თავი 6

56 18 4
                                    

დილით მზის სხივი შემოჭრილიყო ოთახში, ბავშვებმა დღეს ადრე არ გაიღვიძეს რადგან სკოლისგან ისვენებდნენ. დრაკო უკვე გაღვიძებული იყო და ოთახებში დახეტიალობდა, მაგრამ ქეითს ისევ ეძინა. სიზმრებში შფოთავდა და გაოფლილი იყო, საშინელი გრძნობა სჭამდა შიგნიდან. უცებ თვალები ჭყიტა და მოულოდნელად წამოხტა, შეშინებული დაიწყო ყურება აქეთ იქით. დრაკოს გაუკვირდა მისი ქცევა და მასთან მივიდა, ქეითი სიზმარში ნანახ კოშმარს იხსენებდა და გონებაში იმეორებდა იმ მომხდარს, რომ არ დავიწყებოდა.
- კარგად ხარ? - დრაკოს ხმამ გამოაფხიზლა, შეშინებული შეხედა დრაკოს.
- კი - თავი დაუქნია და ისევ ფიქრი განაგრძნო.
- კარგი, დაბლა ჩამოდი ვისაუზმოთ - ქეითმა თავი დაუქნია.
ვერ ხვდებოდა ის კოშმარი რას ნიშნავდა, გრძნობდა, რომ მასთან რაღაც კავშირი ჰქონდათ იმ ქალბატონებს. გრძნობდა, რომ მათთან რაღაც მოგონებები აკავშირებდა. მაგრამ, ამ ყველაფერს ვერ იხსენებდა და ბრაზდებოდა. ვერ ხვდებოდა, ეს კოშმარი რა მინიშნებას აძლევდა, ან რატომ გამოეცხადნენ კოშმარში ის ქალბატონები, ან რას გულისხმობდნენ ამ ყველაფერს ვერ არკვევდა. თან ამდენი სულის დანახვა მისთვის არ იყო კარგი, საშინელი გრძნობა დაეუფლა, სიზმრის დავიწყება არ შეძლო, არც ის შეძლო, რომ არ ეფიქრა ამ სიზმარზე.
მზიანი და თბილი ამინდის დადგომა კორსპუსში მცხოვრებ ყველა ხალხს უხაროდა, ბავშვების ხმაური ყველგან ისმოდა გახარებულები თამაშობდნენ ბურთს. მეზობლები ჭორაობდნენ და ყავას სვამდნენ, თროის კი ეს ყველაფერი აღიზიანებდა. თავის ოთახში იჯდა მარტო და ხატავდა ლამაზ პეიზაჟს. ფანჯრიდან შემოსული ხმები კი ხელს უშლიდნენ, თროი დიდი მოტივაციით ხატავდა და ცდილობდა არაფერზე ეფიქრა. ფუნჯს უსმევდა ფურცელზე და ლამაზად ხატავდა, მისი მშობლები მას არ აწუხებდნენ, რადგან იცოდნენ როცა ხატავს ხელი არ უნდა შეშალათ, მერე ბრაზიანი და ფეთქებადი ხდებოდა. თროისთვის ხატვა ძალიან მნიშვნელოვანია, უყვარს როცა ხატავს, რადგან თავის ემოციებს და გრძნობებს ფურცელში ქსოვს.
დილით წიწილების ხმა აყრუებდა ეზოს, ვილიამი კი იმ წიგნებს კითხულობდა რომელიც თროიმ მისცა. ძალიან დაინტერესებული კითხულობდა და ბევრ რამეს იგებდა, ვილიამს წიგნის კითხვა არასდროს მოსწონდა და არც მოსწონს, მაგრამ ამ წიგნმა სხვაგვარად ჩათრია იგი. ბებიამისის ნაბიჯების ხმას, რომ გაიგებდა წიგნს მალავდა და სხვა წიგნის კითხვას დაიწყებდა. ბებიამისი რამდენჯერმეც შემოვიდოდა ოთახში, და წიგნით ხელში დანახული ვილიამი აოცებდა მას. მაგრამ, გულის სიღრმეში მაინც უხაროდა, ეგონა, რომ მისი შვილიშვილი სწავლობდა გაკვეთილებს და კითხულობდა ყველაფერს. სინამდვილეში, მისი შვილიშვილი ეზოთერიკით იყო დაინტერესებული და უცნაური არსებებით. ვილიამი სახლში ჯდომისგან მოიწყინა და ჯგუფური ჩატი შექმნა, თავისი მეგობრები ჩაგდო და მიმოწერა დაიწყო.
