თავი 16

40 16 2
                                    

ბავშვებმა შესვენება აიღეს და დღეს აღარ მიდიოდნენ ხალხის სახლებში, ყველა თავისებურად ისვენებდა. თროი სულ ახალ და ახალ ნახატებს ხატავდა და წიგნებს კითხულობდა, თავისი ოცნება აისრულა უფრო მეტი ინფორმაცია გაიგო პარალელურ სამყაროზე და სულებზე. ყოველდღე კითხულობდა იმ წიგნებს და თავის ცოდნას აუმჯობესებდა. მის ოთახში არავინ შემოდიოდა რადგან ხელის შეშლა არ სურდათ, იცოდნენ, რომ გაღიზიანდებოდა და აფეთქდებოდა. მას ყოველთვის მარტობა და სიმშვიდე მოსწონდა, ახლაც ასეა სულ თავის ოთახშია ჩაკეტილი. გარედ ბავშვების ხმაური აწუხებს და ნერვებს უშლის, ბავშვების ჟივილ - ყიჟინა არ ჩერდება უფრო და უფრო მეორდება. თროი მწყობრიდან გამოვიდა და თავის დის ფეხსაცმელს დასტაცა ხელი, აივანიდან გაისროლა და არავის მოხვდა. ყველამ მაღლა აიხედეს მაგრამ თროიმ დამალვა მოასწრო, ბავშვები გაჩუმდნენ და იმას არკვევდნენ თუ რომელ სართულიდან გადმოვარდა გოგოს ფეხსაცმელი. თროიმ მშვიდად ამოისუნთქა და თავისი საქმე გაგრძელა, ვერ ჩერდებოდა და კითხულობდა. შემაწუხებელი ხმები ისევ განმეორდნენ და თროიმ თვალები ატრიალა, ოღონდ ახლა არა თორე აფეთქდება. წიგნს თვალს ვერ წყვეტდა და ერთ ადგილზე იყო გაჩერებული, კითხვის გაგრძელება სურდა მაგრამ სიმშვიდეს და ხელს უშლიდნენ მეზობლის ბავშვები. თროის უკვე მოთმინება გამოელია, ვედრო აიღო და აბაზანოში შევიდა, წყალი აავსო და თავის ოთახში აივნიდან გაადაქცია. წყალი ძალიან ცივი იყო, გარედ წრიულად მოთამაშე ბავშვები დასველდნენ და ყვირილ - წივილი მორთეს. ზოგი ტიროდა რადგან გაილუმპა და დასველდა, ზოგი კი გამწარებული იყო და ამის გამკეთებელს ეძებდა მაღლა სართულებზე. თროი ვერ დაინახეს, და გაბრაზებული და გამწარებულები იყვნენ ბავშვები, მათ შორის მათი მშობლების. თროიმ მშვიდად ამოისუნთქა და განაგრძნო წიგნის კითხვა, ახლა ხელს ვერავინ შეუშლიდა.
დრაკო თავის ოთახში მარტო იჯდა და იუთუბ არხებს ათვალიერებდა, ბევრ ინფორმაციებს ეძებდა და თავის ვიდეოებს აედითებდა. დრაკოს ჰაკერობას გამოსდიოდა, შეძლო ვინმესი საიტი გაეტეხა ან ბანკის ანგარიშების პაროლი გაეგო. მაგრამ ამ ყველაფერს არ აკეთებდა, მაგრამ იცოდა ამის გაკეთება. კომპიუტერთან დიდხანს იჯდა და თავის საქმეს აგრძელებდა. ხანდახან წიგნებსაც კითხულობდა და ახალ ინფორმაციებს იგებდა. ძველი წიგნებიდან და ძველ ინფორმაციებიდან ცდილობდა გაეგო ახალი ამბები პარალელურ მოვლენებთან დაკავშირებით.
