თავი 50

85 15 15
                                    

ცა ზუზუნებდა და ელავდა, ყველგან სიბნელე იყო ჩამოწვეული ნაცრისფერი ღრუბლების გამო. ელვა მას ბრძოლისკენ ანიშნებდა და ძლიერად ელავდა. გარედ ისევ საშინლად სციოდა და იყინებოდა იქაურობა. მოსახლეობა მომზადებული გამოვიდა გარედ, ყველგან დემონები იყვნენ თავშემოყრილნი. იმდენი იყვნენ, რომ მათი რაოდენობა ათასზე მეტს უდრიდა. ქეითი და ვილიამი სირბილით მოვიდნენ იმ ადგილას სადაც ბრძოლა უნდა გამართულიყოს. მათი მეგობრები უკვე მომზადებულები იყვნენ და მათ ელოდებოდნენ.
- ფრთხილად იყავით, თავს გაუფრთხილდით და გონივრულად იმოქმედეთ არცერთი თქვენგანი არ დაშავდეს, მათი რაოდენობა ჩვენზე მეტია - გააფრთხილა ნოამ ხალხი.
უცებ ხარხარი მოესმათ, ერთი დემონი საზარლად ხარხარებდა და ნოა მას გაფართოებული თვალებით შეხედა. ის მისი მტერი იყო, რომელმაც მოკლა იგი. ნოა სიბრაზით აივსო და მისი მოკვლა ისურვა, დიდიხანია შურისძიება სწყუროდა.
- ბატონი ნოა? შენ ხომ მოგკალი ახლა მოჩვენებად გადაიქეცი? - ცინიზმი არ დაკლო დემონმა.
- აა ბატონო ვლად? მეგონა დიდხანს იცოცხლებდით, მაგრამ თქვენ დემონი გამხდარხართ - სიცილი დაიწყო ნოამ, დემონი გამწარდა მის სიცილზე.
- შევუტიოთ - უბრძანა დემონმა თავის დემონებს და დაიწყეს შეტაკება.
ყველამ მათ წინაღმდეგ გაეშურნენ და დაიწყეს საკუთარი ძალებით შეტევა. ადელაინს არ ჰქონდა ძალა ის უბრალოდ ცეცხლოვან მშვილდს ისვრიდა, მას ძალიან კარგად გამოსდიოდა მშვილდოსნობა. რამოდენიმე დემონს ესროლა, რომლებიც სუსტები იყვნენ და ისინი დაწვა. თვითონ რამოდენიმე სროლა აცილა გონივრულად და თავისი თავი დაიცვა. ყველას რიტუალით ჰქონდათ დაცული თავები, ამიტომ უჭირდათ დემონებს მათი მოკვლა. ლიდია მთელი სისწრაფით გარბოდა დემონების გარშემო და უკნიდან ურტყამდა მათ. საკმაოდ ბევრ დემონს დახვია თავბრუ და მოკლა რამოდენიმე. ვილიამი ცაში იყო ასული და მაღლიდან ისვრიდა დემონებს თავისი ძლიერი ლურჯი მაგიით. მაგია ყველაზე ძლიერი რამ არის, ამიტომ ძალიან იოლად კვდებოდნენ დემონები. დრაკო ცეცხლს ისვრიდა და კლავდა ყველა სუსტ დემონს. ძირს დაეშვა მაღლიდან და გარშემო ცეცხლი წაუკიდა და დემონებს გზა ჩაუკეტა წრიულად. ვილიამმა კი წრეში ესროლა და ძალიან ბევრი დემონი მოკლა. დრაკომ და ვილიამმა ერთმანეთს ხელი დარტყეს კმაყოფილნი. თროი თავისი ძლიერი მაგიით უამრავ ძალას ისვრიდა. დიდი ქარიშხალი ამოატრიალა თავისი ძალით და რამოდენიმე დემონი დაიღუპა გრიგალით. ხან სეტყვა წამოიწყო და დემონებს ხელი შეუშალა. ერთ დემონს კი ჭექა - ქუხილი დარტყა თავს და მოკლა. უფრო ხშირად თავის შავ მაგიას ისვრიდა, რომელიც მას აძლიერებდა. რაც შეხება ქეითს ისიც გონივრულად მოქმედებდა და ყველა დემონს