თავი 33

28 14 2
                                    

სასახლეში სიჩუმე სუფევდა, ყველა თავის პონტში ისვენებდა. ქეითი ბიბლიოთეკაში იჯდა და წიგნს კითხულობდა, სიამოვნებდა ასეთ სიტუაციაში წიგნის კითხვა. თროი თავის ძალებს ამოწმებდა და ვარჯიშობდა, ზოგჯერ კი ჯადოქრებს ხატავდა თავის ოთახში. ვილიამი თავისი მაგიით ცდილობდა საჭმლის გაკეთებას და გამოსდიოდა კიდეც, დრაკო კი თავის ლეპტოპში საქმეს აკეთებდა. ნოა სხვა ოთახში იწვა და ისვენებდა, ბევრს ფიქრობდა, მძიმე ფიქრები ძალიან აწუხებდა. მისი მეგობრების ჯადოქრები იყვნენ, მაგრამ ისინი ადამიანმა მოკლა და არა დემონმა. დემონი ადამიანებზე ძლიერია, მაგრამ ის ოთხი ბიჭი ადამიანმა მოკლა რომელიც ეზოთერიკაში იყო გამორჩეული. ნოას რცხვენოდა და თავს დამცირებულად გრძნობდა, ამიტომ უნდოდა შური ეძია იმ ადამიანზე რომელიც დემონად გადაიქცა და ჯადოქრებით მოკვლით მთლიანი ძალა გაერთიანა და დამორჩილა. მაგრამ ყველაზე დიდ შიშს გრძნობდა, არ უნდოდა ჯიუტი ქეითი ამ ბრძოლაში გაეშვა, ეშინოდა მისი დაკარგვის. შეიძლება ქეითი ძლიერი გოგოა, მაგრამ მის მეგობრებს, რომ მოუვიდეს რამე მასე უფრო განადგურდება ის. ამიტომ ნოას მისი განადგურებული გამომეტყველების ნახვა არ სურდა, მას უნდოდა, რომ ქეითი სულ ბედნიერი და მომღიმარი ყოფილიყოს. მაგრამ ქეითი, ის ყველაზე ჯიუტი გოგოა, რომელსაც ვერასდროს დაითანხმებ. ამიტომ ნოას სხვა არჩევანი არ ჰქონდა, თავად წავიდა დათმობაზე. უცებ დრაკოს ხმა მოესმა ნოას, რომელიც ბავშვებს ეძახდა.
- სასწრაფოდ მოდით აქ - გაჰყვიროდა დრაკო დიდ სასახლეში რათა ხმა მისწვდომოდა მის მეგობრებთან.
- რა გინდა ნამცხვარი დამეწვა - გაბრაზებული მოვიდა ვილიამი და შეუბღვირა დრაკოს.
- ჯადოქრების მაგივრად მძღნერი დავხატე, იმხელაზე გაჰკიოდი გული გამისკდა - თქვა თროიმ, და დრაკოს მკვლელი მზერა ესროლა.
- როცა ვკითხულობ ხელი არ უნდა შემიშალოთ ვფეთქდები და აგრესიული ვხდები - გააფრთხილა ქეითმა ყველა მათგანი.
- ხო მშვიდობა? - კიბებიდან ჩამოვიდა ნოა და ბავშვებს შეუერთდა.
- ახლა მივიღე კლიენტისგან შეტყობინება, სოფელში ერთ ადგილას ღამღამობით რეიკი ჩნდება და მოსახლეობას აწუხებს, ამ არსებაზე რამე გსმენიათ? - იკითხა დრაკომ.
- მე კი მსმენია, ადამიანის აღნაგობა აქვს მაგრამ ძალიან მაღალია და სუსტი, ნეკნები უჩანს და ძვლები თითქოს წლეები მშიერი იყო, დიდი თვალები აქვს და ღამე შუქივით ნათელი ჩანს, ნადირობს ფრინველებზე და უყვარს ტკბილეულები - მოუყვა ქეითმა მეგობრებს.
- რა ფერია? - იკითხა ვილიამმა.
- ნაცრისფერი ან შავი, რაც ვიცოდი ის გითხარით - უთხრა ქეითმა ბავშვებს.
- სწორად ახსენი, მეც ვიცი მის შესახებ - თქვა ნოამ.
- მეც ვიცი - თქვა თროიმ.
- ხოდა დღეს უნდა ჩავიდეთ და დავეხმაროთ - უთხრა ბავშვებს დრაკომ.
- მეც წამოგყვებით, რეიკის დაჭერა არ გაგიჭირდებათ თქვენ მაგიურ ძალებს ფლობთ - თქვა ნოამ და ბავშვებმა თავი დაუქნიეს.
