თავი 17

39 17 0
                                    

- დემონის დაწვა მოგვიწევს? - ჰკითხა ნოას თროიმ.
- რახან გამოიძახა და აქ არის დავწვათ - თქვა ნოამ.
- შენ აქ იყავი არაფერი იმოქმედო, ჩვენ ვიზავთ ამას, შენ თავი დაიცავი - უთხრა ქეითმა, ნოამ გაუღიმა.
- თავდაცვის შელოცვა არ დაგავიწყდეთ ეს სუსტი დემონია - შეახსენა ბავშვებს ნოამ.
- როგორ დავიწყოთ? - ჰკითხა დრაკომ, ყველამ მხრები აიჩეჩა.
თავდაცვის შელოცვა წარმოთქვეს სამჯერ და მოემზადნენ, ქეითმა ჩანთიდან ცეცხლის მოსაკიდებელი ჯოხი ამოიღო. მას არ ეშინოდა დემონის რადგან ყველაზე ძლიერი დემონი დამარცხა, ამიტომ მზად იყო ეს დემონის დაეწვა და მოეშორებინა ამ სამყაროს. ვილიამი გაბრაზებული იყო ვერ მოითმინა და სამალავიდან წამოდგა და მათ წინ გაბრაზებული დადგა. დემონს ვერ ხედავდა, უბრალოდ ბებიამისს უყურებდა.
- ბებია, დანებე მას თავი ის არ არის ბაბუაჩემი ის დემონია, რომელმაც ჩვეულებრივად მისი სახე მიიღო - დაუყვირა ხმაგატეხილი ხმით ვილიამმა.
- ის ბაბუაშენია ვილიამ, სამოთხედან გამოვიძახე, ძალიან მომენატრა - თქვა ბებიამისმა.
- რა სამოთხიდან? მანდედან სულს ვერ გამოიძახებ ვერანაირად, გარდა პარალელურ სამყაროდან - დაუყვირა ვილიამმა და სიმწრისგან გაიცინა.
დემონმა საზარლად ხარხარი დაიწყო და ეს ვილიამსაც მოესმა, მოულოდნელად ქალის სხეულში გადავიდა და ჩასახლდა. ბებიამისის სხეულიდან სიცილი დაიწყო და ეშმაკურად ათამაშებდა წარბებს. საზარლად უღიმოდა ვილიამს, მაგრამ ვილიამი მხოლოდ ბებიამისს ხედავდა. როცა გაიაზრა რაც მოხდა, ჩაიკეცა და მუხლებზე დადგა, შიშისგან ცრემლები წამოუვიდა თვალებიდან.
- არა! - დაიყვირა ანერვიულებულმა.
ქეითმა ცეცხლი წაუკიდა ჯოხს და სამალავიდან გადმოხტა, დემონს გაუღიმა და მასთან ახლოს მივიდა. დემონმა ცეცხლის დანახვაზე დაიბნა, გასაქცევი ადგილი მოძებნა დაიწყო. ამასობაში თროიმ და დრაკომ რამოდენიმე პენდაგრამა გატეხეს და დემონს თვალი ჩაუკრეს გამარჯვებული სახით.
- აბა ვნახოთ სად გაიქცევი? - უთხრა თროიმ დემონს.
დემონმა შეუბღვირა თროის და ისევ დაიწყო გასაქცევი ადგილის ძებნა. ქეითმა თვალები ატრიალა და დემონს მიუახლოვდა. დემონი შიშისგან ვერ ინძრეოდა, ცეცხლის დანახვა აშინებდა მას.
- დაგწვავ! - დაუყვირა ქეითმა.
- გირჩევთ დატოვოთ მისი სხეული - დაუყვირა თროიმ ქეითთან ერთად და მათი ხმა ექოდ გაისმა.
