თავი 36

26 13 0
                                    

ნოა ახალ სამყაროში შეაბიჯა ფეხი და ადელაინის კარავთან აიღო გეზი. ადელაინი ჩუმად იჯდა და წამლების წიგნს კითხულობდა, ნოა კარავში შევიდა და მას ჩუმად შეხედა. სიბრაზემ მოიცვა იგი, რადგან ადელაინმა დაუკითხავად მოიძია ინფორმაცია ქეითზე. ნოამ ჩახველა და ადელაინის ყურადღება მიქცია, ადელაინი შეკრთა და მას შეშინებული შეხედა. როცა დაინახა ნოა, ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა და შინ შემოიპატიჟა.
- აქ საქმეზე ვარ - პირდაპირ საქმეზე გადავიდა ნოა.
- გისმენ, შენ აქ სულ საქმეზე ხარ - აკისკისდა ადელაინი და დივანზე ჩამოჯდა.
- დარწმუნებული ხარ, რომ ქეითი ნაშვილებია? და მისი დედა აქაურელია? - ჰკითხა ნოამ მას ანერვიულებული.
- კი, რადგან ბევრი დამამტკიცებელი საბუთი გვაქვს მე და დრაკოს - ნოამ თავი ძირს დახარა და ღრმად ამოიხვნეშა.
- დრაკოსი მჯერა, ამიტომ მინდა ამ საგვარეულოზე მეტი ინფორმაცია მოვიძიო - თქვა ნოამ, ადელაინი წამოდგა და მოსახლეობის ალბომი ამოიღო.
ნოას გაუწოდა და გვერდით მიუჯდა, ნოამ გადაშალა წიგნი და სტეისების საგვარეულოს დათვალიერება დაიწყო.
- მათზე მხოლოდ ცოტა ინფორმაცია ვიცი, მე ის მინდა გავარკვიო თუ რატომ მიატოვა დედამისმა ქეითი -
თქვა ნოამ, და ადელაინი ჩაფიქრდა.
- ამას ვერ გავარკვევთ, მისი დედა გამოვკითხოთ - ნოამ სერიოზული მზერით შეხედა ადელაინს და თვალები ატრიალა.
- შენ რა გგონია? უპრობლემოდ მოგვიყვება თავის ისტორიას და ქეითის დატოვების მიზეზს? იქნებ ამას საიდუმლოდ მალავს? - თქვა და წამოდგა.
- აბა რითი შემიძლია დაგეხმარო? - ჰკითხა ადელაინმა.
- არვიცი, არ მინდა ეს ქეითმა გაიგოს განადგურდება ისედაც არ მოსწონს ის ქალი - თქვა ნოამ.
- მოიცა ის იმ ქალს შეხვდა?.
- იმ ქალს სიზმრებში ნახულობდა, ის ქალი იჭრებოდა მის კოშმრებში და ელაპარაკებოდა მას, ქეითს მისი სახე ახსოვდა და აქ, რომ იყო შემთხვევით თვალი მოკრა და იცნო, მერე მივიდა ამ ქალთან და ეჩხუბა.
- იმ ქალმა რა უთხრა?.
- მოიტყუა, ვითომ ჩემს გამო აკეთებდა, მაგრამ მე მასთან არანაირი კავშირი მქონდა არც ვიცნობდი - მხრები აიჩეჩა ნოამ და კარავიდან გავიდა.
- წინასწარმეტყველები დაგვეხმარებიან ამის გაგებაში - თქვა ადელაინმა მოულოდნელად.
- ჩემით მინდა ფარულად გამოვიძიო და გავარკვიო - თქვა ნოამ და ადელაინთან ერთად გავიდა კარავიდან.