ვილიამ: რასშვებით? არ გინდათ შევხვდეთ? მოვიწყინე.
დრაკო: აუ კარგი აზრია, მეც მოვიწყინე.
თროი: ხატვას, რომ მოვრჩები შევხვდეთ, ისედაც მინდოდა ამის მოწერა თქვენთვის დღეს ბევრი რამ გავარკვიოთ სულებზე.
ქეითი: თქვენ როგორც იტყვით, წამოვალ.
ვილიამ: ქეით რახდება შენ ოთახში იძინებ ჩვეულებრივ?.
ქეით: ვერა, მშობლებთან ერთად დავიძინეთ მე და დრაკო, რაც მოხდა მაგაც, რომ შეგხვდებით მოგიყვებით.
თროი: კარგი, მეც ძაან მაინტერესებს.
ვილიამმა ტელეფონი გათიშა და ოთახიდან გავიდა, სამზარეულოში მჯდომარე ბებიამისი დაინახა რომელიც ყავას სვამდა. მასთან მივიდა და სკამზე ჩამოჯდა, ბებიამისი მას გაკვირვებული შეხედა.
- მორჩი სწავლას?.
- კი დავიღალე - მოიტყუა ვილიამმა.
- დასვენებას საჭიროა - გაუღიმა ბებიამისმა და ნამცხვარი დაუდო თეფშზე.
თროიმ ხატვა დამთავრა და თავის ნამუშევარს კმაყოფილი შეხედა, ფოტო გადაუღო და სოც ქსელში ატვირთა. კიდევ ერთხელ შეავლო თვალი თავის ნამუშევარს ბედნიერმა, კარები დედამისმა ფრთხილად შეაღო. ოთახში შემოვიდა და ნახატს დახედა, ძალიან მოეწონა ნახატი და გულის სიღრმეში იამაყა თავისი ვაჟით. გაუღიმა თავის ვაჟს და სიტყვის უთქმელად გავიდა ოთახიდან. თროიმ ნახატი კარგ ადგილას დაყენა, და საწოლზე წამოწვა. ცოტახნიანი შესვენება აიღო, ძალიან დაღლილი იყო დატვირთულად ხატავდა. უცებ ფიქრებმა მოაწვა, დაფიქრდა ქეითზე და დრაკოზე, ცოტა არ იყოს ძაან ეცოდებოდა ისინი. რადგან სულებთან უწევდათ ცხოვრება, წიგნები აიღო და პორტალის დაკეტვის რიტუალის ძებნა დაიწყო. მაგრამ ვერ მიაგნო ვერსად, ამიტომ გადაწყვიტა გარედ გასულიყო.
თროი: ჰეით არ გამოდიხართ?.
ვილიამი: კი სად შევხვდეთ?.
თროი: პარკში.
დრაკო: მიტოვებული ადგილებზე გამოძიებას ხომ არ დავიწყოთ?.
თროი: მაგისთვის გეძახით.
დრაკო: აუ ნეტა ისეთი ხელსაწყოები მქონდეს, მაგალითად კამერა რომელიც დაფიქსირებს სულს, ან მიგვანიშნებს სულის მოახლოებას, ძაან მინდა, რომ გვქონდეს.
ვილიამი: დავაგროვოთ ფული და ვიყიდოთ.
დრაკო: ხო კარგი აზრია, ბევრ რამეში დაგვეხმარება.
თროი: აქ მორჩით საუბარს და შევხვდეთ პარკში.
ვილიამი: ქეითი მოდის?.