დემონმა გადაწყვიტა ბავშვების შეშინება და მათ მიუახლოვდა, თან ძალით იღიმოდა მათი შეშინებას ცდილობდა. დრაკომ ჩუმად მის გარშემო წამლების და გოგირდის დაყრა დაიწყო, წრიულად დაყარა ჩუმ - ჩუმად და დემონი ალყაში მოაქცია. დემონმა როცა გაიაზრა წამლის მნიშვნელობა ფეხებმა კანკალი დაიწყეს, ქეითს გულიანად გაეცინა და გამარჯვებული გამომეტყველებით შეხედა დემონს. დემონი შუაში იყო გაჭედილი ვერსად ვერ მიდიოდა რადგან არ შეძლო, ბავშვებმა ხელები ჩასჭიდეს ერმანეთს და შელოცვის თქმა დაიწყეს. დემონი ჩაიკეცა და მუხლებზე დადგა, ყველაფერი სტკიოდა, ბღაოდა და სიმწრისგან ყვიროდა. ბავშვები კი ისევ აგრძელებდნენ ეგზორციზმის რიტუალს და არ ჩერდებოდნენ, დემონმა ქალის სხეული დატოვა და ვილიამის ბებია ძირს დაენარცხა. დემონი ვერც ეხლა გაბედა გაქცევა, ძლიერი შელოცვა ჰქონდათ დატოვებული ბავშვებს. ვილიამი შელოცვის თქმაში მთელ ენერგიას ხარჯავდა და ცდილობდა დემონის საბოლოოდ დაწვას. იმდენჯერ წარმოთქვეს და საბოლოოდ დაიწვა დემონი და ნაფლეტებად იქცა, დემონის კვალი აღარ ჩანდა ის აორთქლდა სამუდამოდ.
- დაიწვა? - იკითხა ვილიამმა.
- კი სამუდამოდ - უპასუხა თროიმ.
ვილიამი ბებიამისთან ჩაიმუხლა და ჩაეხუტა, თან ტიროდა და ბოდიშებს იხდიდა.
- ბოდიში ბებო, რომ შენ დაგადანაშაულე, არვიცოდი, რომ ეზოთერიკის მნიშვნელობა არ იცოდი და ამას ბაბუაჩემისთვის აკეთებდი - ტირილს აგრძელებდა და ეხუტებოდა.
- ცოცხალია ბებიაშენი - უთხრა დრაკომ.
- ვიცი იდიოტო - შეუბღვირა ვილიამმა.
თროიმ და დრაკომ ვილიამის ბებიის ასაწევად დაეხმარნენ და ოთახში შეიყვანეს, თავის საწოლზე დაწვინეს და დაღლილები მისაღებში დაჯდნენ.
- ჩვენ საქმე წარმატებით დასრულდა - თქვა ქეითმა.
- ვამაყობ თქვენით - გაუღიმა მათ ნოამ.
- ბებიაჩემი როდის გაიღვიძებს, რომ დაველაპარაკო და ავუხსნა ამ საქმებს შეშვას - ყოყმანობდა და ნერვიულობდა თროიმ.
- დამიჯერე გაგიგებს - უთხრა დრაკომ.
- საპირფარეშოში მინდა გასვლა - თქვა თროიმ და მისაღების ოთახი დატოვა.
- ნოა გინდა ტელეფონი გაჩუქო? ბევრ რამეს გასწავლი - უთხრა დრაკომ.
- კი სულ მაინტერესებდა როგორ იყენებდნენ ამ ტექნიკას - გაუღიმა ნოამ.
- წამო განახო, ვილიამის ოთახში მაქვს ჩანთა - უთხრა დრაკომ, ვილიამმა თვალები ატრიალა.
დრაკომ და ნოამ მისაღები დატოვეს და ვილიამის ოთახში შევიდნენ, ვილიამი ნერვიულობისგან თითებს ათამაშებდა და ფეხებს აბაკუნებდა.
- ნუ ნერვიულობ ყველაფერი კარგად იქნება - უთხრა ქეითმა.
- მაინც ცუდად ვგრძნობ თავს - ჩუმად უთხრა ვილიამმა.
ქეითი ადგა და ვილიამის გვერდით ჩამოჯდა, ვილიამმა ქეითს თვალებში შეხედა. ქეითმა მშვიდი გამომეტყველებით გაუღიმა და ძლიერად შემოუხვია მკლავები, გულში ჩაიკრა და ჩაეხუტა მის დასამშვიდებლად. ვილიამი გაშრა, დაიბნა და ყველაფერი ერთდროულად დაემართა, მაგრამ ესიამოვნა ქეითის ჩახუტება. წლეებია ასე არავის ჩაუხუტებია ვილიამი, თან მისმა გულმა ძლიერად ფეთქვა დაიწყო. ქეითის სურნელი თავბრუს ახვევდა, მისი თმის სურნელი ძალიან არომატული იყო და ნაზი თმები ლამაზად ჰქონდა გაშლილი მხრებზე. ვილიამმას შემოუხვია მკლავები და ძლიერად მიხუტა ქეითი როცა მოდუნდა და მოეშვა დაძაბულობას, თავი ქეითის კისერზე ჩამოდო და ქეითს თვალები გაუდიდდა. მისთვის მოულოდნელი იყო ვილიამის ასეთი ქცევა, მაგრამ ყურადღება არ მიაქცია და ვილიამს თმაზე მოეფერა. ვილიამს ესიამოვნა და მოდუნდა, თავს სამოთხეში გრძნობდა ძალიან ბედნიერი იყო, ყველა პრობლემა და დარდი ერთ წუთში გაუქრა, ერთ წუთში შეძლო ქეითმა მისი ტკივილის განკურნება.
