თავი 43

25 14 0
                                    

ყველა დიდხანს იყვნენ იმ სამყაროში და დროს ატარებდნენ ვარჯიშების შემდეგ, პირველად დაწყებულმა ვარჯიშებმა უფრო გაძლიერა ისინი და თავის შესაძლებლობებში თავდაჯერებული და დარწმუნებული გახადა. ახლა რომელიღაც დიდ კარავში ისხდნენ და საუბრობდნენ, ნოა მათთან არ იყო, ადელაინთან არკვევდა ლიდიას დედას საქმებს. ბავშვები რაიმე თამაშს ან საუბარს აპირებდნენ მაგრამ ვერ მოეფიქრებინათ რა უნდოდათ. ქეითი თავის უნარებზე იყო ჩაფიქრებული, ის მაგიის ფლობაში ძლიერია და უნდოდა სხვა უნარის მითვისებინა. რათა გაძლიერებულიყო და დემონი დაემარცხებინა, არ დაუშვებდა იმას, რომ ისევ დამარცხებულიყვნენ ამ სამყაროს მოსახლეობა.
- ამდენი რამის შემდეგ ძლიერები გავხდით - თქვა დრაკომ და ემოციურობისგან წამოსული ცრემლები მოიწმინდა თვალიდან.
- ვერც წარმოვიდგენდი, რომ ჩვენი მკვლევრობა აქამდე მოგვიყვანდა. - თქვა ვილიამმა.
- ხო, არა მარტო მოჩვენებებზე გავიგეთ ბევრი რამ, არამედ უფრო მეტ ინფორმაციებს ვფლობთ სამყაროს შესახებ და სულიერ არსებებთანაც გვაქვს შეხება - თქვა თროიმ და ჩაიღიმა.
- ახლა მთავარი იცი რარის? ეს ჩვენი თავგადასავალია და დროა ბედნიერი მოგონებები დავიგროვოთ ერთად - თქვა ქეითმა და თავის მეგობრებს ღიმილი ესროლა.
დრაკოს ჩაეღიმა ქეითის სიტყვებზე, მისმა გულმა ჩქარა დაიწყო ფეთქვა როცა გახსენდა, რომ ბრძოლა შეიძლება მალე დაწყებულიყოს. გახსენდა ყველა მკითხავების და წინასწარმეტყველების სიტყვები, რომ ის ბრძოლას გაიმარჯვებდა მაგრამ დაიღუპებოდა. ეშინოდა თავისი ერთადერთი დის დაკარგვის, რომელთანაც დიდი დრო გატარა და ერთად გაიზარდნენ. შეუძლებელი იყო მისი შეჩერება, რადგან ჯიუტი გოგონა იყო. თან მომავალს ვერ შეაჩერებდა, ის მაინც მოხდებოდა, მომავალი მომავალია, და ეს ყველაფერი ღმერთის ნება რამდენადაც არ უნდა ეცადო მისი შეჩერება არ გამოვა. რადგან მათ ბედზე ეგრე წერია და ეს აუცილებლად მოხდება, ბედის შეცვლა არავის შეუძლია. ეს მძიმე ფიქრები ჭამდა დრაკოს შიგნიდან, და ტანჯავდა მას სამუდამოდ.
თროი თავისით ერთობოდა და საუბრობდა, მოულოდნელად უფსკრული ჩამოწვა, ყველაფერი დაბნელდა და მისი მეგობრები გაქრნენ. თროი სიბნელის გარდა ვერაფერს ხედავდა, სიბნელეში ფეხებს მიაბიჯებდა და მეგობრებს ეძებდა. ძალიან სიმყუდროვე იყო და გამეფებული სიჩუმე სუფევდა, ხმა არსაიდან ისმოდა. თავს საშინლად მარტო გრძნობდა და ამას ძლიერ განიცდიდა. მოულოდნელად ჰაერის უკმარისობა დაემართა და ხველება დაიწყო, სუნთქვა უჭირდა და ჰაერის ჩასუნთქვა სურდა. მოულოდნელად სიბნელეში ლიდიას დედა გამოჩნდა და თროის ეშმაკური სახით გაუღიმა. თროიმ მიხვდა მის განძრახვას და გამწარებული დაიწყო მისი ყურება, მოულოდნელად სუნთქვის უკმარისობა გაუქრდა. და ლიდიას დედას გაბრაზებული ხმით დაუყვირა, სირბილით მივიდა და მისი დარტყმა სცადა მაგრამ არ გამოუვიდა. ლიდიას დედა მოულოდნელად სხვა ადგილას გაჩნდა და საზარლად სიცილი დაიწყო.
