თავი 23

35 14 2
                                    

მთელი სკოლის ტერიტორის გარშემო სირენების ხმა ისმოდა, სასწრაფოს ხმა ყველაფერს აყრუებდა. ორი საკაცე გამოიტანეს მანქანიდან და სკოლაში შეიტანეს, საკაცეზე დაწვინეს ვილიამი და ქეითი. სასწრაფო მანქანაში დასვეს და წაიყვანეს უახლოეს სავადმყოფოში. სასწრაფო მანქანაში ნოას იჯდა, ოღონდ მას ვერავინ ამჩნევდა და ასე გაყვა მანქანას სავადმყოფოში. დრაკომ და თროიმ ტაქსი გააჩერეს და დანიშნულების ადგილზე მივიდნენ სასწრაფოსთან ერთად. მანქნიდან გადმოვიდნენ და სავადმყოფოში შევიდნენ, ქეითის და ვილიამის პალატა იკითხეს და მანდ ავიდნენ მათ მოსანახულებლად. ნოა უკვე ქეითთან იყო, სკამზე იჯდა და მას აკვირდებოდა. დრაკომ და თროიმ რომელიმე ექთანი შეაჩერეს და ქეითის და ვილიამის მდგომარეობა იკითხეს.
- პაციენტი ქეით სტეისი შეიძლება რამოდენიმე საათში გაიღვიძოს, მაგრამ ვილიამ ვულფარდი კომაშია - აუხსნა ექიმმა მათი მდგომარეობა.
- ნეტა ვილიამს რა ბედი ეწვევა - ჰკითხა დრაკომ თროის.
- არ ვიცი - უთხრა თროიმ.
ბიჭები სკამზე ჩამოჯდნენ და საკუთარი მეგობრების გაღვიძებას დაელოდნენ.
ნოა სკამზე იჯდა და ქეითს აკვირდებოდა, მისი სახის ნაკვთების შესწავლას ცდილობდა და ამიტომ თვალს არ აშორებდა. ძილში ძალიან მშვენიერი ეჩვენა ნოას ქეითი, წყნარი და მშვიდი გამომეტყველება ჰქონდა. რამდენჯერად ღრმად აკვირდებოდა იმდენჯერ აწუხებდა დანაშაულის გრძნობა. თმაზე ხელს უსვამდა და ეფრებოდა, მისთვის ის ერთადერთი ქალი იყო რომელსაც აღმერთებდა. ნოას ჩაეღიმა ქეითის მშვიდ სახეზე, გოგოს კიდევ ერთხელ შეხედა და თქვა.
- ძილშის ძალიან ლამაზი ხარ.
ნოამ ქეითი დატოვა და პალატიდან გავიდა, იქვე ჩამომჯდარი დრაკო და თროი დაინახა მათთან მივიდა და სიმშვიდე დაურღვია.
- ქეითი როგორ არის? - ეგრევე ჰკითხა დრაკომ.
- სძინავს - უპასუხა ნოამ.
უცებ ფეხსაცმელების ბაკუნი მოესმა ბავშვებს და იქითკენ გაიხედეს საიდანაც ეს ხმა ისმოდა, ქეითის დედა და მამა სირბილით მორბოდნენ, დრაკოსთან გაჩერდნენ და ღრმად დაიწყეს სუნთქვა.
- როგორ არის ქეითი? - ძლივს აბამდა სიტყვებს ერთმანეთს დედამისი.
- კარგად არის დაღლილია და სძინავს - უპასუხა დრაკომ.
- რატომ არ მითხარი, რომ თქვენ სკოლაში ასეთი რაღაცები ხდებოდა, რომ გეთქვათ არ გაგიშვებდით - ტიროდა დედამისი და თავს დამნაშავედ გრძნობდა.
- მასწავლებელმა თქვა, რომ ვიხსნებითო სიტუაცია ჩაწყნარდაო, არ ვიცოდით ისევ თუ გაგრძელდებოდა - აუხსნა დრაკომ.
- შეიძლება შევიდეთ მის პალატაში? - ჰკითხა მამამისმა ბავშვებს.
- ჩვენ არ შეგვიშვეს პაციენტს დასვენება სჭირდებაო - უთხრა თროიმ.
უცებ ტირილის და ქვითინის ხმა მოესმათ, ვილიამის ბებია გაიძახოდა ვილიამის სახელს და მწარედ ტიროდა თავის თავს ადანაშაულებდა და ვილიამის პალატას ეძებდა. თროი წამოდგა და მასთან მივიდა დასამშვიდებლად, ქალს ამშვიდებდა და ეუბნებოდა კარგად არის პალატაში შესვლა არ შეიძლებაო.
- კარგად არის ვილიამი, უბრალოდ კომაშია მალე გაიღვიძებს, შიშმა და შოკმა იცის ეგრე მაგრამ ჩვენ მისი სიცოცხლის გადარჩება მოვასწარით - ანუგეშებდა და ამშვიდებდა მოხუც ქალს თროი.
- ჩემი შვილიშვილი - ტირილს აგრძელებდა ბებიამისი და არ შეძლო გაჩერება.



მოჩვენებების მკვლევრებიWhere stories live. Discover now