თავი 48

24 14 0
                                    

როცა ადამიანი გვიყვარდება მაშინ ჩვენში ჩნდება დიდი შიში მისი დაკარგვის. როცა იცი ბედის შეცვლა არ შეგიძლია ეს შინაგანად გინადგურებს. ხვდები, რომ მოსახდენი მალე მოხდება და ეს საბოლოოდ გაგანადგურებ მაგრამ გამოსავალი არარის. თავს ყველაზე საშინლად და უსუსურად გრძნობ რადგან ხვდები, რომ შენ საყვარელ ადამიანს ვერ დაიცავ. სამყარო შენთვის უსამართლო და საშინელი ხდება, გინდა იყვირო და შიგნიდან დაგროვილი ბრაზი ამოანთხიო ყველაფერზე. მაგრამ სიჩუმის გარდა არაფერი შეგიძლია, ხმის ამოღემას ვერ ბედავ და ხელები ნერვიულად გიკანკალებს. ყელში ბურთი გეჩხირება და გახრჩობს, შენ კი ძალით ცდილობ ტირილის შეკავებას. ადამიანის გამო როცა ყველაფერს აკეთებ და ცდილობ რამე გამოგივიდეს, მაგრამ საბოლოოდ ხვდები, რომ ის ადამიანი შეიძლება მალე დაკარგო. ადამიანი ვინც გამო ფიქრობ, რომ ღირს სიცოცხლე, ვის გამოც იწყება მშვენიერი დილა. ახლა იაზრებ, რომ ესე აღარ იქნება არაფერი. ხვდები, რომ შეიძლება მისი არსებობას გაქრეს და მხოლოდ მოგონებებმა დაიკავონ ადგილი შენ გონებაში. სამყარო საშინელი გეჩვენება, თავს იდანაშაულებ ბევრ რამეში და ძირითადად იმაში, რომ არ შეგიძლია მისი გადაფიქრება. რადგან ადამიანი, რომელიც გიყვარს ყველაზე ჯიუტია. ყველაზე მეტად გული იმაზე გტკივა, რომ ის არ ფიქრობს თავის საყვარელ ადამიანებზე და მხოლოდ გამარჯვებაზეა კონცენტრირებული. შენ კი ეს შინაგანად განგრევს და გეშინია ხვალინდელი დღის გათენების. ფანჯრიდან მზის სხივი ირეკლავდა ოთახს და ნათლად მოსჩანდა ბნელ ოთახში მჯდომი და თავჩაქინდრული ადამიანი. რომელიც ფიქრებიდან ვერ გამოდიოდა. მისი სული დამძიმებული და დასუსტებული იყო, მისი შინაგან სამყაროს ყვრილი სურდა. მისი შინაგანი სამყარო ნელ - ნელა იშლებოდნენ და ნადგურდებოდნენ. უსამართლობა ყველგან არის, ყველაფერშია და ამასთან გამკლავება ბევრ ჩვენგანს გვიწევს. მისი შინაგანი სამყარო, რომელიც სიცოცხლის ხალისით იყვნენ სავსე და ფერადი ყვავილები იშლებოდნენ, ახლა ის განადგურდა. მასში უბრალოდ ბნელ და უფსკრულ ადგილს დაინახავ, სადაც არაფერი არ ჩანს. წამოდგა და ნელი ნაბიჯებით მივიდა ფანჯარასთან სადაც მზის სხივი შემოდიოდა და მას აწუხებდა. ხელით ასწია მაღლა ცაზე და თავისი ძალის გამოყენება დაიწყო, შემაწუხებელი მზე ღრუბლებმა დაფარეს და მალეც ღრუბლებს ნაცრისფერი ფერი დაეტყოთ. მას ესეთი ამინდი სჭირდებოდა ახლა, რადგან ეს მის ხასიათს და გუნებას შესაბამებოდა. ტელეფონის გაუჩერებელი ზუზუნი არ წყდება და მას აღიზიანებს. ტელეფონს გაღიზიანებული მზერით გახედა და ხელში ჩაიგდო, ეკრანზე მისი მეგობრის სახელი ეწერა. გათიშა და გაისროლა, ყველაფერი მისთვის ნერვების მომშლელი და გამაღიზიანებელი გახდა.
