თავი 9

51 18 2
                                    

თროის მოსვენება ჰქონდა დაკარგული ვერ ისვენებდა, აქეთ იქეთ დადიოდა. მხოლოდ მას აღელვებდა ვილიამი, თროი იყო ერთადერთი ადამიანი რომელიც ნერვიულობდა თავის მეგობრებზე, ამასთანავე გამგებიანის იყო. ფანჯრის რაფაზე გაიხედა და ზედმეტად მზიანი ამინდი იყო გარედ, ამიტომ გადაწყვიტა აივანზე გასულიყო და ასეც მოიქცა. სკამი დადო აივანზე და ჩამოჯდა, მაღლიდან უყურებდა ყველაფერს და ფიქრობდა. გარედ ბავშვები თამაშობდნენ და მათი ხმაური თროის ძალიან აღიზიანებდა, ლამისა დაუყვიროს. შიგნიდან რაღაც გრძნობა ჭამდა და მოსვენებას არ აძლევდა, სიბრაზისგან ყელში ბურთი ჰქონდა გაჩხერილი. თვითონაც არ იცოდა რაზე იყო გაბრაზებული, ისეთი მდგომარეობა ჰქონდა, რომ არც ხატვის თავი ჰქონდა არც კითხვის. პატარა წვრილმანზეს ეშლებოდა ნერვები, გადაწყვიტა ვილიამთან წასულიყო და რამენაირად დრო გაეყვანა. ასეც მოიქცა ტანსაცმელი გამოიცვალა და ვილიამთან წავიდა, ბევრი გზის გავლა მოუწია ვილიამი თროის სახლიდან ძალიან შორს ცხოვრობდა. ჭიშკართან გაჩერდა და დაკაკუნა, კარები პატარა ბიჭუნამ გააღო, თროიმ მას გაკვირვებული შეხედა რადგან ვერ იცნო.
- გამარჯობათ, ვის ეძებთ? - ჰკითხა ბიჭუნამ.
- შენ ვინ ხარ? - ეგრევე დაუსვა კითხვა, და ეჭვის თვალით შეხედა ბავშვს.
- ვილიამის მეზობელი ვარ, აქ მწვანილის წასაღებად მოვედი.
- ვილიამი სახლშია? - ბავშვმა თავი დაუქნია.
თროიმ ეზოში შევიდა და ვილიამის სახელის დაძახება დაიწყო, დაღლილი ვილიამი გამოვიდა სახლიდან და თროის დანახვა არ ესიამოვნა. რადგან ის ისევ გაბრაზებული იყო, ბრაზი შიგნით ვერ ჩაკლა და ყველაფერზე ანთხრევდა ბრაზს. ვილიამმა თავაზიანობა გამოიჩინა და შემოიპატიჟა მეგობარი, როცა ოთახში უნდა ასულიყვნენ, რაღაც ხმა გაიგეს. თროიმ ვილიამს ხელი მოკიდა და კედელთან დაიმალნენ, სხვა ოთახის გვერდით კედელი გაიღო და ბებიამისი გამოვიდა კედლიდან. ვილიამს გაუკვირდა და ნაწილობრივ შიშის იგრძნო, პირველად ხედავდა თავის სახლში კედლის მოძრაობას, ამდენი ხნის მანძილზე მსგავსი რამ არ დაუნახავს. ბებიამისისგან ეგ გაუკვირდა და არც მოელოდა, როცა ბებიამისი თავის ოთახში შევიდა მაშინ ჩქარი ნაბიჯებით ავიდნენ ბიჭები ოთახში. თროი ვილიამის საწოლზე ჩამოჯდა და ვილიამს შეხედა, ვილიამს მეგობრის მიმართ ბრაზი დაავიწყდა და ახლა გაკვირვებული დაიწყო ფიქრი დღევანდელ მომხდარზე.
- უცნაურია - დაიწყო საუბარი ვილიამმა და აქეთ იქეთ სიარული დაიწყო.
- ჩემთვისაც - პასუხი გასცა თროიმ.
- პირველად ვხედავ ამას რა ხდება? - ვერ იჯერებდა ვილიამი რაც დაინახა.
- აბა მე რა ვიცი? გავარკვიოთ მერე და მოვიძიოთ - უთხრა თროიმ.
- მართალი ხარ, სახლში მარტო, რომ ვიქნები მოდით ყველა და გამოვიძიოთ - დაეთანხმა ვილიამი.
- აქ იმისთვის მოვედი, რომ შენ მენახე და ის გამერკვია თუ რატომ გაბრაზდი. - უთხრა თროიმ.
- არ შემიძლია, რომ ვენდო, მეშინია არ გამოგვიყენოს იმ მოჩვენებამ - აუხსნა ვილიამმა.
- ხო შენ რთულად ენდობი ყველას.
