თავი 18

42 18 0
                                    

ქეითის ნაზმა და მშვენიერმა ხმამ ნოას გული აჩქარა, ბიჭს თვალები გაუბრწყინდა და სიხარულის დამალვა სცადა. ვერ იჯერებდა, რომ ქეითს მართლა მოსწონდა, ბედნიერი იყო და უხაროდა ამის მოსმენა მისგან. მაგრამ ერთი რამ აწუხებდა და ასევდიანებდა, ის არ იყო ადამიანი, ის მოხეტიალე მოჩვენება იყო რომელიც ამ სამყაროში გაიჭედა.
- უბრალოდ მე ძალიან ვიეჭვიანე - დაბნეული იყურებოდა ნოა და არ იცოდა რა ეთქვა.
ქეითმა მისგან იგივე პასუხი, რომ ვერ მიიღო გულდაწყვეტილი დარჩა. ნოას აკვირდებოდა და ცდილობდა მისი ფიქრები წაეკითხა, ნოას მას აშტერდებოდა და მის თვალებში იძირებოდა.
- უნდა წავიდე, შენ დაღლილი ხარ დაიძინე - მხოლოდ ეს უთხრა და უპასუხოდ დატოვა ქეითი, საწოლიდან წამოდგა და ფანჯრიდან გადახტა.
ქეითმა თავი ბალიშში ჩაგდო და ქვითინი დაიწყო, ნანობდა, რომ ეს უთხრა. ბრაზობდა თავის თავზე, რომ ვერ დამალა თავისი გრძნობები. მას ეგონა, რომ მისმა სიტყვებმა ნოას აწყენინა და გული გაუტეხა, მაგრამ ყველაფერი პირიქით იყო.
თროი მარტო დახეტიალობდა გარედ და ფიქრობდა, ღამის ვარსკვლავებიანი ცა ამშვენებდა ამ წყეულ სამყაროს. სიბნელეში სიარული თროის ძალიან მოსწონდა, რადგან ეს ყველაფერი სულიერად ამშვიდებდა მას და გონებას ამუშავებდა. სიარულით სტადიონზე წავიდა და სკამებზე ჩამოჯდა, იქიდან კარგად ჩანდა ცა და ვარსკვლავები. თროი ნატრობდა იმას, თუ რატომ არ წამოიღო თავისი სახატავის რვეული და რატომ არ დახატა ვარსკვლავებიანი ცა. მისთვის ხატვა ყველაფერი იყო ბედნიერებასთან ასოცირდებოდა, მარტო ჯდომას მოსწონდა რადგან სიმშვიდეს არავინ ურღვევდა. კმაყოფილი იყო ყველაფრის რაც ჰქონდა და ჰყავდა, ამაყობდა თავისი შესაძლებლობებით და თავისი მეგობრებით. მოსწონდა თავისი საქმე და უნარი, უყვარდა როცა სხვებს ეხმარებოდა და მშვიდობიან ცხოვრებას უსურვებდა. მოსწონდა ის ფაქტი, რომ ამ სამყაროზე და პარალელურ სამყაროზე ბევრი რამე იცოდა. ამიტომ მისი აზრით ღირდა ცხოვრება, რადგან ბევრ თავგადასავლებს გადავაწყდებით. ბევრი ბედნიერების გემოს გავსინჯავთ, ბევრ სირთულებს გადავაწყდებით მაგრამ თავი ომში გვეგონება და ძლიერად ვიბრძოლებთ სირთულების და დაბრკოლებების გადალახვისთვის. ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის და გავძლიერდებით, ცხოვრება ბევრ რამეს გვასწავლის, და ბევრ დაშვებულ შეცდომას ბევრ რამეს მიგვახვედრებს და გაგვანათლებს. ამიტომ ღირდა ცხოვრება, რადგან ამ სამყაროში მხოლოდ ცოტახანს რჩები, ქმნი შენთვის ყველაფერს და სახელს იხვეჭ. მერე კი სრულდება შენი ბედნიერებას და სიცოცხლეს, სხვა სამყაროში გადადიხარ, საიქიოში ანუ სამოთხეში. იქიდან კი ახალ ცხოვრებას იწყებ ამ სამყაროში, ოღონდ სულ სხვა პიროვნება ხდები და წინა ცხოვრებაში დაშვეულ შეცდომებს ასრულებ როგორც მისია. ამიტომ მაინც კარგად შეუქმნია ღმერთს ყველაფერი, ამიტომაც ღირს ცხოვრება. მაგრამ, როცა ვკვდებით და მივდივართ საიქიოში ჩვენ მოგონებებს უკან ვტოვებთ, შემდეგ ცხოვრებას, რომ ვიწყებთ იმ ტკბილ მოგონებებს ვერ ვიხსენებთ. თროი ასეთი მძიმე ფიქრები ჰქონდა, და სულ ასეთ საკითხებზე ფიქრობდა. სტადიონის სკამზე წამოწვა და თვალები მოხუჭა, იმხელა ნოსტალგია მოაწვა და სიმშვიდე იგრძნო, თვალები გაახილა და ცას ახედა, ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა. ზოგჯერ რა ბედნიერების მომტანია ცსოვრება და ზოგჯერ რა მწუხარების, ვინ იცის ზოგი როგორი ბედნიერია და იცინის, ზოგი კი განადგურებული და დამწუხრებული ტირის.