- იყავით აქ მე სახლში წავალ და მანქანას გამოვიყვან - თქვა ქეითმა და ერთ წამში გაუჩინარდა.
მთელი სისწრაფით გაეშურა სახლისკენ და ძალიან მალე დაბრუნდა, გარაჟიდან მანქანა გამოიტანა და საიდუმლო ტერიტორიაზე აიღო გეზი. მანქნით რამოდენიმე წუთში დაბრუნდა დანიშნულების ადგილას და მეგობრებს დაუსიგნალა, ბავშვები გამოვიდნენ ტერიტორიდან და ქეითის მანქანაში ჩაჯდნენ. თროი ქეითის გვერდით დაიკავა ადგილი, რადგან მას წინ ჯდომა მოსწონდა. ქეითმა მანქანა დაძრა და წავიდნენ იმ ადგილისკენ საიდაც ლოკაცია მიუთითებდა.
- ერთი საათი სავალი მანძილია იქამდე - თქვა ქეითმა და ლოკაციას დახედა.
- ღმერთო ჩემო მოსაწყენი იქნება მანქანაში ერთი საათის გატარება - დაიწუწუნა დრაკომ.
- სხვა არჩევანი არ გვაქვს - უთხრა ვილიამმა და თავი სკამს მიადო და თვალები დახუჭა.
ქეითი ყურადღებით მართავდა მანქანას და ლოკაციას აკვირდებოდა წამდაუწუმ, წუთები წამებს მისდევდნენ და დრო გადიოდა. ყველას მოსწყინდა მანქანაში ჯდომა, რამოდენიმე წუთი იყო დარჩენილი სოფელ ენგლორამდე. გავიდა კიდევ რამოდენიმე წუთი და უკვე უახლოვდებოდნენ სოფელს, ნოა ფანჯრიდან გაჰყურებდა სოფელს და სიამოვნებდა ახალ ადგილას ყოფნა. ქეითმა მანქანა დანიშნულების ადგილას გააჩერა და ჩამოვიდნენ მანქნიდან, დრაკოს თავისი კამერების ჰქონდა წამოღებული და საქმისთვის ემზადებოდა. რამოდენიმე ვიდეო გადაიღო სოფლის შესახებ და საუბარი დაიწყო, მერე დაამთავრა და იმ სახლში შევიდნენ საიდანაც დაუძახეს. კარები ვილიამმა დაკაკუნა და მოხუცმა კაცმა გააღო, ბავშვებს თავაზიანად მიესალმა და შემოიპატიჟა.
- მიხარია, რომ მესტუმრეთ ძალიან შეწუხებული ვართ არა მარტო ჩვენ, ჩვენი მეზობლების შეწუხებულები არიან, დიდიხანი გავიდა და კიდევ ვერ დავიჭირეთ ის არსება, ამიტომ შევეცადე თქვენთვის მეთხოვა დახმარება - თქვა კაცმა.
- კარგად მოქცეულხართ - უთხრა ვილიამმა, დრაკო კი ამ სცენებს იღებდა.
- როგორც ვიცი რეიკი მხოლოდ ღამე ჩნდება სოფელში ყველას, რომ სძინავთ - თქვა თროიმ.
- მართალი ხართ, თქვენ შორი გზიდან ჩამოხვედით და გაგიჭირდებათ წასვლა, შეგიძლიათ დარჩეთ? - ხვეწნა დაუწყო მოხუცმა კაცმა ბავშვებს.
- იძულებული ვართ დავრჩეთ რადგან ამხელა გზა გამოვიარეთ, ახლა ჩემ მშობლებს დავურეკავ და ვეტყვი, რომ არ ინერვიულონ - თქვა ქეითმა და ტელეფონი ამოიღო, დედამისის ნომერი აკრიფა და რამოდენიმე ზარის შემდეგ უპასუხა.
"დე, ბოდიშს გიხდი დღეს ჩვენ მეგობრის სოფელში ჩავედით მის დაბადების დღეზე სიუპრიზი გავუკეთეთ, დედამისმა ძალიან გვთხოვა და ხათრი ვერ გავუტეხეთ, მაპატიე რომ ახლა გეუბნები უბრალოდ გააფრთხილებ, რომ ღამე ვრჩებით" - მოიტყუა ქეითმა.
"კარგი შვილო, ფრთხილად იყავით" - ქეითმა ღრმად ამოისუნთქა რადგან გამოუვიდა.