დრაკო: კი
საუბარს მორჩნენ და მომზადება დაიწყეს, დრაკომ ქეითს უთხრა, რომ პარკში აპირებდნენ შეხვედრას. ქეითმა უთქმელად დაიწყო მომზადება, დღეს ხასიათზე არ იყო. რადგან კოშმარმა შოკში ჩაგდო და დაბნია ყველანაირად, ძალა გამოცლილი და გამოფიტული დადიოდა ქეითი, თითქოს მისი ენერგია მთლიანად შეიწოვეს. მოემზადა და დრაკოს დაელოდა, მალე დრაკოს გამოვიდა ოთახიდან და გარედ გავიდნენ.
- მიკვირს, რომ არაფერი მომხდარა არადა სახლში ბევრი სული გვყავს.
- მგონი დილით დაბალი ვიბრაციები აქვთ - დაფიქრდა და უთხრა ქეითმა.
- ხო მართალია, ღამე ძლიერდებიან, ისე რა კარგი იქნებოდა ხელ..
- ვიცი წავიკითხე მესიჯები - თვალები ატრიალა ქეითმა, დრაკომ კი გაბრაზებული შეხედა რადგან სიტყვის თქმა არ დაცადა.
პარკში მალე მივიდნენ და მანდ თროი დახვდათ, მეგობრებს მიესალმა და ვილიამს დაელოდეს. დრაკომ ლოკაციით დაიწყო ადგილების ძებნა, ამასობაში ვილიამის მოვიდა და ყველას მიესალმა. თვალი ქეითს გაუსწორა, რომელიც უხასიათოდ იჯდა სკამზე და ჩაფიქრებული იყო.
- აუ აქ ასეთი ადგილები არ არის. - წაიწუწუნა დრაკომ.
- სიარულით რამეს ვიპოვით ადექი - უთხრა თროიმ, და ყველა ფეხზე ადგა.
- ქეით კარგად ხარ? - ჰკითხა ვილიამმა.
- კი კარგად ვარ - ფიქრებიდან გამოიღვიძა ქეითი.
ბავშვებმა სიარული დაიწყეს და თან ათვალიერებდნენ ადგილებს, რომ რამე საიდუმლო ადგილს წაწყდომოდნენ. იმდენი იარეს და დაიღალნენ, დრაკოს უკვე ფეხების ტკიოდა ამდენი სიარულისგან.
- დღეს ქეითი უხასიათოდ მეჩვენება რამე მოხდა?. - ჰკითხა თროიმ.
- დაიკიდეთ - თვალები ატრიალა ქეითმა, რადგან შეაწუხეს ამდენი კითხვის დასმით, არც სურდა კოშმრის მოყოლა.
ცოტახანს შეისვენეს და ისევ დაიწყეს სიარული, სიარულით რკინიგზის ადგილს მიაგნეს. ეს ადგილი ახსოვდათ, და აქედანაც დაიწყეს დათვალიერება. თროიმ თვალი ვიწრო გზას გაუსწორა, სადაც ბევრი ნაზვის ხეები იყო, და გრძელი გზა მოსჩანდა.
- აქეთ წავიდეთ - უთხრა თროიმ მეგობრებს.
- დავიღალე - იწუწუნა დრაკომ.
ბავშვები იმ ვიწრო გზას გაყვნენ, ბოლომდე იარეს სანამ რამეს არ აღმოაჩენდნენ. არცერთს ეშინოდა დაკარგვის რადგან თავი ძლიერად ეჭირათ და გვერდით ერთმანეთი ყავდათ. იმდენი იარეს ბოლოს მიაგნეს რაღაც დიდ შენობას ადგილს, რომ შევიდნენ ძალიან დიდი ტერიტორია აღმოჩნდა, ლამაზი ხეებით, ყველანაირი სახეობის მცენარით, ყველანაირი სახეობის ხე, ბევრი მიტოვებული დიდი შენობები, რომლითაც შეიძლებოდა აშენებულიყოს დიდი ოფისი ან ყველაფერი. ტერიტორიას ფეხი შეაბიჯეს და ბევრი ადგილი მოინახულეს, ადგილები ისეთი იდუმალი და საინტერესო იყო, თან ძალიან დიდი ადგილი იყო. ერთ შენობაში ისეთი ადგილი იყო სადაც შეიძლებოდა ლიფტი აშენებულიყოს, ყველა შენობას ძველი კედლები ჰქონდა. იმდენი რამ დათვალიერეს და ეს ადგილი ძალიან მოეწონათ.
