თავი 45

23 13 0
                                    

ქეითს დიდხანს დასვენება მობეზრდა და წამოდგა საწოლიდან, ვილიამთან და ნოასთან ერთად დატოვა კარავი. გზაში სეირნობდნენ მოულოდნელად მათ დრაკო შეფეთა მთელი სიჩქარით.
- ახალი ამბავი გაიგეთ? ლიდიამ დედამისი მოკლა - ხვნეშით თქვა დრაკომ და აჩქარებული გულის შეჩერება სცადა.
- ვფიქრობ ამას ინანებს - თქვა ქეითმა და გზა გაგრძელა.
- მაგრამ ლიდიამ ყველა იხსნა საფრთხისგან, რახან მან დედამისი მოკლა ჩვენი გამარჯვების შანსი დიდია - თქვა ჩაფიქრებულმა ნოამ, ქეითმა თვალები ატრიალა.
- მკითხაობის სწავლა მინდა - მოულოდნელად თქვა ქეითმა, ყველა მას გაოცებული თვალით შეხედეს.
- კარგი - თავი დაუქნია ნოამ დიდიხნიანი სიჩუმის შემდეგ.
ნოამ ქეითი ერთ გამოცდილ მკითხავთან მიყვანა, მკითხავი წამოდგა და თავაზიანად მიესალმა ქეითს.
- დაჯექით გიმკითხავებ.
- არა მე მკითხაობის სწავლა მინდა.
- კარგით, რითი დავიწყოთ?.
- ტაროთი - უთხრა ქეითმა.
ბავშვებმა ქეითი მარტო დატოვეს და წავიდნენ, ქალმა ტაროს კარტი ამოიღო და მაგიდაზე დალაგა. ტაროს კარტი ძალიან ბევრი იყო, სხვადასხვა სახელებით. მაგრამ ქეითს ძალიან ეადვილებოდა ამის სწავლა, ქალმა ერთი კარტი ანახა სადაც ეწერა სულელი.
- ეს კარტი ნიშნავს თქვენ ცხოვრებაში ახლის დაწყებას დაიმახსოვრეთ - აუხსნა ქალმა და ქეითმა თავი დაუქნია.
ქალმა რამოდენიმე არკანი აუხსნა და ქეითმა ყველა დაიმახსოვრა, ქალმა კმაყოფილი ჩაიღიმა. ქეითმა ახლა ტაროს გაშლების სწავლა დაიწყო, ზოგადად გაშალა იმაზე რისი თქმა სურს ტაროს მისთვის. სამი კარტი დალაგა მაგიდაზე და იმ კარტების კითხვა დაიწყო. ეშმაკი, რაინდი ათი ხმალით, და ჯადოქარი. ქეითმა ამ არკანებში უსიამოვნება იგრძნო, მიხვდა, რომ ძალიან ცუდი რამე მოხდებოდა და ეს არკანები მას აფრთხილებდნენ მაგრამ ღრმად ვერ გაიგო რადგან დამწყები იყო.
- ბევრი მოულოდნელი ამბავის გაგება მოგიწევს და ეს შენ დაგაშოკებს, გაგანადგურებს და გულს გატკენს, ყველაფრისთვის მზად უნდა იყო, ვფიქრობ ჯობია ბრძოლაში არ წახვიდე ბედად სიკვდილი გიწერია - აუხსნა ქალმა, ქეითს ხელისგული გაოფლიანდა.
- თუ ეს ჩემი ბედია, რომც არ წავიდე ეს მაინც მოხდება - თქვა ქეითმა.
- მართალიხარ ბედის შეცვლა არავის შეუძლია.
- მზად ვიქნები მოულოდნელი ამბებისთვის - თავი ხელში აიყვანა ქეითმა და სწავლა გაგრძელა.
რამოდენიმე საათში ტაროს კარტები კარგად აითვისა, და ბევრი რამ ისწავლა. ვილიამის გრძნობებზე გაშალა და ტაროსგან პასუხები, რომ გაიგო ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა. ქალს ჩაეცინა და მას ტაროს კარტი აჩუქა, სულ ახალი იყო და ქეითმა თავი დაუქნია მადლობის ნიშნად.
- შეგიძლიათ, ყავაზე მკითხაობა მასწავლოთ? - ქალმა ჩაიცინა და ყავა ადუღა, ქეითს გაუხარდა.
