თავი 10

49 18 2
                                    

ქეითმა ნოას დაბნეული შეხედა და გონებაში დასმულ კითხვებზე პასუხი ვერ იპოვა.
- რას გულისხმობ? - ძლივს ამოღერღა.
- იმას, რომ მე და შენ ადრეს შევხვედრილვართ ერთმანეთს - ხმა უკანკალებდა ნოას და ძლივს ალაგებდა სიტყვებს გონებაში.
- მაგრამ...მე არაფერი მახსოვს - ხელებს ნერვიულად ათამაშებდა ქეითი.
- არც გემახსოვრებოდა, შენ უკვე შემდეგი ცხოვრება დაიწყე, და ის მოგონებები რაც ჩემთან გაკავშირებდა გაქრა შენ გონებიდან - დამწუხრებული გამომეტყველებით უყურებდა ქეითს და ძლივს აბამდა სიტყვებს ერთმანეთს.
- ნოა მაბნევ - მოთმინება ამოეწურა ქეითს.
- ღმერთო ჩემო ახლაც იგივე ხარ - ნოა ღიმილიანი სახით უყურებდა ქეითს, გოგონა უფრო და უფრო იბნეოდა.
- მაშინებ.
- შენ ელა ჯონსონი იყავი წინა ცხოვრებაში, რომელიც მიყვარდა და ვუყვარდი, სამწუხაროდ ერთად ვერ დავრჩით რადგან მე მალე მოვკვდი - უხსნიდა ქეითს ნოა, მაგრამ ქეითი ვერ უჯერებდა.
- არ მჯერავს, ეს შეუძლებელია.
- არაფერი არარის შეუძლებელი ქეით, ადამიანი რომ გარდაიცვლება ის საიქიოში, რომ ხვდება გონება უსუფთავდება და ახალ სხეულში იწყებს ცხოვრებას და ყველაფერს თავიდან იწყებს, ამას რეიკარნაცია ჰქვია მოძებნე ყველგან ეს სახელი, და ბევრ რამეს შეიტყობ, მაგრამ ეს ყველაფერი ღმერთის ნება და არჩევანია, ის ირჩევს სადაც გაგრძელებ ცხოვრებას და როგორ ოჯახში, ადამიანს თუ ზემდეტი ცოდნა აქვს ჩადენილი მაშინ ის შემდეგ ცხოვრებაში საშინელ სირთულებს უმკლავდება, შენ ეხლა ჩემი არ გჯერა რადგან შენ შემდეგ ცხოვრებას აგრძელებ და გონება წაშლილი გაქვს - გამწარებული უხსნიდა ნოა მას და თან ნერვიულობდა.
- შეიძლება ადამიანი ჰომოსაპიენსის დროსაც იყოს დაბადებული და შემდეგ ცხოვრებაში არ ახსოვდეს?. - დაინტერესდა ქეითს.
- შესაძლებელია, ადამიანი ძალიან ბევრ ცხოვრებას იცვლის და ზოგჯერ გარეგნობასაც, მაგალითად შეიძლება ადრე ქერა იყო და შემდეგში შავგრემანია, ნუ ეს ღმერთის ნება როგორ გარეგნობას გაჩუქებს, შენ არ შეცვლილხარ, ისევ ისეთი ხარ როგორიც მაშინ იყავი - ქეითს მოეწონა ეს ახალი ინფორმაცია და დაინტერესდა თავის წინა ცხოვრებაზე.
- და სქესის შეცვლა შესაძლებელია?.
- ყველაფრის - ნოამ თავი დაუქნია.
- ძალიან მაგარია. - ნოას გაეღიმა ქეითის აღრთფოვანებულ რეაქციაზე.
- კი და ახლაც არ გჯერა ჩემი?.
- ვერ ვიჯერებ.
- არგინდა და იმიტომ.
- მადლობა ახალი ინფორმაციისთვის, ახლა ღამდება და სახლში უნდა მივიდე.
- მიგაცილებ.
- არა საჭირო.
ნოამ არ მოუსმინა და მაინც გაყვა ქეითს, ქეითს გაეღიმა და აღარაფერი უთხრა.
დრაკო და ვილიამი შემთხვევით ერთმანეთს შევხვდნენ გზაში, ვილიამი მოწყენილი იყო და დრაკოს ნახვა ძალიან გაუხარდა. ერთად გაუყვნენ გზას და საუბრობდნენ.
- ბებიაჩემის გამო დღეს უცნაურად ვარ, უბრალოდ ვერ ვიჯერებ - უზიარებდა თავის პრობლემას დრაკოს ვილიამი და სეირნობდნენ.
