თავი 4

71 18 2
                                    

- ხო დემონი, ძლიერი ძალის არსება იყო, მთელი ძალით გაიჯახუნა კარები, თან როგორც გავიგეთ, რომ ერთი ბიჭი გაგიჟდა და კლასს მოკვლით ემუქრებოდა, ანუ ბოროტი ძალა მასში ცოტახანს ჩასახლდა და მერე გამოვიდა, ეს ჩვეულებრივი დაბალი ვიბრაციის მქონე მოჩვენებას არ შეუძლია - დამთავრა ახსნა ქეითმა და ყველამ გაოგნებული შეხედეს მას.
- ეს ყველაფერი საიდან იცი? - დაეჭვდა ვილიამი.
- აგერ წიგნში წერია - მიაწოდა წიგნი ქეითმა.
- რა მალე აითვისე - გაუკვირდა დრაკოს.
- ქეითი ჩქარა და სწრაფად კითხულობს - თქვა თროიმ.
დრაკომ ერთი წიგნი აიღო და კითხვა გაგრძელა, თროიმ თვალები ატრიალა და წიგნის არჩევა დაიწყო. ქეითი ფიქრობდა იმ დემონზე, თან უხაროდა, რომ ბევრი ინფორმაციას იგებდა იმ წიგნიდან. იატაკიდან წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა, ფანჯრიდან დაიწყო არემარეს ყურება. ასეთი ჩვევა ჰქონდა ქეითს, როცა ფანჯარასთან დგებოდა და არემარეს გაჰყურებდა დიდ შვებას გრძნობდა და ეს მას სიამოვნებას ანიჭებდა. ახლაც დგას და გარეთ გაჰყურებს, უყურებს ღრუბლებ ჩამოწვეულ სიბნელეს, ნისლით მიმოფანტულ არემარეს, ძლიერი ქარის როგორ არხევს ტიტველ ტოტებს, ამ ყველაფრის ყურება სიამოვნებს და თვალებს ხუჭავს. უცებ სიჩუმეს დრაკოს ხმა არღვევს, რაღაც უცნაურ და უცნობ სიტყვებს ამბობს, ქეითი შეშდება ვერ ხვდება რა თქვა დრაკომ, მაგრამ ბოლოს იაზრებს, რომ წიგნიდან ამოიკითხა ეს სიტყვები. უკან შემობრუნდა და დრაკოს შეხედა, დრაკომ წიგნი გადადო და ქეითს გაკვირვებული შეხედა.
- რა?. - ჰკითხა დრაკომ.
- რა წაიკითხე წეღან? - ჰკითხა ქეითმა.
- რავი რაღაც პორტალი წერია და ეს პორტალის შელოცვა წავიკითხე.
- რატო წაიკითხე? - დაუყვირა ქეითმა.
- ხო მართალია ქეითი, იცი რას ნიშნავს პორტალი? - ჰკითხა თროიმ.
- არა შენ? -  ჰკითხა თროის დრაკომ.
- არც მე არ ვიცი - მხრები აიჩეჩა თროიმ.
- თუ არ იცოდი რატომ წარმოთქვი ის შელოცვა? - ჩაება ვილიამი.
- დამაინტერესდა და ვიფიქრე პორტალის შელოცვას თუ წავიკითხავ ძალები მექნება - უთხრა დრაკომ.
ქეითმა ხელი თავში წამოირტყა, ნერვები მოეშალა დრაკოზე.
- რა ძალები? - გაბრაზებულმა უთხრა თროიმ.
- ჯადოსნური, ჯადოქარი ვიქნები - თქვა გახარებულმა დრაკომ.
- არარსებობს - უთხრა ვილიამმა.
- ღმერთო რა სულელია - თქვა ქეითმა და წიგნი წართვა.
პორტალის შესახებ ჩქარა კითხვა დაიწყო და როცა კითხვას მორჩა, თვალები გაუდიდდა და შეშინებული შეხედა დრაკოს.
- პორტალის შესახებ წაიკითხე? - წყნარად და მშვიდად დაუსვა კითხვა დრაკოს.
- არა, არ წამიკითხავს შელოცვა წავიკითხე მარტო - უპასუხა დრაკომ.
