თავი 2

121 19 2
                                    

- რა მოჩვენებები? - გაუკვირდა ქეითს, მაგრამ მოეწონა მისი იდეა.
- საინტერესო არარის? ან ყველაზე მისტიკური? რავი ჯერ არ მაქვს იდეა მაგრამ ყველამ ერთად ვიფიქროთ ამასთან დაკავშირებით, ნუ ეხლა მე ყველაზე მეტად მინდა გავიგო რა ხდება სამყაროს მიღმა. - აუხსნა თროიმ მეგობრებს და მათ პასუხს დაელოდა დიდი იმედი ჰქონდა, რომ მხარს დაუჭერდნენ.
- დამბურძგლა - თქვა ვილიამმა.
- მეც ძალიან მაინტერესებს რა ხდება ამ სამყაროს მიღმა და თანახმა ვარ გამოვიკვლიოთ ის არარეალური ფაქტები - მხარი დაუჭირა ქეითმა.
- როგორც თქვენ იტყვით - ხელები მაღლა ასწია დრაკომ და დაეთანხმა მათ.
- მეც შემოგიერთდებით, რისთვის გვქვია მეგობრები თუ ერთმანეთის იდეას არ გავიზიარებთ - თვალი ჩაუკრა მათ ვილიამმა.
უცებ კარები გაიღო და ყველა კლასს ეგონა, რომ მასწავლებელი შემოვიდა, მაგრამ მასწავლებელის მაგივრად მათი ერთ - ერთი კლასელი შემოვარდა კლასში სახე გაფითრებული და შეშინებული. ყველას ყურადღება მიქცია იმ შეშინებულმა მოსწავლემ, თროიმ და მისმა მეგობრებმა ეჭვით თვალით გახედეს იმ ბიჭისკენ.
- რაღაც უცნაურად გამოიყურება - დაიწყო მისტიკურად საუბარი დრაკომ.
- შენ ყველაფერში უცნაურს ნუ ეძებ, იქნებ გაუპატიურეს - უთხრა ვილიამმა და ქეითმა თავში წამოარტყა, ვილიამმა შეუბღვირა.
- ბიჭია დებილო, იქნებ რაღაც დაემართა ან სცემეს. - თქვა ქეითმა და თროის პასუხს დაელოდა.
- რაღაც საეჭვოდ იყურება ვერ ხედავთ? თითქოს რაღაც დაშავა და იმალება - ახსნა თროიმ და დაიწყო მისი დაკვირვება.
მასწავლებელი შემოვიდა კლასში და ბოდიში მოიხადა, თავისი ადგილი დაიკავა და იმ შეშინებულ მოსწავლეს შეხედა გაკვირვებული.
- ჯონ, სად იყავი?.
- ბოდიში მასწავლებელო დამაგვიანდა - უთხრა აკანკალებული ხმით ჯონმა, მასწავლებელი დაეჭვდა მაგრამ არაფერი კითხა.
ქეითს ეგ ბიჭის საქციელი ეუცნაურა და მასზე დაიწყო ფიქრი, დრაკო ტელეფონით ერთობოდა და მასწავლებელს არ აქცევდა ყურადღებას, ვილიამი კი მოწყენილი გაჰყურებდა კლასს, თროი ხატავდა სწრაფად. თროის ჩვევა ჰქონდა, როცა ანერვიულებული იყო სწრაფად ხატავდა და ეგრე იმშვიდებდა ნერვებს. ის მხატვარი იყო, მაგრამ ისეთ უცნაური სახეებს ხატავდა, ისეთ საზარელ არსებებს ხატავდა რაც არ ჰქონდა თვალით ნანახი. სხვა თუ შეხედავდა მის ნახატს იტყოდა, რომ თავისი მოგონილია. მაგრამ ის ნახატები თროის მოგონილი არა, არც მის გონებას შეუქმნია, ის არსებები თროის კოშმარში არიან. თროი მათ ყოველდღე ხედავდა და ეს მას ტანჯავდა საშინლად. მასწავლებელი საუბრობდა მაგრამ თროის მისი ხმა არ ესმოდა, ღრმად იყო ფიქრებში გაფრენილი და სულ სხვა განზომილებაში იყო. ზარი დაირეკა და თროის ვილიამის შეხებამ გამოაფხიზლა, მას შეხედა და ფეხზე წამოდგა. ქეითი მათთან მივიდა და ორივეს მაგარი გამომეტყველებით შეხედა.
