თავი 13

48 16 2
                                    

სახლის პატრონი შეშინებული იყო რადგან ამ ბავშვებმა ბევრი უცნაური რამ თქვეს რომელიც ცხოვრებაში არ ჰქონდათ გაგონილი ან არ სჯეროდათ. დრაკო კმაყოფილი იყო გადაღებით და უხაროდა, რომ მისი მეგობრები საინტერესოდ მუშაობდნენ. თროი გაკვირვებული იყო რადგან მან სული დაინახა და მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ვილიამი ვერ ხვდებოდა, როგორ დახატა თროიმ იმ მკვდარი სულის პორტრეტი. ნოა კი ამაყობდა ამ ბავშვებით რადგან მალე აითვისეს ყველაფერი. მოხუცი მეზობელი დიდხანს დასცქეროდა თროის ნახატს და ტიროდა.
- ძაან ცუდი კაცის არ ყოფილა მაგრამ ფეთქებადი და ბრაზიანი იყო, თავის ცოლ - შვილს სცემდა, რომ გარდაიცვალა არავის უტირია.
- პარაკლისი სჭირდება ამ სულს თავისი ოჯახის წევრებისგან - ეუბნება ვილიამი.
- არავინ გადაუხდის რადგან სძულთ ეს კაცი - ცრემლებს იწმენდს მოხუცი ქალი და ხმაჩამწყდარი საუბრობს.
- ამიტომაც გაიჭედა მისი სული აქ და ამიტომაც არის გაღიზიანებული - ამბობს თროი და ერთ წერტილს აშტერდება.
- მასთან კონტაქტი არ დავამყაროთ? - ეკითხება ქეითი მეგობრებს და ისინიც თავს უქნევენ.
ქეითი იწყებს თავდაცვის რიტუალის ჩატარებას და გარშემო ყრის რაღაც წამალს, მერე შელოცვას ამბობს და იმ სულს ეძახის. სულ გაკვირვებული უყურებს ქეითს, თროის, და ნოას რადგან ხვდება, რომ ისინი მას ხედავენ. კიდე დიდხანს აშტერდება და რწმუნდება, რომ მართლა ხედავენ უკვე მათთან ახლოს მიდის. ქეითი ესალმება სულს და თროი თვალებ გადიდებული უყურებს მას.
- ვიცი, რომ გიკვირთ მე რო გხედავთ, თქვენთან რამოდენიმე კითხვა მაქვს - სული დაბნეული უყურებს ქეითს და ძირს იხედება.
- დამისვი - ამასობაში დრაკო ხმის ჩამწერ აპარატურას რთავს და ვილიამი ყურსასმენებს იკეთებს, რომ მოუსმინოს, მოჩვენების სიგნალიზაცის აპარატი ჩართეს და აპარატმა სიგნალი და ციმციმი დაიწყო.
ამით დარწმუნდნენ დრაკო და ვილიამი, რომ ახლოს იყო სული თან ვიდეოს იღებდნენ. დრაკომ სულის დასაფიქსირებელი კამერა ამოიღო და ჩუმად დაწკაპუნა, სულმა ვერაფერი გაიგო რადგან აზრზე არ იყო მაგ აპარატების. დრაკომ ფოტოს გამოჩენას დაელოდა აინტერესებდა როგორი აღნაგობის სული, რომ იყო.
- როგორ გარდაიცვალეთ? - ჰკითხა სულს ქეითმა, ვილიამი მოემზადა მოსასმენად.
- დიდიხანი ვთამაშობდი აზარტულ თამაშებს და ვცდილობდი ასე ფული დამეგროვებინა, მაგრამ ვალებში გავეხვიე და ვიმალებოდი, ფული არ მქონდა ვერ ვიხდიდი ამის გამო მომკლეს, სახლში მარტო ვიყავი ცოლს დავშორდი რადგან აღარ ვუყვარდი ამიტომ ის რომ წავიდა ჩუმად შემოიპარნენ და მომკლეს - დასრულა საუბარი სულმა, ვილიამი გაკვირვებული იყო ყველაფერი, რომ ესმოდა.