კლავდა. ყველანაირ ძალას ხმარობდა იმისთვის, რომ გაენადგურებინა დემონი. ქეითმაც ძალიან ბევრი დემონი მოკლა, მათ მოსახლეობას ეხმარებოდა რომლებიც გამორჩეულები იყვნენ. მხოლოდ ხუთი ძლიერი დემონი დარჩა რომლიც მოკვლას მათ გაუჭირდებოდათ. ნოა მათ შორიდან თვალ - ყურს ადევნებდა და გულშემატკივრობდა. ერთ - ერთი დემონი დრაკოს გადაეკიდა და მას დასდევდა დრაკო ყველა მხრიდან ცდილობდა მის მოკვლას და ესროდა ცეცხლს. უცებ დემონმა დრაკოს ძლიერად დარტყა და უკან გადაგდო, დრაკოს მაგივრად ვილიამმა დაუწყო მას ბრძოლა. დემონმა ქვა აიღო და ვილიამს ესროლა, ვილიამმა თავი დახარა და ქვა აცილა. ვილიამმა მიწას ფეხი ძლიერად დარტყა და მიწამ ძანძარი დაიწყო, ქვიშა ხელებით ასწია და დემონს შეასხა თვალში. დრაკომ დრო იხელთა და დემონი მისი ძლიერი მწვანე ცეცხლით დაწვა. ოთხი დემონი დარჩა, ერთს ლიდიამ თავბრუ დახვია ბევრი რამ ესროლა, მათ შორის მოსახლეობას უსვრიდა რაღაცებს, ბოლოს ადელაინის მშვილდი მოხვდა თავზე და ძირს დაეცა დემონი. ვილიამი ერთ ძლიერ დემონს გადაწყდა, დემონმა ფეხი ძლიერად დარტყა მიწაზე და დედამიწამ ძანძარი დაიწყო. ყველაფერი მოძრაობდა თითქოს მიწისძვრა მომხდარიყო. ყველამ წონასწორობის შენარჩუნება სცადეს მაგრამ დაეცნენ. ვილიამი წამოდგა ძლივს და მაგ დემონს თავისი ლურჯი მაგია ესროლა, დემონმა აცილა. ვილიამმა მეორეჯერ ესროლა დემონმა ისევ აცილა. ვილიამი გაბრაზდა და თვალები ლურჯად აენთო. მისი ლურჯი პორტალი დიდი ბურთივით გაზარდა, ყველგან მკვეთრად მოსჩანდა მოელვარე ლურჯი შუქი, რომელიც სიბნელეს ანათებდა. ვილიამმა ეს ძალა ესროლა დემონს და დემონი მთელი ძალით დაეცა ძირს. ვილიამი დაღლილი ჩამოჯდა მიწაზე და ოხვრა დაიწყო, დარჩა ორი ძლიერი დემონი რომელსაც ყველა ებრძოდა და ვერ და ვერ მოკლეს. ერთი დემონი მოულოდნელად გაუჩინარდა და თროის უკნიდან ესროლა, თროი დაეცა ძირს და ტკივილისგან შეიჭმუხნა. ცდილობდა დემონის ძებნას, მაგრამ ის უჩინარი იყო და არსაიდან ჩანდა. უცებ დიდი ქვა მოისროლა ვიღაცამ და თროიმ მოულოდნელად აცილა და აჩქარებულ გულზე დაიდო ხელი. ქვა ისევ მოისროლეს ისევ აცილა და თვითონაც აიღო დიდი ქვა თავისი ძალებით. ეს ქვა ისროლა ერთ ადგილას მაგრამ არავის მოხვდა, მიხვდა, რომ არასწორად ისროლა. ლიდიამ მისი დახმარება გადაწყვიტა და თვალები ძლიერად დახუჭა. უჩინარ დემონი დაინახა, ახლა მის გარშემო დაიწყო სირბილი და ტრიალი. ხან რას უსვრიდა, ხან რითი ურტყამდა დემონი დაჰღალა. დემონი მოულოდნელად გაჩნდა თროისთან უჩინრობის გარეშე.
- იმედი მაქვს მიცანი - საზარლად უთხრა და თვალი ჩაუკრა.
- ვინ ხართ?.
- როგორ მიბედავ შეპასუხებას, შენ გამო შვილმა მომკლა - თროის თვალები გაუფართოვდა იცნო ლიდიას დედა.
- ღმერთო ჩემო ეს თქვენ ხართ?.
