თავი 46

26 13 0
                                    

ქეითი დიდხანს თვალდახუჭული იდგა და ვილიამს მკლავები ჰქონდა მასზე შემოხვეული, მძიმე ფიქრები ჰქონდა ჩამოწვეული და მოსვენებას არ აძლევდნენ. თავი დაღლილმა წამოსწია და ვილიამის ყავისფერ თვალებს შეხედა, მასში ჩაიძირა და დიდხანს უცქერა.
- დედაჩემის მოძებნას დავიწყებ აუცილებლად - თქვა ნაზი ხმით.
- რაც არ უნდა იყოს მე სულ შენც გვერდით ვიქნები, ერთად მოვძებნოთ - ქეითმა არაფერი უპასუხა და გაუღიმა მშვიდი გამომეტყველებით.
ცივი სიო მის ნაზ თმებს არხევდა და სახეზე ელამუნებოდა, ქეითმა წარბები შეიჭმუხნა და ცხვირი აიბზუა ცივი ამინდის გამო. ვილიამმა მას ხელი ჩაჰკიდა და თავის ჯიბეში ჩაიდო, მისი ხელების გათბობა დაიწყო და ქეითს ტუჩის კუთხეში გაეღიმა.
- წავიდეთ?. - მომღიმარი და გაბრწყინებული სახით უცქერდა ვილიამი.
- წავიდეთ - ღიმილს არ აშორებდა ქეითი.
ხელ ჩაკიდულები წავიდნენ ადელაინის კარავში, კარავში, რომ შევიდნენ ადელაინი და დრაკო უკვე მანდ დახვდათ. ქეითი დრაკოს თვალს ვერ უსწორებდა და თავჩაქინდრული იდგა. ადელაინი გახარებული იყო და აღტაცებას ვერ მალავდა, ბედნიერი თვალებით უმზერდა დრაკოს, მანაც არ აშორებდა თბილ გამომეტყველებას.
- თქვენთვის ახალი ამბავი მაქვს - გაისმა დრაკოს ბოხი ხმა.
- სასიხარულო თუ საუბედურო? - ჰკითხა თროიმ, დრაკოს გაეცინა.
- სასიხარულო.
- რა ხდება? - ჰკითხა ნოამ.
- მე და ადელაინი ერთად ვართ - აღტაცებით წამოიძახა დრაკომ, ქეითს გაუხარდა თავისი არაბიოლოგიური ძმის ბედნიერება.
- მომილოცნია - თქვა ლიდიამ.
- ქეით კარგად ხარ? - ჰკითხა მას ადელაინმა.
- არა.
- ყველას ნუ უჯერებ - უთხრა ნოამ.
- მართალია ჩემი ტარო და ის მკითხავის, რაც არ უნდა იყოს მე დედაჩემს მოვძებნი. - თავდაჯერებულად წამოიძახა ქეითმა.
- ეს ამად არ ღირს - მისი გადაფიქრება სცადა ნოამ.
- გზაზე ნუ მეღობები.
- ქეით.
- გთხოვ, ახლა სახლში მინდა წასვლა - უთხრა ნოას და წამოდგა, დრაკო ამ დროს გაჩუმებული უსმენდა ქეითს და დასევდიანებული იყო.
ქეითის გამო ყველანი წამოვიდნენ იმ სამყაროდან და თავიანთ სამყაროში დაბრუნდნენ, ქეითი მთელი სისწრაფით გაეშურა სახლისკენ. დრაკოს მასთან ერთად მივიდა სახლში და უთქმელად ავიდა ოთახში, არ შეძლო ქეითს თვალებში ჩახედვა. არ იცოდა, რა უნდა ეთქვა მისთვის. ალბათ ქეითისთვის რთული იყო და ახლა ის ცუდ მდგომარებოაშია და არავისთან საუბარი არ ენდომება. ქეითი თავის ოთახში ჩაიკეტა და ფიქრი გაგრძელა, ფიქრობდა როგორ უნდა დაეწყო დედის მოძებნა. გული სტკიოდა დედამისმა, რომ მიატოვა ყველაზე მეტად მიზეზი აინტერესებდა. ისიც აინტერესებდა რა მიზეზის გამო დაიღუპა მამამისი და ვინ იყო დედამისი, ყველაფრის გარკვევა უნდოდა. უცებ ფანჯრიდან ჩხკრიალის ხმა მოესმა, ქეითი იქით გაიხედა და ფანჯარა გაიღო. ნოა შემოვიდა ოთახში და ქეითის გვერდით ჩამოჯდა საწოლზე, ქეითმა მას ჩაეხუტა და ნოამ თავზე აკოცა. ნოას უჭირდა მისი გამხნევება და ვერაფერს ამბობდა, ქეითი სიჩუმით ტკბებოდა და ფიქრობდა.
- როგორ გრძნობ თავს? - სიჩუმე ნოამ დარღვია.
- საშინლად.
- რას აპირებ?.
- მინდა ვიპოვო დედაჩემი და მიზეზი გავიგო, პასუხი მოვსთხოვო ჩემი დატოვებისთვის, და მინდა გავიგო მამაჩემის სიკვდილის მიზეზი.