დრაკო ჩუმად სეირნობდა არ იცოდა როგორ გაემხნევებინა მეგობარი, და ამიტომ სიჩუმეს ირჩევდა, რომ თავისი სულელური საუბრით არ გაიღიზიანებინა. სიარულით ერთ დიდ მაღაზიასთან მივიდნენ, მანდ შეჩერდნენ და ყურება დაუწყეს. დრაკოს მოუნდა შიგნით შესვლა და ვილიამის მას გაყვა. მაღაზია ძალიან დიდი იყო, ყველანაირი ელექტრო ხელსაწყოები ჰქონდათ და ნივთები. დრაკოს თავში რაღაცამ გაიელვა და პირდაპირ გამყიდველთან მივიდა.
- მოჩვენებების დასაფიქსირებელი აპარატები ხომ არ გაქვთ? - გამყიდველმა თავი დაუქნია და ადგილი უჩვენა.
ვილიამი და დრაკო იმ ადგილას მივიდნენ და დათვალიერეს, სხვადასხვა სახის აპარატები იყო. დრაკომ კარგი ხარისხიანები აარჩია და გამყიდველთან მიიტანა, საკმაოდ ბევრი ნივთი იყიდეს. ჯიბიდან დაგროვებული ფული ამოიღო და გამყიდველს მიაწოდა.
- ცოტა აკლია - უთხრა გამყიდველმა, ვილიამს გაეღიმა და მანაც დამატა თავისი ჯიბის ფულიდან, დრაკომ მადლობელი გამომეტყველებით გახედა.
გამყიდველმა პარკში ჩალაგა და დრაკოს მიაწოდა, ბავშვები მაღაზიდან გამოვიდნენ.
- ძალიან დიდი მადლობა ვილიამ - აღტაცებული იყო დრაკო თავისი ახალი ნივთებით.
- არაფრის, ამას მარტო შენ არ უნდა იხდიდე, ჩვენთან ერთად მოგიწევს გამოძიება და ჩვენც გვევალება - გაუღიმა ვილიამმა, დრაკო დაფიქრდა, რომ მისი მეგობრები ყოველთვის მის გვერდით არიან.
უხაროდა, რომ ასეთი მეგობრები ყავდა და ენდობოდა მათ, მათი იმედი ჰქონდა და თავისი მეგობრებით ამაყობდა, მათთან თავს დაცულად და ბედნიერად გრძნობდა. ამიტომ მადლობელი იყო დრაკო ყველაფრის, მადლობელი იყო იმის, რომ ღმერთმა ასეთი მეგობრები აჩუქა. სიარულის დროს ვილიამი შეჩერდა და დრაკოს შეხედა, დრაკომ ანერვიულებული გამომეტყველებით შეხედა ვილიამს.
- მე უნდა წავიდე სახლში, და მერე სულის გაქრობის რიტუალებზე ვივარჯიშოთ - დრაკომ გაუღიმა და თავი დაუქნია, ვილიამმა ხელი დაუქნია და დაემშვიდობა.
დრაკო მარტო მიდიოდა სახლში და აღტაცებული უყურებდა თავის ნივთებს, კარები შეაღო და ქეითის სახელის დაძახება დაიწყო. მაგრამ ხმა არავინ გასცა. სამზარეულოში შევიდა და ქეითისგან დატოვებული წერილის კითხვა დაიწყო, წერილი მაგიდაზე დადო და თავის ოთახში ავიდა, ნივთები კარგ ადგილას დალაგა და დაღლილი წამოწვა. ამასობაში ქეითის მოვიდა სახლში, ნოას დაემშვიდობა კარებიდან. სახლში შემოვიდა თუ არა ყვირილი დაიწყო, დრაკო გაღიზიანდა მის ხმაზე.
- დრაკო აქ ხარ? შე ტრაკო?.
- კიი მეთქი - დაუყვირა დრაკომ თავისი ოთახიდან.
ქეითი დრაკოს ოთახში ავიდა და კარები შეაღო, დრაკომ გაღიზიანებული გამომეტყველებით გახედა თავის დას.
- რა გჭირს რას მიბღვირი? - უთხრა ქეითმა.
- რა გაყვირებდა შე კაი ადამიანო.
- მაინტერესებდა სახლში თუ იყავი.
- ნახე რა ვიყიდე - ხელით მიუთითა იმ ნივთებისკენ, ქეითმა გაიხედა მაგრამ ვერ მიხვდა რა იყო.
- რა არის?.
- მოჩვენებების დასაფიქსირებელი აპარატი გაუნათლელო.
- ასე მალე რატომ იყიდე?.