ორივე ჩუმად მისეირნობდნენ და კარავში მყოფ ხალხს უყურებდნენ, ნოა ყველას თვალს ავლებდა და ფიქრობდა. არ უნდოდა ეს ქეითს გაეგო, არც ის უნდოდა, რომ ეს სიმართლე ყოფილიყოს. რადგან ეს ქეითისთვის რთული იქნებოდა, და განადგურებდა მას საბოლოოდ. ნოას ძალიან ბევრი პრობლემები და დარდები ჰქონდა. წინასწარმეტყველების თქმით მალე ბრძოლა დაიწყებოდა, ამ ბრძოლაში კი ქეითი აუცილებლად უნდა ჩარეულიყო. ნოას კი ეს არ სურდა და მისი დაკარგვის ეშინოდა, ამასთან ერთად იმისიც ეშინოდა, რომ ამ ბრძოლის შემდეგ ქეითს საყვარელი ადამიანები არ დაეკარგა. ის ქეითზე ზრუნავდა და მასზე ყოველთვის ნერვიულობდა, რადგან მას ქეითი სიგიჟემდე უყვარდა. წინა ცხოვრებაში მას პირობა ჰქონდა მიცემული ქეითისთვის, რომ მასზე აუცილებლად იზრუნებდა. ნოას თავისი წარსულის მოგონებები ისევ ახსოვს, ისევ ისე უყვარს ქეითი როგორც მაშინ. ენატრება ის ძველი დრო, როცა ქეითთან ერთად ატარებდა დროს. ახლა ყველაფერი სხვანაირი გახდა, ბევრი რამ შეიცვალა. ქეითი ის გოგო არარის ვისაც იცნობდა, ქეითისგან ისეთ სიყვარულს ვეღარ ღებულობს, როგორც ადრე ღებულობდა. თითქოს დროის და წლეების გასვლის შემდეგ, ის სითბო და სიყვარული დაიკარგა. ეს იმის ბრალია, რომ ახლა ის ქეითი სულ სხვა ცხოვრებით გაიზარდა. წინა ცხოვრებიდან ყველა დეტალი არ ახსოვს, და ისეთი ვეღარ იქნება როგორც წინა ცხოვრებაში იყო. ეს ახალი ცხოვრება ნოასთვის ძალიან უცნაური და სხვა იყო, აქ უკვე შემოსულია ტექნოლოგიები და ბევრი ახალი რამ, რაც მისთვის უცნობია. ახლა ნოასაც აქვს ტელეფონი, რომელიც ქეითმა აჩუქა და კარგად ინახავს. ნოას სეირნობის დროს ვიღაც ბავშვი დაეჯახა, მან თავაზიანად დახარა თავი და ბოდიში მოუხადა. ნოა მასთან ჩაიმუხლა და მოფერება დაიწყო, ბავშვი ესაყვარლა და მისი ბოდიში მიიღო. ბავშვი გაუშვა და სიარული გაგრძელა ადელაინთან ერთად, სიარულის დროს იმ ქალის კარავთან გაჩერდნენ. ის ქალი მომღიმარი სახით გამოვიდა კარავიდან და ნოას დანახვაზე გაშეშდა, ნოა მას ყურადღება არ მიაქცია და სიარულის გაგრძელება სცადა, როცა იმ ქალმა მოულოდნელად გააჩერა.
- უკაცრავად, შეგიძლიათ მესტუმროთ? თქვენ ალბათ ქეითის მეგობრები ხართ - ნოამ თავი თანხმობის ნიშნად დაუქნია და ადელაინთან ერთად კარავში შევიდა
ქალმა დაჯდომა შესთავაზა მათ და თვითონაც ჩამოჯდა დივანზე, ნოა თავაზიანად ჩამოჯდა და კარავი დათვალიერა, უცებ კარავში მოხუცი ქალი შემოვიდა. "ის ალბათ ამ ქალის დედა" გაიფიქრა ნოამ და თავაზიანად მიესალმა.
- მიხარია თქვენი ნახვა - თქვა მოხუცმა ქალმა თითქოს დიდიხანი იცნობდეს ნოას.
- მეც მოხარული ვარ, რომ გესტუმრეთ - თავაზიანობა გამოიჩინა ნოამ.
- ქეითი როგორ არის? - ჰკითხა იმ ახალგაზრდა ქალმა ნოას.
- თქვენი სახელი? - კითხვა დაიგნორა ნოამ და მას ეგრევე სახელი ჰკითხა.
- ლორა - უპასუხა ქალმა და გაუღიმა ნოას.