- ვილიამ, არ ინერვიულო ყველაფერი კარგად იქნება მენდე - ნაზად ისმოდა ქეითის ხმა ვილიამის ყურებში.
- მადლობა გამხნევებისთვის, თითქმის კარგად ვარ შენი წყალობით - უჩურჩულა ვილიამმა.
- კარგი მაშინ ავდგები - ვილიამმა არ დაცადა ადგომა და ისევ ჩაიკრა გულში, ქეითს გაუკვირდა.
- გთხოვ ცოტახანი იყავი - სთხოვა და თავი ისევ მის კისერზე ჩამოდო.
ქეითის ნაზი სურნელი ხარბად შეისუნთქა და თავი მშვიდად იგრძნო, მის მკლავებში თავს მოდუნებულად და ბედნიერად გრძნობდა. თითქოს მის ირგვლივ ფერადი ყვავილები გაიშალა, და გარშემო მხოლოდ ორნი იყვნენ სხვა არავინ. ღრმა ილუზიებში შეიჭრა და სამყაროს სხვა თვალით შეხედა ვილიამმა, ქეითის გული ჩქარა ცემდა და სუნთქვა უჭირდა. ბოლოს ვერ მოითმინა და გაიწია, ვილიამმა მას გაკვირვებული შეხედა.
- გამჭყლიტე - სიტუაცის განსამუხტად თქვა ქეითმა და ვილიამს გაეცინა.
- აჰ ბოდიში - კეფაზე უხერხულად მოისვა ხელი.
ქეითს თვალები გაუბრწყინდა ვილიამის სახე უფრო სხვანაირი ეჩვენა, უფრო ლამაზი ჩანდა ვიდრე ეგონა. ვილიამს გაუღიმა და ვილიამი დაიბნა.
- ყოველთვის შენც გვერდით ვიქნები - უთხრა ქეითმა.
- მეც - ჩაეღიმა ვილიამს.
ამ ორს ნოა უცქერდა კიბებიდან და სიბრაზისგან ვენები ეჭიმვოდა, საშინლად ეჭვიანობდა და გაბრაზებული იყო. ბოლოს გაბედა და ჩამოვიდა კიბებიდან, ვილიამმა და ქეითმა ნოასკენ გაიხედეს. ნოა დივანზე ჩამოჯდა და ტელეფონი ათამაშა ხელში, ქეითმა გაუღიმა ნოას.
- აბა ისწავლე ტელეფონის გამოყენება? - ჰკითხა ქეითმა.
- კი.
- ჩემი ჩატი გაქვს? - ჰკითხა ქეითმა, ვილიამმა იეჭვიანა.
- კი მოგწერ ხოლმე - ძალით გაუღიმა ნოამ, ვილიამმა თვალები ატრიალა.
ამასობაში დრაკოს ჩამოვიდა კიბებიდან და ტელეფონს უყურებდა, ბავშვებს გვერდით მიუჯდა და ვიდეოების ყურება დაიწყო.
- რას უყურებ? - ჰკითხა ვილიამმა, დრაკომ თვალები მოწყვიტა ვიდეოს.
- ჰმ, რუსული არხია ერთი კაცი ჩვენსავით იკვლევს სულებს - თქვა დრაკომ.
- ჩვენზე მეტი გამომწერი ყავს? - დაინტერესდა ქეითს.
- არც ისე.
- დაიკიდე, ეგ რუსეთში იკვლევს და ჩვენ აქ ამერიკაში - უთხრა ვილიამმა.
- მართალი ხარ - თავი დაუქნია დრაკომ.
კარები გაიღო და თროი გამოვიდა საპირფარეშოდან, დრაკომ სიცილი ატეხა.
- მეგონა ტუალეტში გაიჭედე - ხარხარებდა და თვალებიდან ცრემლები მოსდიოდა დრაკოს ამდენი სიცილისგან, ვილიამის აყვა მას.
- შე ნაბიჭვარო ხმა ჩაიწყვიტე - შეუბღვირა თროიმ და დრაკოს მიახტა, და ჭიდაობა დაიწყეს.
ყველა გახალისდა და იცინოდნენ, დრაკო ვერ იძვრენდა თავს თროის ხელში და შეშინებული იხდიდა ბოდიშებს.
