თავი 40

32 14 2
                                    

- რატომ ფიქრობ ამას? - ხმის კანკალით თქვა თროიმ.
- იმ ქალის გამომეტყველებიდან მივხვდი, რომ მისგან დაწყევლილი ხარ - აუხსნა ნოამ.
- ეს მეც კი ვიგრძენი - თქვა ქეითმა.
- დედაჩემი ვერავის დაწყევლიდა, ის ასეთი არარის - დედის გამართლება სცადა ლიდიამ.
- შენ არაფერი იცი - უთხრა ნოამ.
- დედაჩემზე ცუდს ნუ ლაპარაკობთ - გაბრაზდა ლიდია და გაიქცა.
- ეწყინა - თქვა თროიმ დაღლილი ხმით.
- ეს უნდა გავარკვიოთ - თქვა ნოამ და გეზი ადელაინის კარავისკენ აიღო.
ბავშვების მას გაჰყვნენ და ბევრი სიარულის შემდეგ ადელაინის კარავთან გაჩდნენ, ადელაინს მათი მეორედ მოსვლა გაუკვირდა მაგრამ შემოიპატიჟა კარავში თავაზიანად.
- ხომ მშვიდობა? - ჰკითხა ადელაინმა ნოას.
- თროის რიტუალი ჩაუტარე, მაინტერესებს დაწყევლილი არის თუ არა - უბრძანა ნოამ და ადელაინმა თავი დაუქნია.
ადელაინი თავის კარადასთან მივიდა და უამრავი წამლების ბოთლი ამოიღო, წამლები ერთ ქვაბში ჩაყარა და მოურია. ცოტახნის მერე თასმა ჩაგდო საწამლავში და იქიდან ამოიღო, თროის ხელზე გაუკეთა. ხელი მოჰკიდა თროის და თვალები დახუჭა, ძლიერი შელოცვების თქმა დაიწყო და თვალები გაახილა. თროის ხელი გაუშვა და მოულოდნელად თასმა თავისით მოწყდა.
- დაწყევლილია - თქვა ლიდიამ.
- ვისგან? არამგონია იმ ქალისგან ვიყო - ნერვიულობა დაიწყო თროიმ.
- წავალ მე ნათელმხილველს დავუძახებ - უთხრა ადელაინს ნოამ.
- ლორას დედა გამოგვადგება ამაში - თავდაჯერებული თქვა ადელაინმა.
ნოამ კარავი დატოვა და დარჩნენ მხოლოდ ისინი კარავში, თროი ნერვიულობდა და არ უნდოდა ეს ლიდიას დედა ყოფილიყო.
- კოშმრებს ამიტომ ვხედავ? - ჰკითხა ადელაინს თროიმ.
- ვფიქრობ, კი - დაფიქრდა ადელაინი.
- და მაინც რატომ მაგ ქალთან გავხდი ცუდად და ჩემი კოშმრები გამახსენდა?.
- რადგან შენ იმას შეხვდი ვინც დაგწყევლა.
- დარწმუნებული ხარ ის არის?.
- არ გამიკვირდება ის, რომ იყოს.
- რატომ?.
- ის ქალი ბოროტია.
თროი კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ ვიღაცის შემოსვლამ შეაწყვეტინა. ლორას დედა მოვიდა და თროისთან ჩამოჯდა, მისი ხელი თავისში მოიქცია და მკითხაობა დაიწყო. შუახნის ქალმა თვალები მოულოდნელად გახილა და შეშინებული დაიწყო აქეთ - იქით ყურება.
- საქმე რიგზე არა - უჩურჩულა ვილიამმა ქეითს.
ქალმა ისევ მოჰკიდა თროის ხელი და მისი მოგონებების ამოკითხვა დაიწყო, ქალმა ხელი დაღლილი გაუშვა თროის და ჩამთქნარა.
- საქმე ჩახლართულია, მისი ბებიამ ლიდიას დედა და თავისი ბიჭის გარიგება სცადა, ლიდიას დედას თავიდან არ უნდოდა მასზე გათხოვება, რადგან თვითონ ჯადოქარი იყო, რამოდენიმე დროის შემდეგ ლიდიას დედას თროის მამა შეუყვარდა, მაგრამ თროის მამას სხვა ქალი მოსწონდა, ლიდიას დედამ რამოდენიმეჯერ სცადა მასთან დაახლოება მაგრამ არ გამოუვიდა, მისმა მამამ, რომ გაიგო ის ჯადოქარი იყო ხელი კრა და მისი მოშორება სცადა, ამის გამო გაღიზიანდა ლიდია და მათ ბედზე შური იძია, ცოლ - ქმარი რომ დაქორწინდნენ დაბადებული თროი დაწყევლა, ეს თროის ბებიამ იცის რადგან ამის გამო მოვიდა ამ სამყაროში და მას ეჩხუბა, ლიდიას დედამ კი ის ქალი ჯადოთი მოწამლა და რამოდენიმე დღე სავადმყოფოში გატარა, ლიდიას დედა შურით და ბოღმით იცხოვრა, უსიყვარულოდ დაქორწინდა და ლიდია გაჩინა, თავისი შვილი უყვარს მაგრამ ქმარი არა, ამიტომ თროი მისგან დაწყევლილია - აუხსნა ლორას დედამ მათ, თროიმ ნერვიულობისგან კანკალი დაიწყო.