რაც შეხება ადამიანს, რომელსაც გამარჯვება საშინლად წყურია. მხოლოდ თავის ნამდვილ დედაზეა ჩაფიქრებული, ცდილობს მასთან ნორმალური ურთიერთობა დაიჭიროს და გაბედოს. ხვდება, როგორი ეგოისტი ადამიანია, და როგორ არ ფიქრობს თავის საყვარელ ადამიანებზე. მიუხევადად ამისა ისიც, რომ მას სიკვდილი ელის, იცის, რომ სიცოცხლეს იქ მალე დასრულებს მაგრამ არ შეუძლია რამის შეცვლა. რადგან ეს მისი ბედია, ნანობს იმას, რომ თავისი საყვარელ ადამიანებს გული ატკინა და დაუფიქრებელი ნაბიჯი გადადგა. მაგრამ მას მაინც ჰგონია, რომ სწორ არჩევანს აკეთებს და გამარჯვებით სამყაროში ბევრ რამეს გამოასწორებს. მას თავისი სიცოცხლე არ ადარდებს მაგრამ არ ფიქრობს იმაზე თუ მისი სიკვდილი რას მოუტანს სხვებს. როგორ დაუნგრევს სხვებში არსებულ ლაღ ადამიანობას. როგორ შეაცვლევინებს სხვებს ცხოვრებას, და როგორ ჩაგდებს მათ ბნელ უფსკულში. ამაზე არ ფიქრობს და არც უნდა იფიქროს, რადგან ხვდება, რომ ეს გეგმებს ჩაუშლის და გუნებას გაუფუჭებს. უნდა ყველანაირი ძალა აითვისოს, უნდა თავისი ძველი ძალები, რომელიც გენეტიკურად გადმოჰყვა და ჩაუკეტეს ვინმეს გახსნევინოს. ფიქრობს, რომ ეს ძალები საკმარისია გასამარჯვებლად და საშინელი დემონების დასამარცხებლად. ფანჯარას გაყოლა თვალი და დაინახა, როგორ დაიფარა ცა ღრუბლებით. და როგორ მოაწვა სამყაროს შავი ნისლი. საათს დახედა და კურთკა ამოიცვა, დანიშნულების ადგილას გაჩნდა რამოდენიმე წუთში. სასახლეში ავიდა და ყველა დაიგნორა, რადგან ზოგიერთზე ნაწყენი იყო საიდუმლოს დამალვის გამო. მეგობრებმა თავი არ ასწიეს ქეითი, რომ დაინახეს რადგან იცოდნენ, რომ ზიზღის გარდა ვერაფერს დაინახავდნენ მის სახეზე. ნოას გაუშტერა მზერა ქეითმა და მის გამომეტყველებას შეხედა, ნოა დაიბნა მისი მზერის გამო და თავი არიდა. მალე ვილიამის შემოვიდა სასახლეში მაგრამ ქეითს არ შეხედა გვერდი აუარა, ქეითს რათქმაუნდა ეწყინა მისი ქცევა.
- არ მივდივართ იმ სამყაროში? - ცინიკური ღიმილი დაეტყო სახეზე.
- კი - დაბნეული წამოდგა ნოა და მუხის ადგილას მივიდნენ.
სამჯერ დატრიალების შემდეგ იმ სამყაროში გაჩნდნენ. ქეითი დედამისის კარავში წასვლას აპირებდა, როცა მოულოდნელად მას ლიდია დაეჯახა.
- რა იყო? - გამწარებული შეუყვირა ქეითმა.
- შენთვის რაღაც სათქმელი მაქვს.
- მე შენ არ გადანაშაულებ ლიდია, რადგან შენ ჩემი მეგობარი ჯერ არ ხარ და რომც გცოდნოდა ჩემი საიდუმლო მაინც ვერ მეტყოდი რადგან ჩვენ ერთმანეთთან კავშირი არ გვაქვს.
- ამას არ ვგულისხმობ, და ბოდიშის მოსახდელად არ ვარ მოსული.
- აბა?.
- მამაშენი დედაჩემმა მოკლა.
- რა?.