- ჩვენ ხომ გადავწყვიტეთ, რომ მოჩვენებებზე მოგვეძია ინფორმაცია, ხოდა სურვილი თუ გაქვთ წამომყევით ბიბლიოთეკაში და ვიპოვოთ მათ შესახებ წიგნი.
- არამგონია იყოს - უთხრა დრაკომ.
- მაინც მოვძებნოთ - უთხრა ვილიამმა და ბიბლიოთეკისკენ აიღო გეზი.
ყველანი ბიბლიოთეკასთან გაჩერდნენ და კარები ფრთხილად გააღეს, ბიბლიოთეკარი წყნარად იჯდა და რაღაცას წერდა. ბავშვებმა თავაზიანად მიესალმეს და წიგნის მოძებნა დაიწყეს. იმდენი ეძებეს მაგრამ ვერაფერი ნახეს, ყველას დაღლილი და იმედგაცრუებული გამომეტყველება ჰქონდათ.
- ხომ ვთქვი არ იქნება - ამაყად თქვა დრაკომ, ყველა დანებდა და ზარის ხმაზე კლასში ავიდნენ.
სანამ ავიდოდნენ თროიმ ერთი ადგილი შეამჩნია, რომელიც ბიბლიოთეკასთან პირველ სართულზე იყო, ადგილი სარდაფი იყო რომელსაც საზარელი სუნი ასდიოდა. ჯერ საეჭვოდ გახედა, ქეითმა მიხვდა რასაც უყურებდა თროი, და მანაც დაიწყო საეჭვოდ ყურება.
- ამ ადგილას მერე მოვიდეთ - უთხრა ქეითმა ჩუმად, თროიმ თავი დაუქნია და კლასში ავიდნენ.
კლასში მასწავლებელი უკვე შემოსული იყო, ბავშვებმა ბოდიში მოიხადეს დაგვიანებისთვის და თავის ადგილებს დაუბრუნდნენ. ცა უფრო და უფრო მოიღრუბლა, კლასში სიბნელე ჩამოწვა მასწავლებელმა შუქის ჩართვა ითხოვა, ერთ - ერთმა მოსწავლემ კი ჩართო. კლასი ძლივს განათდა, გარედ კი საშინლად ბნელოდა რატომღაც, ღრუბლები უფრო გამუქდა და გაშავდა, ცა დაიგრუხა და მეხი დავარდა. თროის ჭექა - ქუხილის ნახვა ესიამოვნა, ელავდა და გრუხუნებდა ცა, მას კი ეს ძალიან სიამოვნებდა. მოულოდნელად კედლიდან საათი ჩამოვარდა, ყველამ შეშინებული შეხედეს, მასწავლებელი კი საათთან მივიდა და აიღო.
- ცუდად გქონდათ დაკიდებული ეს კედელზე - უთხრა მასწავლებელმა და ნახევრად გატეხილი საათი ნაგავში ჩააგდო.