ერთად ყავა დალიეს და ისაუბრეს ბევრ რამეზე, მკითხაობაზე და მისი პირველ გამომგონებელზე. ქეითი მასთან დროს კარგად ატარებდა და მისგან ბევრ რამეს სწავლობდა, ყავა, რომ დაცალეს შიგ ჩახედვა დაიწყეს.
- გველს რატომ ვხედავ? - ჰკითხა ქეითმა, ქალმა მისი ჭიქა გამოართვა და შიგ ჩაიხედა.
- მტერს უნდა მოერიდო, დიდი ბრძოლა გელის მასთან. - უთხრა ქალმა.
- ალბათ დემონს გულისხმობს - თვალები ატრიალა ქეითმა.
ისევ დაიწყეს ყავაში ჩახედვა და ბევრი რამე გაიგეს, ქეითმა ყავაზე მკითხაობა კარგად ისწავლა და კარგადაც მკითხაობდა. ქალმა ქეითს ხელი ჩაჰკიდა და ხელით დაიწყო მკითხაობა, უჩვენებდა ზოლებს და ამის მნიშვნელობას ასწავლიდა ქეითი კი ბეჯითი მოსწავლესავით იმახსოვრებდა. საკმაოდ კარგად აითვისა ეგ ყველაფერი დიდიხნიანი სწავლის შემდეგ, ძალიან ბევრი საათი მოუნდა ამ ყველაფრის სწავლას. ტაროს კარტი შეინახა ქეითმა და ქალს მადლობა გადაუხადა, თბილად დაემშვიდობა მას და კარავიდან გავიდა. ნელი ნაბიჯებით სეირნობდა და კმაყოფილი იყო ამ ყველაფრით, მისთვის ძალიან ადვილი გამოდგა მკითხაობა. თან მალე აითვისა ეგ ბევრს არ შეძლო, სიარულით ადელაინის კარავთან მივიდა და თავისი ყველა მეგობარი იქ დაინახა თავშემოყრილი. მათთან მივიდა და შეუერთდა მათ საუბარს, თავიდან ვერაფერს იგებდა რაზე საუბრობდნენ და ბოლოს გაიგო.
- თუ ლიდიამ დედამისი მოკლა ის მალე დემონად გადაიქცევა და მათ ჯგუფში შევა და ჩვენც წინაღმდეგ დაიწყებენ ბრძოლას - ლაპარაკობდა ნოა და წამდაუწუმ ქეითს უყურებდა.
- ახლა უფრო შემძულდა დედაჩემი - თქვა ზიზღით ლიდიამ.
- რა სამწუხაროა, ძალები უფრო და უდრო გაერთიანდება - თქვა თროიმ.
- უკვე შევიდა მათ ჯგუფში ლიდიას დედა - უთხრა ნოას ადელაინმა, და ნოას თვალები გაუფართოვდა.
- არ მიკვირს - თქვა საბოლოოდ.
- შეიძლება დემონები უჩინრად შემოიპარებიან აქ და ჩვენგან ინფორმაციებს იღებენ რათა შეგვისწავლონ და დაგვამარცხნონ - ხმა ამოიღო ქეითმა და ყველას მას შეხედა.
- მართალია - თქვა დრაკომ.
- ქეით რა ქენი იქ? - ჰკითხა ვილიამმა და გაუღიმა.
- როგორც მეგონა, უფრო მალე ავითვისე ყველაფერი - წამოიძახა გახარებულმა ქეითმა.
- მკითხაობა მხოლოდ ამბების გასაგებად გამოგადგება და არა ბრძოლაში - უთხრა თროი მას.
- მერე ახალ სიახლებს გავიგებ ამ დემონებზე და უფრო გავაძლიერებ ჩემ უნარებს ბრძოლაში - თვალი ჩაუკრა ქეითმა.
- მართალია - კიდევ დაეთანხმა დრაკო მას, ქეითი კი ჩაიცინა.
ქეითს მოულოდნელად ჯიბიდან ტაროს კარტი დაუვარდა, ქეითმა მომღიმარი სახით აიღო თავისი კარტი.
- მკითხავმა მაჩუქა - უთხრა ბავშვებს.
- მე და ლიდია ერთად ვართ - თქვა თროიმ და ქეითს ხელიდან დაუვარდა ტაროს კარტი.