ვილიამი ძილს ცდილობდა და ვერ იძინებდა, დღევანდელს გონებიდან ვერ იგდებდა და რაღაც დანაშაულის გრძნობა აწუხებდა. მიუხედავად ამისა, ბებიამის დაელაპარაკა ბოდიშის მოუხადა, მაგრამ მაინც შიგნიდან რაღაც სჭამდა და ეგონა რაღაც აკლდა ან დავიწყდა. ფიქრების არ ასვენებდნენ და უკვე ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა, სადმე გასვლა და სეირნობა უნდოდა მაგრამ ძალიან ეზარებოდა. დღეს ღამე იყო და გარედ იმდენად არავინ იქნებოდა, ამიტომ არ შეძლო მარტო სიარული. ცოტახნით ქეითზე ჩაფიქრდა, მაშინდელი ჩახუტება გახსენდა და გული აუჩქარდა. რა სიამოვნება ყოფილა იმ ადამიანის ჩახუტება, რომელიც მოგწონს და ყველაფერს გირჩევნია. რა სასიამოვნო გრძნობაა, შენში დიდი ქაოსი ჩნდება და აღშფოთებული ხდები. რაც მის შეხების დროს გრძნობ, ეს ყველაფერი მეგობრობაზე მეტია. მის მკლავებში ყოფნა სიმშვიდის ტოლფასია, მისი სურნელი თავს სამოთხეში გაგრძნობინებს. თვალები მოხუჭა ვილიამმა და დაღლილი ჩაეთვლიმა.
დრაკო იჯდა უდარდელივით და კომპიუტერს უყურებდა, სხვა ქვეყნების გადაცემებს უყურებდა და აფასებდა. უსმენდა სხვა იუთუბერებს თუ როგორ აღვიქვამდნენ მომხდარს და ზოგს დაშვებულ შეცდომას უსწორებდა და უხსნიდა სულებზე და პარალელურ სამყაროს შესახებ. ასე ერთობოდა და ბლატაობდა, რომ ყველაზე ბევრი იცოდა და მაგარი იუთუბერი იყო. დრაკოს ხელში ჰქონდა ჩაგდებული ის წიგნები, რომლებიც უიშვიათესია და არსად იშოვება. რადგან ძველია და თან ის წიგნები დაშვებული არარის ყველგან. ამიტომ ეს წიგნები მხოლოდ მკითხავებს, ჯადოქრებს, და დრაკოს მეგობრებს ჰქონდათ. დრაკო უცებ ჯადოებზე დაფიქრდა, იფიქრა რა იქნება თუ ჯადოს მოხსნას ისწავლიან? უფრო შეძლებენ ბევრი ხალხის დახმარებას. რადგან ჯადოს ძალიან ბევრ ადამიანს უკეთებენ, და სულები ცოტა ადამიანების სახლში არსებობენ. იფიქრა, რომ ამაზე მერე ხვალ დაელაპარაკებოდა თავის მეგობრებს.
ქეითი ვერ იძინებდა და ამიტომ ეზოთერიკის წიგნებს კითხულობდა, სწავლობდა ბევრ რამეს რას გამოადგებოდა და ხალხის დახმარებას შეძლებდა. რწმუნდებოდა თავის შესაძლებლობებში და ხვდებოდა, რომ ძლიერი იყო. ყველაფრის გაკეთება შეძლო, დემონებსაც უშიშრად ამარცხებდა და წვავდა. ამიტომ უნდოდა უფრო მეტი რამის სწავლა და გაგება. თან მასაც ჰქონდა მესამე თვალი გახსნილი როგორც მკითხავებს და ეს საქმეს უადვილებდა. უცებ მის ოთახში დრაკო შემოვიდა, ქეითმა წიგნს თვალი მოსწყვიტა და გვერდზე გადადო.
- რა გინდა? - მშვიდად ჰკითხა თავის ძმას.
- რაღაც ახალი იდეა მომივიდა თავში.
- მითხარი.
- ვფიქრობ, რომ კარგი იქნება ჯადოს მოხსნას, რომ ვისწავლოთ, მასე უფრო ძალიან ბევრ ადამიანების დახმარებას შევძლებთ, თან ჯადო ბევრ ადამიანს აქვს და ცხოვრება დანგრეულები აქვთ ვერ ხარობენ, სულები კი იშვიათად არის ვინმეს სახლში.
- კი მაგრამ ჩვენ არხს ქვია "მოჩვენებების მკვლევრები" სხვა რამებთან არ უნდა გვქონდეს კავშირი გარდა მოჩვენებებთან.
- მაგრამე ყველაფრის ცოდნა კარგია, უფრო გავაქტიურდებით და ბევრი ადამიანი გაიგებს ჩვენ შესახებ.
- არ გეზარება? ხან ვისთან მოგვიწევს წასვლა ხან ვისთან, და ამბების მოსმენა - თვალები ატრიალა ქეითმა, რადგან არ ჰქონდა არაფრის ხალისი.