ბავშვებმაც ეგრე იფიქრეს, რომ საათი შეიძლებოდა ცუდად ყოფილიყო დაკიდებული და მაგიტომაც ჩამოვარდა, მარა არა ის ოთხმა ბავშვმა სულ სხვა რამ იფიქრეს, მასწავლებელის სიტყვას არ დაეთანხმნენ. ფიქრობდნენ, საათი რამდენი წელია ჩვეულებრივად არის დაკიდული რატომ მაინც და მაინც ახლა ჩამოვარდა. დრაკომ საათის ჩამოვარდნით მიხვდა, რომ აქ რაღაც არსება იყო. ვილიამი კი რაღაც უცნაურ სუნს გრძნობდა, საშინელი სუნი იყო და ძლივს უძლებდა. ქეითი გრძნობდა, რომ აქ რაღაც არსება გარშემო დახეტიალობდა, გრძნობდა და იმასაც გრძნობდა სად მიდიოდა ვის უახლოვდებოდა, ასევე თროის, ესეც ქეითივით ცუდ მდგომარეობაში იყო ის გრძნობა ტანჯავდა და არ ასვენენდა მის კოშმრებს ახსენებდა. კარები ძლიერად გაიღო და უცებ მთელი ძალით გაიჯანუხა, ქეითმა და თროიმ მიხვდნენ, რომ გარედ გავიდა ის უჩინარი არსება და ამოისუნთქეს შვებისგან. ვილიამს კიდევ ცუდმა სუნმა აღარ შეაწუხა და დამშვიდდა. დრაკო კი არაფერს გრძნობდა, არც არაფერი აწუხებდა უბრალოდ იცოდა, რომ სული იყო.
- მგონი გარედ წავიდა დაინახეთ? - უჩურჩულა ბავშვებს დრაკომ.
- ღმერთო ჩემო, როგორც იქნა წავიდა საშინელ სუნს ვგრძნობდი თავი ამტკივდა - თქვა ვილიამმა.
- მე კი ვგრძნობდი, სადაც მიდიოდა, ვის უახლოვდებოდა, ყველაფერს ვგრძნობდი - თქვა ქეითმა.
- მეც შენსავით ვიყავი - უთხრა თროიმ.
- უცნაურია არა? მე არაფერი ვიგრძენი თქვენ კი უცნაური რაღაცებს გრძნობდით. - თქვა იმედგაცრუებულმა დრაკომ.
- მაგარია, გამოკვლევას შევძლებთ თან ყველაზე საინტერესო და მისტიკური იყო - თქვა გახარებულმა ვილიამმა.
- ჯერ სად ხართ - თქვა ქეითმა და მკაცრად შეხედა ერთ წერტილს.
თროი კიდევ იმ სარდაფზე ფიქრობდა, რომელიც დაინახა ბიბლიოთეკიდან ამოსვლის დროს. რატომღაც ფიქრობდა, რომ მოვლენები იმ სარდაფთან იყო დაკავშირებული. მაგრამ გადაწყვიტა, რომ მეგობრებისთვის მერე ეთქვა. დასვენება დაიწყო თუ არა, მეგობრებმა მთელი სკოლა შემოიარეს, რომ ის სული ეპოვნათ. ბევრ მიზეზებს ფიქრობდნენ, და ცდილობდნენ ღრმად ჩაწვდომოდნენ და გაერკვიათ. მაგრამ ყველაფერი წყნარად იყო, უცნაური არაფერი ხდებოდა.
- იქნებ მართლა ცუდად იყო ჩამოკიდებული საათი ანდა იქნებ ქარმა გააჯახუნა კარები - წუწუნენდა იმედგაცრუებული დრაკო.
- შანსი არა, ჩვენ სამნი მაშინ ვერაფერს ვიგრძნობდით. - უთხრა ვილიამმა.
- დარწმუნებული ხარ? - ჰკითხა დრაკომ მან თავი დაუქნია.
- ვგრძნობ, რომ რაღაც არის ამიტომ დამიჯერეთ - უთხრა მათ ქეითმა.
- სარდაფში წამომყევით - მწყობრიდან გამოსულმა თროიმ უთხრა ბავშვებს და გეზი სარდაფისკენ აიღო, ყველამ მას გაყვნენ.