- ქეითი ძალიან ენდობა იმ მოჩვენებას და მეგობრულად ელაპარაკება, მეშინია რამე არ დაუშავოს.
- დავაცადოთ, და თვალ - ყური ვადევნოთ მოვლენებს, იქნებ არ იყოს საეჭვო ვინმე.
- არაფერი ვიცი მე, ბოდიში გუშინ ძაან ცივად გამომივიდა.
- არაუშავს.
- მოჩვენებებზე რას ვიზამთ? - საქმეზე გადავიდნენ ბიჭები.
- ისევ დავიწყოთ გამოკვლევა, წიგნებს ვკითხულობ და ცოტა რამეს ვიგებ მათზე.
- ხო მეც წიგნიდან ვიგებ ინფორმაციებს - უთხრა ვილიამმა.
- ყველაზე დიდ საფრთხეში ქეითი და დრაკო არიან მათ სახლში გავხსენით პორტალი - მათზე დაფიქრდა თროი.
- წავიდეთ მოვინახულოთ, ბოდიში მაქვს მოსახდელი.
- ხო თან მარტო არიან მივიდეთ - დაეთანხმა თროი, და ვილიამმა გარდერობიდან ტანსაცმელი აიღო.
მაიკა გამოიცვალა და დაბლა ჩავიდნენ, ბებიამისი გაშეშებული იდგა და მაღლა იყურებოდა. თროი და ვილიამი გაშეშდნენ და გაკვირვებული შეხედეს ბებერ ქალს, ბებიამისი ძაან უცნაურად იქცეოდა დღეს და ეს ვილიამს აშინებდა. უცებ გადიდებული თვალებით გადმოხედა ბიჭებს და ვილიამს ლამის გული გაუსკდა შიშისგან, თროი კი შეკრთა შიშისგან. უცნაური მზერით შეხედა ბიჭებს და მათ სერიოზულად შეეშინდათ.
- ახლა ჩავიფსამ - შიშისგან უჩურჩულა ვილიამს თროიმ.
- ბებია კარგად ხარ? - ვილიამის ბოხი ხმაზე გამოფხიზლდა ბებიამისი და მათ გაკვირვებული შეხედა.
- კი კარგად ვარ, სად მიდიხარ?.
- მეგობრებს უნდა შევხვდეთ.
- წადი - ნება დართო და ბიჭები სახლიდან გამოვიდნენ.
გზაში ხელი გულზე მოიკიდეს და ღრმად სუნთქვა დაიწყეს, ვილიამს სერიოზულად ნერვიულობა დაეწყო.
‐ ძაან უცნაურად იქცეოდა დღეს. - უთხრა თროის.
- მეც შევატყვე, შემაშინა.
- კუდიანი ხომ არ გახდა? - ყველაზე უაზრო კითხვა დაუსვა თროის, თროიმ თვალები ატრიალა.
- შენ დებილი ხომ არ ხარ? - სერიოზულად კითხა ვილიამს.
ვილიამმა გაიაზრა, რომ არასერიოზული კითხვა იყო და ამიტომ გაჩუმება არჩია. იმდენი იარეს და ბოლოს მოაგნეს და - ძმის უბანს, მათ ჭიშკართან მივიდნენ და დაკაკუნეს. კარები დრაკომ გააღო და მეგობრების დანახვამ გახარა. შემოიპატიჟა სახლში, კარები დახურა და ქეითს დაუძახა. ქეითი წიგნით ხელში ჩამოვიდა კიბებიდან და მეგობრებს მიესალმა. ბავშვებმა ისევ ქეითის ოთახში ასვლა დააპირეს, ავიდნენ მის ოთახში და ისევ იატაკზე ჩამოჯდნენ.
- კარგია ხო სკოლა, რომ არარის? - გახარებული თქვა დრაკომ.
- ჰო - თავი საწოლს მიადო ვილიამმა.
- რა ხდება ახალი? - თროიმ კითხვა დაუსვა და - ძმას.
- იმდენად აღარ გვაწუხებენ ეს სულები და ჩვენც იმდენად აღარ გვეშინია თითქოს შევეგუეთ - უთხრა ქეითმა.
- შენ შეგუე მე კი ისევ მეშინია. - თქვა დრაკომ.
- რისი გეშინია, უკან დაბრუნდნენ სულები და არავინა აქ - უთხრა ქეითმა.
- საიდან იცი?, დარწმუნებული ხარ? - გაუკვირდა ვილიამს.
- კი, ვხედავ ყველა სულს, პორტალსაც ვხედავ, იმასაც თუ როგორ მიდიან მოდიან, კონტაქტის მაქვს ამიტომ ყველაფერი რიგზეა.
- სერიოზულად? - გაუკვირდა ვილიამს.
