თავი 38

25 14 0
                                    

ქეითმა თავი ვილიამის მკერდიდან გამოსწია და მის თვალებში ჩაიხედა, მისი თვალები გაბრწყინებული, სიყვარულით სავსედ გამოიყურებოდნენ. მის თვალებში დიდი სითბო და ბედნიერება იმალებოდა, როცა ის ქეითის გვერდით დგებოდა. ქეითი სევდიანი გამომეტყველებით უყურებდა ვილიამს, ნაწილობრივ უხაროდა, რომ ვილიამი მის მიმართ ამას გრძნობდა. ნაწილობრივ კი ბევრი რამის ეშინოდა მათ შორის სიყვარულის. ეშინოდა ვილიამის ნაირი ადამიანის დაკარგვის და ძალიან ბევრი რამის. თვითონ არ იყო თავის გრძნობებში გარკვეული და დარწმუნებული, არ იცოდა რას გრძნობდა მის მიმართ ამას უბრალოდ ვერ ხვდებოდა. ვერც იმას ხვდებოდა, მასთან ყოფნის დროს რატომ უფეთქავდა გული ძლიერად? ან რატომ გრძნობდა მასთან თავს მშვიდად და მსუბუქად?. ის ფიქრობდა, რომ ამ ყველაფერს იმიტომ გრძნობდა, რომ ვილიამი მისი მეგობარი იყო და მას ენდობოდა ძალიან. მაგრამ ფაქტი ყველამ ვიცით, მათში დიდი სიყვარული იმალება და უბრალოდ ამას ერთი მათგანი ვერ ხვდება. უბრალოდ არ უნდა შეცდეს და შეცდომა დაუშვას, არ უნდა თავის გრძნობების გარკვევაში შეცდეს და დანგრიოს ვილიამის ცხოვრება. ყველაფრის ეშინია და ამიტომ იხევა უკან და არ ცდილობს მასთან სასიყვარულო ურთიერთობის დაჭერას. როგორ იქნება მისთვის თუ ის და ვილიამი სასიყვარულო ურთიერთობაში იქნებიან? რა შეიცვლება? როგორ წარიმართება? ამ ყველაფრის და ცვლილებების ძალიან ეშინოდა. ვილიამი მისთვის ზემდეტად კარგი ადამიანია, მაგრამ ფიქრობს, რომ ვილიამი მეტ იმსახურებს, მასზე მეტს. თავი ძირს დახარა დაბნეულობის გამო და მკითხავის სიტყვები გახსენდა, "სასიყვარულო სამკუთხეში ხარ გაჭედილი, აქედან რომელიმე მათგანი გაქრება შენ ცხოვრებიდან". მიხვდა, რომ იმ ორში ნოა და ვილიამი იგულისხმა, მაგრამ რომელი გაქრება მის ცხოვრებიდან ამის ძალიან ეშინოდა. არ უნდოდა, ორივე გამქრალიყოს მის ცხოვრებიდან, ამ ყველაფრის გამო ვილიამს მკლავები გაშვებინა, რომელიც ქეითის წელზე იყო შემოხვეული. უკან დაიხია და ვილიამს დასევდიანებული გამომეტყველებით შეხედა, და უკან გაიწია და წასვლა დაპირა როცა ვილიამმა ისევ მოჰკიდა მაჯაზე ხელი და შეაჩერა.
- რა მოხდა? - მის ხმაში ეტყობოდა ნერვიულობა და შიში.
- მაპატიე - მხოლოდ ამის თქმა შეძლო ქეითმა და ვილიამი უთქმელად დატოვა.
ვილიამი მარტოდ დარჩენილი და იმედგაცრუებული სახით გაჰყურებდა ქეითს, რომლიც ჩრდილის ამ წუთას გაქრა მის თვალთახედვიდან. იმედი ჰქონდა, თან დიდი იმედი, რომელიც წყალში ჩაეყარა. ახლა რას იზამს? როგორ შეხედავს მის თვალებში? ექნებათ ისევ იგივე ურთიერთობა? ალბათ არ უნდა გაერისკა და დაემალა თავისი გრძნობები. ვილიამს მძიმე ფიქრები ჩამოეწვა და შავ ბურუსში ჩაიკეტა, თავის თავში ჩაიკეტა და ახლა არაფერი უნდოდა მარტო ყოფნის გამო. ქეითი ალბათ ამისთვის მზად არ იყო, თავს დამნაშავედ გრძნობდა ქეითი ასეთ მდგომარეობაში, რომ ჩაგდო. მაგრამ რა ექნა? ვერ დამალავდა თავის გრძნობებს საუკუნედ, და ვერც მოითმენდა. ქეითისთვის მოულოდნელი იყო ეს, და ვილიამს მისი ესმოდა. მაგრამ, ეშინოდა მათი ურთიერთობა ამის გამო არ დანგრეულიყო. ხის ჩრდილიდან წამოდგა და ამ სიცივეში ზლოზნით წავიდა სასახლეში, ჩუმად ავიდა თავის ოთახში, რომ არავის დაენახა მისი საშინელი გამომეტყველება. თავის ოთახში სარკეში ჩაიხედა და თავის კაშნეს შეხედა, ძალიან მოსწონდა და არასდროს მოხსნიდა ამას. მისთვის ძალიან ძვირფასი და ლამაზი იყო ის კაშნე, რადგან ეს მისმა საყვარელმა ადამიანმა აჩუქა. კარები ჩაკეტა და საწოლზე ჩამოწვა, თვალები ღრმად დახუჭა და ღრმა ფიქრებს მიეცა.