ვილიამი კი თავს ცუდად გრძნობდა, რადგან ვერ გარკვია ის რაც აინტერესებდა. საშინელი გრძნობა ჭამდა შიგნიდან და ცნობისმოყვარეობა არ ასვენებდა. თავის თავს ჰპირდებოდა, რომ ერთ დღეს ყველაფრის ფასად გარკვევდა და თავადაც დამშვიდებოდა. ერჩივნა სიმართლე გაეგო ვიდრე ეჭვებში ეცხოვრა, ამიტომ ფიქრობდა დღეს შესაფერისი დრო იყო.
ვილიამი: ბავშვებო მგონი დღეს შესაფერისი დროა, ყველა ვისვენებთ და ბარემ ბებიაჩემის ამბავის გამოვიძიოთ.
თროი: დამაცადეთ ძლივს ვისვენებ და მეღირსა კითხვა.
ქეითი: კარგი მოვალთ მე და დრაკო, დაგეხმარებით სიმართლის გაგებაში.
დრაკო: არ გადავიღო ხო?.
ვილიამი: არა.
ქეითი: ეს ვილიამის პირადია დრაკო, ასეთი უტვინო რატო ხარ?.
თროი: მართლა დღეს გინდათ გამოკვლევა?.
ვილიამი: აბა სხვა დროს როდის?.
თროი: ჯანდაბას მოვალ.
ქეითი: ნოას წამოვიყვანო?
თროი: როგორც გინდა
ვილიამმა ტელეფონი გათიშა და გაუხარდა, რომ მისი მეგობრები მის დახმარებას აპირებდნენ. მათვის არ ჰქონდა მნიშვნელობა როდის ითხოვდა ვილიამი დახმარებას, ყოველთვის მზად იყვნენ მეგობრის დასახმარებლად. მაგრამ ვილიამს არ მოსწონდა ის ფაქტი, რომ ნოას მოდიოდა. მას ნოა არ მოსწონდა, მიზეზი ის იყო, რომ ნოა და ქეითი ძაან ახლოს იყვნენ და ეს არ მოსწონდა ვილიამს. არმოსწონდა ქეითს ნოასთან, რომ ხედავდა ეს ფაქტი აბრაზებდა მას. სულ ეჭვიანობდა მათზე.
ქეითი თავის ოთახში იჯდა და რაღაც ახალ მოთხრობას წერდა, უცებ ფანჯარა გაიღო და ნოა გადმოხტა. ქეითს გაეღიმა და გაუხარდა, ნოა გაუღიმა და ეგრევე გულში ჩაიკრა.
- იმ დროს მახსენებ, როცა ღობედან გადმოხტი - აკისკისდა ქეითი.
- ეს ჩვევა ახლაც გადმომყვა, ფანჯრებიდან და ღობებიდან გადმოხტომა მჩვევია - გულწრფელად უთხრა ნოამ.
- მომენატრე. - თავი მის მკერდზე დადო ქეითმა და უჩურჩულა, ნოას ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა.
- მეც - ვიბრაციასავით მოესმა ნოას ბოხი ხმა ქეითს.
- აბა რამ შეგაწუხათ ბატონო ნოა - გაუღიმა ქეითმა.
- ეს ფოტოები მქონდა შენახული - ნოამ ჯიბიდან ამოიღო თავისი და ქეითის ძველი ფოტოები და აჩვენა.
ქეითს ჩაეღიმა ამ ფოტოების ნახვის დროს, ის ბედნიერი დრო გახსენდა და თვალები ცრემლებით აევსო.
- რა ბედნიერი ვიყავით მაგ დროს, მიხარია, რომ ეს ფოტოები კიდევ გაქვს.
- ეს ფოტოები ისევ იკავებენ ჩემ გულში ადგილს - გაუღიმა ნოამ და ქეითს ცრემლები მოსწმინდა, მერე ლოყაზე აკოცა.
- შენი თბილი ხელები მომენატრა.
- ნუ ტირიხარ პატარა ბავშვივით, და ყველაფერს ემოციურად ნუ უდგები - თავზე მოეფერა ნოამ და გაუღიმა - ისევ ბავშვი ხარ - ჩაეღიმა ქეითის მომტირალ გამოხედვაზე.