- ეს დაუჯერებელია, მე ლიდიასთან დაახლოება მინდოდა - დამწუხრებული სახით თქვა თროიმ.
- საბედნიეროდ თქვენი ბედი ერთმანეთს არის დაკავშირებული - გაუღიმა შუახნის ქალმა და თროის გულზე მოეშვა.
- მადლობთ, რომ დამეხმარეთ - ძალით გაუღიმა თროიმ.
ლორას დედა წამოდგა და ქეითს შეხედა, ქეითმა იმ ქალს, რომ შეხედა ეგრევე იცნო. რადგან ის ქალი სიზმარშის ჰყავდა ნანახი, ამიტომ გაკვირვებული დაიწყო მისი ყურება.
- უკაცრავად, თქვენ ის ბრძანდებით ვინც ჩემ კოშმრებში შემოიჭრა? - თქვა ქეითმა.
- კი სასიამოვნოა - გაუღიმა ქალმა და ქეითი გამწარდა, მაგრამ არაფერი უთხრა.
ქალს ესიამოვნა თავისი შვილიშვილის ნახვა, რადგან ძალიან ენატრებოდა და მასთან შეხვედრას ყოველთვის ოცნებობდა. ლორას დედა წამოდგა და კარავიდან გავიდა, ნოამ გარედ გაცილა და დაბრუნდა. თროი ჩაფიქრებული იჯდა და ლიდიაზე ფიქრობდა, თავი საშინლად სტკიოდა რადგან ყველაფერი ერთ დღეს გაიგო. თავს ძალიან დაღლილად და გამოფიტულად გრძნობდა, ახალ ამბავს ვერ იჯერებდა და დაჯერებას არ უნდოდა. "ნეტა ეს ზღაპარი იყოს" გაიფიქრა თროიმ და თავი ხელებში ჩარგო, ვერ წარმოედგინა რომ ეს ყველაფერი წყევლის ბრალი იყო და მის ოჯახს და ლიდიას ოჯახს ადრე კავშირი ჰქონდათ. დაღლილი თვალებით ახედა ლიდიას და ლაპარაკი დაიწყო.
- ჩემთვის რთული იყო ეს ყველაფერი, იმ კოშმრების მოშორებაში დამეხმარები?.
- არამგონია გაჭრას, რომ მოიშორებ ლიდიას დედა ზემოდან უფრო ძლიერს დაგიმატებს.
- ასეთი ქალია ის?.
- კი ძალიან ბოროტია - თავი დაუქნია ადელაინმა.
- გთხოვ დღეს არ მინდა კოშმრის ნახვა, ძალიან დავიღალე ეს როდემდე უნდა გაგრძელდეს - ადელაინს შეცოდა და კოშმრის საწინაღმდეგო რიტუალი ჩაუტარა.
თროიმ შვება იგრძნო და კარავიდან გავიდა, გარედ განმარტოებული ადგილის ძებნა დაიწყო და განმარტოვდა. არავისთან საუბარი არ სურდა, რადგან დღეს საშინელი დღე ჰქონდა და თავი სტკიოდა. ბევრი სადარდებელი გაუჩნდა და ღრმად ჩაფიქრდა, უცებ მისი ფიქრები ნაბიჯების ხმამ გაწყვეტინა. თავი ასწია და ქეითის დამწუხრებულ მზერას წაწყდა, ქეითი მის გვერდით დაიკავა ადგილი და საუბარი დაიწყო.
- მესმის, რომ ცუდად ხარ თუ საუბარი მოგინდება მელაპარაკე.
- მის დედას არ ვადანაშაულებ.
- რატომ?.