- რომ დაივიწყო?.
- არ შემიძლია.
- ეგ წარსულია.
- ჩვენც წარსული ვართ ნოა, ისევ რატომ აგრძელებ ჩემ შეყვარებას? რადგან წარსულის გაშვება გიჭირს და მაინც გიყვარვარ.
- ჩემი წარსული სხვა შემთხვევა.
- მე ამას ასე ვერ დავტოვებ.
- რას აპირებ?.
- დედობილს დაველაპარაკები, სავადმყოფოს სახელს მოვთხოვ, სავადმყოფოში წავალ და ძველ დოკუმენტებს ვითხოვ და ასე ვიპოვი მას.
- დამიჯერე არ გამოგივა.
- ამას შევძლებ.
- არამგონია მისი სახელი ეწეროს, იქნებ პირადულად გაგაშვილა?.
- მაინც მოვძებნი იქამდე სანამ არ ვიპოვი.
- ქეით არ წახვიდე.
- ნუ მეღობები გზაზე ნერვებს მიშლი.
- არასწორად იქცევი.
- რას ვაკეთებ არასწორად ნოა? მინდა მიზეზი გავიგო.
- არა საჭირო ამის გაგება.
- შემეშვი ნოა, მარტო დამტოვე ფიქრი მჭირდება - ნოა უთქმელად დატოვა ქეითი და გაბრაზებული გავიდა ოთახიდან.
ქეითი ნოას წასვლის შემდეგ წამოდგა და დაბლა ჩავიდა, მისი მშობლები უკვე მოსულები იყვნენ. ქეითი ჩუმად მივიდა მათთან და დედამისის თვალებს შეხედა, იმედი ჰქონდა, რომ ის მისი ნამდვილი დედა იქნებოდა.
- დე მე სად დავიბადე? - დედამისისთვის ეს კითხვა მოულოდნელი იყო და გაუკვირდა.
- რატომ დაინტერესდი?.
- მინდა გავიგო.
- ყველაფერი მშვიდობა?.
- არა, მე ნაშვილები ვარ და დედაჩემის ძებნა მინდა.
- ამად არ ღირს ქეით.
- მინდა გავიგო რატომ დამტოვა.
- არც მე ვიცი, მას ვერ იპოვი დარწმუნებული ვარ, მაგრამ მე ჩემი შვილივით მიყვარხარ და შენც გამო ყველაფერზე ვარ წამსვლელი.
- ვიცი მეც მიყვარხართ არ გადანაშაულებთ, უბრალოდ მინდა მიზეზი გავიგო.
- მე ვიცი ის სავადმყოფო - მოესმათ დრაკოს ხმა და კედელზე დაყრდნობილ დრაკოს შეხედეს, ქეითს მისამართი გაუწოდა და ქეითმა მისამართს დახედა.
- დარწმუნებული ხარ?.
- კი, მაგრამ ვიცი, რომ ვერ იპოვი მას რადგან მგონია, რომ საიდუმლოდ გაგაშვილა.
- ვეცდები მაინც. - თქვა და ოთახში ავიდა.
ტელეფონი მოიმარჯვა და ვილიამის ნომერი აკრიფა რამოდენიმე ზარის შემდეგ უპასუხა.
" ვილიამ, შენი დახმარება მჭირდება"
" ყოველთვის შენც გვერდით მეგულე"
"გადმო ჩემთან".
"ახლავე"
რამოდენიმე წამში ვილიამი მის ოთახთან გაჩნდა, ქეითს გაეცინა და ვილიამს ჩაეხუტა. ვილიამის გულმა რიტმულად უმატა ფეთქვას.
- რა მოხდა?.
- ამ მისამართზე მივალთ, ჩემი სავადმყოფოა სადაც დავიბადე და გამაშვილეს.
- უი მართლა ნაშვილები ყოფილხარ, მეგონა ტყუილი იყო ტარო.
- ტარო არასდროს იტყუება. - თქვა ქეითმა და ვილიამთან ერთად მთელი სიჩქარით გაუჩინარდა.
მალე დანიშნულების ადგილას აღმოჩნდნენ, და სავადმყოფოში შევიდნენ. სალაროში ორი ქალბატონი იდგა მასთან მივიდნენ და ძველი დოკუმენტები მოითხოვეს.
- 2005 წელი 8 ივლისი - უთხრა ქეითმა.
ქალმა საბუთები და დოკუმენტები მოძებნა და მაგიდაზე დალაგა, რამოდენიმეს გადახედა და თავი ასწია.
- აქ გაშვილების საბუთი და ხელმოწერა არსადა - ცხვირი აიბზუა და ისევ დაიწყო საბუთების თვალიერება.
- კარგად დათვალიერეთ, დარწმუნებული ვარ აქ იქნება. - ქალმა ქეითს მომაბეზრებელი სახით შეხედა.
- ჩემი არ გესმით? - ირონიული ღიმილით შეხედა ქეითს.