- ეს ადგილი მოვისაკუთროთ, და ხშირად მოვიდეთ აქ ერთად - თქვა ვილიამმა.
- კი ეგრე მოვიქცეთ - დაეთანხმა თროიმ.
- ყველაფერი საოცარია, რუკაში ვნახავ ამ ადგილს - თქვა დრაკომ და ტელეფონი ამოიღო.
- აქ, რომ მოვედით ისეთი შეგრძნება დამებადა თითქოს მძიმე ტვირთისგან გავთავისუფლდი და ამოვისუნთქე - გახარებულმა წამოიძახა ქეითი.
- მოიცათ, ეს ადგილი ლოკაციაში არ ჩანს - გაკვირვებულმა წამოიძახა დრაკომ, ყველა მასთან მივიდნენ და ტელეფონში ჩაიხედეს.
- ალბათ საიდუმლო ადგილია - გაოცებული შეხედა ყველას ქეითმა.
- მეც ეგრე ვფიქრობ - მხარი დაუჭირა თროიმ.
- მეც - თქვა ვილიამმა.
- ძაან მაგარია ბევრ რამეს აღმოვაჩენთ - წარბები ეშმაკურად ათამაშა დრაკომ.
ბავშვება სიარული დაიწყეს ამ დიდ ტერიტორიაზე, ერთ დიდ შენობაში შევიდნენ რომელიც ძალიან მოეწონათ. ნაცრისფრად შეღებილი კედლები, შენობა მატარებლის გასაჩერებელ ვაგონს გავდა, მაგრამ რკინის გზა არ ჰქონდა, ცარიელი შენობა იყო მაგრამ ძალიან იდუმალებით მოცული. ქვაზე ჩამოჯდნენ ბავშვები, და თვალი მოავლეს გარშემოს კმაყოფილებმა.
- მოგვიყევით რა ხდებოდა თქვენ სახლში - დაიწყო საუბარი თროიმ.
- დღისით იმდენად არაფერი, მაგრამ ღამე იწყება ყველაფერი - თქვა დრაკომ.
- წავიკითხე, რომ მოჩვენებები ღამით უფრო აქტიურები არიან - თქვა ვილიამმა.
- მშობლებთან ერთად ფილმს ვუყურებდით და დენი მოაძრო რაღაც ძალამ და გათიშა ტელევიზორი, მერე ახლიდან ჩართეს ჩემებმა და სხვა არხზე გადაირთო, არადა პულტი მაგიდასთან იდო ჩვეულებრივ - მორჩა მოყოლას დრაკო.
- შენებს რა რეაქცია ჰქონდათ? - დაინტერესდა თროი.
- ტელევიზორს დაბრალეს, გაფუჭდაო - გაიცინა დრაკომ.
- სხვა არაფერი მომხდარა? - ჰკითხა ვილიამმა.
- როგორ არა, დასაძინებლად, რომ შევედი, უცნაური ხმები მომესმა, ყვირილის და ტირილის მაგვარი, ვერ ვიძინებდი ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ოთახში ვინმე მიყურებდა და დადიოდა.
- ძალიან საინტერესოა, მაგრამ გამკლავებას გისურვებთ შენი ბრალია ეს ყველაფერი დრაკო - უთხრა თროიმ.
- ქეით რატო ხარ ჩუმად? - ჰკითხა ვილიამმა.
- დრაკოს ველოდებოდი როდის დამთავრებდა, ჩემთანაც ასე ხმები ისმოდა ყველანაირი ჯიშის, კარები და ფანჯრები იღებოდნენ, სარკესთან მივედი შუქი არ მენთო ოთახში, ვიღაც მტირალა ქალი შევამჩნიე რომელიც მიყურებდა და ტიროდა, მერე გაღიზიანდა და გამწარდა, დამიყვირა და მომახტა მეც წავიქეცი შეშინებულმა დავიწყე ყვირილი.
- მერე რამოხდა დაშავდი? - ნერვიულობის ხმით იკითხა ვილიამმა.