- ასეც ვიცოდი, რომ ეს მოხდებოდა - თქვა ნოამ და მათ გაუღიმა.
- მაგარია - აღტაცებას ვერ მალავდა ქეითი და ტაშს უკრავდა.
- ჩვენ როდის ვიქნებით ერთად? - ყურში ჩასჩურჩულა ვილიამმა, ქეითმა თვალები ატრიალა.
- არასდროს - ცივად გასცა პასუხი, ვილიამი კი გაბუსხული დაბრუნდა თავის ადგილს.
ადელაინი წამოდგა და გარედ გავიდა მოულოდნელად, ნოამ მას თვალი გაყოლა და ისევ ბავშვებს დაუბრუნდა. მათ ელაპარაკებოდა და საბრძოლველად ამზადებდა, დრაკომ ადელაინის გარეშე ვერ გაჩერდა და კარავიდან გავიდა. ყველგან ადელაინს ეძებდა და მთელი სისწრაფით გარბოდა, ბოლოს ერთ ადგილას გაჩერდა სადაც არავინ არ იყო. მანდ მივიდა და აქეთ - იქეთ დაიწყო თვალით ცეცება, თვალი ადელაინს მოკრა რომელიც მარტო იჯდა და ცრემლებს იწმენდდა. მასთან მივიდა და გვერდით მიუჯდა, მტირალა ადელაინს შეხედა და ენა ჩაყლაპა. არ იცოდა, რა უნდა ეთქვა და რითი უნდა ანუგეშებინა ადელაინი.
- ადელაინ, რა გჭირს? - გამბედაობა მოიკრიბა და ხმა ამოიღო.
- არაფერი.
- აბა რატომ ტირი?.
- უბრალოდ დაივიწყე, ეს მნიშვნელოვანი არა - უთხრა ადელაინმა და მისი მოშორება სცადა, რადგან განმარტოება უნდოდა.
- არ წავალ, დავჯდები და მოგისმენ, გაგიგებ და შენც გვერდში ვიქნები რაც არ უნდა იყოს - უთხრა დრაკომ.
- ვერ გამიგებ.
- მე მგონია, რომ გაგიგებ.
- დრაკო, არ იცი როგორი რთულია ჯადოქრობა.
- მეც ჯადოქარი ვარ ადელაინ.
- არა მე ალქაჯად მომიხსენიებენ, რადგან წამლებს ვაკეთებ და რიტუალებს ვატარებ.
- არ ხარ ალქაჯი, შენ ყველაზე საუკეთესო ჯადოქარი ხარ რომელიც ხალხს ეხმარება.
- ჩემნაირი ადამიანების შეყვარება არავის შეუძლია, ხალხს ჩვენნაირი ადამიანები სძულთ და მათი ეშინია, ეშმაკები ვგონივართ.
- დაიკიდე რას იტყვიან ხალხი და რას ფიქრობენ ისინი შენზე, მთავარი იცი რარის? ამ ცხოვრებით ისიამოვნე, შექმენი შენი მიზნები და ოცნებები, იცხოვრე ისე როგორც მოგწონს.
- სიყვარული მჭირდება მეც, სულ მინდოდა გვერდით ისეთი ადამიანი მყოლოდა ვისაც ვეყვარებოდი და გამიგებდა.
- ეჰ სიყვარული? ეგ ყველას უნდა და ცხოვრებაში აუცილებელი და საჭიროა მესმის - თქვა უხერხულად დრაკომ.
- ხო ეს მაკლია მე.
- ნუ ფიქრობ იმას, რომ რადგან ჯადოქარი ხარ არავინ შეგიყვარებს და არავის ეყვარები, შენ ცხოვრებაში მალე თუ გვიან მაინც გამოჩნდება ის ადამიანი ვისაც მართლა ეყვარები ისეთი როგორიც ხარ, ნუ დაიტრესები უცხო ხალხის გამო ვისაც ჯადოქრები სძულთ, ძლიერი იყავი და თავაწეული იარე, არ შეგრცხვეს იმის, რომ ჯადოქარი ხარ რადგან შენ ხალხზე უკეთესი ადამიანი ხარ - ადელაინს ჩაეღიმა და მოციმციმე თვალებით შეხედა დრაკოს.