- მგონი დროა წავიდეთ სახლში - საათს დახედა და თქვა ქეითმა.
- კარგით, მადლობთ ყველაფრისთვის - უთხრა ვილიამმა ბავშვებს და ქეითს თვალი ჩაუკრა.
ბავშვები წავიდნენ და ვილიამი დარჩა მარტო სახლში, ბებიამისის ოთახში შევიდა და დაინახა ბებიამისი იჯდა და ბაბუამისის ფოტოებს უყურებდა.
- ბებია - ბებიამისმა განადგურებული შეხედა ვილიამს.
- მაპატიე. - ძლივს ამოღერღა ვილიამმა.
- არა მე მაპატიე, ჩემი ბრალია, რომ ჩემზე ნერვიულობდი და სახლიდან გადიოდი - თმაზე ხელი გადაუსვა ბებიამისმა.
- არ შეგეფერება ეს საქმე ბებო, არ იცი, რომ ეშმაკებთან ამყარებდი კონტაქტს და ცუდ საქმებს ჩადიოდი, ჯადოს გაკეთება ცოდვა - აუხსნა ვილიამმა.
- არ გამიკეთებია - გაუღიმა ბებიამისმა.
- კი მაგრამ, დემონებს ელაპარაკებოდი და ისინი გატყუებდნენ, შენ კი იჯერებდი, ყველა დემონს შეუძლია სხვადასხვა ნაირი პიროვნების იმიჯის მორგება ამიტომ არ მოტყუვდე, ადამიანის სულს ვერ გამოიძახებ თუ ის უკვე საიქიოშია, ბაბუაჩემი საიქიოშია და შენ პარალელურ სამყაროდან იძახებდი დემონებს, რომლებსაც შენ სხეულში ჩასახლება სურდათ - აუხსნა ვილიამმა.
- ამდენი არ ვიცოდი, მაგრამ რა ქენით სად წავიდა ის დემონი? - ჰკითხა ბებიამისმა.
- დავწვით.
- რანაირად?.
- ჩემ მეგობრებს ეს შეუძლიათ.
- როგორ?.
- ისინი ხედავენ ყველაფერს - გაუღიმა ვილიამმა.
- მაგარია, მესამე თვალი ჰქონიათ გახსნილი.
- კი, და გთხოვ შეშვი ამ ყველაფერს.
- ამას ვაპირებ - ჩაიხუტა გულში ვილიამი ბებიამისმა.
ქეითი ბედნიერი ავიდა თავის ოთახში და დაღლილი წამოწვა საწოლზე, ტელეფონი აბზუილდა და მოუწია ტელეფონის გახსნა.
ნოა: რას შვები?.
ქეითი: ვწევარ დაღლილი.
ნოა: კარგი
უცებ დაინახა, რომ ნოა გადმოხტა ფანჯრიდან, ქეითს გაეღიმა და ხელები ჩასახუტებლად გაშალა.
- ეს ხელები ვილიამისთვის შეინახე - გაბრაზებულმა უთხრა ნოამ.
- რა?.
- ამ ხელებით ვილიამს ჩაეხუტე და მე ნუ მეხუტები.
- შენ რა ეჭვიანობ?.
- ძაან ეხუტებოდი, უცნაური სანახაობა იყო არ გავდით მეგობრებს.
- უბრალოდ ვანუგეშებდი.
- არც მაგას გავდა, ვილიამს მოსწონხარ და უფრო მიეცი დიდი შანსები.
- არ მოვწონვარ, ვმეგობრობთ - ატრიალა თვალები ქეითმა.
- კი მაგრამ, თავს სხვანაირად გრძნობდით და გული გიცემდათ.
- რას ბოდავ, გულს გაჩერება არ შეუძლია, სულ ფეთქავს და რეებს იგონებ.
- ასე იყო.
- ნუ ეჭვიანობ ძაან, არაფერი მომხდარა ისეთი.
- მაგრამ მას მოსწონხარ ქეით.
- მაგრამ მე შენ მომწონხარ ნოა.















ჰოლააა ახალი თავის დაიდო, იმედი მაქვს მოგეწონებათ და მადლობთ რომ ელოდებით მოუთმენლად და კითხულობს ეს ყველაფერი ჩემთვის ბევრს ნიშნავს და მოტივაციას მაძლევთ❤🖇🤍აბა თქვენი აზრი გამიზიარეთ, ნოასთან მოგწონთ ქეითი თუ ვილიამთან?😌

მოჩვენებების მკვლევრებიWhere stories live. Discover now