სარდაფში საშინელი სუნი ბუდებდა, ვილიამი შეაწუხა ეს სუნმა, სანამ სარდაფის ბოლოს ჩაყვებოდნენ ქეითს თავის ტკივილები დაეწყო. მაგრამ, არავის უთხრა და არც შეიმჩნია. ყველამ ტელეფონის ფანარი ჩართეს და სარდაფში კარები შეამჩნიეს, კარები მოძველებული იყო და ხისგან აშენებული. კარებს ბლოქლომი ჰქონდა, მაგრამ რატომღაც გახსნილი დახვდათ. იფიქრეს, რომ შეიძლება ვინმე იყო შემოსული ამიტომ კარები ფრთხილად და ჩუმად გააღეს, ოთახში არავინ დახვდათ, მაგრამ სავსე იყო მოძველებული ნივთებით. ბავშვები შევიდნენ ოთახში და ბევრი წიგნები შეამჩნიეს, წიგნებს სავსე მტვერი ჰქონდათ და გასაწმინდი იყო. ბევრი უცნაური ნივთი შეამჩნიეს, ქეითმა ერთ წიგნს მტვერი მოუწმინდა და სათაურის კითხვა დაიწყო. "ეზოთერიკა" წაიკითხა ჩურჩულით და ყველამ მას გახედეს.
- ეს წიგნი ეზოთერიკებისა და ამას სკოლაში რა უნდა? - ყველა დაეჭვებული შეხედა წიგნს, თროიმ გამოართვა და გადაშლა დაიწყო.
წიგნში რაღაც უცნაური რაღაცები ეწერა, უმეტესი ლათინური სიტყვებით იყო დაწერილი, თარგმნა არ დაიწყეს რადგან დაეზარათ. კიდევ ბევრი სხვადასხვა წიგნი იყო, ყველას მტვერი მოუწმინდეს და სათაურის კითხვა დაიწყეს. "ფიზიკური სამყაროს მიღმა", "ის რაც ბევრმა არ იცის", და კიდევ ასეთი ბევრი წიგნები იყო.
- ეს წიგნები წავიღოთ, იქნებ რაიმე საინტერესო ვიპოვოთ - თქვა თროიმ.
- ქურდობაში დაგვანაშაულებენ - უთხრა დრაკომ.
- დაიკიდე - უთხრა თროიმ და წიგნს დახედა - გაკვეთილების დამთავრების შემდეგ მოვიდეთ და წავიღოთ ეს წიგნები - თქვა და წიგნი ადგილს დააბრუნა.
უცებ რაღაც უცნაური ხმა გაიგეს, უფრო კატის კნავილს გავდა, მერე კაცის ყვირილს დაემსგავსა, მეგობრები ერთმანეთს ამოეფარნენ. მოულოდნელად რაღაც არსებამ ჭიქა გაისროლა და კედელზე ნაწილებად დაიშალა. გაქცევა დააპირეს უცებ ქეითი ერთ ადგილას გაჩერდა და ერთ ადგილას დაიწყო მიშტერება, მეგობრები შეშინებული შეხედეს მას. ქეითი კი ხისგან დამზადებულ დიდ პენდაგრამის ნიშანს უყურებდა, რომელიც ძირს იყო დიდი ხისგან გაკეთებული, და გარშემო სისხლის წვეთები ესხა. მეგობრებმა შეამჩნიეს ეს უცნაური ნიშანი და გაშტერდნენ, დრაკო იხსენებდა ამ ნიშანს მაგრამ არ ახსოვდა მსგავსი რამ.
- ესეთი ნიშანი მხოლოდ ფილმებში მაქვს ნანახი, ჯადოქრები იყენებენ - თქვა დრაკომ.
- ეს პენდაგრამა! - ჩახლეჩილი ხმით თქვა ქეითმა და გაკვირვებული შეხედა ნიშანს.












ახალი თავის დავდე მეგობრებო როგორც დაგპირდით, შეიძლება ამ მოთხრობამ ვერ გაგახალისოთ მაგრამ ყველაფერი ახლა იწყება, ყველაფერი ჯერ დასაწყისია და ნამდვილ ამბის მიზეზს მერე გაიგებთ❤მადლობთ, რომ კითხულობთ🤍

მოჩვენებების მკვლევრებიWhere stories live. Discover now