- ცოლი რატომ დაგშორდათ? - ინტერვიუს უტარებდა ქეითი.
- ცუდად ვექცეოდი.
- რომ მოგკლეს რა იგრძენი?.
- გავითიშე თვალები დამიბნელდა, მოულოდნელად ვგრძნობ რაღაც ვიბრაციას ჩემ სხეულში და გადმოტრიალებას ვცდილობ, რომ გადმოვტრიალდი ისეთი მსუბუქი ვიყავი მერე დავინახე როგორ უყურებდნენ ჩემ სხეულს აზარტული თამაშის წევრები და ბოლოს დამტოვეს ეგრე, ყველაფერს ვხედავდი, მხოლოდ მეზობლებმა დამმარხეს - თქვა სულმა.
- აქ ახალი მცხოვრები გაღიზიანებთ? - ჰკითხა თროიმ.
- დიახ.
- მაგრამ, თქვენ უკვე დიდიხანი მკვდარი ხართ უნდა შეგუოთ, რომ ფიზიკურ სამყაროს აღარ ეკუნთვნით და ეს ადამიანები არ შეაწუხოთ - უთხრა ქეითმა.
- არც კი მესმის აქ რატომ ვარ?.
- თქვენი სული ამ სახლს არის მიჯაჭვული, და უნდა განთავისუფლდე ბოღმისგან და წყენისგან, რომ მშვიდად განისვენო, გეტყვი, რომ საიქიო ბევრად ჯობია ამ სამყაროს და თუ კარგად მოიქცევი იქ შეგეძლება რეიკარნაციით შემდეგ ცხოვრებაში დაიბადო - აუხსნა ქეითმა.
- მსგავსი რამ არ მსმენია - თქვა სულმა.
- ხოდა მზად ხართ საიქიოში გაგზავნოთ? თქვენი სულის მშვიდად იქნება და თქვენც - უთხრა ქეითმა, სულმა თავი მშვიდად დაუქნია თანხმობის ნიშნად.
ქეითმა და თროიმ დაიწყეს რიტუალის ჩატარება, იყენებდნენ ბევრ ნივთს და ამბობდნენ შელოცვას, სულს გარშემო რაღაც წამალი დაუყარეს და ერთმანეთს ხელი ჩაკიდეს. ვილიამმა და დრაკომ აპარატები დატოვეს და კამერას ჩართული დატოვეს, ქეითს და თროის ხელები ჩასწიდეს და შელოცვა წარმოთქვეს სულის გარშემო. რიტუალმა იმოქმედა და სული გაქრა, ქეითმა კმაყოფილი შეხედა ნოას, ნოას გაეღიმა. დრაკო თავის კამერას დაუბრუნდა და გადაღება გაგრძელა, ქალები კი გაკვირვებულები იყვნენ.
- ახლა შეგიძლიათ მშვიდად იცხოვროთ, სული გავგზავნეთ საიქიოში და აღარ შეგაწუხებს, ჩვენ ვიდეოს მალე ნახავთ ჩვენ ვებ გვერდზე - უთხრა თროიმ ქალებს.
- მადლობა შვილო, თუ ასეა ძალიან მადლობელი ვარ - გაუხარდა ქალს.
დრაკომ ფოტოს შეხედა საიდანაც მკვეთრად ჩანდა სულის ფოტო, იმ ქალებს გაუწოდა ეს ფოტო და გაუღიმა.
- თუ არ გჯერათ აი კამერამ დაფიქსირა - უთხრა დრაკომ მათ, ქალებს თვალები გაუდიდდათ ვერ იჯერებდნენ, რომ მათ სახლში ეს არსება დადიოდა.
- ღმერთო რეები არსებობს ამ სამყაროში და ჩვენ არ ვიცით - თქვა რძალმა, ვილიამმა ფოტო გამოართვა მათ და ფეხზე წამოდგა.
