თავი 37

23 14 2
                                    

ზამთრის ნუსხი მთელ ამერიკაში იგრძნობოდა, ქარის სიჩქარე უფრო გაიზარდა და ხმაურიანად არხევდა ტიტველ ტოტებს. გარედ საშინელი ზუილის ხმები ისმოდა და ეს ყველაფერი ზოგჯერ რიტმებს ქმნიდა, ზოგჯერ კი მშვენიერ ჰარმონიას. ნოა თავის კაბინეტში იჯდა და ფანჯარას გაჰყურებდა, ელოდებოდა დრაკოს თუ როდის შემოვიდოდა სალაპარაკოდ. მალე დრაკომ კარები შემოაღო და ფრთხილად შემოვიდა კაბინეტში. ნოამ სერიოზული გამომეტყველებით შესთავაზა დაჯდომა და დრაკოს თავაზიანად ჩამოჯდა, დრაკო ნერვიულად ათამაშებდა თითებს და ნოასგან ახალ ამბავს ელოდებოდა ქეითთან დაკავშირებით.
- მართლაც ნაშვილებია - გამარისებული სიჩუმე დარღვია ნოამ.
- ამაში დარწმუნებული ვიყავი, მიზეზი ვერ გარკვიე? - ჰკითხა დრაკომ და პასუხის მოლოდინში ანერვიულდა.
- კი, ლორას თავად დაველაპარაკე, ქეითი იმის გამო მიატოვა, რომ წინასწარმეტყველებს ქეითი სჭირდებოდათ, რადგან ისინი ფიქრობდნენ, რომ ქეითი ბრძოლაში გაიმარჯვებდა, ლორამ ქმარი დაკარგა ბრძოლაში და არ უნდა შვილის დაკარგოს, თან მისი ბებია წინასწარმეტყველია და როგორც იციან ამ ბრძოლაში გაიმარჯვებს მაგრამ თვითონ დაიღუპება მამამისივით, მამამისი უკვდავი ადამიანი იყო და გულში ხმალის დარტყმით მოკლეს, ქეითის ეგეთი დაიბადა ამიტომ წინასწარმეტყველებს ისევ სურთ იმ ბრძოლის გაგრძელება რადგან დამარცხებას ვერ ეგუებიან, ამიტომ დედამისმა ქეითს უნარები ჩაუკეტა და გაშვილა, ასე დაიცვა თავისი შვილი ბრძოლაში ჩარევისაგან - აუხსნა ნოამ.
- ეს ქეითის ბედია, რომ გაიმარჯვება და მოკვდება? მაგრამ ის მაინც აპირებს, რომ მიიღოს მონაწილეობა ბრძოლაში - ნერვიულობისგან გული აუჩქარდა დრაკოს.
- საქმეს ამაშია, ჩვენ მას უნდა გადავაფიქრებინოთ.
- ეს შეუძლებელია ის ძალიან ჯიუტია.
- ბრძოლა რთული იქნება, რადგან დემონი ჩემო ბოსია.
- მისი მამას შენ ბოსთან ბრძოლის დროს დაიღუპა? - ნოამ თავი დაუქნია, დრაკო გაბრაზდა და წამოხტა, აქეთ - იქეთ სიარული დაიწყო.
- შანსი არა, მე ამას ვერ დავუშვებ, რომ ქეითს რამე დაემართოს.
- არც მე მინდა, არც ის მინდა რომ რომელიმე თქვენგანს დაგემართოთ რაღაც.
- რა ვქნათ ნოა - დაღლილი თვალებით მიაპყრო მზერა დრაკომ.
- ამასთან დაკავშირებით იდეა ჯერ არ მაქვს - თქვა ნოამ და სკამიდან წამოდგა, კარები გააღო და დრაკოს გასვლა უბრძანა, თავადაც გამოვიდა კაბინეტიდან.
ორივე კიბებიდან ნელი ნაბიჯებით ჩამოვიდნენ და მათი სიარული ხმაურმა შეაჩერა, გარედ ძლიერი ხმები ისმოდა როგორც ჩანს ვარჯიშის პრაქტიკას უფრო და უფრო აძლიერებდნენ. ქეითი და თროი ძალიან გაძლიერდნენ ეს დღეებში მათი დამარცხება შეუძლებელი იყო, დრაკო და ვილიამი ნელ - ნელა აუმჯობესებდნენ თავის შესაძლებლობებს. ვილაიმი ვარჯიშისგან დაიღალა და მუხასთან წავიდა დასაჯდომად, ქეითმა მას მზერა მიაპრყო და თვალი გაყოლა. ცოტახანში ქეითი მას გაჰყვა ჩუმად და ხეებს აეფარა, მარტო ჩამომჯდარ ვილიამის ყურება დაიწყო და გაეღიმა უნებურად. ხელში ლურჯი კაშნე ჰქონდა და მისთვის მიცემას აპირებდა, კაშნე უკან დამალა და ვილიამთან მივიდა. მის გვერდით ჩამოჯდა და კაშნე გაუწოდა, ვილიამი შეკრთა და კაშნეს შეხედა. გამოართვა და ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა, ასეთი კაშნე ქეითსაც ჰქონდა ოღონდ ვარდისფერი. ვილიამმა კაშნე გაიკეთა და ქეითს შეხედა მადლობის ნიშნით თვალებით, ქეითმა კაშნე გაუსწორა და მის თვალებში ჩაიძირა.
