბავშვები, რომ დაინახა ნერვიულობა დაიწყო.
- ხომ კარგად ხართ ბავშვებო? - ძლივს ამოღერღა მასწავლებელმა სიტყვა.
- კი მასწავლებელო, ცოცხალი არიან უბრალოდ შიშისგან გონება დაკარგეს, სავადმყოფოში უნდა წავიყვანოთ ესენი. - უთხრა დრაკომ, ნოამ მასწავლებელს შეხედა რადგან იცოდა, რომ ის მას ვერ ხედავდა.
- ჩვენ კარების გაღება შევძელით ამიტომ დავუძახებ სასწრაფოს - ტელეფონი ამოიღო და სასწრაფოს დაურეკა მასწავლებელმა.
- ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მაგრამ მაპატიეთ მესამე თვალისთვის - მოიბოდიშა ნოამ, თროიმ და დრაკომ გაუღიმეს.
- დავივიწყოთ - უთხრა თროიმ ნოას, ნოას ჩაეღიმა.
სანამ სასწრაფო მოვიდოდა ნოა ქეითთან დაიხარა და თმაზე ფერება დაიწყო, თავის საქციელს ნანობდა და გამოსყიდვას ცდილობდა. მასზე აუცილებდა კარგად იზრუნებდა მისი ჯამრთელობისთვის და ბედნიერებისთვის, რადგან ამხელა პატარა გოგოს ბევრი რამის განცდა და გადატანა მოუწია.

















ახალი თავის დაიდო იმედი მაქვს ძალიან მოგეწონებათ და გაგეხარდებათ ამ ამბავის წაკითხვა❤🌸მადლობთ, რომ დროს უთმობთ ამ მოთხრობას და ხო ძალიან მიყვარხართ❤🦋😁ბოდიშით, რომ გუშინ განერვიულეთ და გული გაგიტეხეთ, და ვინც იტირეთ გეტყვით, რომ ტირილი კარგია ის ტვირთს რეცხავს და უარყოფით ენერგიებს წმინდავს ❤😘 ამიტომ თუ თავს ცუდად იგრძნობთ დაიცალეთ ტირილისგან🦋🤍

მოჩვენებების მკვლევრებიWhere stories live. Discover now