- ახლა გემშვიდობებით, საინტერესო იყო თქვენთან მუშაობა - თქვა ვილიამმა და ბავშვები დაემშვიდობნენ, გარედ გავიდნენ და დრაკომ გადაღებას დამთავრა.
- ახლა ეს ვიდეო უნდა დავაედითო, ხმა და ფოტოს უნდა დავაყენო - თქვა დრაკომ, ყველა მანქანაში ჩაჯდნენ და დრაკომ დაიწყო ვიდეოს დაედითება თავისი ლეპტოპით.
თან მოჩვენების ხმას უსმენდა და უხაროდა, რომ მართლა არსებობდნენ და შესანიშნავი გადაცემა გამოვიდა. დაედითებას მორჩა და თავის ვებ გვერდზე ატვირთა. მალე ნახვების მოუმრავლდა, უცებ მესიჯი მოსდის ვიღაც ქალისგან, რომელიც თავის მდგომარეობას წერს. მერე მისამართი ჩაუგდო და სთხოვა დახმარება, დრაკომ ეს თავის მეგობრებს აჩვენა და ამ მისამართზე მივიდნენ მანქნით.
- ძაან შორსა - თქვა თროიმ.
- მერერა ტარება ვიცი - უთხრა ქეითმა.
ბავშვები დანიშნულების ადგილას გვიან მივიდნენ, ყველანი მანქანაში ჯდომით დაიღალნენ რადგან ეს სოფელი ძაან შორს მდებარეობდა. მანქნიდან ჩამოვიდნენ და დრაკომ კამერა მოიმარჯვა. ჭიშკარი დაკაკუნეს და სახლის პატრონი გამოვიდა, ყველას მიესალმა და შემოიპატიჟა სახლში. დრაკომ გარედ დაიწყო საუბარი თავის მეორე ახალ ვიდეოზე და მერე შემოვიდა სახლში, დივანზე ჩამოჯდა თავის მეგობრებთან ერთად და გადაღება გაგრძელა.
- შეგიძლიათ გვესაუბროთ რაც ამ სახლში ხდება - უთხრა ვილიამმა.
- ეს ძალიან რთული საქმეა შვილო, აქ ძალიან უცნაური რაღაცები ხდება ვერ დაიჯერებთ. - თქვა ქალმა.
- ხოდა მოგვიყევით, რომ გავარკვიოთ - უთხრა თროიმ, ნოამ ჩუმად თავი ქეითის მხარზე ჩამოადო ქეითი შეკრთა, მაგრამ მოდუნდა და ნოას დასვენების უფლება მისცა.
- თქვენ ვიდეოს ვუყურე და რაც იმ ქალის სახლში ხდება ჩვენთან ცოტა სხვანაირია, აქაც ისმის ნაბიჯების ხმა, ხვრინვა, კარების ჯახუნი, ჭურჭლების ჩხრაკუნი, ონკანის გამოშვება, ზოგჯერ ღიზიანდება და სახლს ამტვრევს.
- იქნებ აქაც იგივე გაჭედილი სულია? - ჰკითხა თროიმ ქეითს, მან მხრები აიჩეჩა.
- არვიცი რაც არის, მაგრამ აქ სხვანაირია საშინელი კოშმრებს ვნახულობთ, ზოგჯერ შავ ლანდს ვხედავთ არვიცით შიშისგან გვეჩვენება თუ მართლა ვხედავთ, კედლებზე რაღაც ფორმები ისახება უკუღმა ჯვრები - ადგა და კედლებზე გამოხატული უკუღმა ჯვრები აჩვენა ბავშვებს ნოას თვალები გაუდიდდა.
- საქმე რთულად გვაქვს - თქვა ვილიამმა.