- გაგიკვირდა? ახლა მე მოგკლავ შენ.
- იოცნებეთ - თქვა თროიმ და მთელი ძალით დარტყა დემონს, დემონი ინერცით გადავარდა.
ლიდია მასთან მივიდა და ხელში აღებული ქვის ჩარტყმას აპირებდა, როცა ნაცნობი ხმამ ხელები აუკანკალა.
- დედას მეორეჯერ კლავ? - ირონიულად უთხრა დედამისმა.
- იმსახურებ.
- რაც ჩაიდინე ამას გაზღვევინებ.
- ვერაფერს მიზამ, შემიძლია ხელმეორედ მოგკლა.
- ამისთვის გატარე მუცელში 9 თვე? ამისთვის გაგზარდე, რომ მოგეკალი? მშობლის პატივცემა არ იცი.
- თავს ნუ მაბეზრებ, შენი მოკვლა უფრო მინდება - დემონმა ვერ მოითმინა და მთელი ძალით ისროლა ლიდია.
თროიმ ეს შეამჩნია და ძალიან გაბრაზდა, მოულოდნელად ხელებზე ვენები დაეტყო და თვალები გაუშავდა. გამუქებული თვალებით უცქერდა ბრძოლის ველს და ვიღაცის მოკვლა სწყუროდა საშინლად. დატრიალდა და მაღლა აეშვა, ამის გამო ძლიერი ჭექა - ქუხილმა დაიქუხა. ცამ ზუზუნს მოუმატა და სამყარო სასტიკი და მისტიკური გახდა. ყველგან შავი აურის ფერი იდგა, თროის ხელში მოქცეული დიდი შავი მაგია მეტყველებდა ყველაფერს, რომ მალე დანგრევდა დემონებს. ნოას ბოსს თვალები გაუდიდდა, ყველაზე ძლიერი მაგიის მფლობელი ადამიანი, რომ დაინახა. მის გულში შიშის გრძნობამ გაიღვიძა, მიხვდა, რომ ბრძოლა ადვილი არ იქნებოდა. მაგრამ მას დამარცხება და დაცემა არ სურდა, ამას ვერ შეგუებოდა. უფრო მოიკრიბა ძალები და მისკენ გაეშურა, თროიმ მომავალი დემონი დაინახა თუ არა მას ესროლა ყველაზე ძლიერი ძალა. დემონი ინერცით გადავარდა შორს, და ადგომა გაუჭირდა. თროი ახლა ლიდიას დედას დასდევდა მოსაკლავად და თვალები სიბრაზისგან ჩამუქებული ჰქონდა. მას ვერავინ შეაჩერებდა, ვერც თვითონ აკონტროლებდა მის ძალას და დაუფიქრებლად კლავდა მტერს. ლიდიას დედამ გაუჩინარება მოასწრო და თროის თვალთახედვიდან გაქრა, ამან თროი უფრო გაბრაზა. ნოას მტერი წამოდგა ზლოზნით და უკან წამივიდა. ბრძოლის ველზე დადგა და თროის გაბრაზებული გახედა, მერე ყურადღება ქეითზე გადაიტანა და მიხვდა, რომ მისი მოკვლა შეუძლებელი იყო. ამიტომ გადაწყვიტა პირველი ქეითი მოეკლა თავისი მეთოდით. საკუთარი წითელი ძალით დაიწყო მაღლა ტრიალი და ქეითს ესროლა, ქეითმა საბედნიეროდ აცილა. ქეითი გაბრაზდა და უფრო გაძლიერდა, ყბებზე დაეტყო იისფერი ზოლები და თვალები ვარდისფრად აენთო. დემონს ეშმაკური გამომეტყველებით შეხედა და ანიშნა დავიწყოთო. დემონი ერთ ადგილას გაშრა, მიხვდა, რომ ახლა უფრო რთულად ჰქონდა საქმე. ქეითი მაღლა ავიდა და დემონს მიუახლოვდა, თავისი ვარდისფერი ძალა ესროლა და დემონმა აცილა. ქეითი უფრო გაბრაზდა და კიდევ ესროლა, ასე აგრძელებდა გამწარებით სანამ მას არ ისვრიდა ვერ გაჩერდებოდა. დემონი ძირს დაეშვა და ქეითის ჩამოვიდა, ყველაფერი ვარდისფრად ანთო და დემონმა მიხვდა, რომ თავისი ძალა გაძლიერა და ახლა ერთი დარტყმით მოკლავდა. ყველგან ვარდისფერი შუქი მოსჩანდა და ეს შუქი უფრო და უფრო იზრდებოდა. გაზრდასთან ერთად ის დემონს საშინელი გამომეტყველებით უახლოვდებოდა. დემონმა მოულოდნელად მის უკან გაიხედა და ქეითის ყურადღებამ მიქცია. ქეითი მოულოდნელად მოტრიალდა და უცებ რაღაც ხმამ თვალები დახუჭინა. ყურები დაეგუბა, ხელებმა კანკალი დაიწყეს. თვალები გაახილა და ნოა დაინახა, რომელსაც გულში ხანჯალი ჰქონდა და ძლივს სუნთქავდა. დემონმა კმაყოფილი ჩაიცინა, ქეითს თვალები გაუფართოვდა და ნოასთან ჩაიმუხლა. ტირილი დაიწყო და მას უყურებდა, ნოა კი ბედნიერი თვალებით უღიმოდა ქეითს.