- ლორა თქვენ ალბათ ქეითის დედა ხართ - სარკაზმული ღიმილი ესროლა ნოამ მას, ქალი დაიბნა და გაშეშდა.
ცოტახნიანი დაძაბულობის და ფიქრის მერე ნოას ანერვიულებული გამომეტყველებით შეხედა.
- როგორ მიხვდით? - ხმის კანკალით ჰკითხა ნოას და ადელაინს.
- ხომ ვთქვი მაინც მიხვდებიან, წინასწარმეტყველების უნდა გჯეროდეს ლორა - თქვა დედამისმა, ლორამ მისი სიტყვები დაიგნორა და ნოას შეხედა პასუხის მოლოდინში.
- ამის მიხვედრა რთული არ ყოფილა, მოვიძიეთ და ბევრი დამამტკიცებელი საბუთის გვაქვს - ნოას მაგივრად ადელაინმა უპასუხა.
- ქეითმა იცის? - დაბნეული ლაპარაკობდა ლორა.
- არა, არც მინდა იცოდეს ეს მისთვის რთული იქნება - მკაცრად თქვა ნოამ.
- მეც არ მინდა გაიგოს.
- ხოდა მას კოშმრებში ნუ შეაწუხებთ - გააფრთხილა ნოამ.
- დიდიხანია მის კოშმრებში არ შევჭრილვარ.
- რა იყო თქვენი მიზეზი? რატომ მიატოვეთ ის? - ჰკითხა ადელაინმა, ნოას მაგივრად რადგან ნოას ამ კითხვის დასმა უნდოდა და ვერ ბედავდა.
- ჩემი მიზეზი ამ სამეზობლოში საიდუმლოა და თქვენ გეტყვით რადგან გაინტერესებთ და დამნაშავედ მთვლით დიახ დამნაშავე ვარ იმაში რადგან მივატოვე, მაგრამ ჩემი მიზეზი მქონდა, მე უბრალოდ მკითხავი ვარ და გამორჩეული მაგიას მცოდნე, მაგიას არ ვიყენებ მაგრამ თეორიულად ბევრი რამ ვიცი, დედაჩემი ცნობილი წინასწარმეტყველია, ჩემი ქმარი იყო უკვდავი ადამიანი, ის ყველაზე ძლიერი იყო მისი სიკვდილი შეუძლებელი იყო, მას ძლიერი სისწრაფის უნარი ჰქონდა, ძლიერად დარტყმის, სროლის და ამით გამოირჩეოდა ამ სამეზობლოში, მას არ ჰქონდა მაგია, უბრალოდ ის უკვდავი ძალის მქონე ადამიანი იყო აი მაგალითად მაქციები ან ვამპირები მაგათაც ეს ნიჭის უნარები აქვთ, მაგრამ ის არც მაქცია იყო არც ვამპირი უბრალოდ ადამიანი იყო ასეთი ძალებით, და თქვენც მიხვდებით ესეთ ადამიანების მოკვლა როგორ არის შესაძლებელი? თუ მას გულში ბასრ ხმალს ან დანას ჩარტყამთ და დიდხანს მიაგდებთ აუცილებლად მოკვდებიან და გაქვავდებიან, ჩემი ქმარი ბრძოლობდა დემონებთან თავისი ძალები საკმარისი არ იყო, მაგ დროს ზუსტად ასე მოკლეს დემონებმა ჩემი ქმარი, ხმალი ჩასცხეს გულში და იმ წუთშივე გარდაიცვალა, ამ ბრძოლაში ჩვენ წავაგეთ - გაჩერდა ლორა და ღრმად სუნთქვა დაიწყო.
- მერე? თქვენ უბრალოდ თქვენ ქმარზე მესაუბრებით - თქვა ნოამ.