ქეითმა თვალები ატრიალა და იქიდან გამოვიდა, მათ გაბრაზებული შეხედა და ხელით მოძრაობა გაკეთა მთელი ფურცლები ჰაერში აიფანტა და ძირს დაეყარა. ქალი შეწუხებული სახით დაიწყო ალაგება, ვილიამმა ეშმაკურად შეხედა ქეითს და მანაც გაკეთა ხელების მოძრაობები და ქაღალდები დაწვა. ლამის სავადმყოფოს ცეცხლი მოეკიდა, ვილიამი და ქეითი მაგარი სახით გამომეტყველებით გამოვიდნენ სავადმყოფოდან. კმაყოფილები იყვნენ, რომ ცეცხლი წაუკიდეს სავადმყოფოს. მიყრუებულ ადგილას წავიდნენ და ბალახებზე ჩამოჯდნენ, ვილიამმა ქეითის ხელი თავისაცში მოიქცია და გაბრწყინებული თვალებით უცქირა.
- რაც არ უნდა იყოს ყველაფრისთვის მზად იყავი ქეით, შენ ძლიერი ხარ.
- მას აუცილებლად ვიპოვი ვილიამ.
- უცნაურია, რომ არსად ეწერა გაშვილების საბუთი.
- ჰო.
- ხომ არ ფიქრობ, რომ დედაშენი იმ სამყაროშია? მე ეჭვები მაქვს რადგან მათსავით ძლერი ხარ და ყველაფერი გამოგდის როგორც ჯადოქარი, და კიდევ ვიღაც ქალს დაგამსგავსე.
- აა ეგ ქალი? ჩემ კოშმრებში იჭრება ხოლმე არამგონია ის იყოს.
- რა იცი? ძაან გგავს.
- ნუ მაბნევ.
- ადელაინისგან გავიგე, რომ იქ იმდენი სტეისები არიან და მათ საგვარეულო აქვთ.
- სტეისები?
- ჰო.
- უცნაურია.
- ამიტომ ვიფიქრე ეს.
- აუცილებლად გავარკვევ რაც არ უნდა იყოს.
- დრაკო და ნოა რა საეჭვოდ იქცეოდნენ?.
- როგორ?.
- შენგან რეაქცის დამალვას ცდილობდნენ.
- არვიცი, ახლა არშემიძლია ამაზე ფიქრი სამწუხაროდ.
- დედაშენის ძებნა რატომ გინდა?.
- პასუხი უნდა მოვთხოვო ჩემ მიტოვებისთვის, და მიზეზის გაგება მინდა - ვილიამმა ამოიხვნეშა.
- მარტო არ დაგტოვებ.
- კარგი - ქეითმა გაუღიმა.
- შეიძლება გაკოცო? - ქეითი დაიბნა.
- ჰა? - იფიქრა, ლოყაზე იგულისხმა და გაწითლდა.
ვილიამმა უეცრად ეცა მის ბაგეებს და კოცნა დაუწყო, ქეითი ინსტიქტურად აჰყვა მისმა სხეულმა თავისით დაიწყო მოძრაობა და ვილიამის კალთაში ჩაუჯდა. კოცნა გახანძლივეს და ერთმანეთს ვნებიანად კოცნიდნენ, ქეითი დიდ სიმშვიდეს გრძნობდა და რაღაც უცნაური გრძნობა ჩაწვდა მუცელში. მისმა გულმა აჩქარებას უმატა და სიამოვნებისგან ვილიამს ტუჩზე უკბინა, ვილიამი ამოიხვნეშა და ქეითს რბილად აკოცა ყელზე. ქეითს ყველაფერი დავიწყდა, თავს სხვა სამყაროში გრძნობდა მხოლოდ ვილიამთან ერთად, ყველაფერი მშვიდი და მელოდიური ეჩვენებოდა. დიდი ჰარმონია სუფევდა მათ შორის და ერთმანეთს ვნებიანი სიყვარულით ავსებდნენ, ერთმანეთს დიდ სიამოვნებას ანიჭებდნენ ამ კოცნის. ეს დღე არცერთ მათგანს არ დავიწყდებოდა, ერთმანეთს ბედნიერ დღეს ჩუქნიდნენ. ისინი მაინც ბედნიერები იყვნენ რადგან ერთმანეთს სითბოთი და სიყვარულით ავსებდნენ. მიუხედავად ამისა ერთად არ იყვნენ, რადგან არ იცოდნენ, რომ ერთმანეთის მიმართ დიდი სიყვარული აკავშირებდათ.

































ახალი თავის დაიდო იმედი მაქვს მოგეწონებათ და მადლობთ დროს, რომ უთმობთ ამ მოთხრობას❤🤍ბოდიშით არეულად გამომივიდა მგონი ეს თავი, კნუტი მიშლის ხელს მლოკავს, ხან კისერში მიძვრება ხან ცხვირზე მკბენს და ხელს მიშლის😂🌸🤍ახლა ძლივს გაჩერდა ჩემ მკერდზე დაიძინა🥲🕊შემდეგ თავსაც დავდებ ხვალ🤍❤

მოჩვენებების მკვლევრებიWhere stories live. Discover now