- როგორც იცი დედაჩემი დემონებს ეხმარებოდა, და მან ასწავლა დემონებს თუ როგორ შეძლოთ მოეკლათ უკვდავი ადამიანი, თან ხანჯალი მან მისცა დემონებს და იმ ხანჯალს მწარე წამლები ჩასხა, რომ გავლენა მოეხდინა ადამიანზე ამიტომაც დაიღუპა მამაშენი მალე ბრძოლაში, ყველაფერი დედაჩემის ჩადენილია და ამიტომ დამარცხდნენ - ქეითმა ამოიხვნეშა და მხარზე დაუდო ხელი ლიდიას.
- მადლობა, რომ მითხარი მაგრამ შენ არ გადანაშაულებ რადგან შენ მას არ გავხარ და სამყაროს დასაცავად შენ ის მოკალი და ეს ყველაზე დიდ რამეს ნიშნავს დემონებს ვერავინ დაეხმარება და ჩვენც ვერავინ შეგვიშლის ხელს ბრძოლაში - ლიდიამ გაუღიმა.
- თროიზე გაბრაზებული ხარ? - ჰკითხა მოულოდენლად.
- არა რატომ? მან არც იცოდა არაფერი როგორც ვილიამი, მე მხოლოდ დრაკოზე და ნოაზე ვარ ნაწყენი - ძალით გაუღიმა ქეითმა.
ლიდიას დაემშვიდობა და დედამისი კარავში წავიდა, დედამისმა უთქმელად შემოიპატიჟა კარავში.
- დედა - ლორა გაშრა, რადგან მან პირველად დაუძახა მას დედა.
ლორას ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა სიხარულისგან, მისთვის ეს სიტყვა დიდი ბედნიერება იყო და თვალები სიხარულის ცრემლებისგან აევსო. ქეითს მომღიმარი სახით შეხედა და თვალები მოიწმინდა.
- მინდა ჩემი ჩაკეტილი უნარები გახსნათ - ლორა გაშრა, ხმა ვერ გასცა და ნერვიულად დაიწყო ხელების თამაში.
- მაინც აპირებ მონაწილეობა მიიღო?.
- კი და ძალებს თუ გავაერთიანებ მე გავძლიერდები ძალიან.
- ბედს ვერ შევცვლით და არ მინდა დაგკარგო.
- დედა აუცილებლად უნდა გავიმარჯვო და დავიცვა ჩვენი სამყარო.
- ქეით სხვებზეს იფიქრე, ვილიამზეს იფიქრე შენ გამო ცუდ ხასიათზეა.
- ვეცდები, რომ არ მოვკვდე.
- ამას ვერ შეცდები ეს შენი ბედია.
- მითუმეტეს თუ ეს ჩემი ბედია ვერ შევცვლი და სიკვდილი მიწერია, გთხოვ შეგუეთ და გამხსენით ეგ უნარები.
დედამისმა ქეითი დასვა სხვა სკამზე და კარადიდან უამრავი წამალი და წიგნი ამოიღო, დარაფნის ფოთოლი დაიჭირა ხელში და წამალი აპკურა ქეითს. რამოდენიმე შელოცვა თქვა და თვალები დახუჭა, თვალიდან ცრემლები წამოუვიდა და შეცადა ამის დამალვას. რამოდენიმე წუთში ღრმად ამოიხვნეშა და ქეითს დაღლილი გამომეტყველებით შეხედა.
- გავხსენი.
- მადლობა - წამოდგა ქეითი და თავი ძალიან უცნაურად იგრძნო.
თავს მშვიდად და ძლიერად გრძნობდა, შეძლო იმდენი რამ გაეკეთებინა და არ დაღლილიყო. კარავში ვილიამი შემოვარდა მოულოდნელად, ქეითს შეხედა და ღრმად სუნთქვა დაიწყო.
- რა გაკეთე?.
- ჩემი ჩაკეტილი უნარები გავხსენით.
- მაინც აპირებ ხო სიკვდილს? - სიმწრისგან ჩაიცინა.
- ვილიამ თავს დამნაშავედ ნუ მაგრძნობინებ - გაუწყრა ქეითი.
- შენი საქმის შენ იცი - თქვა და გაბრაზებული გავარდა, ქეითმა თვალები ატრიალა.
- ახლა თავს ძლიერად ვგრძნობ - უთხრა დედამისს და კარავიდან გავიდა.