- ხოდა შვილო აქ დიდი ოჯახი ვცხოვობთ, და რძალი ხშირად ხედავს რაღაც სილუეტს, ბავშვი იძახის წითელ თაგვებს სახურავზე კაკალი მიაქვსო ეს ყველაფერი გვაშინებს, რძალს საშინელი კოშმრები ესიზმრება თითქოს ვიღაც ემუქრება, რომ ბავშვს წაიყვანს თუ სახლს არ დატოვტოვებთო, ზოგჯერ რძალი გაითიშება ხოლმე და უცხო ხმით გვემუქრება რავიცი საშინელება ძლივს ვაფხიზლებთ, ერთხელ მძინარე ლაშა კედელზე ავიდა - დრაკომ და ნოამ სიცილი დაიწყეს ქალი სირცხვილისგან გაჩუმდა, ვილიამმა სიცილი შეიკავა და გაწითლდა.
- ბოდიშით - მოიბოდიშა თროიმ.
- ეს საცაცილო არარის, ღამით ბავშვი კედელზე ადიოდა უფროსწორად რაღაც ძალას აჰყავდა კედელზე, ხატებს მირონის ცრემლები სდით და ჯვრები ღამით უკუღმა ტრიალდება - აჩვენა ხატები ბავშვებს და კედელზე დაკიდული დიდი ჯვრების აჩვენა.
- ეს ყველაფერი ყოველდღე ხდება? - დაუსვა კითხვა თროიმ.
- ყოველღამე.
- ერთხელ ბავშვს თმა მოუჭრეს - თქვა რძალმა, ვილიამს უკვე ეშინოდა ისეთები გაიგო რო კანკალებდა.
- დიდი ვარაუდით შემიძლია ვთქვა, რომ აქ ბოროტი ძალა ბინადრობს, შეიძლება ის დემონია, ძლიერი ძალები აქვს და ძალიან აქტიურია, დემონის ქცევები ახასიათებს. - აუხსნა ქეითმა.
- გვეშინია შვილო ძალიან და რა ვქნათ?.
- დილით არ ჩნდება როგორც ჩანს ვერსად ვერ ვხედავთ - თქვა ქეითმა.
- ღამით აქტიურობენ დემონები - უჩურჩულა ნოამ ქეითს, მაგრამ თროიმაც გაიგო.
- ისინი ღამით იწყებენ აქტიურობას დღითი სძინავთ ამიტომ დავრჩეთ ღამე. - თქვა თროიმ, ვილიამს თვალები გაუდიდდა.
- შანსი არა - უარყო ვილიამმა.
- დავრჩეთ საინტერესო გადაღება იქნება - თქვა დრაკომ.
- ადამიანს დახმარება უნდა და ჯობია მალე მოვაშოროთ ის დემონი - თქვა თროიმ.
- სადმე პენდაგრამა იქნება - თქვა ნოამ, ბავშვები მას გახედეს.
- პენდაგრამა უნდა მოვძებნოთ - თქვა ქეითმა.
- პენდაგრამა რა არის? - ჰკითხა ქალმა.
- ნიშანი, რომლითაც დემონებს იძახებენ, შეიძლება ვინმემ გამოიძახა - თქვა ქეითმა და ოთახების დათვალიერება დაიწყო.
ბავშვების ათვალიერებდნენ და დრაკო ვიდეოებს უღებდა, პენდაგრამა სარდაფში იპოვეს და ოჯახი ძალიან გაოცებული იყო. პენდაგრამა ხისგან იყო აგებული და გარშემო სისხლის წვეთები ჩანდა, ქეითმა პენდაგრამის გაქრობის რიტუალი ჩატარა დიდხანს. ბევრჯერ ამბობდა შელოცვას და ამთქნარებდა, ბოლოს დანგრიეს ის პენდაგრამა, რომ დემონი დასამალად აქ არ შევიდეს. რძალმა ბავშვებს ჩაი მოუმზადა და მაგიდაზე დასხდნენ ჩაის დასალევად.
- ის, რომ დანგრიეთ აღარ მოვა?. - ჰკითხა ქალმა.
- არა უბრალოდ გაქცევა, რომ სცადოს თავის ბუნაგში ვერ დაბრუნდება და მალე დავწვავთ - აუხსნა თროიმ.