- მისი ბრალი არა, სიყვარულმა გამწარა ასე, მესმის როგორი რთული ცხოვრება ჰქონდა და როგორ არ უნდა გათხოვება რადგან ეშინოდა, რომ ჯადოქარს ზურგს აქცევდნენ და იტყოდნენ ეშმაკიაო, მესმის როგორ ცდილობდა, რომ მამაჩემი არ შეყვარებინა და გრძნობები არ გაჩნოდა, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც მოხდა და მას მამაჩემი შეუყვრდა, დამნაშავე მამაჩემია მას ცუდად მოექცა რადგან ჯადოქარი იყო - მშვიდად საუბარი დაიწყო თროიმ.
- კი მაგრამ რა ექნა როცა გრძნობები არ ჰქონდა მის მიმართ? - თქვა ქეითმა.
- ცივად არ უნდა მოქცეულიყო, აეხსნა ელემენტარულად, რომ არ ჰქონდა გრძნობები.
- საქმე მართლა ძაან რთულად ყოფილა, რატომ არის ეს სიყვარული ასეთი?.
- როგორი?.
- მტკივნეული ზოგიერთისთვის.
- არ მესმის, მაგრამ მე არ შემიძლია ის ქალი დავადანაშაულო, მას სიყვარულმა გაუმწარა ცხოვრება და ხალხის ბედნიერების დანგრევა მოინდომა.
- როგორ შეგიძლია ეს თქვა? მან დაგწყევლა თროი.
- მიზეზი სიყვარულია, მან ის შურიანი გახადა.
- არ მესმის შენი.
- შენ მკაცრი და სერიოზული გეგონე, გეგონა ავფეთქდებოდი და იმ ქალს ვეჩხუბებოდი? ასეთი არ ვარ, ყველასი მესმის და კეთილი ვარ ზედმეტად, უბრალოდ უაზრო ადამიანებს ვექცევი ასე და კარგი და ცუდი ადამიანის გაგება შემიძლია - გაიცინა თროიმ.
- ეს კარგი თვისება.
- ყველაზე ცუდი ისა, რომ ლიდია განადგურდება ეს, რომ გაიგოს, არც მინდა, რომ გაიგოს არამგონია დედამისის გაგება შეძლოს, აირევა და ცხოვრება თავზე ჩამოენგრევა.
- ჯობს არ გაიგოს.
- მაინც გაიგებს, ტყუილს ფარდა ყოველთვის აეხდება.
- რთული იქნება მისთვის, როგორც ეს შენთვისა.
- ჩემი დარდი ისა, რომ არ მინდა მასთან ურთიერთობა გამიფუჭდეს - უთხრა თროიმ.
- ეს უნდა მოაგვარო, და მას უნდა აუხსნა ყველაფერი.
- ჯობს წავიდეთ - თქვა თროიმ და წამოგდა.
ქეითი მას გაჰყვა და ადელაინის კარავში შევიდნენ, ბავშვები მათ ელოდებოდნენ და ისინი, რომ მოვიდნენ წასასვლელად წამოდგნენ.
- დღეს არამგონია ვარჯიშისთვის მზად იყოთ, თროის რთული დღე აქვს - თქვა ნოამ და ადელაინს დაემშვიდობა.
ბავშვები იქიდან გამოვიდნენ და ნელი ნაბიჯებით წავიდნე საკუთარ სამყაროში, და ძველ მუხასთან ტრიალი დაიწყეს. თროის დიდი ოცნება ჰქონდა და ყველაფერი თვალწინ ჩამოენგრა, არ უნდოდა ლიდიას დედის დადანაშაულება. პრობლემის მალე მოგვარება სურდა, რადგან ლიდიასთან დაახლოება არ გამოუვიდა. მისთვის რთული იყო ეს ყველაფერი, და ფიქრობდა, რომ ამაღამ ფიქრისგან დაძინება გაუჭირდებოდა. რა რთული ყოფილა მისი ცხოვრება, ყველაფერი ადვილი მოეჩვენა მაგრამ ახლა ამას ვერ უმკლავდება. ვერ ეგუება ამ ყველაფერს და ყვირილი უნდა, რადგან მისი ცხოვრება რთული გახდა მან თავის თავს დარწმუნა, რომ უფრო გაძლიერდებოდა და ვერაფერი დაქცევდა მას.






















ახალი თავის დაიდო იმედი მაქვს მოგეწონებათ და წაკითხვით ისიამოვნებთ🤍⚜მოკლე თავია და დიდ ბოდიშს გიხდით, მადლობთ, რომ დროს უთმობთ ამ მოთხრობას❤🕊შემდეგ თავებში ალბათ ჩახლართული პრობლემები ექნებათ მოთხრობის პერსონაჟებს🌸🦋იმედი მაქვს ისიამოვნებთ შემდეგი თავებით

მოჩვენებების მკვლევრებიWhere stories live. Discover now