- კი , ნოას ნახვის შემდეგ დამეწყო ეს ყველაფერი, მესამე თვალი გამიხსნეს რომელიც ჩაკეტილი მქონდა - ამაყად წარმოთქვა ქეითმა, მეგობრები კარგად ვერ ხვდებოდნენ რასაც ის ამბობდა.
ქეითმა მათ გახედა და მიხვდა, რომ ვერაფერი გაიგეს მისი ნათქვამიდან ამიტომ გადაწყვიტა ყველაფერი მოეყოლა, და ასეც მოიქცა. თავისი კოშმრების მოყოლა დაიწყო დეტალურად და დაღლილი დამთავრა.
- ისევ ის ქალბატონები? - გაკვირვებული ჰკითხა ვილიამმა.
- კი და კითხვებზე პასუხი მჭირდება, არვიცი რა უნდათ - უთხრა ქეითმა.
- საინტერესოა - თქვა თროიმ და ქეითმა თავი დაუქნია.
- მესამე თვალი ვინ გაგიხსნა?. - ჰკითხა დრაკომ.
- ნოამ.
- როგორ ის ხომ მოჩვენება? - გაუკვირდა თროის რადგან ასეთი რამ პირველად ესმოდა წიგნშის არ ჰქონდა წაკითხული, ქეითმა მხრები აიჩეჩა.
- მას ხომ აქვს საიდუმლო, ხომ გვითხრა როცა დავრწმუნდები, რომ თქვენ სანდო ხართ მოგიყვებითო, ამიტომ ველოდები როდის გავიგებ მის საიდუმლოს - თქვა ქეითმა.
- აჰ კარგი, სხვა რამეზე ვისაუბროთ - ვილიამმა თემის შეცვლა სცადა, რადგან არ მოსწონდა ნოაზე რომ საუბრობდა ქეითი.
- იცით დღეს ვილიამის ბებო ძაან უცნაურად იქცეოდა ლამის შემაშინა - დაიწყო დღევანდელის მოყოლა თროიმ.
რაც დღეს გადახდა იმის მოყოლას მორჩა და და - ძმების გაკვირვებულ რეაქციას წაწყდა. ქეითი ჩაფიქრდა და ვერ იპოვა პასუხი იმ ქალის ქმედებაზე.
- მართლა უცნაურია - თქვა დრაკომ.
- მოდით ის ხელსაწყოები და აპარატები ვიპოვოთ, რომელიც მოჩვენების გამოსაკვლევად დაგვეხმარება ვიყიდოთ სადმე - მოულოდნელად დაიწყო საუბარი ვილიამმა ამ თემაზე.
- ეს მე მინდა, ეგეთებში ვერკვევი - უთხრა დრაკომ.
- ჰო, იცი რატომ წამოვიწყე საუბარი ამაზე? შევქმნათ ვებ - გვერდი, და ვესტუმროთ იმ ადგილებს სადაც მოსახლეობას მოჩვენება აწუხებს და გამოვიძიოთ, ასე უფრო ბევრ რამეს გავიგებთ და ბევრ რამესაც ვისწავლით - გაუზიარა თავისი იდეა მეგობრებს ვილიამმა.
- კი მაგრამ თუ წახვალ გამოსაკვლევად, სულის მოშორება უნდა იცოდე იმ ადგილიდან, რომ მოსახლეობას დავეხმაროთ, უბრალოდ გამოსაკვლევად, რომ მივიდეთ და არაფერი გავაკეთოთ გაგვიწყრებიან - უთხრა ქეითმა.
- მართალია ქეითი, ჩვენ ამის რიტუალების ჩატარება უნდა ვისწავლოთ - თქვა თროიმ.
- ეზოთერიკის წიგნებში წერია - ქეითის წიგნი აიღო ვილიამმა და გადაშალა.
- კარგი აზრია ვილიამ, მაგრამ არამგონია ამის სასწავლებლად ცოტა დრო გვეყოს - უთხრა ქეითმა.
- არ მესმის უბრალოდ რიტუალის ჩატარება რთული რატომ გგონიათ? - თქვა ვილიამმა.
- იმიტომ, რომ სარისკოა - უთხრა თროიმ.
- ვილიამის იდეა მომწონს და გავრისკოთ, ცდას იღბალი მოაქვს - თქვა დრაკომ, ყველამ გადაწყვიტეს, რომ ეცადათ.