- მერე როცა გავიგე ის გარდაიცვალა ბრძოლაში მაშინ მე ქეითზე ვიყავი ორსულად, წინასწარმეტყველები და ყველა ჩვენი სამეზობლო მის დაბადებას ელოდებოდნენ, ისინი ამბობდნენ, რომ ქეითი რომ დაიბადება მასაც მამამისივით ძალები ექნება და ბრძოლაში უნდა მიღოსო მონაწილეობა აუცილებლადო, იქნებ ამჯერად მაინც გავიმარჯვოთო, ქეითი რომ დაიბადებოდა ისინი ბრძოლას დაიწყებდნენ იმ დემონთან რომელთანაც წავაგეთ, ქეითი, რომ დაიბადა მისი ყველა უნარი ჩაკვეტე და გავაშვილე, ამაში დამნაშავე ვარ მაგრამ მას სხვანაირად ვერ დავიცავდი, არ მინდოდა ჩემი შვილის ეგრე მომკვდარიყოს ბრძოლაში, დიდი ტრავმა მაქვს გადატანილი და არ მინდა ქეითსაც ეგ დაემართოს - თქვა ლორამ და თვალიდან წამოსული ცრემლები მოიწმინდა.
- მესმის თქვენი, მაგრამ ქეითი ჯიუტობს და დემონთან ბრძოლაში მონაწილეობის მიღებას მაინც ცდილობს, რამდენჯერაც არ შევეწინაღმდეგო მას მაინც არ მიჯერებს - თქვა ნოამ და თავი დამნაშავესავით დახარა ძირს.
- არ მისცე ამის უფლება, არ გაუშვა - ცრემლები მოიწმინდა ლორამ და შეხვეწა.
- ის ფლობს ვარსკვლავის მაგიას, მის გვერდით სამი ასეთი ადამიანი დგას, მათგან ერთ - ერთი შავი მაგიას ფლობს რაც ყველაზე ძლიერია - თქვა ნოამ.
- მაინც მეშინია, და დარწმუნებული არვარ - ამბობდა ლორა.
- ქეითი ძალინ მაგარი უნარით არის დაჯილდოებული, ბევრი რამ გამოსდის და გამოცდილი ჯადოქარივითა, ის უფრო და უფრო ძლიერდება თვითონ თავის შესაძლებლობებში დარწმუნებულია, მე კი მისი გადაფიქრება არ შემიძლია - ეუბნებოდა მას ნოა და თავს დამნაშავედ გრძნობდა მის წინაშე.
- მან იცის, რომ წინასწარმეტყველები ისევ მის ჩარევას ცდილობენ ბრძოლაში? - ჰკითხა ლორამ.
- კი, მე და ადელაინს, რომ გვითხრეს ეს მათთან განვიხილე და ქეითმა თანხმობა განაცხადა, რადგან მაგიას ვფლობო და ისინის დარწმუნებულები არიან, რომ ძლიერი ვარო, ის ფიქრობს, რომ გაიმარჯვებს ამ ბრძოლაში - თქვა ნოამ.
- ეს წინასწარმეტყველებმა მაინც იცნეს ქეითი - გაბრაზდა ლორა.
- ხომ გითხარი ლორა, მაინც იპოვიდნენ მას, წინასწარმეტყველებმა იციან, რომ ქეითი გაიმარჯვებს მაგრამ მოკვდება, უბრალოდ ამას მალავენ და გამარჯვება უნდათ მისგან, მეც წინასწარმეტყველი ვარ და მისი ბედი ვიცი, ამიტომ დავმალე ქეითი მაგრამ ამ საქმემ არ გაჭრა, როგორც ჩანს ყველაფერი მართლა ღვთის ნება - თქვა ლორას დედამ, ნოა ანერვიულდა როცა წინასწარ გაიგო ყველაფერი.
- შეიძლება ის მივატოვე, მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ არ მიყვარს, ჩემი შვილი ახლაც ძალიან მიყვარს და მენატრება უბრალოდ მე ეს არ შემიძლია მას სიმართლე ვუთხრა და გულში ჩავიკრა, რადგან ვიცი, რომ ვერ გამიგებს და არ ვეყვარები - დამწუხრდა ლორა შვილის მონატრებით.
- ქეითზე მე ვიზრუნებ, მადლობთ ინფორმაცისთვის - თქვა ნოამ და წამოდგა.
- შენ მოჩვენება ხარ ხომ? - ჰკითხა ლორამ.