ნელი ნაბიჯებით სეირნობდა და მოსახლეობას ადევნებდა თვალ - ყურს, მოსწონდა მათი ხმაური და ყიჟინა. რადგან დარწმუნებული იყო, რომ ის მათვის გმირი იქნებოდა, რომელიც მათ სამყაროს დაიცავდა. სიარულით ადელაინის კარავთან გაჩერდა, წრიულად ჩამომსხდარი ბავშვები დაინახა და მათ შეუერთდა. ბავშვები ქეითს მზერას ვერ უსწორებდნენ და თავჩაქინდრულები იყვნენ.
- დაივიწყეთ მომხდარი, დედაჩემთან უერთიერთობა გავასწორე - უთხრა ბავშვებს, ყველას თვალები გაუფართოვდათ და ვილიამი კი არც შეხედა ქეითს.
- მაპატიე ქეით, მე მაინც ჩემი დასავით მიყვარხარ - უთხრა დრაკომ.
- გპატიობ.
- მეც მაპატიე ქეით, ამას იმიტომ გმალავდი, რომ არ მინდოდა განადგურებულ მდგომარეობაში მენახე - უთხრა ნოამ და ქეითმა მომღიმარი სახით შეხედა.
- მესმის შენი გპატიობ.
- როგორც ვიცი შენი უნარები გახსენი და უკვდავი გახდი? - ჰკითხა თროიმ.
- კი, გავაერთიანე ჩემი ძალები ბრძოლაში გასამარჯვებლად.
- და, რომ რამე ვერ გადაგაფიქრებინებთ ხო? - ჰკითხა ნოამ.
- ვერა - სარკაზმულად გაუღიმა ქეითმა.
- კარგი მაშინ ვარჯიშს მივყვეთ და მტერი კარგად შევისწავლოთ - უთხრა ბავშვებს ნოამ.
ყველამ თავი დაუქნიეს და ვილიამი წამოდგა და კარავიდან გავიდა, ქეითი მას თვალი გაყოლა და გადაწყვიტა მას გაყოლოდა მაგრამ ნოამ შეაჩერა.
- რატომ მიჰყვები?.
- ჩემს გამო ნაწყენია.
- მეც ვარ ნაწყენი შენც გამო.
- შენ რაზე? - მობეზრებული გამომეტყველებით შეხედა ნოას.
- შენ სიცოცხლეს საფრთხეში აგდებ.
- შენც ნუ დამიწყებ მეც ვიცი, ეგეც ვიცი, რომ ჩემ საყვარელ ადამიანებზე არ ვფიქრობ, მაგრამ გეტყვი, რომ ჩემი ბედი ესა და ვერ შევცვლით.
- შევცვლით.
- ვერა ნუ იქნები ასეთი დარწმუნებული.
- შენზე კარგად ვიცი სამყაროს შესახებ რადგან დიდიხანია ვვარსებობ - უთხრა ნოამ.
- ყველა იძახის ბედი არ იცვლება.
- მათზე დიდხანს მე ვვარსებობდი ამიტომ მათზე მეტი შემიძლია ვიცოდე - თვალი ჩაუკრა ნოამ.
- თუ ასეა მაშინ გეტყვი, რომ არ მოვკვდები და თავს დავიცავ ბრძოლის დროს - თქვა და კარავიდან გავიდა ქეითი, ნოამ ჩაფიქრებული სახით შეხედა ქეითს.
ქეითმა თავისი სწრაფი ძალების დახმარებით დაიწყო ვილიამის მოძებნა, ყველგან ეძებდა მას და ყველა ადგილას მიდიოდა. ძლივს იპოვა ერთ მოშორებულ ადგილას დამჯდარი და ჩაფიქრებული ვილიამი. მასთან მივიდა და გვერდით მიუჯდა, ვილიამი არც გაინძრა და არც შეხედა ქეითს.
- ვიცი, რომ ჩემზე ხარ ნაწყენი - უთხრა ქეითმა, ვილიამმა ხმა არ გასცა.
- მაგრამ გთხოვ თავს დამნაშავედ ნუ მაგრძნობინებ, ვსუსტდები. - ვილიამმა ისევ არ გასცა ხმა.
- შენც გარდა არავის არ ვენდობი ამიტომ ბრძოლაში მხარი დამიჭირე და ჩემი იმედი გქონდეს, აუცილებლად გავიმარჯვებ ბრძოლას და ყველაფრის ფასად დავიცავ ყველას.