და - ძმამ მეგობრები ხილით გაუმასპინძლეს და მალე გაისტუმრეს. ქეითმა სახლში მოიწყინა და გადაწყვიტა მოჩვენებასთან წასულიყო. დრაკოს მეზობელმა ბიჭებმა დაუძახეს და გარედ სათამაშოთ გავიდა, ამიტომ ქეითმა ჩუმად გამოიცვალა ტანსაცმელი და მაგიდაზე წერილი დატოვა. "მე მაღაზიაში გავივლი", რათქმაუნდა ქეითმა მოიტყუა, მას ნოას ნახვა უნდოდა მარა ამას ვერ ეტყოდა დრაკოს. ქეითი სახლიდან ჩუმად გავიდა და ფრთხილად გაიარა გზა, ბევრი იარა რადგან მიყრუებულ ადგილას იყო ის ტერიტორია და ძალიან შორს. ასე ძაან შორს, რომ იდგა ამიტომაც ეძახდნენ ბავშვები საიდუმლო ადგილს. ნაბიჯებს აჩქარა, რომ ცოტა მალე მისულიყოს. მალე მივიდა დანიშნულების ადგილას და ტერიტორის ეზოში შევიდა, იმ შენობასთან მივიდა სადაც მეგობრებთან ერთად იჯდა. მარტო იყო, არაფერი ისმოდა ისეთი სიჩუმე იყო, ისეთი მიყრებული ადგილი იყო,
რომ ქეითმა იფიქრა დავყრუვდიო. ცოტა არ იყოს შეშინდა, და უკან წასვლა გადაწყვიტა რადგან მოჩვენება ვერსად დაინახა. უნდა გაბრუნებულიყოს უკან როცა ნოა შეჩეხა, ქეითი შეკრთა, როცა ნოა დაინახა ამოისუნთქა. ნოამ გაუღიმა რადგან გაუხარდა, რომ გოგონამ მოინახულა.
- აქ ხარ მიხარია - თქვა ბოხი ხმით და ქვაზე ჩამოჯდა, ქეითის მიუჯდა გვერდით.
- მოვიწყინე და გამოვიარე.
- ხო, მეც ვიწყენ როცა მარტო ვარ. - გაუღიმა ნოამ.
- მე და მეგობრებმა გადავწყვიტეთ ისეთ ადგილებში წავსულიყავით და მოგვეძია სულებზე ყველაფერი, და ხალხს დავხმარებოდით - თქვა ქეითმა.
- როგორ დაეხმარებით?.
- სულის მოსაშორებელ რიტუალს ვისწავლით, მოსახლეობას მადლობელი იქნება.
- კარგი აზრია, მაგრამ დარჩენილი სულების საიქიოში გაგზავნა უნდა ისწავლოთ და არა მოშორება, მოშორებით ბოროტი სულები მოაშორეთ - ქეითს ერთულა ეს საქმე.
- როგორ შორდებიან?.
- იწვებიან.
- ისევ კოშმარი ვნახე - თემა შეცვალა ქეითმა.
- ისევ იგივე?.
ქეითმა ღრმად ამოისუნთქა და მოყოლა დაიწყო, ნოა ყურადღებით უსმენდა და გოგოს სახის ნაკვეთებს ათვალიერებდა. გოგოს სილამაზე ჭკუიდან შლიდა, მისი ყველა მანერა აგიჟებდა და გულში ფიქრონდა, ეს რა ლამაზია. ნოა წუხდა, რომ თავად სული იყო და არ შეძლო სხვებივით გაეგრძელებინა ცხოვრება. ქეითმა ამასობაში მოყოლას მორჩა და ნოას შეხედა, მისგან დასკვნის გამოტანას დაელოდა.
- მგონი მივხვდი, ამ კოშმრის აზრს და ახლა ვერ გეტყვი.
- რატო? მითხარი რა, პასუხი ძაან მჭირდება - ჩაებღაუჭა ბიჭს და აღარ უშვებდა, ნოას ეღიმებოდა მის ქცევებზე რადგან ძალიან საყვარლად წუწუნებდა.
- ადრეს ასეთი საყვარელი იყავი, ის თვისებები და ხასიათები შემოგრჩა რაც ადრე გქონდა - ბოხი ხმით უთხრა და გაუღიმა ნოამ, ქეითი დაიბნა.
- ადრე როდის?.
- ჩვენ ადრეს შევხვდით ერთმანეთს ქეით, წინა ცხოვრებაში - ექოდ გაისმა ნოას სიტყვები ქეითის ყურში, მისმა გულმა ჩქარა ფეთქვა დაიწყო.
დაბნეული უყურებდა ნოას და გულში კითხვებს სვამდა, რას ნიშნავს წინა ცხოვრებაში შევხვდით ერთმანეთს? რას გულისხმობს ის?.

წინა ცხოვრება?









ჰმ ახალი თავის დავდე ჩემო საყვარელო მკითხველებო🤍🌸იმედი მაქვს მოგეწონებათ😁❤ ნუ ცოტა დამაინტრიგებელი თავია ბოლო😊❤მადლობთ ყველაფრისთვის🥰😍

მოჩვენებების მკვლევრებიWhere stories live. Discover now