- შენ რა გგონია დამარტყამ? ეს რეალი არარის ეს შენი გონების ნაყოფია სადაც შევიჭერი - ცინიკურად ჩაილაპარაკა და მასთან მოახლოება დაიწყო.
- რას მერჩით? დამწყევლეთ და კიდევ არ მეშვებით ეგეც საკმარისია ჩემთვის კოშმრის გამო, რომ ვიტანჯები.
- ეს არა საკმარისი, ძალიან ცოტა უფრო მეტს იმსახურებ.
- რომ დამწყევლეთ ვიფიქრე, რომ გაგიგეთ და არ გადანაშაულებდით, რადგან სიყვარულს შეძლო ადამიანი ასეთ მდგომარეობაში ჩაეგდო, არც გავბრაზდი ამის გამო მაგრამ თქვენ ესეც არ იკმარეთ და ახლა აქ მტანჯავთ, რა გინდათ? - დაუყვირა თროიმ ქალს.
- ჩემი მიზეზი მაქვს.
- შენ სულ მიზეზები გაქვს.
- ქეითის მამა მოვკალი და გგონია შენ დაგინდობ?.
- ჩემი მოკვლა გინდა?.
- ძალიან მიხვედრილი ყოფილხარ - გაუღიმა ცინიკურად ლიდიას დედამ.
- ქეითის მამას რა უქენი? ჩვენ სამყაროში როგორ შემოიჭერი.
- სამყაროში არ შევჭრილვარ, მოიცა ქეითს კიდევ ყავს მამა? - სიცილი დაიწყო.
- რას გულისხმობ?.
- ლორას ძლიერი და მამაცი ქმარი მოვკალი, დემონს დავეხმარე ბრძოლაში ახლა ქეითი ობოლი დარჩა ამის გამო, შემდეგ ბრძოლაში კი ქეითი მოკვდება ეს ყველამ იცის წინასწარმეტყველებმა, შენ რა გგონია ახლა შენ დაგინდობ და არ მოგკლავ?.
- ქეითის დედას ლორა არ ჰქვია, მისი მშობლები გრინსუნები არიან, გეშლებათ.
- აა ეგ სულ დამავიწყდა, რომ დედამისმა გაშვილა გრინსუნების ოჯახში - თროი დაიბნა და გულმა აჩქარება დაიწყო, ხელის გული გაუფლიანდა და დაბნეული დაიწყო ყურება.
- რას გულისხმობ?.
- შენ არაფერი გეცოდინებოდა.
- ჩემგან რაგინდა? ჩემი ოჯახის გამო?.
- შენმა ოჯახმა რაც გაკეთა კმარა, ახლა გინდა ჩემ გოგოს გული ატკინკ და ჩემსავით მდგომარეობაში ჩაგდო? ჩემი გოგო შენც გამო შეიცვალა და აღარ მელაპარაკება, ჩემ გოგოს თუ კიდევ მიუახლოვდები არ დაგინდობ მოგკლავ, არ მინდა შვილი წამართვა და დედა შეაძულო.
- ამის გაკეთებას არ ვაპირებ და არც მინდა ეს გავაკეთო, მაგრამ ვფიქრობ, რომ თქვენთვისაც იქნება კარგი თუ შეწყვეტ დემონებთან კონტაქტს და კარგი დედა იქნები ლიდიასთვის, ის ცოდოა შენც ხელში რომელსაც გონია, რომ კეთილი ხარ და ცუდ საქმებს არ სჩადი, ლიდიას გამო არ შეგიძლია მაგ დემონებთან კონტაქტი გაუქმო?.
- არა თორემ მოვკვდები და ლიდია ობოლი დარჩება, ის მაინც ვერ გაიგებს ამიტომ შენი საქმე არა, რაც გითხარი გაიგე? შენ მკვლელს ნუ გამხდი! შეშვი ჩემ შვილს! - დაუყვირა გაბრაზებული ხმით.
- გეგონოს, რომ შენი შვილი ამას ვერასდროს გაიგებს.
- არ უთხრა, თორემ აქ მოგკლავ.
- მე არ ვეტყვი, თავად გაიგებს. - ლიდიას დედა გამწარდა.