- შეე პატარა ლაწირაკოო! სულელო! დებილი ხარ? დაფიქრებულხარ რა შეიძლებოდა მომხდარიყო? შე შე პატარა ტარაკანავ! - იმხელა ხმაზე დაიწყო ყვირილი ქეითმა ბიჭები შეშინებული აეყუდნენ ერთმანეთს, ქეითმა თავის დამშვიდება და დაწყნარება სცადა.
- რა არის პორტალი? - ძლივს ამოღერღა თროიმ ხმა და მშვიდად ჰკითხა, ქეითმა გამწარებული გახედა მას და თროიმ შიშისგან ენა გადაყლაპა.
ქეითმა სცადა ნერვების დამშვიდება და ნაწილობრივ ეშინოდა, რომ არაფერი მომხდარიყოს, გადაწყვიტა აეხსნა სულელი ბიჭებისთვის თუ რა არის პორტალი.
- პორტალი არის ძლიერი ძალა, პორტალი თუ სადმე გაიხსნება ანუ ნიშნავს, რომ პარალელურ სამყაროსა და ფიზიკურ სამყაროს შორის კარები გავხსენით, ანუ პარალელურ სამყაროში მცხოვრებ სულებს შეუძლიათ შემოაღწიონ ფიზიკურ სამყაროში ჩვეულებრივად თუ პორტალი გახსნილია, მოგახსენებთ, რომ პარალელურ სამყაროში ის სულები ცხოვრობენ, ვინც მოკლეს, ან მოულოდნელად შიშისგან გარდაიცვალა, ზოგმა კი თავი მოიკლა ისინი რჩებიან და იჭედებიან ამ სამყაროში, მათი სული ვერ ისვენებს და საიქიოშის ვერ მიდის, ახლა გაიგეთ რას ნიშნავს პორტალი? - ბოლო სიტყვების თქმის დროს დაუყვირა ბიჭებს, მერე წამოდგა და დრაკო თმებით ითრია.
- ანუ მე სულებისთვის კარები გავხსენი, რომ აქ შემოსულიყვნენ? - შეშინებული თქვა დრაკომ.
- დიახ - სარკაზმულად გაუღიმა ქეითმა.
- ღმერთო შიშისგან ვერ დავიძინებ.
- ღირსი ხარ, სული შენ სახლში შემოვა, ჩვენთან კი არა, ჩვენ არაფერი გვაღელვებს - ცინიკურად უთხრა თროიმ.
- ეს დამპალი ბავშვი, პორტალი ჩემ ოთახში გახსნა - გამწარებულმა წამოიძახა ქეითმა.
ვილიამს გაეცინა და ახარხარდა, ქეითი მას გაბრაზებული გახედა და დაუყვირა.
- შე პატარა ჭიაყელავ - გაეკიდა ვილიამს და მან სირბილი დაიწყო, მთელი ოთახი შემოიარეს სირბილით, ბოლოს როგორც იქნა დაიჭირა და ზურგზე ძლიერად დარტყა ვილიამს.
- აუჩ - სიმწრისგან შეიჭმუხნა ვილიამმა.
უცებ ოთახში სიცივე იგრძნეს, ყველას შესცივდა არადა ოთახები ყოველთვის თბილი იყო. ამ სიცივეში ბავშვები პირიდან ბოლს უშვებდნენ.
- რატომ აცივდა რა ხდება? - გაკვირვებულმა თქვა დრაკომ.
- არვიცი, ალბათ ამინდის ბრალია - დამშვიდა თროიმ.
- ღმერთო როგორ მცივა - თქვა ვილიამმა, უცებ საზარელი სუნი იგრძნო.
ვილიამს შეძლო მხოლოდ მოჩვენების საზარელი სუნი ეცნო, დანახვა და გრძნობა არ შეუძლია, მარტო სუნით ხვდებოდა. როცა გაიაზრა და ეს სუნი იცნო, შიშისგან ხმა აუკანკალდა, თროიმ მას გახედა და იფიქრა, რომ სიცივის გამო კანკალებდა. უცებ ოთახი გათბა, სუნის შეჩერდა, ბავშვებს გაუკვირდათ ოთახი მოულოდნელად, რომ გათბა.