- მეზობლებსაც კი ეშინიათ აქ შემოსვლა, ჭიშკრიდან გავლას ერიდებიან ღამით ისე შეშინებულები არიან, ამ სახლზე საუბარი ხო ზედმეტია ვერ საუბრობენ - თქვა ქალმა.
- ამ სახლის ძველი ისტორია არ იცით? თქვენამდე ვინ ცხოვრობდა?. - ჰკითხა ვილიამმა.
- არვიცი ახალი გადმოსულები ვართ ორი კვირა - თქვა ქალმა.
ბავშვი ნახატით ხელში გამოიქცა და ბებიამისს აჩვენა ნახატი, ბებიამისმა ნახატს დახედა და გაუკვირდა.
- ეს რა არის ბებო გენაცვალოს? - ბავშვბა გაუღიმა.
- ჩვენთან ცხოვრობს ესეც, ღამე გვსტუმრობს და გვაწუხებს - ქალს თვალები გაუდიდდა თროიმ ნახატი ხელიდან გამოსტაცა და გაკვირვებული დახედა.
ყველამ ნახატს შეხედეს, წითლად ჰქონდა ბავშვს დახატული მაღალი აღნაგობით, წითელი ფერის სხეულით და დიდი რქებით, საზარელი სახით გამომეტყველება ეს ყველაფერი ეშმაკს გავდა. ბავშვებმა და ნოამ ერთმანეთს გაკვირვებულები შეხედეს, ძალიან გავდა ეშმაკს რაც იფიქრეს.
- საფრთხეში ხართ, თავდაცვის რიტუალი ჩაიტარეთ - რჩევა მისცა ნოამ.
- შენ ამას ხედავ? - ბავშვს მოეფერა და გაუღიმა ქეითმა, ბავშვმა თავი დაუქნია.
დრაკომ ამ სცენის გადაღება მოასწრო და კმაყოფილი იყო ამით.
- შენ თავს დაიცავ ნოა?. - ჰკითხა ჩუმად თროიმ.
- როგორ მე სული ვარ - გაიცინა ნოა.
- შენც საფრთხეში ხარ? - ჰკითხა ვილიამმა და ნოამ თავი დაუქნია.
- ჩემზე არ ინერვიულოთ მე მაინც მკვდარი ვარ, რომც გავქრე არაფერია.
- დაგიცავ! - მკაცრად უთხრა ქეითმა, ნოას თვალები გაუდიდდა და გაუკვირდა.
- არა ქეით სარისკოა.
- ხმა ჩაიწყვიტე, დაგიცავ მეთქი შენი ხმა არ გავიგო - თითქმის ყვირილით მაგრამ მკაცრად უთხრა, რადგან არ უნდოდა ნოას რამე დამმართნოა.
ნოა მისი წარსულის სიყვარული იყო, ნოა მისთვის ბევრს ნიშნავდა და უნდოდა ის მშვიდად წასულიყო საიქიოში, არ უნდოდა ნოას სული დაზიანებულიყოს და გამქრალიყოს. ნოა მისი იმედი და ყველაფერი იყო, ნოასთან თავს მშვიდად და დაცულად გრძნობდა.
- ბრავო რა მაგარი ხარ დაიკო - აღტაცებით წამოიძახა დრაკომ.
- შეგიძლიათ ოთახი მათხოვოთ? დაღლილი ვარ და მინდა დავიძინო, რომ დაღამდება გამაღვიძეთ - სთხოვა სახლის პატრონს ქეითმა, ქალმა თავი დაუქნია და ოთახი აჩვენა ქეითს.
ნოას დამწუხრებული გამომეტყველება ჰქონდა, იცოდა, რომ ქეითი მასზე ღელავდა და მის გამო გრძნობდა თავს ასე. არ მოსწონდა ის ფაქტი, რომ ქეითმა ძილი მოიმიზეზა. მაგრამ იფიქრა მისთვის უკეთესი იქნება განმარტოება და არ შეაწუხა, ქეითი ოთახში შევიდა და ეგრევე სიზმრის რიტუალის წიგნი ამოიღო და შელოცვა წაიკითხა და მალე ჩაეძინა.