- თროი, თროი! თროი! - მოესმა ნაცნობი ხმა და გარშემო მოიხედა ვერავინ დაინახა.
- თროი გაიღვიძე, თროი! - ისევ განმეორდა იგივე ხმა მაგრამ თროიმ ამ ხმის პატრონი ვერსად იპოვა.
- ქეით, ვილიამ, დრაკო - პასუხი გასცა თავის მეგობრებს მაგრამ მისი ხმა მათამდე არ მივიდა.
ლიდიას დედა საშინელი მზერით შეხედა თროის და გაუჩინარდა, თროი ახლა მარტო დარჩა და გასასვლელ გზას ეძებდა. თროი კარავში იჯდა და თვალები გათეთრებული ჰქონდა, ამ ადგილას არ იყო გონებით სულ სხვა ადგილას იყო. მეგობრები ანჯღრევდნენ და მის გამოფხიზლებას ცდილობდა, მაგრამ არ გამოსდიოდათ. თროი გაშეშებული იჯდა და თვალის გუგები არ ჰქონდა, მათთან ლიდია მოვარდა და თროის ნჯღრევა დაიწყო.
- თროი გაიღვიძე მე ვარ ლიდია - მოესმა თროის ლიდიას ხმა მაგრამ ვერ გამოდიოდა მდგომარეობიდან.
მარტო იყო დარჩენილი ბურუსში და ვერავის ხედავდა.
- ქეით, ის ახლა სხვა ადგილას არის, თავის გონებაში არის გაჭედილი, გამოიყვანე მანდედან - ქეითი დაიბნა ვერაფერი მიხვდა, მაგრამ ხელი თროის მკერდზე დადო და მისი გამოყვანა სცადა.
ვარდისფერი მაგიიამ დაიწყო აქტიურობა და ქეითმა გონებაში მისი გონებიდან გამოყვანა ისურვა და თვალები ვარდისფრად აენთო. თროის გამოყვანა გაუჭირდა და მთელი ენერგის და ძალის გამოყენება დაიწყო, ძლიერად აწევდა მაღლა და მისი მდგომარეობიდან გამოყვანა სურდა. მთელი ენერგია დაეცალა და თმები ყალყზე დაუდგა, ქეითმა მთელი ძალის გამოსაყენებლად ყვირილი დაიწყო და მოულოდნელად ხელი გაუშვა და ძირს დაენარცხა. ვილიამი მასთან მივიდა და წამოაყენა, გათიშული ქეითის გამოფხიზლება სცადა მაგრამ ამაოდ. თროიმ თვალები გაახილა და გარშემო მიმოიხედა, ლიდიამ ვერ მოითმინა და ჩაეხუტა თროის. თროის გულმა გამალებით დაუწყო ფეთქვა და ლიდიასთან თავი მყუდროდ და მშვიდად იგრძნო. ვილიამის ხმამ თროი უფრო გამოაფხიზლა და ძირს დაცემული ქეითი დაინახა, ახლა მასთან მივარდა და მისი გაღვიძება სცადეს. დრაკომ ქეითის პულსი გაუსინჯა და თქვა, რომ ცოცხალი იყო. მაგრამ მდგომარეობიდან ვერ გამოდიოდა. ბავშვების ხმაური ნოამდე მიწვდა და ადელაინი და ნოა სირბილით მოვარდნენ ამ კარავში, ნოა ქეითთან მიცვივდა და მისი ნჯღრევა სცადა.
- რა მოხდა? - დაუყვირა ბავშვებს გაბრაზებული.
- თროი თავის გონებაში გაიჭედა დედაჩემის გამო და ქეითმა მისი იქიდან გამოყვანა სცადა, ძლიერი ენერგია და ძალა გამოიყენა რადგან ძალიან რთული იყო - აუხსნა ლიდიამ, ნოამ სიმწრისგან ამოიხვნეშა.
- დიდი ალბათობით მთელი ენერგია გამოეცალა, ახლა ძალიან დაღლილი გაიღვიძებს - ხელში აიყვანა ქეითი და კარავიდან გაიყვანა.
ვილიამი სიბრაზით აენთო არ მოეწონა ნოას ქცევა, ნოამ ქეითი ერთ - ერთ კარავში წაიყვანა სადაც ექიმი ცხოვრობდა. ექიმმა შემოუშვა ქეითი და საწოლზე დაწვინეს, ნოა გვერდით მიუჯდა და თმაზე ფერება დაუწყო ქეითს სანამ ექიმი მის გასინჯვას დაიწყებდა. ვილიამის იყო შემოსული და მას გაბრაზებული უცქერდა, არ მოსწონდა თუ როგორ ეხებოდა ნოა მას. ექიმმა მისი პულსი გასინჯა და ხელი მის ხელზე დადო და თავისი უნარებით დაიწყო მისი გასინჯვა.
