თავი 8

45 18 2
                                    

ბავშვებმა ის ტერიტორია დატოვეს და წამოვიდნენ, გზაში ბევრს ფიქრობდნენ სანამ სახლამდე მიაღწევდნენ. ყველა ჩუმად მიაბიჯებდა და ქარის ხმას უსმენდნენ, ხმას არცერთი იღებდა. ბუნების რიტმები ძალიან სასიამოვნოდ გაისმოდა ჰაერში და ქეითს სიმშვიდეს ანიჭებდა, დრაკო თავის ხელსაწყოებზე ფიქრობდა და ფულის დაგროვებას ცდილობდა, თროი კიდე მოჩვენების ისტორიაზე იყო მიჯაჭვებული და ცდილობდა იმ ისტორიდან რაღაც გაერკვია, ვილიამი კი ვერ ენდობოდა იმ მოჩვენებას და ეჭვი ეპარებოდა, ყველაზე მეტად კი ის აღიზიანებდა, რომ ქეითი მასთან ძალიან მეგობრულად იყო. ქეითი იმ მოჩვენების სიტყვებზე იყო დაფიქრებული, იცოდა, რომ თვალი აეხილა ყველაფერს დაინახავდა, მაგრამ ნაწილობრივ ეშინოდა. მოულოდნელი იქნებოდა მისთვის პირველად დანახვა სულის, უფროსწორად სხვადასხვა სულის. ფიქრობდა, რომ გვიან შეგუებოდა ამას, მისი მესამე თვალი ჩაკეტილი იყო დიდიხანი. მაგრამ სულმა გაუხსნა ის თვალი, რომელზეს იმდენი იშრომეს და ძლივს ჩაუკეტეს. ახლა ის ნამდვილი სტეისია, შეუძლია თავად დაინახოს ყველაფერი.
- როგორ ენდობით მაგ მოჩვენებას, მე ეჭვი მეპარება, რომ სანდო იყოს - ამდენი ფიქრებისგან შეწუხებულმა ვილიამმა სიჩუმე დარღვია, ყველამ მას გაკვირვებული შეხედეს.
- სანდოა დამიჯერეთ, მე ეგრევე მივხვდი, რომ კარგი მოჩვენება იყო - უთხრა ქეითმა ვილიამს, ვილიამი უფრო გაღიზიანა ქეითის სიტყვებმა.
- რანაირად ენდობი აი არ მესმის, მერე რამე, რომ დაგმართნოს ინანებ - თითქმის დაუყვირა ვილიამმა, ქეითი შეკრთა.
- მან თავისი ტკვილი გაგვიზიარა და ასე ვენდეთ - მშვიდად უთხრა დრაკომ, ვილიამს ნერვები მოეშალა.
- ჰო თან გვითხრა, რომ თუ ჩვენ სანდო ვართ თავის საიდუმლოს გვეტყოდა - აყვა თროი.
- არ მესმის თქვენი, რანაირად ენდობით სულს, გულუბრიყვოები ხართ, ადვილად ენდობის ყველას და იმას არ ფიქრობთ, რომ შეიძლება გული გატკინონ, ამიტომაც ხართ ასე საცოდავად, ყველა ადვილად გამოგიყენებთ - დაუყვირა თავის მეგობრებს და გაბრაზებულმა დატოვა ისინი, ჩქარი ნაბიჯებით გაუყვა თავის გზას და გაუჩინარდა მათ თვალთახედვიდან.
- რა სჭირს? - გაკვირვებულმა ჰკითხა დრაკომ მეგობრებს.
- არვიცით - მხრები აიჩეჩა თროიმ.
- მალე შეგვირიგდება, მასზე არ ინერვიულოთ - თვალები ატრიალა ქეითმა და ნაბიჯებს აჩქარა, ბიჭებმაც აჩქარეს.
