თავი 31

30 13 3
                                    

ქეითი ხის ჩრდილში ჩამოჯდა და გარშემო მიმოიხედა, მისთვის დღეს რთული იყო ყველაფერი. ემოციებისგან დაიღალა და დასვენება სურდა, არც ვარჯიშის თავი არ ჰქონდა და ყველაფერი უხალისოდ ეჩვენებოდა. მას ახლა ფიქრებისგან განტვირთვა სჭირდებოდა, ამიტომ მარტო იჯდა და საიდუმლო ტერიტორიას გაჰყურებდა. ბევრ სადარდებელში გაეხვია და ბევრი პრობლემა შეუქმნა, ცხოვრება მისთვის სიუპრიზებითა სავსე, უამრავ რამეს უმზადებს და გაძლიერებისკენ მიუთითებს. შეძლებს ოდესმე დარდის გარეშე იცხოვროს? დიახ ესმის, რომ ცხოვრება გამოცდასავითა და ყველა დაბრკოლება და სირთულე მას აძლიერებს მაგრამ როდემდე? როდემდე გაგრძელდება ასე და როდემდე იქნება განადგურებული. ნუ მისთვის ცოტაოდენი ბედნიერებას არ კმარა? თითქოს სამყარო მის წინაღმდეგა და მის წინაშე ბოროტადა ქცეული. ქეითს ტირილი სურდა ბოლო ხმაზე, უნდოდა სამყარო დანგრეულიყო, უნდოდა ტკივილი აღარ ეგრძნო. გული საშინლად ეწვოდა და შინაგანად განადგურებული იყო, მისი სახე უემოციოდ გამოიყურებოდა, ბევრი კითხვა ჰქონდა თავის თავთან და პასუხებს ვერ პოულობდა. ვილიამი ნაძვის ხეს იყო ამოფარებული და მას უცქერდა შორიდან, ესმოდა თუ რასაც განიცდიდა ქეითი და რამდენად ცუდად იყო, უნდოდა მასთან მისულიყო და ენუგეშებინა, მაგრამ არ უნდოდა სიმშვიდე დაერღვია მისთვის ამიტომ არ იცოდა როგორ უნდა მოქცეულიყო. ქეითმა თვალები მოხუჭა და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა, საშინლად დაღლილი და გამოფიტული იყო. ვილიამმა ამ სანახაობას ვეღარ გაუძლო და მასთან მივიდა, გვერდით ფრთხილად ჩამოჯდა და მკლავები შემოუხვია ქეითს. ქეითმა იგრძნო, სითბო და მისი სურნელით მიხვდა, რომ ვილიამი იყო ამიტომ არ გაინძრა.
- კარგად ხარ? - ჩურჩულით ჰკითხა ვილიამმა.
- არასდროს ვყოფილვარ კარგად - მშვიდი ხმით უთხრა ქეითმა.
- საუბარი თუ გინდა მოგისმენ.
- პირველი ისა რაც მაწუხებს არის ერთი ქალი, რომელიც კოშმრებში მესიზმრებოდა და დღეს იმ სამყაროში შემხვდა, ერთმანეთი ვიცანით და ვკითხე რა უნდოდა ჩემთან მაგრამ არაფერს მპასუხობდა, სულ ტყუილებს იძახდა შენ გიცავო რადგან ნოას მეგობარი ხარო, მის გამო ვაკეთებ ამასო, ყველაზე დიდი ტყუილი იყო ნოას მასთან არანაირი კავშირი ჰქონდა და არც იცნობდა ამ ქალს.
- როგორ შეუძლია მოიტყუოს როცა სიმართლე იცი.
- რას მაწუხებს ისა, რომ ის ქალი მე ძალიან მგავს, ამიტომ დამაეჭვებელია.
- მართლა საინტერესო და უცნაურია რატომ გგავს? იქნებ შენი და ან ნათესავია?.
- მეც ეგრე ვიფიქრე.
- ღმერთო ჩემო ეს რეები გადაგხდენია, მესმის შენი ვიცი რა რთულია ამის გადატანა და ახლა რასაც განიცდი, ამიტომ გახსოვდეს, რომ მე შენ გვერდით ვარ ყოველთვის.