- საშინელი სუნი ვიგრძენი, ამ სულს მაშინ ვგრძნობ როცა მოჩვენება არის ჩვენთან ახლოს - დარწმუნებით თქვა ვილიამმა.
- ვილიამ, ნუ მაშინებ - უთხრა ქეითმა.
- მოულოდნელად გათბა ეს რას ნიშნავს - ჰკითხა ყველას დრაკომ, ყველამ მხრები აიჩეჩეს.
- ზედმეტ კითხვას ხომ არ სვამ? - შეწუხებულმა უთხრა თროიმ დრაკოს, დრაკო მიხვდა, რომ შეწუხდნენ და კითხვების დასმა შეწყვიტა.
უცებ ფანჯარა გაიღო და ოთახში ქარი შემოვარდა, ქეითმა გადაწყვიტა ცუდზე არ ეფიქრა და ამიტომ პოზიტიურად შეხედა ამ ყველაფერს და ქარს დაბრალა. ადგა და ფრთხილად დაკეტა ფანჯარა, დრაკოს მაინც ეშინოდა.
- ქარის ბრალია - თქვა წყანარად ქეითმა.
- კიდე ბევრი რამ გავარკვიოთ - წიგნებს დახედა თროიმ.
ქეითი იატაკზე ჩამოჯდა, უცებ კარები გაიღო ნელა, ბავშვებმა კარებისკენ გაიხედეს. ქეითი უკვე შეაწუხა ამ მოვლენებმა, თან არ უნდოდა ცუდზე ეფიქრა.
- ოუიჯა გაქვთ? - ჰკითხა ვილიამმა ბავშვებს.
- გვაქვს მაგრამ, რომ ვთამაშობთ არაფერი ხდება - თქვა დრაკომ.
- მოიტანე ვითამაშოთ - სთხოვა ვილიამმა.
დრაკო ადგა და თავის ოთახისკენ წავიდა, მალე ოუიჯას დაფით დაბრუნდა, იატაკზე დადო დაფა და სამკუთხედის ფორმა ამოიღო. ბავშვებმა დაფაზე დადეს ეს ფორმა და ოთხივემ ხელი დადეს. თროიმ მშვიდად ამოისუნთქა, გრძნობდა, რომ კარგი არაფერი მოხდებოდა.
- მე დავსვამ კითხვას, სული არის ჩვენ სახლში? - დაუსვა დრაკომ კითხვა, ყველამ თვალები ატრიალეს.
უცებ სამკუთხედის ფორმამ მოძრაობა დაიწყო, ბავშვებმა შიშისგან ხელი გაუშვეს და დაკვირვება დაიწყეს. ფორმა კი სიტყვასთან გაჩერდა, ყველას შიშისგან ენა დაეკარგა. ვერავინ ვერაფერს ამბობდა, ვერც იჯერებდნენ, ყველაზე რთული დასაჯერებელი ქეითისთვის იყო, სული შეიძლება მის ოთახში ყოფილიყო, რადგან პორტალი აქ გაიხსნა.
- ეს რა ხდება? პირველად დაიწყო მოძრაობა ფორმამ, ამდენი ხანია მაქვს და ერთხელაც არ უმოძრავია - გაუკვირდა დრაკოს.
- მოაშორე! - შიშისგან დაუყვირა ქეითმა.
- დამშვიდდი, ჩვენ შენთან ვართ - მისი დამშვიდება სცადა ვილიამმა.
დრაკო შიშისგან ვერ უახლოვდებოდა დაფას, ბოლოს თროიმ გაბედა და დაფა დახურა, მერე გარედ გავიდა და ნაგავში ჩაგდო.
- შენი ბრალია - უთხრა ქეითმა დრაკოს.