იმდენი იარეს ბოლოს თავის სახლის გზამდე მივიდნენ და - ძმანი, თროის დაემშვიდობეს და თავის სახლში წავიდნენ. თროი დარჩა მარტო, ის შორს ცხოვრობდა და ამიტომ ნელი ნაბიჯებით გაუყვა თავის სახლის გზას. გზაში ფიქრობდა ის მოჩვენება ხომ არ დაეხატა?, რომ დაეხატა შეიძლება გაბრაზებულიყოს ან არა. ბევრს ფიქრობდა თროი ხატვაზე, არ იცოდა რა დაეხატა დღეს, რამე, რომ არ დაეხატა ვერ ისვენებდა. ყოველდღე ხატავდა, ახლას ხატვაზე იყო ჩაფიქრებული. მერე გადაწყვიტა ის ტერიტორია დაეხატა, მაგრამ იფიქრა ის ადგილი საიდუმლოა და არავინ არ უნდა დაინახოს. ამდენი ფიქრისგან უკვე კორპუსებთან მივიდა, კიბებზე ავიდა და თავის ბინასთან გაჩერდა. ვილიამზე ჩაფიქრდა და ვერ ხვდებოდა, რატომ მოიქცა ის ასე ან რატომ გაღიზიანდა. მაგრამ იფიქრა, რომ ყველას ადვილად ვერ ენდობოდა ამიტომ შეწყვიტა მასზე ფიქრი. სახლში შევიდა და თავის ოთახში ჩაიკეტა, ხატვაზე მიაპყრო ყურადღება და სულ ხატვაზე გადაირთო.
ქეითი და დრაკო სახლში დაღლილები შემოვიდნენ, ქეითმა მოულოდნელად პატარა ბავშვი დაინახა რომელიც სული იყო და ყვირილი დაიწყო. დრაკო შიშისგან შეკრთა და აქეთ იქეთ დაიწყო ყურება მაგრამ ვერაფერი დაინახა. ქეითის ხმაზე მოჩვენებას შეშინდა, მიხვდა, რომ დაინახეს და ამიტომ გაიქცა. ქეითს გული გასკდომამდე ჰქონდა მისთვის ეს პირველი და მოულოდნელი იყო.
- რა დაინახე? - შეშინებული ხმით იკითხა დრაკომ.
- მომელანდა - მოიტყუა ქეითმა.
- შემაშინე - შეშინებული თქვა დრაკომ და თავის ოთახში ავიდა.
სახლში მარტო ისინი იყვნენ, მისი მშობლები სამსახურში იყვნენ წასულები როგორც ყოველთვის. ამიტომ და - ძმა თავს დაუცვლელად გრძნობდა სახლში, და ეშინოდათ იმიტომ, რომ სახლში ბევრი სახით სული ყავდათ. ქეითი ფრთხილად ავიდა თავის ოთახში, თავი ძლიერად ეჭირა და ცდილობდა არ შეშინებულიყოს. უნდოდა ძლიერი ყოფილიყოს, მაგრამ მაინც ეშინოდა მოჩვენების დანახვის. ღრმად ამოისუნთქა და კარები ფრთხილად შეაღო, სახლში ის პატარა მოჩვენება შეამჩნია, რომელიც ჯერ ბავშვი იყო. გოგონა ქეითის საწოლზე იჯდა და თავის თმას ივარცხნიდა, ქეითი მასთან ფრთხილად მივიდა.
- ჩემი გეშინია? - ძლივს წარმოთქვა სიტყვები, გოგონა მას შეშინებული გახედა, მერე თავი დაუქნია.
- მეც მეშინია შენი, მაგრამ მე არაფერს გიშავებ - უთხრა ქეითმა.
მოჩვენება ბავშვმა მას გაკვირვებული გახედა, მერე იფიქრა, რომ ის არაფერს დაუშავებდა ამიტომ ხმა ამოიღო.
- მე ამელია ვარ 6 წლის, აქ არ ვიცი როგორ მოვხვდი - უთხრა მოჩვენებამ.