- მაგრამ შენ აღარ იქნები - უთხრა მოულოდნელად ვილიამმა.
- ვილიამ.
- არ მინდა გავიღვიძო და გავანალიზო, რომ შენ აქ აღარ ხარ, არ მინდა შენ გარეშე ვიცხოვრო და შენი სურნელი ვერ ვიგრძნო, გამიჭირდება საშინლად, ვერც გავაგრძელებ ცხოვრებას და სულ გულგატეხილი და ჩაკეტილი ვივლი, ჭკუიდან ვიშლები, როცა წარმოვიდგენ, რომ შენ ჩემს გვერდით აღარ იქნები და ეს მაგიჟებს არ მინდა რამე მოგივიდეს, არმინდა დაგკარგო ერთადერთი ადანიანი ხარ ვინც პირველად შემიყვარდა, უბრალოდ არმინდა უშენობას მივეჩვიო, არ მინდა მხოლოდ მოგონებები დარჩეს ჩემ მეხსიერებაში და შენ ვერ გნახო, უბრალოდ შენ არ იცი რამდენად საშინელია იმ ადამიანის გარეშე ცხოვრება, რომელიც გიყვარს - უთხრა ვილიამმა მას სასოწარკვეთილი გამომეტყველებით.
- მესმის შენი, ვიცი როგორი რთულია მაგრამ არჩევანი არ მაქვს.
- რომ არ წახვიდე?.
- ჩემ გარეშე განადგურდება სამყარო, და დავმარცხდებით ბევრ ადამიანს დავკარგავ მათ შორის თქვენს.
- ეს არ მოხდება, შენ შეგიძლია არ იბრძოლო ჩვენ გავიმარჯვებთ შენ გარეშე მთავარია ვიცოდეთ კარგად ხარ.
- ვილიამ წინასწარმეტყველებმა ასე თქვეს ჩემ გარეშე ვერ გაიმარჯვებთ.
- მაგრამ.
- არანაირი მაგრამ ვილიამ, სხვა არჩევანი არ მაქვს მირჩევნია სიცოცხლე თქვენ გამო შევწირო.
- მიყვარხარ ქეით, ეს გახსოვდეს - ხმის კანკალით წარმოთქვა სიტყვები.
ქეითმა არაფერი უპასუხა და ვილიამი გულში მიიკრა, მკლავები შემოუხვია და მჭიდროდ ჩაიხუტა. ბიჭმა თავი მის კისერში მოათავსა და თვალები სიამოვნებისგან დახუჭა. ტკბილი სურნელი თავბრუს ახვევდა. ის ახლა თავისი საყვარელი ადამიანის მკლავებში იყო და სამყარო მისი ეგონა. მაგრამ ხვდებოდა, რომ ეს დროებით იყო და მალე მოწყდებოდა მშვენიერ სამყაროდან. მისი გაშვება ეძნელა და უფრო მიხუტა, არ უნდოდა ეს მომენტი ასე უბრალოდ დასრულებულიყო. ვილიამმა დროის შეჩერება ისურვა, რადგან უნდოდა დიდხანს გაგრძელებულიყოს ეს ჩახუტება. რომ გაეშვა ყველაფერი დამთავრდებოდა, მას კი ეს არ სურდა.
- გპირდები, რომ არ დაგტოვებ - მოულოდნელად ჩუმად წარმოთქვა ეს სიტყვები ქეითმა.

















ახალი თავის დაიდო იმედი მაქვს მოგეწონებათ❤მადლობას გიხდით დროს, რომ უთმობთ და მოგწონთ❤მადლობთ ჩემსავით, რომ არ აკრიტიკებთ ამ მოთხრობას, მოთხრობის ავტორი მე ვარ და მაინც უკმაყოფილო ვარ ჩემი ნამუშევრით🥺ეს თავი ძირითადად მათ განცდებზე და ფიქრებზეა დაწერილი, ნუ ამასთან ერთად ცოტა საინტერესოს კი არის❤მოკლედ ასე თუ ისე დავდე ეს თავი🤍

მოჩვენებების მკვლევრებიWhere stories live. Discover now