- არვარ ბავშვი - ეწყინა ქეითს, ნოამ არაფერი უპასუხა და ჩაეხუტა.
- ნოა დღეს ვილიამის ბების ამბის გამოსაკვლევად მივდივართ მოხვალ?.
- რათქმაუნდა, დაგეხმარებით - თავზე აკოცა ნოამ.
ქეითი წამოდგა საწოლიდან და ჟაკეტი მოიცვა, ნოასთან ერთად ჩავიდა დრაკოს ოთახში. დრაკოს ნოას ნახვა გაუკვირდა, მერე გაკვირვება დამალა და მიესალმა.
- წავედით ხო? - სიტუაცია განმუხტა ქეითმა, დრაკომ თავი დაუქნია და სახლიდან გავიდნენ.
ბევრი სიარული არ მოუწიათ მალე მივიდნენ ვილიამის სახლში, დაკაკუნეს და კარები თროიმ გაუღო მათ და ძალით გაუღიმა.
- ვა უკვე აქ ხარ - უთხრა დრაკომ.
- ადრე მოვედი, ავიდეთ მის ოთახში და დავიწყოთ მზადებას. - ბავშვებმა დაუჯერეს და ვილიამის ოთახში ავიდნენ, ვილიამმა ყველას ნახვა გაუხარდა განსაკუთრებით ქეითის.
- დავიწყოთ? - ეგრევე საქმეს გადაუხტა დრაკომ, ყველანი ჩამოჯდნენ წრიულად იატაკზე.
- ბებიაჩემი დღეს სახლში არ არის, არვიცი როდის მოვალ და სანამ ის მოვა მანამდე იმ ოთახში შევიდეთ - თქვა ვილიამმა.
- კარგი მაგრამ რაც უცდით ადექით სანამ ის მოვა - აყენა ბავშვები ქეითმა და დაბლა ჩავიდნენ.
ფანრები ანთეს ზოგ - ზოგიერთებმა და იმ კედელის გაღება სცადეს. ძველი საათი ჰქონდათ კედელზე დაკიდული, კარების სიგრძით, მისი მრგვალი სპილენძისფერი ნივთი გაუჩერებლად მოძრაობდა. მის ქვემოთ, დიდი ძაფი იყო პატარა ბურთზე ჩამოკიდული. სანამ ბავშვები კედლიდან შესვლას ეძებდნენ, ნოამ ეს ყველაფერი გარკვია. ძაფი მოქაჩა და უცებ საათი გაჩერდა, საათის კარები გაიხსნა და რაღაც ელექტრო ციფრები გამოჩნდა, რიცხვი უნდა დაგეწერა ოთხნიშნა. ბავშვები მიხვდნენ, რომ კოდი ჰქონდა ამ კედელს და გამოცნობა დაიწყეს. რამოდენიმე რიცხვი ჩაწერეს და ვერ გახსნეს. დრაკომ კომპიუტერი ითხოვა და პლეშკა შეუერთა იმ საათის უცნაურ ელექტროს, მერე კომპიუტერში დაიწყო რაღაც ფაილების და რაღაცების ძებნა. ბევრი სიტყვა და კოდები ჩაწერა, უცებ დაიწერა იმ ელექტროზე რიცხვები "9001". და კედელი ნელ - ნელა გაიხსნა. ყველა გაკვირვებული უყურებდა კედლის გახსნას და ბოლოს ჩქარა შევიდნენ, დრაკო გახარებული იყო, რადგან ეს კედლის კოდი გატეხა და გახსნა.
- მაგარი ხარ დრაკო - გაუღიმა თროიმ დრაკოს, დრაკომ იამაყა თავისი თავით.
- ვილიამ ბებიაშენი ჯაშუში ხო არა? - უთხრა ქეითმა და ნოას ჩაეცინა.
- არ ვიცი - სერიოზულად უპასუხა ვილიამმა.