- უკანასკნელად გხედავ - ამოილაპარაკა კნავილით.
- გთხოვ, დარჩი არ დაგვტოვო.
- ჩემი სული ფერფლდება - ძლივს წარმოთქვა სიტყვები ნოამ.
- ადელაინ, მოდი ამას საიქიოში მისვლის რიტუალი ჩაუტარე, რომ მშვიდად განისვენოს არმინდა საბოლოოდ გაქრეს, გთხოვ სანამ დროა - ტირილით დაუყვირა ადელაინს ქეითმა, ადელაინის ეგრე მოიქცა ჩქარა მოვიდა და ნოა სხვა ადგილას გაიყვანა.
მასთან ჩამუხლდა და თავისი რიტუალის ჩატარება დაიწყო, ქეითმა დემონს გამწარებული შეხედა.
- შე ნაბიჭვარო, მოგკლავ არ შეგარჩენ - ყვირილი დაუწყო, დემონმა ხარხარი ატეხა.
თროი გაბრაზებული ადევნებდა თვალს ყველას, ყველაზე მეტად კი ლიდიას დედას უშტერებდა. ხელები გაჭიმა და ყველაზე გრძელი დიდი შავი ხანჯალი შექმნა თავისი გონებით, იმ ხანჯალს შეულოცა და გაძლიერა მისი ძალა. მთელი ძალით ირბინა და ახტა მაღლა, ლიდიას დედასთან დაეშვა და მას ეშმაკური ღიმილი ესროლა. ლიდიას დედამ მის ხელში ხანჯალი, რომ შეამჩნია თვალები გაუფართოვდა. თროიმ ესროლა და ხანჯალმა ინსტიქტურად იმოქმედა და ძალით დახმარებით მოაჭრა თავს დემონს. თროიმ კმაყოფილი ჩაიღიმა და მისი თავი ფეხით გაისროლა. მოტრიალდა და დემონების უფროსს გაუღიმა, უფროსი მას შეშინებული თვალით უცქერდა.
- მხოლოდ თქვენ დარჩით ბატონო? რა სამწუხაროა, მეტი ბრძოლა აღარ მომიწევს, სად არიან თქვენი ძლიერი მებრძოლები? - ცინიკურად უთხრა და სიცილი დაიწყო.
- არ არის ჩემი მოკვლა ადვილი - შიშით უთხრა დემონმა.
- მიყვარს ძლიერი მტერი უფრო მაძლიერებს - გაუღიმა თროი.
ხელი გაჭიმა და შორს გასროლილი ხანჯალი დაუბრუნდა, ხელში დაიჭირა და დემონს მიუბრუნდა. სირბილი დაიწყო, დრაკომ და ვილიამმაც თროისთან ერთად შეუტიეს მაგრამ დემონმა ყველა გაისროლა. ძირს დაეცნენ და ამან უფრო გამწარა თროი და გაძლიერა.
- რა გეგონათ? ჩემი მოკვლა ადვილი იყო? - სიცილი დაიწყო დემონმა.
დრაკომ ცეცხლი ესროლა და აცილა, ამიტომ მეტი აღარ შეძლო და დაღლილი უცქერდა დემონს. ვილიამმა ყველა მხრიდან სცადა შეტაკება მაგრამ უშედეგოდ. თროი ყველა ძალას ხმარობდა, ურჩხულს გავდა რომელსაც ადამიანის მოკვლა სურდა. დემონს ვერ კლავდნენ და ამდენი ძალის გამოყენებისგან ყველა დაიღალა.