თროი მოუსვენრად დადიოდა აქეთ - იქეთ და ვერ ისვენებდა, ნოას ელოდებოდა, რომელიც სასახლეში არ იყო. ქეითი ცდილობდა წიგნის წაკითხვას მაგრამ არ გამოსდიოდა, კონცენტრაციას ვერ ახდენდა და ფიქრები სხვაგან გაურბოდა. დღეს მისთვის რთული დღე იყო, წიგნს გასშტერებოდა და თვალს ვერ წყვეტდა, მაგრამ რასაც კითხულობდა თავში არ შედიოდა და ავიწყდებოდა. დრაკო თავის არხით ყურებით იყო გართული და კომენტარის კითხვით, რამოდენიმე ადამიანს პასუხობდა კომენტარებზე და ისევ აგრძელებდა თვალიერებას.
- თროი შენი სისწრაფემ და რეიკის მაგიით მოკვლამ, ხალხი დაეჭვა, დაედითებული ვიდეო გონიათ და არ იჯერებენ - უთხრა იმედგაცრუებულმა დრაკომ.
- მკიდია, რაც უნდათ ის იფიქრონ, მაინც ჩვენ მაგიის შესახებ არავინ არ უნდა გაიგოს წესი ეგრეა - უთხრა თროიმ და სიარული ისევ გაგრძელა.
- შეგიძლია გაჩერდე და სადმე დაჯდე? წიგნზე კონცენტრაციას ვერ ვახდენ და ჩემ ნერვებზე მოქმედებ უკვე - შეუბღვირა ქეითმა და თროიმ გაბრაზებული შეხედა მას, ქეითი ახლა ბრაზს მასზე ინთხრევდა და მას აბრალებდა იმას, რომ კონცენტრაციას ვერ ახდენდა წიგნზე, მაგრამ სხვა რამის ბრალი იყო.
- არ გამაღიზიანო, თორე იცი რას მოხდება - გამაფრთხილებელი ტონით უთხრა თროიმ.
- შენზე უარეს ხასიათზე ვარ თუ მომშალე ნერვები ერთი დარტყმით გისვრი - დაუყვირა ნერვებ მოშლილმა ქეითმა.
- გაჩერდით ხალხო, რა გჭირთ მეგობრები არ ხართ? - დაუყვირა მათ დრაკომ და გაჩუმა ორივე.
- ვილიამი სადა? - ჰკითხა თროიმ, ბავშვებს და ქეითმა მხრები აიჩეჩა.
უცებ ნოა შემოვიდა სასახლეში და ბავშვებს შეუერთდა, თვალი მოავლო მათ და ჩამოჯდა დივანზე.
- რა ხდება? - ჰკითხა და ძალით გაუღიმა ბავშვებს.
- ესენი ჩხუბობდნენ - მიუთითა ხელი დრაკომ, ქეითზე და თროიზე.
- არცერთი მათგანი არ გაბრაზდეთ, ეს სამყარო თავდაყირა დაყენდება - გაფრთხილა მათ ნოამ.
- იმ ახალ სამყაროში, როდის მივალთ? - ჰკითხა თროიმ ნოას.
- ხო ახლა აქ ამისთვის მოვედი, მანდ წასვლა აუცილებლად გჭირდებათ, ბევრი რამის სწავლა გესაჭიროებათ და ალბათ ამ ყველაფერს ხვალიდან დავიწყებთ - თროის გაუხარდა, მაგრამ დრაკოს და ქეითს არანაირი რეაქცია არ ჰქონდათ მათვის სულ ერთი იყო სად წავიდოდნენ.
- მაგარია, ლიდიას ისევ ვნახავ - წამოიძახა თროიმ.
- ლიდია ვინა? - გაკვირვებული მზერით შეხედა ნოამ მას.
- ქერა თმიანი გოგოა ზღვისფერი თვალებით იცით რა მაგარია? - ბედნიერი თვალებით წარმოიდგინა მისი სახე თროიმ.
- ის უკვდავია, ვიცნობ მას - უთხრა ნოამ თროის, უკვდავის ხსენებაზე დრაკოს ქეითის მკვდარი მამა გახსენდა.
- კარგია თუ იცნობ.
- ვილიამი სადა? - ახლა შეამჩნია ნოამ მისი არარსებობა.