- აქ შემთხვევით პორტალი გაგვეხსნა და ყველა მოჩვენება აქ შემოდის რადგან პარალელურ სამყაროდან აქ კარები ღია. - აუხსნა ქეითმა, მოჩვენებამ პორტალისკენ გაიხედა, ქეითმას იმ მხარეს გაიხედა და მკვეთრად დაინახა პორტალი.
პორტალი მრგვალი იყო და გარშემო გალაქტიკის ფერები ჰქონდა, ლამაზი მოეჩვენა ქეითს და ნაწილობრივ გაუხარდა, რომ ამას ხედავდა. ქეითს შეძლო ჩვეულებრივად დაენახა, როგორ შემოდიან სულები პორტალიდან.
- ალბათ იქ რომ შეხვალ პარალელურ სამყაროში აღმოჩნდები სადაც თავიდან იყავი - უთხრა ქეითმა ბავშვს.
- პარალელური სამყარო ჯობს აქაურობას, შენ მოჩვენებებს ხედავ თუ მარტო მე მხედავ? - დაინტერესდა ამელიას.
- ალბათ ყველაფერს - გაუღიმა ქეითმა.
- მაგარია - თქვა ამელიამ.
ქეითმა უცებ დაინახა, რომ პორტალიდან ვიღაც ქალი შემოვიდა ფიზიკურ სამყაროში. ქალმა როცა გაიაზრა, რომ ქეითი მას ხედავდა შეშინებული გაიხედა მისკენ. ქეითს უკვე აღარ ეშინოდა სულების, და იმ ქალს გაუღიმა.
- კეთილი იყოს მაგრამ თქვენი ადგილი აქ არარის - უთხრა ქეითმა.
- მართალი ხარ, აქ როგორ მოვხვდი?.
- ამ ოთახში პორტალია და ყველა აქ შემოდის, თუ წასვლა გინდათ უკან დაბრუნდით - აუხსნა ქეითმა, ქალი სიტყვის უთქმელად გავიდა ოთახიდან.
- ზოგს ცუდი აურა და ენერგეტიკა აქვს, ამიტომ შენ თავს გაუფრთხილდი ადამიანი ხარ, ზოგი სული ბოროტია და შეიძლება დაგიშავონ რამე - გაფრთხილა ამელიამ და კარგი რჩევა მისცა ქეითს, ქეითს გაეღიმა.
- გავითვალისწინებ - ცოტა არ იყოს შეშინდა ქეითს, როცა ამელიამ ბოროტი სული ახსენა, მას ბოროტი სულის ხსენებაზე ნოას უფროსი გახსენდა.
უცებ ქეითს მშობლების ხმა მოესმა და დაბლა ჩავიდა, მშობლებს დახვდა და მიესალმა.
- სახლში არაფერი გაგიკეთებიათ, ჩვენ მშივრები მოვედით - დაიწუწუნა დედამისმა, ქეითმა თავი დამნაშავედ იგრძნო.
- მოხვედით? - ხმამაღლა წამოიძახა დრაკომ და კიბებიდან ჩქარა ჩამოვიდა.
- მშიერები და დაღლილები - უთხრა მამამისმა.
- პიცა გამოვაცხეთ მე და ქეითმა, ჭამეთ - სამზარეულოში შევიდა და პიცა გამოიტანა, ქეითს გაუკვირდა და თვალით კითხვის სმა დაიწყო.
- რა კარგი ბავშვები გვყოლია - გაუხარდა დედამის და სამზარეულოში ჩამოჯდა საჭმელად.
- თქვენ არ გინდათ? - ჰკითხა მამამისმა.
- ჩვენ ვჭამეთ - იცრუა დრაკომ.
ბავშვები ოთახში ავიდნენ, ქეითმა დრაკო შეაჩერა და ეჭვის თვალით შეხედა, დრაკომ მიუხვდა და უთხრა.
- გამოვიძახე - შეწუხებული გამომეტყველებით უთხრა და თავის ოთახში შევიდა კომპიუტერის სათამაშოდ.