- არ შეგარჩენ - დაიყვირა ქეითმა, რომელიც ერთ ადგილას იყო დარჩენილი და ვერ ბრძოლობდა.
ბრძოლის ველზე დასევდიანდა და განადგურდა, რადგან მის საყვარელ ადამიანს კარგავდა. ამის გამო მან შეჩერდა და აღარ იბრძოდა, მაგრამ ახლა დემონის სიძლიერემ ის მაგრად გამწარა. ანთო თავისი ვარდისფერი მაგია და მასთან მოემართა, დემონს ძლიერად ესროლა და ინერციით გადაგდო შორს. დემონი წამოდგა და თავისი შესაძლებობები გაძლიერა, მასთან მორბენალი თროის ესროლა ძლიერად და გაისროლა. თროი ფეხზე მჭიდროდ დადგა და სიცილი დაიწყო , რადგან არ დაეცა. ქეითი დემონს უყურებდა და სიბრაზე ევსებოდა, მან მისი საყვარელი ადამიანი მოკლა და არ უნდა დაენდო. დანებებას და დამარცხებას არ აპირებდა, მას გამარჯვება წყუროდა და მზად იყო მის დასამარცხებლად. დამარცხებას ვერ შეგუებოდა, ვერც დემონის არსებობას გადაიტანდა. ის ახლა დიდ გზაზე იდგა და სამყაროს დასაცავად იბრძოდა. ბოროტი ძალებისგან იცავდა თავის სამყაროს, რომელიც ღმერთმა შექმნა.
- ქეით - ფიქრებიდან ვილიამის ხმამ გამოარკვია, ამიტომ მას შეხედა.
- ჩვენი გალაქტიკის დროა - ქეითმა მას თავი დაუქნია და მასთან მივიდა.
ვილიამს ხელი ძლიერად ჩასჭიდა და მათ შუაში ანთო გალაქტიკის ფერები, ვარდისფერი და ლურჯი ერთმანეთს შერწყდნენ. გალაქტიკა უფრო და უფრო ძლიერდებოდა, ფერები კი უფრო და უფრო ლამაზს ხდიდა იქაურობას. გაზარდეს გალაქტიკა და გრძნობდნენ, რომ ენერგია ეცლებოდათ.
- ქეით, ვილიამ, მოინდომეთ მთელი ძალა ჩადეთ ამაში, ბოლომდე მიაწექით - მოესმა ქეითს დედამისის ხმა და ეს უფრო გაძლიერა და მოტივაცია მისცა.
თროი აგრძელებდა დემონთან ჩხუბს და მას ბევრი რამით ტანჯავდა და დიდ ტკივილს აყენებდა. დრაკოს ბრძოლა აღარ შეძლო და ისვენებდა. ქეითმა და დრაკომ ლორას თქმით მოექცნენ. თვალები ძლიერად დახუჭეს და მთელი ენერგია ჩადეს მისში. ძალები ნელ - ნელა ეცლებოდათ. გალაქტიკა გაიზარდა და ყველაფერი მოიცვა, დიდ პორტალს ჰგავდა რომელსაც დიდი გასასვლელი გზა ჰქონდა. დემონი გაკვირვებული შეხედა გალაქტიკას და მათმა შესაძლებლობებმა გაკვირვა. უცებ გალაქტიკა გაძლიერდა და მაგნიტივით მიძიდულობა დაიწყო. დემონს ჩაებღაუჭა და გალაქტიკის შიგნით ითრევდა. დემონი ვერ ეწინაღმდეგებოდა, რადგან ძლიერი იყო მათი ძალა. ყველგან ქარი ქროდა ძლიერად მათი გალაქტიკის გამო, დემონი ამდენი წინაღმდეგობის მიუხედავად მაინც შეითრია გალაქტიკამ იგი. ჰაერივით წაიღო დემონი და გაუჩინარდა. გალაქტიკიდან დემონის კვალი არსად ჩანდა, ის დიდ უფსკურლს ესროლეს სადაც მისი სული ფერფლად იქცა.
- ხელი გაუშვით ერთმანეთს - ყვიროდა ლორა და მათ გამოფხიზლებას ცდილობდა.