- მადლობა ვილიამ, მეორე დარდი ისა, რომ დღეს მკითხავთან ვიყავი მითხრა, რომ სასიყვარულო სამკუთხედში ვიყავი გაჭედილი და ორი მეგობარ ბიჭს მოვწონდი, აქედან, რომელიმე გაქრებოდა ჩემ ცხოვრებიდან და ერთი დარჩებოდა, ეს ძალიან მაშინებს არმინდა სიმართლე იყოს არ მინდა კიდევ ვიღაც დავკარგო - თვალიდან ცრემლები წამოუვიდა ქეითს და ასლუკუნდა, ვილიამმა მკლავები უფრო შემოუხვია და მის სიტყვებზე ჩაფიქრდა.
ვილიამმა მიხვდა, რომ ორ მეგობარში ის და ნოა იგულისხმებოდა, იცოდა, რომ ნოას ქეითი მოსწონდა. ვილიამის აევსო დარდით რადგან დაინტერესდა რომელი გაქრებოდა ქეითის ცხოვრებიდან, არ უნდოდა თვითონ გამქრალიყო და ეს აშინებდა.
- იქნებ გაქრობაში თავის დანებებას გულისხმობ? ანუ რომ რჩებიან იმედგაცრუებული და სიყვარულს აღარ აგრძელებენ ერთმანეთთან - შეცადა ამით დაემშვიდებინა ქეითი.
- და მესამე დარდი ჩემი ძმა, არვიცი დღეს რა სჭირდა, ძალიან ცუდად გამოიყურებოდა და ტონის ასწია ჩემთან, ეს პირველი შემთხვევა და ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო ვერ ვეგუები და ძალიან მეწყინა.
- ეს სანერვიულო არაფერია, იქნებ შენ ძმას რაღაც მიზეზი აქვს რის გამოს გაღიზიანებული და გაბრაზებული იყო, ამიტომ დაუფიქრებლად მოუვიდა, როცა სიმშვიდე დაურღვიე, გაბრაზებულ ადამიანს რომ ეკითხები რაღაცას ბრაზდება და ყვირის, ნუ გიკვირს შენი ძმა ახლა ძალიან ნანობს.
- უბრალოდ მისგან მოსალოდნელი იყო.
- ბოდიში, რომ მოგიხადოს აპატიებ?.
- კი რადგან მას ყველანაირად ვაფასებ და პატივსვცემ.
- კარგი გოგო ხარ - თმაზე ხელი გადაუსვა ვილიამმა და უფრო ჩაიხუტა.
- შენი ჩახუტება მამშვიდებს. - მოულოდნელად უთხრა ქეითმა, ვილიამი გაწითლდა.
- მართლა? მიხარია.
- ახლა უნდა წავიდე სახლში.
- კარგი მეც - წამოდგა ვილიამი და ქეითის აყენა, ქეითი მასთან მივიდა და ლოყაზე აკოცა, ვილიამი გაწითლდა.
ქეითმა ხელი დასამშვიდობებლად დაუქნია და გაქრა მის თვალთახედვიდან, ერთ წუთში სახლში აღმოჩნდა და თავის ოთახში ჩუმად აიპარა. თაროდან ის წიგნები ამოიღო, რომელსაც ხშირად კითხულობდა. გადაშალა და თვალი ერთ სათაურზე შეაჩერა, "ავსტრალი" დაინტერესდა და კითხვა დაიწყო ქეითი.