- მადლობა, ძალიან მომწონს შენნაირი კაშნე მაქვს ახლა მეც.
- ძალიან ცივა ეს გეკეთოს, არ გაცივდე - მზრუნველი ხმით უთხრა ქეითმა.
- მადლობა ქეით.
- აქ მარტო რატომ ხარ?.
- დავიღალე ვარჯიშისგან.
- რატო? ადვილი ვარჯიშებია.
- მაგრამ მე ენერგისგან ვიცლები - თქვა დამწუხრებული ხმით ვილიამმა.
- არასწორად ვარჯიშობ უეჭველი - დასკვნა ქეითმა.
- აზრზე არ ვარ.
- კარგი.
- ქეით, შენ და ნოას რა ურთიერთობა გაქვს? - ჰკითხა მოულოდნელად ვილიამმა მას, რადგან ეს კითხვა დიდიხანი აწუხებდა.
- წინა ცხოვრებაში მას ვიცნობდი, შეყვარებულები ვიყავით - უთხრა ქეითმა, ვილიამი ჩაფიქრდა.
- დარწმუნებული ხარ?.
- კი თვითონ მითხრა.
- იქნებ გატყუებს?.
- არა, რომ მითხრა არ დავუჯერე, მერე რიტუალებით დავიწყე სიზმარში ჩემი წინა ცხოვრების ნახვა და დავრწმუნდი.
- წინა ცხოვრებაში ის გიყვარდა?.
- როგორც ჩანს ძალიან.
- და ახლა?.
- ახლა არეული ვარ, დღეს ყველაფერი სხვანაირად არის, ის ძველი სითბო და სიყვარული დაკარგულია, მის მიმართ იმ ძველ სიყვარულს ვეღარ ვგრძნობ.
- რა იცი ძველი სიყვარული როგორი იყო?.
- სიზმარში ვგრძნობდი.
- და ახლა?.
- ამას ვერ ვგრძნობ მეთქი - გაიცინა ქეითმა.
- ის გიყვარს?.
- არამგონია.
- ძაან უცნაურია.
- ალბათ იმიტომ, რომ წინა ცხოვრება და ახლანდელი ცხოვრება ერთმანეთისგან განსხვავდება, წინა ცხოვრებაში ჩემი ბედი ნოა იყო, ახლა ყველაფერი განსხვავებულია მე სხვა ბედი მაქვს და ალბათ უნდა გავაგრძელო ცხოვრება და არ ვიფიქრო წინა ცხოვრებაზე, რადგან ამ ცხოვრებაში სხვა ბედი მაქვს - ძალით გაიღიმა ქეითი.
- ნოა?.
- ის ხომ მკვდარია? მისი ცხოვრება დასრულებულია და ის წარსულზეა მიჯაჭვული.
- თქვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გაქვთ.
- ეს იმიტომ, რომ კარმული კავშირი გვაქვთ.
- კარმული კავშირი რას ნიშნავს? - ჰკითხა ვილიამმა და პასუხს დაელოდა.
- ეს კავშირი არის ადამიანებს თუ წინა ცხოვრებაში ერთმანეთთან კავშირი ჰქონდა, მათი სულები ერთმანეთს ახალ ცხოვრებაში, რომ ხვდებიან კავშირი იწყება, ამიტომაც ეწყობიან ერთმანეთს კარგად და კარგად უგებენ რადგან წინა ცხოვრებაშის კარგი ურთიერთობა ჰქონდათ - აუხსნა ქეითმა.
- და ეს არ სრულდება?.
- ეს დამტანჯველია მათი სულებისთვის და ჩემთვისაც, ამის გაწყვეტა არსებობს მაგრამ მე არმინდა - თქვა ქეითმა.
- რატომ?.
- წარსულის გაშვება მიჭირს.
- ჩემზე რას ფიქრობ? - მოულოდნელად ჰკითხა ვილიამმა და ქეითმა მზერა მას მიაპყრო და გაუღიმა.
- კარგი მეგობარი ხარ, რომელსაც კარგად ესმის ჩემი და ჩემთვის მეტს ნიშნავს, გაფასებ და პატივცგცემ, შენს გარეშე ჩემთვის ყველაფერი წარმოუდგენელია, ახლა შენ ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანი ხარ ვისთანაც შემიძლია ყველაფერზე ვისაუბრო და გული გავუშალო, შენ ჩემთვის საუკეთესო მეგობარი ხარ - გაუღიმა ქეითმა და ვილიამმა თავი ძირს დახარა, სახე დაუსევდიანდა და ქეითს დამწუხრებული გამომეტყველებით შეხედა.