- სამწუხაროდ კი - ძალით გაიღიმა ნოამ და დაემშვიდობა მათ.
ადელაინი და ნოა გამოვიდნენ კარავიდან და ადელაინმა ნოა მუხამდე მიაცილა. ნოამ ჩუმად და უთქმელად დაუქნია დასამშვიდობებლად ხელი ადელაინს, და ძალით გაუღიმა. ადელაინმა თავი დაუქნია და გაუღიმა, ნოა მოტრიალდა და თავის სამყაროში შევიდა. როცა დაბრუნდა რაღაც ხმები გაიგო და სირბილით ავიდა სასახლეში, ქეითის ქვითინი უფრო და უფრო ხმამაღლა ესმოდა. სასახლეში შევარდა და ძირს დაგდებული დრაკო ნახა, და მასთან ჩამუხლებული და მომტირალი ქეითი.
- რა ხდება? - გაკვირვებული და ანერვიულებული ხმით წამოიძახა ნოამ, ქეითმა თავი ასწია და უფრო მოუმატა ქვითინს.
- ნოა რა გავაკეთო დამეხმარე? - შეშინებული დაიწყო ხვეწნა.
- რა მოუვიდა?.
- თროი და ის ვარჯიშობდნენ, თროიმ ყველაზე ძლიერი მაგია გამოიყენა და მას ესროლა, დრაკო მთელი ინერციით გადავარდა შორს, მერე ძალიან გაბრაზდა და ყველა ენერგია და მაგია გამოიყენა, მთელი ძალა დაიშურა თროისკენ და ძლიერი მწვანე ცეცხლი ესროლა მას, ლამის ტერიტორია დაიწვა და თროი, ყველაფერი ძლივს ჩავაქრე მე, მაგრამ დრაკომ გონება დაკარგა და ქეითი ახლა ნერვიულობს - აუხსნა ვილიამმა.
- თროი ახლა სადა?.
- აბაზანოშია ცივ წყალს იღებს.
- მას არაფერი მოუვიდა, მთელი ენერგია გამოეფიტა და ძალა გამოეცალა როგორც ეს ქეითს დაემართა - თქვა ნოამ და მასთან ჩაიმუხლა, მისი პულსი გასინჯა და ქეითს გაუღიმა.
- ცოცხალია მალე გამოიღვიძებს, დაღლილია მთელი ძალის გამოყენების გამო, გაბრაზების დროს უფრო ძლიერდებიან და მაგიის კონტროლს კარგავენ, და მთელი ძალა და ენერგია ეხარჯებათ ამიტომ კარგად არის, მისთვის პირველი შეტაკება იყო - აუხსნა ნოამ ქეითს და ქეითი დამშვიდდა.
თროი კიბებიდან გამწარებული ჩამოვიდა, ტანსაცმელები დამწვარი ჰქონდა და თვითონაც თავს ცუდად გრძნობდა. გაბრაზებული შეხედა დრაკოს და მთელი ძალით ცივი წყლის მაგია ესროლა დრაკოს. დრაკო ეგრევე წამოხტა და ღრმად სუნთქვა დაიწყო, ნოა და ქეითი შეკრთნენ. დრაკომ აქეთ - იქეთ გაიხედა და გაბრაზებული თროის მზერას წაწყდა, თროიმ თვალები ატრიალა და დივანზე დაჯდა.
- რა მომივიდა? - ჰკითხა დრაკომ ქეითს.
- გონება დაკარგე შენი ძალის უკონტროლობის გამო, ნუ ნერვიულობ კარგად ხარ - გაეღიმა ნოას და ხელი გაუწოდა, ფრთხილად წამოაყენა დრაკო და ქეითს თვალი ჩაუკრა.
















ახალი თავის დავდე იმედი მაქვს მოგეწონებათ🌸🤍თქვენ როგორ მოგწონთ ქეითის დედა ლორა? და ამართლებთ თუ არა მას? 😌მადლობთ, დროს რომ უთმობთ❤🦋

მოჩვენებების მკვლევრებიWhere stories live. Discover now