- არ მეზარება, მსიამოვნებს ამ საქმის კეთება.
- შენ მხოლოდ იღებ, ჩვენ კიდე პასუხისმგებლობას ვიღებთ ხალხის დახმარებაზე და ადვილი გგონია? - გაღიზიანდა ქეითი.
- შარზე ხარ!, უბრალოდ დაფიქრდი რამდენად კარგი იქნება ამდენი ხალხის დახმარება - თვალები ატრიალა დრაკომ და გაბრაზებული გავიდა ოთახიდან, კარები ძლიერად მოიჯახუნა.
ქეითმა განალიზა, რომ ზედმეტი მოუვიდა და თავის ძმას აწყენინა. რადგან ცუდ ხასიათზე იყო და ნოასთან მომხდარზე ნერვიულობდა. არაფრის ხალისი ჰქონდა და დრაკოს ახალი იდეა არ აინტერესებდა, მარტო ყოფნა და სიმშვიდე სჭირდებოდა. ამიტომ წიგნის კითხვას თავი დანება და ძილი გადაწყვიტა.
დილით იღვიძებს რადგან ხმაური აწუხებს, თვალებს იჭყიტავს და გარშემო იხედება. მისი მეგობრები ჩამომჯდარან იატაკზე და რაღაც საქმეს განიხილავენ. თვალებს ხუჭავს და ისევ ახელს, გონია, რომ სიზმარშია ან ელანდება. ბოლოს ახველებს და მეგობრების ყურადღებას იქცევს, ვილიამი უღიმის და ხელს უქნევს. ქეითი რწმინდება, რომ სიზმარში არარის და არც ელანდება, ამიტომ ზლოზინით დგება საწოლიდან. თმა აჩეჩილი გადის აბაზანოში და კარებს ხურავს, მოწესრიგებას იწყებს და ბავშვების საუბარს უგდებს ყურს.
ვილიამი მას გაღიმებული აყოლებს თვალს, გულში ფიქრობს, რომ თმა აჩეჩილის ძალიან საყვარელია და ძილშის ლამაზად გამოიყურება. მოწესრიგებული გამოდის აბაზანოდან ქეითი და მათ უერთდება.
- აბა უჩემოდ რას განიხილავთ? - ცდილობს პოზიტიური იყოს და უხასიათობა არ შეტყოს.
- დრაკომ გადაწყვიტა ჯადოს მოხსნა გვესწავლა - თქვა ვილიამმა.
- აჰ, ბოდიში დრაკო გუშინდელისთვის ცივად რომ მოგექეცი და მოტივაცია დაგაკარგე.
- არაუშავს, ხასიათზე არ იყავი.
- მადლობა, რომ გესმის ჩემი.
- ქეით ეს საქმე ჩვენ გვევალება უფრო შენ - თქვა თროიმ.
- მე რატო?.
- იმიტომ, რომ შენ გამოგდის რიტუალების კარგად ჩატარება, შელოცვები და დარწმუნებული ვარ ესეც შენ უფრო გამოგივა.
- ორივეს გამოგვია, რთული არამგონია იყოს - ხელიდან გამოსტაცა წიგნი თროის და ჩაიხედა, რამოდენიმე აბზაცი წაიკითხა და დარწმუნდა, რომ რთული არ იყო.
- ადვილია ხო? - გაეღიმა თროის, ქეითმა თავი დაუქნია.
- ვილიამ ბებიაშენი როგორ არის დაელაპარაკე? - მიუბრუნდა ვილიამს ქეითი.
- კი და დამპირდა, რომ მსგავს რამეს აღარ იზამდა - გაუხარდა ვილიამს, რომ ქეითმა ჰკითხა.
- თავს ახლა კარგად გრძნობ? - ჰკითხა თროიმ.
- უკეთესად - თქვა ვილიამმა.
- მგონი ვიღაცამ მომწერა - ტელეფონს ათვალიერებდა დრაკო.
- ვინ არის? - დაინტერესდა ვილიამს.
- კლიენტი დახმარება უნდა.
- რთული საქმეა? - ჰკითხა თროიმ.
- მგონი დამავოი ყავს და ვერ ხვდება, ისეთი რაღაცები მომიყვა დამავოის ახასიათებს ეს - თროიმ ტელეფონი წართვა და კითხვა დაიწყო.
- კი დამავოია - დაეთანხმა დრაკოს.
- წავიდეთ დავეხმაროთ - წამოდგა ვილიამი და გახარებული წამოიძახა.
- ლეს გო - კისკისი დაიწყო ქეითმა და სირბილით ჩავიდნენ დაბლა.




















ახალი თავის დაიდო იმედი მაქვს მოგეწონებათ, ნუ მე ვფიქრობ, რომ უინტერესო გამომივიდა და რაღაც ახალი და მნიშვნელოვანი არაფერი მოხდა, რავი თქვენ თუ მოგეწონებათ მადლობელი ვარ და ხო ძალიან პატარა თავი გამოვიდა 🥲❤

მოჩვენებების მკვლევრებიWhere stories live. Discover now