ხედავს როგორი ბედნიერია და კოლეჯში მიდის სასწავლად, უხარია, რომ თავისი შრომა და სწავლა დაფასდა ახლა შეუძლია მაღალი განათლება მიიღოს კოლეჯში. კოლეჯში მიდის და თავის ადგილს იკავებს, მალე ნოას ხედავს და უღიმის ნოა ხელს ქნევს და ისიც იკავებს მერხზე ადგილს. კოლეჯის პირველი დღე, პირველი გაკვეთილი იწყება და ნოა და ქეითი დაინტერესებული უსმენენ ახალ მასწავლებელს. ნელ - ნელა გარემოსაც ეჩვევიან, ერთ ბიჭს ქეითი მოეწონება კოლეჯში და ხშირად აკვირდება. ამას ნოა ხვდება და ბრაზდება, ქეითი უბრალოდ მის მწველ მზერას გრძნობს, დასვენება იწყება და ქეითი დგება ადგილიდან. ის ბიჭი მასთან მოდის გასაცნობად, მაგრამ ქეითი მშვიდად უღიმის და უარს ეუბნება. უცებ ნოა მოდის და ამ ბიჭს საყელოში წვდება და რტყმას იწყებს, ქეითი მათ შეჩერებას ცდილობს მაგრამ ვერ აჩერებს. ამას მასწავლებელი ხედავს და დირექტორთან იბარებს, ორივე ბიჭს სკეპლით სჯდიან და ეჩხუბებიან. ნოას და იმ ბიჭს შემდეგი გაკვეთილზე დასწრების უფლებას არ აძლევენ და სახლში უშვებენ, ნოა ჩუმად ქეითს ხელს ჰკიდებს და იპარებიან კოლეჯიდან. ქეითი მას ენდობა და მირბის მასთან ერთად რადგან არაფრის ეშინია, ნოასთან თავს დაცულად გრძნობს.
- ნოა დავიღალე - ჩერდება და ღრმად სუნთქავს ქეითი.
- უნდა წავიდეთ - დასვენებას არ აცდის და ხელს ქაჩავს და გარბიან.
მინდორში გაიპარნენ და ქეითს გვირილების ნახვა ესიამოვნა, მათი კრეფა დაიწყო ნოა კი მომღიმარი უცქერდა.
- რა გითხრეს იქ? - მშვიდად ჰკითხა ქეითმა.
- უბრალოდ დღეს არ მომცეს დასწრების უფლება ხვალ შემიძლია დავესწრო.
- მეტიჩარა ბიჭი - დაიჯღანა ქეითი.
- შენი მეტიჩარა ბიჭი ვარ - გაიცინა ნოამ და ლოყაზე აკოცა ქეითს.
- არ უნდა გეცემა.
- მოსწონდი და შენ შებმას ცდილობდა, როგორ არ უნდს მეცემა - თვალები ატრიალა ნოამ, ქეითს გაეღიმა და ლოყაზე აკოცა.
მერე სირბილი დაიწყო სიცილით, ნოას გაეცინა მის ქცევაზე და გაეკიდა.

ქეითი იღიმოდა როცა ეძინა ამას ნოას ხედავდა, რადგან ისიც ოთახში იყო ქეითს დიდხანს აკვირდებოდა. ქეითის ბედნიერ ღიმილზე მასაც გაეღიმა, ამ ღიმილმა ნოას წარსული გახსენა.

კოლეჯის პირველი დღე გაახსენდა და გაეღიმა.






ახალი თავის დავდე მეგობრებო იმედი მაქვს მოგეწონებათ❤მადლობთ ვინც კითხულობთ ჩემ მოთხრობას😊 ხვალ უეჭველი მაგარი თავი გელით რადგან იქ იწყება დემონთან ბრძოლა.

მოჩვენებების მკვლევრებიWhere stories live. Discover now