- მეტი არაფერი?.
- სხვა რას მოელოდი?.
- დაიკიდე არაფერს - წამოდგა ვილიამი და წასვლა დაპირა, მაგრამ ქეითმა მაჯაზე ხელი მოჰკიდა და გააჩერა.
- მითხარი, ასე უთქმელად და ნაწყენი, რომ მიდიხარ თავს დამნაშავედ ვგრძნობ, მითხარი რა გაწყენინე გამოვასწორებ.
- დაიკიდე არაფერია თქო - ხელი გაშვებინა ვილიამმა.
- კარგი რა ვილიამ, გაუკრვევლობაში მაგდებ და მაბნევ.
- ნუთუ ვერ ხვდები?.
- რას?.
- ნუთუ საკმარისი არ იყო ამის გამოსაშკარავებლად? ასეთი რთულია ამის მიხვედრა? ფარულად ვცდილობდი, რომ გამომსვლოდა და შენც გაგეგო მაგრამ როგორც ჩანს ამას ყურადღებას არ აქცევდი.
- რას გულისხმობ ვილიამ?.
- ყველაფერს დაუკვირდი ქეით, რატომ გეხუტები შენ როცა ცუდ ხასიათზე ვარ და რატომ მამშვიდებს შენი ნუგეში და რატომ ვერ გიშვებ ჩახუტების დროს? რატომ ვცდილობ დაგამშვიდო და სულ შენც გვერდით ვიყო? რატომ ვბრაზდები როცა ნოასთან გხედავ? და რატომ ვცდილობ შენთან მარტო გავატარო დრო და გესაუბრო? რატომ დაგიძახე ღამე გარედ და რატომ შემოგთავაზე ჩემთან ერთად ფრენა? ამ ყველაფერს ვერ ხვდები რა მიზეზის გამო ვაკეთებ? - დაუსვა მილიონი კითხვა ვილიამმა და ქეითი უფრო დაბნია, ქეითი ჩაფიქრდა და ვერაფერს მიხვდა.
- ალბათ იმიტომ, რომ გინდა ჩემთვის საუკეთესო მეგობარი იყო - ვილიამმა სიბრაზისგან ხელი თავში ირტყა.
- ძალიან მაბრაზებ? ამხელა უნარები და ნიჭი გაქვს, ჩემზე ნიჭიერი ხარ და დავიჯერო, რომ ასეთი გაუგებარი ხარ? - ცინიკური და გამომეტყველებით ჰკითხა ვილიამმა და ცალი წარბი მაღლა ასწია, ქეითი გაბრაზდა მის ქცევაზე.
- გაუგებარი თავი გაბია, თუ არ გინდა ამიხსნა ნურც ამიხსნი, ჯანდაბაში წასულხარ - გაბრაზდა და წასვლა დაპირა, როცა ვილიამმა მაჯაზე ხელი მოჰკიდა და მის მკერდს აკრა ძლიერად და ჩაიხუტა.
ქეითის გულმა რიტმულად დაიწყო ფეთქვა და ეს ვილიამმას გაიგო და უფრო ძლიერად მიხუტა საყვარელი გოგო, ვილიამის გულისცემა ქეითსაც ესმოდა და მისი თბილი სუნთქვა კანს უწვავდა. რატომ არის ვილიამი მისთვის თბილი და საყვარელი? რატომ მიაჩნდა ის ყველაზე ლამაზ ბიჭად? ან რატომ მოსწონს ვილიამის მკლავებში დიდხანს ყოფნა? ეს კითხვები აწუხებდა ქეითს და ამძიმებდა.
- შენი გული რატომ ფეთქავს ჩქარა? - ყურში ჩასჩურჩულა ვილიამმა და ქეითის ჩაფიქრდა.
ვილიამი უპასუხოდ დატოვა და მის მკლავებში გაინაბა და თვალები ძლიერად მოხუჭა, ასე თავს დაცულად და მშვიდად გრძნობდა და არც ინძრეოდა.
- მომწონხარ ქეით - ექოდ მოესმა ვილიამის ბოხი ხმა და მისმა გულმა აჩქარებას მოუმატა.



















ახალი თავის დაიდო, იმედი მაქვს მოგეწონებათ მესმის რომ მოკლეა ძალიან და ამის გამო ბოდიშს გიხდით ჩემმა მუზამ ბოლომდე ვერ გაკაჩა, შემდეგ თავებში შეიძლება დავწერო გრძელი ამბები🤍🌸მადლობთ დროს, რომ უთმობთ, თქვენ როგორ მოგწონთ ვილიამი და ქეითი? თუ ნოასთან გირჩევნიათ? ❤

მოჩვენებების მკვლევრებიWhere stories live. Discover now