ძლივს გაუშვეს ხელები ერთმანეთს და ორივე ინერცით გაისროლა რაღაც ძალამ. თავი ძალა გამოცლილმა ასწია ქეითმა, და ვილიამს შეხედა. ვილიამი მას უღიმოდა რადგან ცოცხალი იყო და გადარჩა, ქეითი სუსტად მირბინა ნოასთან. რომლიც სუნთქვას ძლივს ისმოდა, ქეითს თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა.
- ნოა - ნოამ თვალები გაახილა და მას გაუღიმა.
- ვამაყობ შენით, შენ ჩემი მტერი მოიშორე და მეც მომეცი მშვიდად განსვენების უფლება.
- ახლა უშენოდ გამიჭირდება ნოა.
- ქეით, შენ ძლიერი ხარ ამას გადაიტან, რადგან გვერდით საუკეთესო ადამიანი გეყოლება და ის ყველაფერში დაგეხმარება, იღბლიანი ხარ რადგან მას უყვარხარ - ხელით ანიშნა ვილიამზე, ვილიამმა ნოას გაუღიმა.
- ნოა ვერ შევძლებ შენ დატოვებას?.
- დიდხანს თუ დავრჩებოდი ბოლოს ფერფლად ვიქცეოდი, რადგან სიბრაზის და შურისძიების გრძნობა გამიქრდა.
- მშვიდად განისვენე ძმაო - მხარზე ხელი დაუდო ვილიამმა, ნოამ გაუღიმა.
- ქეითს გაუფრთხილდი.
- ნოა მიჭირს შენთან განშორება, რამდენი მოგონება გვაქვს შენთან ერთად. - უთხრა დრაკომ, და ცრემლები მოიწმინდა.
- მე ისედაც სული ვიყავი.
- მაგრამ შენ ჩვენთვის საუკეთესო ადამიანი იყავი, რომელიც გვეხმარებოდა ყველაფერში მადლობელი ვარ რაც ჩვენთვის გაკეთე და ეს ძალები გვაჩუქე. - უთხრა თროიმ.
- ჰო მაგ ძალებს გაუფრთხილდით, ვამაყობ თქვენით და მადლობელი ვარ, რომ მეხმარებოდით, ქეით ყოველთვის მეყვარები - მიუბრუნდა ქეითს, მან კი ქვითინს უმატა, ვილიამმა ის მიხუტა.
ნოამ თვალები დახუჭა და მაღლა ავიდა, ნელ - ნელა ადიოდა მაღლა და მალე გაუჩინარდა დაიკარგა მათ თვალთახედვიდან.
- მშვიდად დადგა სამოთხის კარს - თქვა ადელაინმა.
ქეითი იჯდა და ტიროდა, უჭირდა ნოასთან განშორება. გულში დიდი სიცარიელე იგრძნო, მიხვდა, რომ ის მისთვის საუკეთესო ადამიანი იყო რომელიც დაკარგა.
- ქეით, ამას უნდა შეგუო მე შენც გვერდით ვიქნები და ერთად გადავიტანთ, შენ ძლიერი ხარ არ უნდა დაეცე და ცხოვრება უნდა გაგრძელო ნოას გაუხარდება, მე დაგეხმარები ყველაფერში. - უთხრა ვილიამმა და უფრო მიხუტა.
- ის ჩემთვის ბევრს ნიშნავდა.
- მესმის შენი, ვიცი როგორ რთულია ამიტომ გთხოვ თავი ხელში აიყვანე - ქეითმა თავი მის კისერში ჩარგო.
- დაპირებული პირობა ასრულებულია.
- მიხარია, რომ არ დამტოვე.
- ჩემთვისაც რთული იყო.
- მესმის.
- ახლა სულ შენ გვერდით ვიქნები და მეყვარები.
- მეც მეყვარები.
- ჩვენ გამარჯვებას გაუმარჯოს - ორი წითელი ღვინით ხელში დაბრუნდა თროი და მათ მიაწოდა ღვინო, ქეითმა ცრემლები მოიწმინდა და გაიღიმა.
ლიდიამ თროისაც დასხა ღვინო და ლოყაზე აკოცა, ყველა შეიკრიბნენ და ერთმანეთს მიუჯახუნეს ჭიქები.
- გაუმარჯოს - გაისმა მათი მხიარული შეძახილები.




მოჩვენებების მკვლევრებიWhere stories live. Discover now