- შეგიძლია ბებიაჩემსაც შენ დაელაპარაკო? - სთხოვა ვილიამმა, ქეითმა თავი დაუქნია და ვილიამის ბებიას დაურეკა, ქალმა ყურმილი წამშივე აიღო.
"გამარჯობათ, მე ვილიამის მეგობარი ვარ, დღეს მეგობრები სოფელში ჩავედით ჩვენი მეგობრის დაბადების დღეზე და სიუპრიზი გავუკეთეთ რადგან დედამისმა ძალიან გვთხოვა და ჩვენც ხათრი ვერ გავუტეხეთ, დღეს უნდა დავრჩეთ იქ და ბოდიშს გიხდით ვილიამის მაგივრად, რომ ამას ახლა გეუბნებით" - საუბარი დამთავრა ქეითმა და ვილიამი ანერვიულებული ელოდებოდა პასუხს ბებიამისისგან.
" არა რა ბოდიში, ისიამოვნეთ თქვენ ახალგაზრდები ხართ, ვილიამს გადაეცი, რომ ჩემზე არ ინერვიულოს ჩემი და მესტუმრა და დარჩება დღეს" - უთხრა ვილიამის ბებიამ, ქეითმა ყურმილი გათიშა და ვილიამს უთხრა, ვილიამს გაუხარდა.
ამასობაში თროის დამთავრა დედამისთან საუბარი და დივანზე ჩამოჯდა, მოხუცი კაცი გაკვირვა ბავშვების ქცევამ.
- ტყუილი საჭირო იყო? - ჰკითხა ბავშვებს.
- იყო - თქვა ვილიამმა.
მოხუცმა კაცმა თავის მოხუც ცოლს დაუძახა, და ბავშვებს ხილით გაუმასპინძლდნენ. ბავშვებმა რამოდენიმე მეზობელს ესტუმრეს და მათგან ინფორმაციები აიღეს რეიკის შესახებ, ყველა ბავშვი შეშინებული იყო გარედ ღამე ვერ გადიოდნენ. მოსახლეობამ რამოდენიმე შინაური ცხოველი დაკარგა რეიკის გამო, ზოგს კარები დაუკაწრა, ზოგს ქვები ესროლა ფანჯარას. როცა მეზობლებს ტკბილეული ჰქონდათ მაგიდაზე, მაშინ რეიკი მათ სახლში იპარებოდა და პარავდა, რამოდენიმე პატარა ბავშვმას შეამჩნიეს მისი ნათელი თვალები, საკუთარ ოთახში ფანჯარაზე. ამიტომ მეგობრებმა თავის თავებს პირობა მისცეს, რომ მას აუცილებლად დაიჭერდნენ და მოსახლეობას გაახარებდნენ. გარედ მეზობლები იჯდნენ და ბავშვების მათ შეუერთდნენ, თავაზიანად მიესალმეს მოხუც ქალებს და რეიკის შესახებ იკითხეს ინფორმაცია, და ამ ყველაფერს დრაკო იღებდა.
- რა ფერის იყო რეიკი - ჰკითხა ვილიამმა მათ.
- ფერს რატომ მეკითხები შვილო შემიძლია აღნაგობას აგიღწეროთ თვალით მაქვს ნანახი, შავი მაღალი არსება იყო, საშინლად სუსტი და გამხდარი, ნეკნები უჩანდა და ლავიწები, ყველგან ძვალი უჩანდა, პირზე დიდი ეშვები ჰქონდა და ნათელი თვალები, რომელიც ღამით შუქივით ანათებდა - აღწერა ქალმა.
- და თქვენ ეს სად ნახეთ? - იკითხა თროიმ.
- ჩემ ეზოში, ჭიდან წყლის ასაღებად ვიყავი გასული და მოულოდნელად შორიდან ბუჩქებში გადმოხტა, შეშინებული მომაჩერდა და ყვირილი, რომ დავიწყე გაიქცა ამიტომ მაქვს დამახსოვრებული მისი სახე - თქვა ქალმა.
- ფრთხილად უნდა იყოს მას შეუძლია რამე დაგიშავოთ - გაფრთხილა ქალები ქეითმა.
ბიჭები ქალებთან საუბარში გაერთეს, ქეითი ნოასთან ერთად მათ გაეცალა. ნოასთან ერთად სეირნობდა და საუბრონდა, მასთან ერთად სიჩუმე იყო და ჰარმონია სუფევდა. სიამოვნებდა მასთან მარტო სეირნობა და საუბარი, ნოას იმავეს გრძნობდა.
- მალე დაღამდება, გინდა ვარსკვლავებს ვუყუროთ? - შესთავაზა ნოამ და გაუღიმა.
- მაგ დროს რეიკზე უნდა ვინადირო - თქვა ქეითმა.