- თავისი მაგიის ბოლომდე დახარჯვის გამო მთლიანი ენერგია გამოეცალა და გაითიშა, რამოდენიმე საათი დასჭირდება გასაღვიძებლად, ამიტომ გთხოვთ მაგიის გამოყენების უფლება ჯერ - ჯერობით არ მისცეთ, დაისვენოს და გაძლიეროს თავისი მაგია - უთხრა ექიმმა ნოას.
- კარგად იქნება?. - ჰკითხა ვილიამმა და ნოამ მას შეხედა.
- კი მაგრამ, სავარაუდოდ ძალიან დაღლილი და ენერგია გამოფიტული გაიღვიძებს - თქვა ექიმმა და ქეითს აქ დაძინების უფლება მისცა, თან მალ - მალე შეამოწმებდა ქეითის მდგომარეობას.
ვილიამს და ნოა მასთან დარჩნენ სანამ ის გაიღვიძებდა.
- შენ საიდან იცი, რომ დედაშენის გამო გავიჭედე იქ - გაოცებული ეკითხებოდა თროი ლიდიას ის კი არ პასუხობდა.
- კარგი რა ლიდია - ეხვეწობოდა თროი.
- დავინახე, დედაჩემმა როგორ ჩატარა ის რიტუალი რომლითაც ადამიანს საკუთარ გონებაში კეტავებ და იჭრებიან, თან თვითონ თვალდახუჭული ლაპარაკობდა და ამბობდა ჩემ გოგოს შეშვი თორემ მოგკლავო, ეგრევე მივხვდი, რომ ეგ შენ გაგიკეთა და ყველაფერი გავიგე რას გითხრა - უთხრა ლიდიამ და სიარული გაგრძელა.
- გასაგებია, შენთან ურთიერთობა უნდა გავწყვიტო ლიდია, ჩემს გამო დედაშენთან ურთიერთობა გაგიფუჭდა და ამას დედაშენი ვერ ეგუება, თან მემუქრება, რომ მომკლავს მაგრამ მე სიკვდილის არ მეშინია მინდა ბრძოლა სამართლიანად გავიმარჯვო და მერე თუ უნდას მომკლას - უთხრა და ლიდიას ხელი ძლიერად ჩასჭიდა.
- არა თროი!.
- ლიდია მისმინე, ბედნიერი ვიქნები თუ შენც ბედნიერი იქნები.
- თროი არ მინდა შენთან ურთიერთობის გაწყვეტა, რადგან პირველივე დღესვე მომეწონე.
- ვიცი ლიდია.
- თროი უშენოდ ვერ ვიქნები ბედნიერი, არ შემიძლია ახლა ამის გაკეთება, რადგან დრო და დრო მეყვარები.
- მესმის ლიდია, ამიტომ ჯობია სიშორე, რომ ჩემს მიმართ გრძნობები არ გაგიჩნდეს, დედაშენი მეუბნება ჩემს გამო შეიცვალეო.
- უკვე მაქვს.
- ვიცი, სიშორე მის დავიწყებაში დაგეხმარება.
- სიშორე დამტანჯავს თროი.
- ლიდია არ შემიძლია შენთან ურთიერთობა მქონდეს, პრობლემები ჩახლართულადა ახლა.
- ყველაფერი დედაჩემის გამოა.
- მას უყვარხარ ლიდია, ამიტომ დედაშენი აირჩიე და არა მე.
- ის ადამიანი როგორ უნდა ავირჩიო ვინც ამ მოსახლეობის წინაღმდეგ მიდის და დემონებს ეხმარება.
- მაგრამ მან ცხრა თვე მუცელში გაგტარა, 16 წელი გაგზარდა და სიყვარული და სითბო გაჩუქა, მას შენ უყვარხარ და შენც გამო ყველაფერზეა წამსვლელი, არ უნდა თავისი შვილი თავის მტერზე იყოს შეყვარებული, მისი მესმის ამიტომაც შენთვის უკეთესია ჩემთან არაფერი გაკავშირებდეს.