- მადლობა, კარგი სიტყვებია და შენმა სიტყვებმა მოტივაცია მომცეს და დამამშვიდეს, მაგრამ ჩემ სიყვარულს დიდხანს ველოდები და არ გამოჩენილა ამიტომ მოთმინება მომელია.
- ცხოვრება წინ გაქვს, ძალიან ახალგაზრდა ხარ და ამიტომ ვფიქრობ ჯერ ადრეა სიყვარულის გამოჩენა - ადელაინმა ჩაიცინა.
- თავს მარტოსულად ვგრძნობ.
- მე გყავარ.
- ამას არ ვგულისხმობ, მადლობელივარ ჩემი მეგობრების, რომლებიც გვერდში მიდგანან, მაგრამ მარტო ვარ არავის ვუყვარვარ.
- ერთ ვიღაცას უყვარხარ და შენ ეს არ იცი. - ადელაინს თვალები გაუფართოვდა.
- ვის?.
- საიდუმლოა - ჩაიღიმა დრაკომ.
- უნდა ვიცოდე.
- რა ჯიუტი ბრძანდებით ქალბატონო ადელაინ - სიცილით უთხრა დრაკომ და ადელაინსაც გაეცინა.
- მაინტერესებს.
- რომ გაიგებ გაგიკვირდება და შოკში ჩავარდები ამიტომ არ გეტყვი - დაინტრიგა ადელაინი.
- რა არის ისეთი? - ინტერესით შეხედა დრაკოს.
- მასეთი მზერით ნუ მიყურებ გულს მიჩქარებ - ადელაინს მისი სიტყვები გაუკვირდა მაგრამ არაფერი უთხრა, ისევ ის აინტერესებდა ვის უყვარდა ადელაინი.
- მითხარი იმ ადამიანის ვინაობა.
- მე მიყვარხარ, ამის თქმაც არ ვაპირებდი შენთვის, რადგან შენი პასუხის მეშინოდა, დიდიხანია მომწონდი და ახლა მიყვარხარ, შენ მიმართ გრძნობები მაქვს და ცუდად ვხდები როცა ისტრესები და ამბობ, რომ არავის უყვარხარ, მაგრამ შენ არ იცი ვის უყვარხარ რომელიც ძალიან გიჟდება შენზე - უთხრა დრაკომ, ადელაინი გაფართოებული თვალებით უყურებდა დრაკოს და დაბნეული იყო.
- დრაკო.
- მესმის არ არის საჭირო პასუხის გაცემა, მივიღებ ყველაფერს.
- არვიცი რა გითხრა.
- მესმის მოულოდნელი იყო.
- მაგრამ ვფიქრობ დარწმუნებული ვარ.
- რაზე?.
- ჩემ გრძნობებში, მაგრამ ახლა დამტკიცება მჭირდება - უთხრა ადელაინმა, დრაკო ვერ მიუხვდა.
- რა დამტკ - თქმა არ დაცადა ადელაინმა და ეგრევე ტუჩებში ეცა.
ვნებიანად აყვა დრაკო და კოცნა უფრო გახანძლივა, ვნებიანად კოცნიდნენ ერთმანეთს და დიდ ვნებიან უფსკრულში იყვნენ ჩაძირულები. ადელაინი დიდ სიამოვნებას გრძნობდა კოცნის დროს, მისთვის ყველაზე დიდი ბედნიერება იყო ეს დღე. კოცნას არ წყვეტდნენ რადგან ეს არ შეძლოთ, არ შეძლოთ დიდ სიამოვნებას მომწყდარიყვნენ. ჰაერი, რომ აღარ ეყოთ გაჩერდნენ.
- აბა დამტკიცე? - მომღიმარი სახით ჰკითხა დრაკომ.
- კი მე შენ მიყვარხარ - დამარცვლებით წამოიძახა სიტყვები ადელაინმა და ისევ ეცა მის ტუჩებში.
ბავშვები იჯდნენ და ნოას სამხედრო ტექნიკას უსმენდნენ, თუ როგორ უნდა ებრძოლათ დემონებთან და როგორ მიეღწიათ გამარჯვებისთვის. ყველასთვის მომაბეზრებელი და მოსაწყენი აღმოჩნდა მაგრამ ამას არ იმჩნევდნენ. ქეითი თავის ტაროს კარტს ათამაშებდა ხელში და თავს აძალებდა, რომ ნოასთვის მოესმინა. ვილიამი ქეითს თვალს ვერ აშორებდა და ყურადღება მასზე ჰქონდა გადატანილი.