- რეიკი შუაღამეს გამოჩნდება - თავდაჯერებულად თქვა ნოამ.
- არამგონია, რეიკი რომელზე გამოჩნდება ღმერთმა იცის - თქვა ქეითმა.
ნოამ ხელი ჩასჭიდა და ხესთან მიყვანა, ჩამოჯდნენ და ტიტველ ტოტს დახედეს. ფოთლები აღარ ჰქონდა დარჩენილი, ეს იმას მიანიშნებდა, რომ მალე ზამთარი ახლოვდებოდა. ქეითმა თავი ხეს მიადო და თვალები დახუჭა, სიმშვიდეს გრძნობდა რადგან მის გვერდით ის ადამიანი იჯდა ვინც ყველაფერს ერჩივნა. ვისთანაც წინა ცხოვრებაში სიყვარული აკავშირებდა, და ვის გამოც ყველაფერზე იყო წამსვლელი. ქეითმა თავი გადატრიალა ნოას მხარეს და ნოას მომღიმარ გამომეტყველებას შეგება. მაინც რა ლამაზია არასდროს შეცვლილა, ჩაიფიქრა ქეითმა და გაუღიმა ნოას. რამოდენიმე საათი გატარეს ხესთან და მალე დაღამდა, ქეითი წამოდგა და ნოას აყენა. იმ სახლში მივიდნენ საიდანაც დაპატიჟეს, დარწმუნებულები იყვნენ, რომ იქ იქნებოდნენ მისი მეგობრები. მაგრამ სახლი ცარიელი დახვდათ, სამზარეულოდან მოხუცი ქალი გამოვიდა.
- ოჰ ქეით, შენი მეგობრები სხვა მეზობელთან არიან, ნაცრისფერი ჭიშკარი რომ არის აი მანდ - უთხრა ქალმა.
- მადლობთ მადამ - თქვა ქეითმა და ნოასთან ერთად იმ სახლში წავიდა.
სახლში დიდი ოჯახი იჯდა და მის მეგობრებს ელაპარაკებოდნენ, ქეითმა ყველას მიესალმა და თავის მეგობრებს შეუერთდა.
- აქ იმიტომ ვართ, რომ ტკბილეულები გამოაცხეს და სამზარეულოშო დადეს, ტკბილეულის სუნზე აქ მოვა რეიკი და ადვილად დავიჭერთ - თქვა ვილიამმა, თითქოს ქეითის სახის მიხედვით ამოიცნო მისი ფიქრები, ქეითმა გაუღიმა და თავი დაუქნია.
- იმედი მაქვს არ გეშინიათ - თბილად უთხრა პატარა ძმებს, ბავშვებმა უარის ნიშნად გაიქნიეს თავები.
- თქვენ ძლიერი ბიჭები ხართ არ უნდა გეშინოდეთ რადგან ჩვენ აქ ვართ და მას აუცილებლად დავიჭერთ - უთხრა ბავშვებს თროიმ.
- და რომ დაინახავთ რეიკს შეგვატყობინეთ - თქვა ვილიამმა და წამოდგა, ქეითი მას შეხედა.
- სად?.
- სეირნობა მინდა.
- ცივა.
- მერე რა? ლამაზი ვარსკვლავებია არ შემიძლია ეს სანახაობა გამოვტოვო - თქვა ვილიამმა.
- ხო დღეს წვიმის კოსმოსები დაიწყება, სურვილი უნდა ჩავიფიქრო - წამოდგა დრაკო.
- ეს 12 საათზე იქნება დებილო - უთხრა თროიმ დრაკოს.
ვილიამი გარედ გავიდა და მას ბავშვების გაჰყვნენ, ბალახზე ჩამოჯდნენ და ვარსკვლავებიან ცას ახედეს. ვარსკვლავები ცაზე ლამაზად კაშკაშებდნენ და მთვარე ღამეს ანათებდა.
- სისხლიანი მთვარე როდის იქნება? - ჰკითხა ბავშვებს დრაკომ.
- თებერვალს - უპასუხა ქეითმა.