- მინდოდა, სხვათაშორის წილი ვილიამმას შეიტანა - ქეითმა თვალები ატრიალა და ოთახიდან გასვლა დაპირა.
- რიტუალების სწავლა მალე დავიწყოთ - დაუყვირა ვილიამმა მაგრამ ქეითმა ხმა აღარ გასცა და ოთახიდან გავიდა.
თროი ფანჯრის რაფაზე იჯდა და თავის კოშმარზე ფიქრობდა, ცუდ ხასიათზე იყო და თავისი კოშმარი ტანჯავდა. ვერ ხვდებოდა, რატომ ესიზმრებოდა, ან მთელი ბავშვობა რატომ ხედავდა უცნაურ სიზმრებს. ყოველდღე გაოფლილი იღვიძებდა, და ხასიათი უფუჭდებოდა. მიჩვეული იყო ამ კოშმარს, ყოველთვის შავი საზარელი გამომეტყველებით მქონე არსება ახრჩობდა და საშინელ სიტყვებს ეუბნებოდა, ამ ყველაფერს მიჩვეული იყო თროი. უკვე ზეპირადაც იცოდა ეს ყველაფერი: "შენ უნდა მოკვდე" , "შენ არ უნდა დაბადებულიყავი", "შენ სიცოცხლეს არ იმსახურებ", "შენი ადგილი ეს სამყარო არარის", ხშირად ესმოდა ეს საშინელი ბოხი ხმა იმ არსებისგან. რომელიც გამუდმებით თავს ესხმოდა, ამ კოშმარმა თროის ლუციდური სიზმარი დამუღამებინა, და ყოველთვის იმას აკეთებდა კოშმარში რას უნდოდა. ყოველთვის გარბოდა იმ არსებისგან რომელიც მოსდევდა მას, ეს ყველაფერმა დაღალა თროი და დატანჯა. საწყალ ბიჭს ამდენი ძალა და ენერგია აღარ ჰქონდა, თავის თავში მოტივაციასაც ვერ პოულობდა. გრძნობდა, რომ ვიღაცამ ბედი ჩაუკეტა. ფანჯრის რაფიდან საშინელი გამომეტყველებით უყურებდა მეზობლებს, გაბრაზებული იყო და ყველაფერი აღიზიანებდა. ტელეფონი აბზუილდა რამაც გაღიზიანა თროი, რადგან სიმშვიდე დაურღვიეს.
დრაკო: ნახე თროი რა ვიყიდეთ მე და ვილიამმა.
Sent a photo
ვილიამი: მალე დავიწყოთ გამოკვლევა.
ქეითი: რიტუალების სწავლა გვჭირდება ჯერ თქვე უცოდინრებო.
თროის ქეითის გამოხტომაზე გაეცინა და სიბრაზე სულ დავიწყდა. გულიანად იცინა დიდხანს და ძლივს შეიკავა სიცილი. მოულოდნელად დრაკომ ვიდეო ზარით დაურეკა ყველას და ქეითის შემოვიდა ზარში, ეგრევე შუა თითი აჩვენა დრაკოს და გაბრაზა. ვილიამი შემოუერთდა მათ და საუბარი დაიწყეს.
- თროი რა გჭირს? დაბღვერილი გვიყურებ? - ექოდ გაისმა ქეითის ხმა ტელეფონში, მან შეატყო თროის უხასიათობა.
- კოშმარი მაწუხებს.
- პირველად? - ჰკითხა დრაკომ.
- არა დაბადებიდან - სერიოზული ხმით უთხრა თროიმ.
- რა გესიზმრება? - დაინტერესდა ვილიამს.
- რაღაც დიდი საშინელი არსება მომსდევს და ისეთი საშინელი გამომეტყველება აქვს, ძალიან მაღალია და ყოველ კოშმარში მომსდევს მე გავრბივარ მაგრამ მაინც მიჭერს და საშინელ სიტყვებს მეუბნება, რომ მე არ უნდა დავბადებულიყავი - უთხრა თროიმ ყველას, ამ ყველაფრის გახსენებას კი სძულდა ძალიან.
- საშინელება როგორ უმკლავდები? - გაოცებული ეკითხება ვილიამი.
- მივეჩვიე.
- ბებიაშენთან რა ხდება ვილიამ? - თემა შეცვალა ქეითმა, რადგან მიხვდა, რომ თროის ამ თემაზე საუბარი არ სიამოვნებდა და ხასიათს უფუჭებდა.
- წეღან დავინახე კედლებში მიმალა ისევ - მოწყენილი უთხრა ვილიამმა.