ყველამ მხრები აიჩეჩეს მათ შორის ქეითმაც, ქეითი ხვდებოდა, რომ მის გამო იყო ვილიამი სადღაც განმარტოებული. მაგრამ რა ექნა?, სხვა არჩევანი არ ჰქონდა გაქცევის გარდა. ქეითი მისგან გაიქცა და ამას ნანობდა, ფიქრობდა, რომ ახსნა და განმარტება უფრო კარგი იქნებოდა ვიდრე უთქმელად გაქცევა, მასე თავი დამცირებულად აგრძნობინა.
- მის ოთახში გადავამოწმებ - წამოხტა თროი და მის ოთახისკენ აიღო გეზი.
კარები შეაღო და თავი გამოჰყო ოთახში, ძლივს გარჩია ნივთები რადგან ძალიან ბნელოდა და სიბნელე იყო ჩამოწვეული. საწოლზე წამოწვეული ვილიამი დაინახა და მასთან მივიდა, შუქი ანთო და ჩაფიქრებულ ვილიამის სახეს წაწყდა.
- ბოდიში, რომ ხელი შეგიშალე და სიმშვიდე დაგირღვიე, მაგრამ დაბლა უნდა ჩამოხვიდე იმ სამყაროში სავარჯიშოდ წასვლას განიხილავენ - მშვიდად უთხრა თროიმ, ვილიამი წამოდგა და უხალისოდ დაუქნია თავი.
- გასაგებია, მაგრამ ახლა არ ვარ მაგის ხასიათზე - უთხრა ვილიამმა.
- ფიქრებით თავს რატომ ისტკიებ ჩამოდი დაბლა.
- რაღაზე ჩამოვიდე უკვე დამთავრდა ამ თემასთან დაკავშირებით განხილვები.
- მაგრამ აქ მარტო ხარ.
- ახლა ზუსტად ეგ მჭირდება მარტო დამტოვე - მკაცრად უთხრა თავის მეგობარს.
- ვილიამ რა გჭირს? მოგისმენ გახსოვდეს მე შენც გვერდით ვარ მუდამ.
- დიდი ამბავია, არამგონია ამაზე საუბარი შენთან კარგი იყოს.
- ნებისმიერ თემაზე მესაუბრე რაც გაწუხებს და ეს დაგიმშვიდებს, მძიმე ტვირთი მოგეხსნება ზურგიდან და გათავისუფლდები.
- ქეითი მომწონს - ოთახში სამარისებული სიჩუმე ჩამოწვა, სიჩუმეს მხოლოდ საათის ტიკტიკის ხმა არღვევდა.
- და მერე?.
- მას ვუთხარი რადგან ვერ მოვითმინე და ვერ შევინახე საიდუმლოდ.
- დიდიხანია მოგწონს? - ვილიამმა თავი დაუქნია.
- მან ბოდიში მომიხადა და უთქმელად დამტოვა - თროი მის გვერდით ჩამოჯდა და მისი გამხნევება დაიწყო.
- იმედი არასდროს დაკარგო.
- იმედი გამიცრუა.
- მან უთქმელად დაგტოვა, ეს იმას ნიშნავს, რომ მოულოდნელი იყო მისთვის, ან ამისთვის არ იყო მზად, ანდა თავის გრძნობებში ვერ ერკვევა.
- ნოასაც ქეითი მოსწონს.
- რანაირად? ნოა სულია.
- წინა ცხოვრებაში ერთად იყვნენ.
- რა? ეს ქეითმა იცის? - გაოცება ვერ დამალა თროიმ, ვილიამმა თავი დაუქნია.
- იცის, მაგრამ არეულია თავის გრძნობებში.
- შენც ზემოდან დაუმატე და კიდევ გიკვირს რატომ არაფერი გითხრა? - სიცილი აუტყდა თროის და ვილიამი გაღიზიანდა.
- მარტო დამტოვე ეს ჩემთვის რთულია.
- ბოდიში ძმაო - წამოდგა თროი და ოთახი დატოვა.
ვილიამი განმარტოვდა და თროის სიტყვებზე დაფიქრდა, იქნებ მართლაც ასეა? იქნებ შანსი მაქვს? ფიქრობდა და ფეხებს აბაკუნებდა იატაკზე. "მეორე შანსი ყოველთვის არსებობს და ამიტომ უნდა გარისკოს ადამიანმა ხელმეორედ" გაიფიქრა ვილიამმა და ცოტა იმედი მიეცა.























ახალი თავი დაიდო იმედი მაქვს მოგეწონებათ, ბოდიშს გიხდით, რომ მოკლე გამომივიდა მთავარია წაკითხვით ისიამოვნოთ და საინტერესო გამოვიდეს, მადლობთ დროს რომ უთმობთ❤🦋🌸იმედი არ გაგეცრუოთ ვილიამის და ქეითის ურთიერთობის გამო ჯერ ყველაფერი წინ აქვთ😂🤍🕊

მოჩვენებების მკვლევრებიWhere stories live. Discover now