- არა დრაკო შემოვიდა ოთახში და შუქი ანთო, საბედნიეროდ არაფერი დამმართნია, მაგრამ ვერ გავჩერდი იმ ოთახში და ჩემებთან დავიძინე.
ყველა საინტერესო ამბის მოსმენით გაერთეს, ქეითი ისევ იმ კოშმარზე იყო მიჯაჭვული.
- კარგი რა ქეით, ვიცით, რომ რაღაც მოხდა და არ გვიყვები - თქვა თროიმ, რადგან ამოიცნო მეგობრის მდგომარეობა.
- კოშმარი დამესიზმრა, რომელსაც ვერ ვივიწყებ და მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია და უნდა მახსოვდეს, მგონია, რომ რაღაც კავშირი მაქვს ამ კოშმართან.
- პირველად გესიზმრება კოშმარი? - ჰკითხა დრაკომ, ქეითმა თავი დაუქნია.
- კოშმარია უბრალოდ რატომ უნდა იყოს მნიშვნელოვანი - ირონიულად თქვა ვილიამმა.
- მოვყვები.
დაიწყო მოყოლა ქეითმა და თან იხსენებდა იმ მომენტებს, ნერვიულობდა და განიცდიდა იმ გრძნობებს რაც კოშმარში განიცადა. როლებში ძაან იყო შეჭრილი და იქამდე უყვებოდა სანამ გონებაში დამთავრებდა წარმოდგენას და გამეორებას. ბოლოს როგორც იქნა დამთავრა თავისი კოშმარი და ყველას გაკვირვებულ რეაქციას შეჩეხა.
- ეს მართლაც ღრმად დასაფიქრებელი სიზმარი ყოფილა, შენ ადგილას მეც დავიბნეოდი და არც მოვეშვეოდი, იქნებ მართლაც რაღაცას განიშნებს? - თქვა ვილიამმა, ქეითმა მხრები აიჩეჩა რადგან პასუხი არ ჰქონდა.
უცებ რაღაც ხმა მოესმათ, სიცივე მოაწვა შენობას, ვილიამმა სუნი იგრძნო და მიხვდა, რომ სული მოუახლოვდათ მათ, დრაკოს უბრალოდ ციოდა და ამით მიხვდა მოჩვენების მოახლოებას, ქეითი და თროი გრძნობდნენ, რომ მოჩვენება მას უახლოვდებოდა. ყველა მოელოდა, რომ საშინელებები მოხდებოდა ისევ, მაგრამ საბედნიეროდ ქეითმა და თროიმ იგრძნეს, რომ სული მასთან გაჩერდა და მათი ყურება დაიწყო. ქეითმა ძირს დაიწყო ყურება და თავი ნელ - ნელა მაღლა ასწია. უცებ გაშეშდა რაღაც მაღალი სილუეტი დაინახა, სილუეტი მკვეთრად და კარგად ჩანდა. ერთი შეხედვით ძალიან გავდა ადამიანს, ქერა თმიან და მწვანე თვალება ბიჭს. ბიჭის თვალები ძალიან კარგად ჩანდა, და საყვარლად უბრწყინავდა. ქეითი თვალს ვერ უჯერებდა, ეგონა, რომ მოელანდა ან მოეჩვენა. ცდილობდა, გაერკვია ეს მოელანდა თუ მართლა დგას მათ თვალწინ.
- თქვენც ხედავთ? - გაიგო ვილიამის აკანკალებული ხმა.
- კი - წამოიძახეს ბიჭებმა.
- თქვენ მოჩვენება ხართ?.
- კი - გასცა ხმა უცნობმა, ქეითს სხეული აუკანკალდა.












Holy ახალი თავის დაიდო, ყველაზე საინტერესო და გრძელი, იმენა დამაინტრიგებელი 😂 იმედი მაქვს მოგეწონებათ და ბოლო სტროფის წაკითხვის დროს მოუთმენლად დაელოდებით შემდეგ თავს😁 მადლობთ ვინც კითხულობთ და მოგწონთ🥺მახარებთ და მოტივაციას მაძლევთ, მართლა ძაან მიყვარხართ ჩემო ლამაზუნებო 🤍🌸😊❤

მოჩვენებების მკვლევრებიWhere stories live. Discover now