ქეითი ბალახზე წამოწვა და თვალები სიამოვნებისგან დახუჭა, ვილიამი მას გვერდით მიუწვა და ქეითს მიბაძა. ორივე სიამოვნებას იღებდნენ ასეთ პოზაში ვარსკვლავების ყურებით, მათი სიმშვიდე ვიღაც ქალის ყვირილმა დარღვია. თროი წამოდგა და იმ ადგილისკენ გაეშურა ერთ წამში, და ბავშვების მას გაჰყვნენ. თროიმ ეგრევე მოჰკრა თვალი რეიკს და მას გაეკიდა, რეიკზე სწრაფი ძალა ჰქონდა თროის და დარწმუნებული იყო, რომ გაეკიდებოდა და დაიჭერდა. ქეითმა რეიკს გზა გადაუღობა და ამაში ვილიამის დაეხმარა, დრაკო მხოლოდ იღებდა და ცდილობდა არაფერი გამორჩენოდა. თროიმ გონებაში მისი მოკვლა შავი მაგიით წარმოიდგინა და ისროლა სასიკვდილო შავი მაგია, რეიკს მოხვდა და ძირს დაეცა, განწირული ყვირილი დაიწყო და გაითიშა. თროი დაღლილმა შეხედა რეიკს და ხელები გამარჯვების ნიშნად ასწია მაღლა, ნოამ მას ტაში დაუკრა შორიდან.
- მოვკალი - სიხარულით იძახდა თროი.
- შემეცოდა - უთხრა ქეითმა ვილიამს, ვილიამს ჩაეღიმა.
- სიმართლე გითხრა მეც - თქვა ვილიამმა და ქეითმა გაუღიმა.
თროი ცოტა ენერგია გამოფიტული იყო რადგან ძლიერად გაუშვა მთელი მაგია, სამეზობლო მათ გარშემო მოიყარა თავი და ვერ იჯერებდნენ, რომ ბავშვებმა მოკლეს რეიკი.
- როგორ მოკალით პატარა ბავშვებმა, როცა ამდენ კაცს არ შეგვეძლო ეს - თქვა მოხუცმა კაცმა ვისთანაც პირველად ესტუმრეს.
- ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია - უთხრა მათ ვილიამმა.
- ძალიან მადლობელი ვარ თქვენი - თქვა ერთ - ერთმა მეზობელმა.
- ყოჩაღ თროი, ცოტა კიდევ უნდა ივარჯიშო შენ ძალებზე და კონტროლი უნდა ისწავლო - უთხრა მას ნოამ და თროიმ თავი დაუქნია.
კაცებმა რეიკი საკაცით წაიყვანეს შორ ადგილას, და დამარხეს. ბავშვები მოხუცმა კაცმა წაიყვანა და დასაძინებლად ოთახი მისცა, კაცის ცოლმა მათ იატაკზე ლეიბები გაუშალა და ბავშვები დაწვნენ. ქეითს მოსწონდა ასეთი ძილი, მეგობრებთან ერთად იატაკზე. დრაკომ დიდი ლეიბი მოითხოვა და ნოასთან ერთად დაწვა, ორივე კომფორტულად მოთავსდნენ. ბავშვებმა დაძინება გადაწყვიტეს, მაგრამ ვერ იძინებდნენ. უცხო ადგილას ძილს არ იყვნენ მიჩვეულები, ვილიამს თავი ქეითისკენ ჰქონდა გადმოტრიალებული და მის თვალებს უყურებდა, ქეითის უყურებდა ვილიამს და მის სახის ნაკვეთებს ათვალიერებდა, ღამით ნათურის შუქზეს კარგად ხედავდა მის სახეს.
- შენც ვერ იძინებ ხო? - ჩურჩული მოესმა ქეითს, და ვილიამს კარგად შეხედა.
- ჰო - თავი დაუქნია და მისი ყურება გაგრძელა.
- დავიძინოთ - უთხრა ვილიამმა და თვალები დახუჭა, ქეითს ჩაეღიმა ტუჩის კუთხეში და მისი სახით დათვალიერება განაგრძნო.
ვილიამს მისი მზერა წვავდა და ვერ იძინებდა, ქეითი დაიღალა და ცოტახანში ჩაეთვლიმა. ღამით ოთახში სიმყუდროვე იყო და არცერთი მათგანის ხმა არ ისმოდა, გამეფებულ სიჩუმეს არცერთი მათგანი არ ცდილობდა დარღვევას.
























ახალი თავის დავდე ჩემო ძვირფასო მეგობრებო❤იმედი მაქვს მოგეწონებათ, მადლობთ დროს, რომ უთმობთ და მოგწონთ ჩემი დაწერილი მოთხრობები🤍ახლა ფიქრი გამიჩნდა იმაზე, რომ ეს მოთხრობა არ ვარგა და კარგად ვერ ვწერ🌸მგონია, რომ ასეთ ჟანრების წერაში არ ვარ კარგი🤍და ვფიქრობ ღირს თუ არა ამის გაგრძელება?🕊🦋

მოჩვენებების მკვლევრებიWhere stories live. Discover now