ქეითი ოთახში დაბრუნდა და საწოლზე წამოწვა, მოჩვენება ბავშვი ძირს იჯდა და ქეითის ნივთებით ერთობოდა. ქეითმა თროისგან დატოვებული წიგნების კითხვა დაიწყო, დიდხანს კითხულობდა და უკვე დაბინდდა. მზე ჩავიდა და მის მაგივრად მთვარე იყო ამოსული, უკვე კარგად ბნელოდა და ქეითმა იცოდა, რომ ამდროს უფრო აქტიურობდნენ სულები. ამიტომ მოემზადა ყველაფრისთვის, წიგნი გადადო და დაელოდა პორტალიდან შემოსულ სულებს. უცებ ფანჯრიდან რაღაც ხმა გაისმა და ფანჯარა მთელი ძალით გაიღო, ქეითს შეშინდა მასთან ერთად მოჩვენებასაც. ფანჯრიდან ნოა ამოვიდა და ქეითის ოთახში შემოაბიჯა ფეხი, ქეითმა ამოისუნთქა ნოა, რომ დაინახა და თბილად გაუღიმა. ნოასაც გაეღიმა და ოთახს მოავლო თვალი, მერე პორტალი დაინახა და მასთან ახლოს მივიდა.
- ლამაზი ოთახია, ამ ყველაფერს პორტალი ამახინჯებს - თქვა ნოამ.
- ხო მეც ვხედავ.
- ეს ბავშვი სულია ხო?.
- კი პორტალიდან შემოაღწია.
- არ გინდა პატარავ შენც ადგილს დაუბრუნდე? - ეალერსა ბავშვს ნოამ და თმაზე მოეფერა.
- თქვენც მოჩვენება ხართ ბიძია?.- ჰკითხა ბავშვმა, ნოამ თავი დაუქნია.
- თვითონაც არ იცის როგორ მოხვდა აქ - თქვა ქეითმა და თვალები ატრიალა.
- დავაბრუნებ - უთხრა ნოამ.
ბავშვი ხელში აიყვანა და ყურში უჩურჩულა არ შეგეშინდესო, პორტალთან მიყვანა და იქ გაუშვა.
- თავის ადგილს დაუბრუნდა.
- დარწმუნებული ხარ? - ჰკითხა ქეითმა, ნოამ თავი დაუქნია.
- რას კითხულობ? - წიგნებს შეხედა ნოამ.
- ეზოთერიკა, პარალელური სამყარო, ფიზიკური სამყაროს მიღმა, უჩინარი არსებები - ჩამოთვალა სათაურები ქეითმა.
- როგორც ჩანს ძაან ინტერესდები - გვერდით მოუჯდა ნოამ ქეითს და ერთი წიგნი გამოართვა.
- დიახ ასეა - გაუღიმა ქეითმა.
- ეს წიგნი ჩემ საშინელ უფროსსაც ჰქონდა - თქვა ეზოთერიკის წიგნზე ნოამ.
- ეს წიგნი მე და ბავშვებმა სკოლაში ვიპოვეთ, მანდ პენდაგრამას იყო დიდი ალბათობით ვიღაცამ დემონი გამოიძახა და ამის გამო სკოლა დაგვიკეტეს - მოუყვა ქეითმა.
- ნეტა რომელ უიღბლოს ჰქონდა ეს წიგნები და ეს განზრახვა.
- არვიცით, მაგრამ სკოლაში ძალიან აქტიური ძალა მოქმედებდა, უარესები მომხდარა - უთხრა ქეითმა.
- მაინც რა? - ქეითმა ტელეფონი ამოიღო და მესიჯები წაკითხა ნოას, ნოა გაკვირვებული კითხულობდა მესიჯებს.
- ეს დემონის ძალა, არცერთი სული ასე არ შევიდოდა ბავშვის სხეულში - დასკვნა გამოიტანა ნოამ, ელენას მონაწერებიდან.