"ავსტრალი არის ადამიანი ძილში როცა სხეულს ტოვებს, როგორ შეიძლება მოხდეს ავსტალი?, როცა ჩვენ დაღლილები, დასტრესილები, და განადგურებული ვწვებით დასაძინებლად შესაძლებელია სხეული დავტოვოთ და ცოტახნით პარალელურ სამყაროში ვიმოგზაუროთ. შეგვიძლია სხეული ჩვენი მეთოდებითაც დავტოვოთ, მაგრამ ეს დიდად სახიფათოა, შეიძლება პარალელურ სამყაროში გავიჭედოთ და უკან ვერ დავბრუნდეთ. როგორ გავიდეთ ასტრალში? ზურგზე უნდა დავწვეთ და არაფერზე არ უნდა ვიფიქროთ, კონცენტრაცია ჩვენ სუნთქვაზე უნდა გავამახვილოთ, ღრმად უნდა ამოვისუნთქოთ და ჩავისუნთქოთ, თვალები დახუჭული უნდა გვქონდეს. ამას საათები დასჭირდება სანამ ძილი მოგვერიება და ჩაგვეძინება, რომ ჩაგვეძინება მოძრაობის დროს ვიბრაციას ვიგრძნობთ, რომ გადმოვტრიალდებით დავინახავთ ჩვენ მძინარე სხეულს მაგრამ გახსოვდეთ არ უნდა შეგეშინდეთ და პანიკებში არ უნდა ჩავვარდეთ. ამ დროს თავს მსუბუქად იგრძნობთ და ჰაეროვნად გადადგილება შეგეძლებათ, სამყაროს სულ სხვა თვალით შეხედავთ და თქვენი სული ტკივილებისგან და დარდებისგან განთავისუფლდება, ეს კარგია ენერგეტიკის გაწმენდისთვის. შეგვიძლია ავსტრალში გავიდეთ კედლიდან და დავინახოთ სულ სხვანაირი სამყარო, ჩვენი ქვეცნობიერს შეუძლია ისეთი სამყარო შექმნას როგორის მოესურვება რათა მანდ მშვიდად იგრძნოს მარტო, შეგვიძლია ქვეცნობიერით ადამიანების შევქმნათ, რომლებთანაც საუბარი და სეირნობა გვსურს. ასტრალში მოგზაურობისთვის იქაური სულების ლიდერი დაგვეხმარება, მაგრამ ყველა სულს ნუ დაველაპარაკებით ისინი მაცდუნებელი და მატყუარები არიან, მათ შეუძლიათ თქვენ სხეულს თავად დაეუფლონ სანამ თქვენ დაბრუნდებით. ამიტომ არანაირ სულთან არ უნდა დავამყაროთ კონტაქტი, პარალელურ სამყაროდან დაბრუნება რთულია, მაგრამ იქ ყოფნას სხვანაირი შეგრძნება აქვს, ვძლიერდებით და გვესმის ცხოველების ენა, ფიზიკურ სამყაროს მაღლიდან ვუყურებთ და ჩვენი ადამიანები პატარად გვეჩვენებიან. ფიზიკურ სამყაროში დაბრუნება ძალიან რთულია, რადგან ადამიანს ზოგჯერ გონება ეცვლება და დაბრუნებაზე აღარ ფიქრობს, ზოგჯერ კი გასასვლელ კარებს კარგავენ, მაგრამ ლიდერის დახმარებით შეუძლიათ დაბრუნება. როცა დავბრუნდებით კარები უნდა დავიხუროთ რადგან არ გამოგვყვეს ბოროტი სულები, თუ ასტრალიდან დაბრუნდებით და დამწვრის სუნს იგრძნობთ, ან სისხლის ესეიგი გამოგყვათ იმ სამყაროდან სული. ასტრალის კარები იგივე პორტალია, ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ ყველაფრისგან და თუ ეს არ შეგვიძლიათ ნუ დავაძალებთ ჩვენ თავებს რადგან ბოროტ სულებს შეუძლიათ ზიანი მოგვაყენონ"
კითხვა დასრულა ქეითმა და აღტაცებული დარჩა, ყველა დარდი და საფიქრალი გაუქრა და ახლა ახალმა ინფორმაციამ ჩაითრია. გადაწყვიტა ეს გამოეცადა ამიტომ დაწვა და მოდუნდა, ყველაფრზე ფიქრი შეწყვიტა და ღრმად სუნთქვა დაიწყო. კონცენტრაციას სუნთქვაზე ახდენდა და თვალებ დახუჭული იწვა, ნელ - ნელა რამოდენიმე საათში ჩაეთვლიმა. როცა გადაბრუნება მოუნდა, რომ გადაბრუნდა ვიბრაციით დავარდნა იგრძნო. თვალები გაახილა და თავის სხეულს შეხედა, შეშინებული წამოდგა და თავისი სხეულის ყურება დაიწყო.
- რა საცოდავი და უსუსური ვარ - ჩაილაპარაკა და გადადგილება დაიწყო.
მსუბუქად ყოფნა მისთვის საოცარი აღმოჩნდა და გაოცებული იყო, თავს ბევრად უკეთესად გრძნობდა და არაფერი ადარდებდა.