დიდი მაგიდა იყო და ათასი უამრავი ნივთი ეყარა, დიდი ქვაბში რაღაც მწვანე წვენის მაგვარი ესხა. დიდი კოვზის თან ჰქონდა იმ ქვას, ბევრი ძველი წიგნები ეყარა მაგიდაზე. რამოდენიმე წიგნი ქეითმა და თროიმ გახსნეს და წაიკითხეს. მიხვდნენ, რომ ეზოთერიკის წიგნები იყო. ვილიამს გაკვირვებულები შეხედეს, ვილიამმა უკვე ამოიკითხა მათი ფიქრები და იმედგაცრუებული შეხედა ბებიის მაგიდას. მისთვის მოულოდნელი იყო იმის გაგება, რომ ბებიამისი ჯადოქრობდა, ჯადოებს აკეთებდა და სულებს ეკონტაქტებოდა. იატაკზე რამოდენიმე პენდაგრამას შენიშნეს, და რამოდენიმე ის ნივთები, რომლითაც სულებისგან თავს იცავენ. გარემოების შემხედვარე, ეტყობოდა, რომ სულებს ეკონტაქტებოდა და ჯადოქრობდა. ვილიამს ეს არ მოსწონდა და აღიზიანებდა, ვერ წარმოედგინა ბებიამისი ასეთ ქალად. უცებ რაღაცის გაღების ხმა გაიგონეს და ყველანი მაგიდის ქვეშ დაიმალნენ. ბებიამისი დაბნეული და შეშინებული შემოვიდა, თვალით ვიღაცებს ეძებდა და, რომ დარწმუნდა არავინ იყო დაიწყო რაღაცის გაგრძელება. რაღაც შელოცვა წამოიძახა ლათინურ ენაზე და მერე საუბარი დაიწყო.
- მომენატრე ჩემო ძვირფასო.
- არ უნდა მომკვდარიყავი, და არ უნდა დაგეტოვებინე მარტო.
- შენ, რომ არა ასეთი ძვირფასი ოჯახი არ მეყოლებოდა.
- ძალიან მიყვარხარ, შენ გამო ასეთები დავიწყე, რომ მენახე - ელაპარაკებოდა ვიღაცას და ამ პიროვნენას ქეითი და თროი ხედავნენ.
სული კაცი იყო ლამაზი სილუეტით, სავარაუდოდ იფიქრეს, რომ ვილიამის ბაბუა იქნებოდა. დრაკომ, მოჩვენების დასაფიქსირებელი კამერა ამოიღო და ჩუმად გადაიღო. ფოტოს გამოსვლას დაელოდა და ბოლოს ვილიამს აჩვენა, ვილიამს თვალები გაუდიდდა გაუკვირდა, ბაბუამისი, რომ დაინახა. მიხვდა, რომ ბაბუამისის გამო აკეთებდა ბებიამისი ამ სისულელებს, და დიდ დროს ხარჯავდა მის სანახავად.
- ის ბაბუაჩემია - უჩურჩულა ბავშვებს ვილიამმა.
- არა, ის არარის ბაბუაშენი - ბოხი ხმით თქვა ნოამ.
- რა? - დაიბნა ვილიამი.
- ის ჩვეულებრივი დემონია, რომელსაც შეუძლია ყველა ადამიანის სახე მიიღოს, ამიტომ მოაშორე ბებიაშენი ამ საქმებს სანამ დემონი ჩაუსახლდება მის სხეულში. - მკაცრად აუსხნა ნოამ.












ახალი თავის დავდე და ისიამოვნეთ კითხვით, იმედი მაქვს მოგეწონებათ და ხო მადლობა, რომ ელოდებით ახალ თავებს და კითხულობთ❤ ბოლო თავი ცოტა დამაინტრიგებელია და იმედი მაქვს თქვენში დიდი ცნომისმოყვარეობა გაიღვიძებს ❤🤗🌸🤍🖇

მოჩვენებების მკვლევრებიWhere stories live. Discover now