- მრცხვენია მისი შვილი ვარ, ამ სამყაროს მოღალატე ადამიანის.
- რაც არ უნდა იყოს ის დედაშენია და უნდა გაუგო, მის გვერდით უნდა დადგე.
- თროი მე ეს არ შემიძლია.
- ჩემს გამო ახლა ქეითი უგუნოდა და ახლა უნდა მივიდე და ვნახო.
- ჩემთან ურთიერთობა არ გაწყვიტო.
- წერტილი დავუსვათ ყველაფერს ლიდია.
- ვერ დაგივიწყებ.
- ვერც მე.
- ჩემთვის ტანჯვა იქნება ასე ცხოვრება.
- აღარ იფიქრო ჩემზე, დაივიწყე ჩვენი შეხვედრის დღე.
- რთულია ეს თროი.
- მესმის.
- არ გესმის.
- ბედნიერი იყავი ლიდია, შენი ბედნიერება ჩემთვის საკმარისია, რომ ბედნიერი ვიყო, მიყვარხარ ლიდია და მეყვარები სულ, უბრალოდ ბედნიერი იყავი და დამივიწყე, არ მინდა შენც გაგრიო ჩემ რთულ საქმებში - დაიხარა და ლოყაზე აკოცა ლიდიას, ხელი დაუქნია და დაემშვიდობა.
ლიდია ძირს დაეცა და ხმამაღლა ყვირილი და ტირილი დაიწყო, მათი ურთიერთობა ასე დასრულდა. თროი წავიდა და არც შემოტრიალდა, რადგან გული გაუტყდებოდა ეს, რომ ენახა და განადგურდებოდა. ლიდია თავს საშინლად განადგურებულად გრძნობდა და ბრაზს დედამისზე ანთხრევდა, გული საშინლად სტკიოდა და ყველაფერს დედამისს აბრალებდა. მხოლოდ ლიდია არ იყო საშინელ მდგომარეობაში, თროის ასე გრძნობდა თავს. სიმწრისგან თვალებიდან ცრემლები მოსდიოდა და ტირილის შეკავება სურდა, ყელში ბურთი ჰქონდა გაჩხერილი და მას ახრჩობდა, საშინლად განადგურებული იყო და არ სჯეროდა, რომ ლიდიასთან ყველაფერი დამთავრა. ერთადერთი გოგო იყო, რომელიც პირველი დანახვისთანავე მისმა ლამაზმა თვალებმა მიპყრო. ერთადერთი გოგო იყო, რომელზეც ყოველდღე დაიწყო ფიქრი. ერთადერთი გოგო იყო ვისი თვალების ესიზმრებოდა და მშვიდად ძილის საშუალებას აძლევდა. ერთადერთი გოგო იყო ვინც მას ანუგეშებდა და მისი ესმოდა. ერთადერთი გოგო იყო ვისაც თროის დანახვა უხაროდა და ყოველთვის უღიმოდა. ერთადერთი გოგო იყო ვინც თროის გამო დედამისის წინაღმდეგ წავიდა. ერთადერთი გოგო იყო ვინც მის მხარეს დადგა. ერთადერთი გოგო იყო ვისი ჩახუტებამ თროიში დიდი სიყვარულის ნაპერწკალი გაღვივა. ერთადერთი გოგო იყო ვისი ჩახუტებამ დიდი სიმშვიდე მოჰგვარა. და ერთადერთი გოგო იყო ვინც პირველად შეუყვარდა. დიახ ის მისი პირველი სიყვარული იყო, რომელიც ასე დამთავრდა როგორც ზღაპარი ვითა ღამისა.
















ახალი თავის დაიდო საბედნიეროდ, ოღონდ გვიან ღამით და ამისთვის გიხდით ბოდიშს ძლივს მოვიცალე, იმედი მაქვს მოგეწონებათ რადგან ეს თავი დიდი და შემზარავია😬❤მადლობთ ჩემ მოთხრობებს დროს, რომ უთმობთ და ზოგ ზოგიერთები სტიმულს, რომ მაძლევთ მადლიერი ვარ თქვენი და ვეცდები ყველანაირად შევძლო თავების დადება, რათა არ გალოდინოთ❤🤍🌸🦋🕊დიდი და საინტერესო ამბები გელით🤍ლიდიას და თროის დაშორება არ გეწყინოთ😂🤍

მოჩვენებების მკვლევრებიWhere stories live. Discover now