- ბებიაშენი რკინის კაცია ალბათ, მაგის ტანსაცმელებს იცმევს ჩუმად და ხალხს ეხმარება - გაეხუმრა დრაკომ და ყველას გაეცინა.
- ქეით შენი სულები რას შვებიან? - დაინტერესდა თროის.
- აღარ მაწუხებენ - ამაყად თქვა ქეითმა.
- ხო მიხვდნენ, რომ საშინელი ხასიათები გაქვს - ხუმრობით უთხრა დრაკომ, ქეითმა დაიგნორა მისი სიტყვები.
ბავშვებმა ბევრი ისაუბრეს და იცინეს, ბოლოს ერთმანეთს დაემშვიდობეს და ტელეფონები გათიშეს.
ქეითი ოთახში განმარტოვდა და ფიქრი დაიწყო, არ შეძლო ამ ყველაფრის დაჯერება რაც ნოამ უთხრა. იქნებ მართლა ჰქონდა მასთან რაიმე კავშირი წინა ცხოვრებაში და ამიტომ გრძნობდა თავს მასთან? ანდა იქნებ ის მართალია?. ეს კითხვები ტანჯავდა მას, ფიქრობდა და ვერაფერს იხსენებდა წინა ცხოვრებიდან. გონებას საშინლად ტვირთავდა და ცდილობდა რაიმე გახსენებოდა, მაგრამ არ გამოსდიოდა. უნდოდა დაეჯერებინა თავისი წინა ცხოვრება, მაგრამ არ შეძლო. ნაწილობრივ რაღაცნაირად სჯეროდა ნოასი, ფიქრობდა, რომ თუ მე ნოას ასე ადვილად ვუგებ მაშინ დიდი შანსია, რომ წინა ცხოვრებაში მე და მას ერთმანეთი გვიყვარდეს. ქეითი თაროსთან მისცივდა და წიგნების ამორჩევა დაიწყო. ძლივს იპოვა ეზოთერიკის წიგნი და კითხვა დაიწყო, იპოვა ის რიტუალი რომელიც სიზმარში წინა ცხოვრების დანახვაში დაეხმარებოდა. ამიტომ როგორც წიგნში ეწერა ეგრე ჩაიტარა რიტუალი და წამოწვა, მალე ჩაეძინა. სიზმარში ხედავს დიდ ლამაზ ხეებს და იმ ადგილს სადაც საიდუმლო ტერიტორიაა, ხედავს თუ როგორ მირბის და იმალება კედლების უკან და ნოას ეძებს. ნოა გამოდის ოფისიდან ძველმოდური ტანისამოცით და სუფთა ჰაერს ღრმად სუნთქავს. ქეითს ეღიმება და ხელებს სახეზე იფარებს, მის ხმაზე ნოა კედლისკენ იხედება და გაღიმებული ჩუმად ეპარება. უცებ მოულოდნელად ჩნდება და ქეითს აშინებს, ქეითი კრთება და იღიმის. ბიჭი ჩახუტებისკენ იწევა და გოგო ხელს კრთის და იცინის, ერიდება მასთან მიახლოება და სიმორცხვით უყურებს. ბიჭს ეღიმება მის ქცევაზე და მაინც ჯიუტად ცდილობს გოგოს ხელში ჩაგდებას, გოგონა ხელიდან ექცევა და კისკისით მირბის და ხეებზე იმალება, ბიჭი ეკიდება და ცდილობს დაიჭიროს. ბოლოს ამდენი ცდის მერე იჭერს და ძლიერად იხუტებს, გოგოს მისი სურნელი თავბრუს ახვევს და ღრმად ისუნთქავს.
- ნოა შენი სუნი მომენატრა - კნავის მის ხელებში გოგონა.
- ელა მომენატრე ძალიან, გამეხარდა, რომ ჩემ სანახავად მოხვედი.
- რამოდენიმე თვეში აქ დავიწყებ მუშაობას ნოა - ბიჭს ეღიმება და გოგონას ტუჩებს უყურებს, ცდილობს დაეწაფოს მარა გოგონა ხვდება მის ოინებს და ხელიდან გაურბის სიცილით.

ქეითს  ცხარე ცრემლები მოსდის.






ახალი თავის დავდე მეგობრებო იმედი მაქვს მოგეწონებათ❤🤍🌸😊ცოტა დავაგვიანე რადგან, რომ დავწერე დადება დამავიწყდა მეგონა დავდე და თურმე არ დამიდია🌸მადლობთ, რომ კითხულობთ😍აბა როგორი იყო ახალი ინფორმაცია რეიკარნაციის შესახებ?

მოჩვენებების მკვლევრებიWhere stories live. Discover now