- ჩვენც ასე ვიფიქრეთ. - თავი კედელს მიაყუდა ქეითმა და ნოამაც მას მიბაძა.
- ხშირად უნდა მოგინახულო, შენც გარდა ვერავინ მხედავს - ქეითს გაეღიმა.
- არვიცი რა გამიკეთე მაგრამ ყველაფერს ვხედავ.
- იმიტომ, რომ ჩაკეტილი მესამე თვალი აგახილე - უთხრა ნოამ და გაუღიმა, ქეითი ჩაფიქრდა მესამე თვალზე არაფერი ჰქონდა გაგონილი, ნოასთვის უნდა ეკითხა მესამე თვალზე მაგრამ ნოამ მოულოდნელად ლოყაზე აკოცა.
- დაიძინე ახლა, მე წავედი - ჩქარა მიახალა და ოთახი დატოვა, ქეითი დაბნეული დატოვა.
გადაწყვიტა, რომ ამჯერად მშვიდად დაეძინა და ასეც მოიქცა. ბევრს ფიქრობდა და ამიტომ ნელ - ნელა ჩაეძინა.
გარშემო ისევ ბევრ სულს ხედავს, ისევ ის სილუეტები ისევ იგივე მეორდება. ქეითს ეს კოშმარი ახსოვს ამიტომ დღეს უშიშრად დგას შუაში. ისევ ის ქალბატონები მოვიდნენ მასთან, ქეითმა იფიქრა, რომ ისევ იგივე სიტყვებს გაუმეორებდნენ.
- მესამე თვალი აგახილეს საყვარელო? - უთხრა მოხუცმა ქალმა.
- თქვენ ეს საიდან იცით? - დაიბნა ქეითი, ისიც კი გაუკვირდა ახალი სიტყვა, რომ უთხრეს.
- შენ ყველაზე ძლიერი იყავი, ამიტომ შენი მესამე თვალის ჩასაკეტად იმდენი ვიშრომეთ და ბევრი ძალა დაგვჭირდა, ვიფიქრეთ უსაფრთხოდ იქნებოდი ამიტომ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ადამიანივით ნორმალურად გეცხოვრა და არა ჩვენსავით სულ საფრთხეში ყოფილიყავი, მაგრამ, როგორც ჩანს ჩვენ გზას მიყვები და სულებთანაც გაქვს კონტაქტი, მესამე თვალის კი აგახილეს, ძალიან ძლიერი ძალა ჰქონია იმ სულს ვინც ეს უპრობლემოდ გახსნა.
- ეს ყველაფერი საიდან იცით? ვინ ხართ? რა გინდათ? არ შეგიძლიათ ამიხსნათ? - რა კითხვების ჰქონდა ყველაფერი დაუსვა მათ.
- პასუხებს ნუ მოგველი ჩვენგან - უთხრა მოხუცმა.
- დიდი ისტორია და გრძელი ამბავი - გაუღიმა ქალმა.
- მაგრამ თქვენ მე გაურკვევლობაში მაგდებთ, და მაბნევთ, სიზმარში, რომ მეცხადებით არ შეგიძლიათ მიზეზის მითხრათ?.
- შენ მესამე თვალს მეორეჯერ ვეღარ ჩავკეტავთ სამწუხაროდ, გქონდეს არაუშავს, ოღონდ ფრთხილად იყავი - უთხრა მიმზდიველმა ქალბატონმა და ქეითი უპასუხოდ დატოვა.













ესეც ასე დაიდო ახალი თავის, დამაბნეველი ამბებით და უპასუხისმგებლოდ დატოვებული კითხვები😂❤მადლობთ ვინც კითხულობთ და მოგწონთ😊🥰იმედი მაქვს ეს ჩახლართულ ამოხლართული თავის მოგეწონებათ🤍ხო ცოდნისთვის მაღლა ფოტოზე პარალელურ სამყაროდან გახსნილი პორტალია🌸☝🏻

მოჩვენებების მკვლევრებიWhere stories live. Discover now