- არ მორჩი? - მობეზრებით თქვა ლიდიამ და თვალები ატრიალა.
- დამაცადე საუბარი - შეუბღვირა ნოამ.
- ჩემი ტაროს კარტით გავერთობი - თქვა ქეითმა და თავისი კარტები ამოიღო.
- მინდა გავიგო ის რაც საიდუმლოა და არ ვიცი - თქვა და კარტის გაშლა დაიწყო, სამი კარტი დალაგა და თვალები გაუფართოვდა.
ძალიან ღრმა საიდუმლო იგრძნობოდა ამ კარტებში და უსიამოვნება დაეუფლა ქეითს, კარტები ცუდ რამეს მეტყველებდნენ და ამის კითხვას ცდილობდა.
- რატომ მეუბნება, რომ მამა არ მყავს? - გაკვირვებული წამოიძახა ქეითმა, ნოა დაიბნა და ხმა არ ამოიღო.
ვილიამი და თროის ვერ მიმხვდარიყვნენ, რას გულისხმობდა ქეითი რადგან მათმა ამის შესახებ არ იცოდნენ.
- და მეორე კარტი მეუბნება, რომ დედაჩემს არ ვიცნობ რა ხდება? - გაოგნებული იყო ქეითი.
- არასწორად კითხულობ - სცადა მისთვის დაეჯერებინა ნოა.
- არა კარგად ავითვისე ეს კარტები.
ისევ დაიწყო დაკვირვება ქეითმა და ბოლო კარტმა ძალიან დაბნია იგი.
- ნაშვილები ვარ? - ხმა აუკანკალდა და ხელმეორედ გაშალა კარტები.
ისევ იგივე არკანები ამოუვიდა და უფრო დაიბნა ქეითი, ვერ იჯერებდა, რომ ეს მართალი იყო. კარტებს ხელი გამოსტაცა და იმ ქალთან გაიქცა, მთელი სისწრაფით გარბოდა და მას უკან ვილიამი მიჰყვებოდა. იმ ქალის კარავთან გაჩერდა და მასთან შევიდა, ვილიამის შეჰყვა რადგან არ უნდოდა მისი მარტო დატოვება. ქალს აჩვენა ეგრევე კარტები და ქალი შეკრთა, გაკვირვებული შეხედა ქეითს.
- კითხვა არის ის რომ გავიგო ის საიდუმლო რომელიც დამალულია, ტაროს პასუხი კიდევ მეუბნენა ნაშვილები ვარო, მართალია თუ მე გავიგე არასწორად?.
ქალმა ჩაიხედა კარტებში და მათი კითხვა დაიწყო, ქეითს დაღლილი თვალებით შეხედა.
- მოულოდნელია მაგრამ მართალია ტაროს და შენც - უთხრა ქალმა, ქეითი გაიყინა.
ხმა აღარ ამოიღო და გაშეშებული დაიწყო ერთ წერტილს მიშტერება, ვილიამმა მას ხელი მოკიდა და კარავიდან გაიყვანა. დანგრეულ და დაბნეულ ქეითს შეხედა, ვერ მოითმინა მისი ასეთ მდგომარეობაში ყურება და გულში მიხუტა. ქეითს ახლა საღად ფიქრი და აზროვნება არ შეძლო, არ შეძლო დაეჯერებინა ეს ყველაფერი. თავის თავს დაჰპირდა მზად იქნებოდა მოულოდნელი ამბებისთვის, მაგრამ როგორც ჩანს მზად არ იყო. თავი ვილიამის მკერდზე დადო და ფიქრებს მიეცა, რას არ უნდა ყოფილიყო აუცილებლად გარკვევდა ყველაფერს.



























ახალი თავის დავდე იმედი მაქვს მოგეწონებათ❤ცოტა უინტერესო გამომივიდა და ბოდიშს გიხდით, მადლობთ დროს რომ უთმობთ და მაინც, რომ მოგწონთ🌸🤍🦋ერთი სული მაქვს როდის დავამთავრებ😌

მოჩვენებების მკვლევრებიWhere stories live. Discover now