ამასობაში თროის დაბრუნდა, კარების დაკეტვას აპირებდა მოულოდნელად კარები თავისით დაიხურა და დაიკეტა უკნიდან. ვერც აღებდა თროი, ეჯაჯგურებოდა კარებს და ვერ აღებდა. ბავშვებმა მიხვდნენ რაშიც იყო საქმე და გული აუჩქარდათ, თროი მთელი ძალით ცდილობდა კარების გაღებას. ბოლოს როგორც იქნა გააღო, ყველამ ოთახიდან გაიქცნენ, უცებ სამზარეულოდან ონკანი ჩაირთო, კარადიდან თეფშები გადმოიყარა და ნაწილებად დაიშალა. ქეითი ეშინოდა, რომ მშობლები ამის გამო დასჯიდნენ. მაგრამ, ამ სულის გაჩერება არ შეძლო. ბავშვებმა გარედ გაქცევა დაპირეს მაგრამ, ბოროტმა ძალამ კარები ძლიერად დაკეტა. გასაქცევი, რომ არსად ჰქონდათ, შიშისგან ერთმანეთს ჩაეხუტნენ. უცებ კარებიდან ზარის ხმა მოისმა, ყველა კარებისკენ გაიხედეს, ვილიამი ფრთხილად მივიდა და კარების გაღება სცადა. მოულოდნელად კარები გაიღო ჩვეულებრივად, სიტუაცია კი ჩაწყნარდა. კარებში ქეითის და დრაკოს მშობლები იდგნენ, ქეითს შიშმა მოიცვა, იცოდა, რომ ამ არეულობის გამო მშობლები მას დასჯიდნენ. დედამისმა ბავშვებს გაუღიმა და სახლში შემოვიდა, არეულობა, რომ დახვდა გაუკვირდა და გაბრაზდა. ბავშვებთან თავი შეიკავა, სიჩუმე თროიმ დარღვია.
- ქეით წიგნებს გავიყოფთ, რამოდენიმეს მე და ვილიამი წავიღებთ დანარჩენებს დავტოვებთ - თქვა თროიმ და ქეითის ოთახში ავიდა.
- რა ხდება აქ, რა დღეშია სახლი? - გამწარებული უთხრა დედამისმა.
- დედა ბოდიში, ყველაფერს გამოვასწორებ ჩემი ბრალია - უთხრა ქეითმა, რადგან იმას ვერ იტყოდა, რომ სულის ბრალი იყო.
იცოდა, რომ არ დაუჯერებდნენ, არც უნდოდა მშობლების შეშინება.
- ჩემი ბრალისა - უთხრა დრაკომ მშობლებს.
- არ მაინტერესებს, თქვენ დალაგებთ სახლს. - მშვიდად უთხრა დედამისმა.
ქეითს და დრაკოს გაუკვირდა დედამისმა მათ, რომ არ უყვირა და მშვიდად უბრძანა სახლის დალაგება. თროიმ ჩამოვიდა კიბებიდან და რამოდენიმე წიგნი ვილიამს გაუწოდა, რამოდენიმე კი ჩანთაში ჩაიდო.
- ამებს წავიღებ, დანარჩენები დავტოვე თქვენთვის. - ქეითმა თავი დაუქნია.
- წავედით - ხელი დაუქნია ვილიამმა და - ძმას და თროისთან ერთად წავიდნენ.
მოღრუბლულ და ნისლიან ამინდში მიაბიჯებდნენ ნელა ვილიამი და თროი, თროი ღრმა ფიქრებში იყო დაკარგული და ღელავდა და - ძმაზე, ასევე ვილიამის, მასაც ეშინოდა, რომ რამე არ დამართნოდათ.
- რა ბედი ეწვევათ მათ? - ჰკითხა ვილიამმა.
- არვიცი, მოუწევთ გამკლავება.
უცებ ორივეს ტელეფონი აბზუილდა, ჩართეს და მესიჯი მოუვიდათ კლასის ჩატიდან. ორივემ გახსნა და მასწავლებლისგან მესიჯის კითხვა დაიწყეს.
"ბავშვებო ერთი კვირა ვიკეტებით"
- ძალიან კარგია, სკოლაში აღარ წავალ.
- სამაგიეროდ მოგიწევს, ჩვენთან ერთად მოჩვენებზე ინფორმაცია მოიძიო.
- მაგაზე წამოვალ - გაუღიმა ვილიამმა.










ახალი თავის დავდე მეგობრებო, არც ისე საინტერესოა მარა პორტალი სად გაიხსნა იმაზე ისაუბრეს❤მადლობთ, რომ კითხულობთ და მოგწონთ, მიხარია და ბედნიერივარ🤍

მოჩვენებების მკვლევრებიWhere stories live. Discover now