- ახლა ასტრალში აუცილებლად უნდა გავიდე - თქვა თავდაჯერებულმა და კედელში შევიდა.
მოულოდნელად საოცარ უცხო სამყაროში აღმოჩნდა, გარშემო ბევრი სული დახეტიალობდა. პარალელურ სამყარო ძალიან გამოირჩეოდა სილამაზით, ქეითმა თვალები დახუჭა და გონებაში ლამაზი ტყიანი ადგილი წარმოიდგინა. მოულოდნელად იქ აღმოჩნდა, ხის ჩრდილში ჩამოჯდა და არემარეს ბედნიერად ყურება დაუწყო. ახლა ვერაფერზე ფიქრობდა და არაფერი ადარდებდა, ცხოველების ენა ესმოდა, მათ ფიქრებს და ემოციებს კითხულობდა ეს ყველაფერი მას თავს ძლიერად აგრძნობინებდა. მოულოდნელად მის სიმშვიდეში ვიღაც კაცი შემოიჭრა, ქეითს გაუღიმა და თავი დაუქნია მისალმების ნიშნად.
- აქ დიდხანს ნუ იქნები, შეიძლება შენმა სხეულში გულმა ფეთქვა შეწყვიტოს, დროულად დაბრუნდი - გააფრთხილა და გავიდა ქეითის შექმნილ სამყაროდან.
ქეითმა კიდევ ერთხელ დათვალიერა იქაურობა და ეს ადგილი დატოვა, პარალელურ სამყაროში რამოდენიმე სულს სურდა მასთან კონტაქტის დამყარება, მაგრამ ქეითი ყველას აიგნორებდა და გასასვლელს ეძებდა. ბოლოს ისევ იმ კაცს შეხვდა და თავაზიანად დაუქნია თავი, კაცმა ქეითის ფიქრები წაიკითხა და ჩაიცინა.
- ვერ ბრუნდები? - თითქოს მიუხვდა ქეითის თქმის გარეშე, ქეითმა თავი დაუქნია.
- წარმოიდგინე შენ გონებაში ის ადგილი საიდანაც დატოვე სხეული - ქეითმა მას დაუჯერა და თავისი ოთახი წარმოიდგინა.
მოულოდნელად მანდ გაჩნდა და ეგრევე ის კარი გახსენა, ჩქარა გადადგილდა და კედლიდან დახურა რადგან სხვა სულები არ შემოსულიყო. ყველაფერმა კარგად ჩაიარა, პანიკის და შიშის გარეშე. ქეითი ბედნიერი იყო რადგან ეს გამოსცადა და გამოუვიდა, ყველას არ გამოსდის მაგრამ ქეითი გამორჩეული ჯადოქარია და თავისებური უნარი აქვს. დივანზე დაწვა და ხელების ამოძრავება სცადა, მთელი ძალით ცდილობდა სხეულში დაბრუნებას და გამოუვიდა კიდეც რადგან მშვიდად მოქმედებდა ნერვიულობის გარეშე. წამოდგა თავისი სხეულიანად და ღრმად ამოისუნთქა.
- ახლა მესმის ადამიანები, რომ კვდებიან როგორ გრძნობენ თავს, სიკვდილი რთული არ ყოფილა, ახლა მესმის თუ როგორია ცხოვრება და როგორ შექმნა ღმერთმა იგი - ჩაილაპარაკა თავისთვის და კმაყოფილი ჩაიღიმა.


















ახალი თავის დაიდო მეგობრებო იმედი მაქვს მოგეწონებათ😌🌸ამ თავით მე თქვენ ახალი ინფორმაცია მოგაწოდეთ, ეს არარის მოგონილი, თუ გაინტერესებს შეგიძლიათ დაგუგლოთ, ზედმეტად ძალიან საინტერესო ინფორმაცია, მადლობთ, რომ დროს უთმენთ კითხვას და გპირდებით სულ ახალ ასეთ ინფორმაციებს გაგაცნობთ, და მოთხრობას საინტერესო იქნება რადგან ბევრი საიდუმლო დევს მასში🌸🤍❤🕊🦋

მოჩვენებების მკვლევრებიWhere stories live. Discover now