თავი 47

19 14 0
                                    

გუშინდელი დღის მერე ქეითი მომღიმარი სახით იღვიძებს და აბაზანოში გარბის, სარკეში თავს ისწორებს და ვილიამზე იწყებს ფიქრს. ეღიმება მაგრამ არ იმჩნევს, გუშინდელ დღეს კოცნის შემდეგ უთქმელად გააცილა ვილიამმა ქეითი. არაფერი უთქვამს, საუბრის ეშინოდა მაგრამ წამდაუწუმ უღიმოდა ქეითს. ქეითმა ფიქრები უკუაღდგო და თავის მშობლებზე ჩაფიქრდა. ტანსაცმელი ჩაიცვა და სახლიდან გავიდა, სასახლეში, რომ მივიდა ყველა იქ დახვდა. ვარჯიშობდნენ და ქეითის მოსვლა ვერ შეამჩნიეს, მხოლოდ ვილიამმა გამოიხედა და გაუღიმა. ქეითი მათთან მივიდა და ბალახზე ჩამოჯდა, ჯერჯერობით არ სურდა ვარჯიში. ხელები გაჭიმა და შორიდან დიდი ქვა გადმოაგდო აქეთ, ყველას ყურადღება მიქცია მისმა ქცევამ. ქვაზე ჩამოჯდა და ფრჩხილების კვნეტა დაიწყო. თროიმ ვარჯიში გაგრძელა და დრაკომ მას შეხედა რადგან კარგ ხასიათზე იყო. ნოა გამოვიდა სასახლიდან და გეზი მუხისკენ აიღო, ქეითის მას მიჰყვა და ყველანი მეორე სამყაროში შევიდნენ. ადელაინის კარავში შევიდნენ და ადელაინს მიესალმნენ, მანდ ჩამოჯდნენ საქმის გასახილვებლად. ქეითი ვილიამს თვალით რაღაც ანიშნა და გარედ გავიდნენ, კარავისგან მოშორებით დადგნენ და ქეითმა საუბარი დაიწყო.
- რაღაც უნდა მოვაწყო.
- რა?.
- დამეხმარე, ესენი რამენაირად უნდა გავყარო კარავიდან და ადელაინის კარადაში რამეს მოვძებნი, იქნებ სტეისებზე გავიგო ინფორმაცია.
- კარგი და რა გავაკეთოთ.
- ჩვენი ძალები გამოვიყენოთ.
- როგორ?.
- მე ვიზამ და შენც ამყევი - უთხრა და კარავში დაბრუნდა.
ვილიამი კარავში ქეითის გვერდით დაიკავა ადგილი, ქეითმა ნოას ლაპარაკი დაიგნორა და თავის ძალებზე კონცენტრირდა. თავის თითს ჩუმად ამოძრავებდა, მოულოდნელად მიწისძვრა დაიწყო და ყველაფერი შეაქანა. ყველა ფეხზე წამოდგა და ერთმანეთს გაფართოებული თვალებით შეხედეს, ქეითმა მსახიობობა დაიწყო. ნოას ჩაეჭიდა ვითომდა შეშინდა მიწისძვრის, ნოამ მისი დაცვა სცადა.
- რა უცნაურია აქ მიწისძვრა არასდროს ყოფილა. - თქვა ადელაინმა.
- ეს სამყარო ყველანაირად დაცულია და ვერც იქნებოდა აქ მიწისძვრა, ეტყობა დემონებმა რაღაც გაგვიჩალიჩეს - თქვა ნოამ, ვილიამს ჩაეცინა.
ვილიამმა ქეითს შეხედა და თვალი ჩაუკრა, მასსავით დაიწყო ხელებით მოძრაობის გაკეთებას და თავისი ძალების დახმარებით ამ პატარა სამყაროში დიდი ხმაური ატეხა. საშინელი ზუზუნის ხმა ისმოდა და ყველაფერს აყრუებდა. მოსახლეობა შეწუხებული იფარებდა ყურებზე ხელს და გაქცევას ცდილობდნენ. ხმა უფრო და უფრო მოიმატა და ძლიერ ღრიალად იქცა, თროი ხმისგან შეწუხდა და შუბლი შეიჭმუხნა. ნოა გარედ ძლივს გავიდა და ამ მოვლენის გარკვევა სცადა.
- მეც უნდა წავიდე და გავარკვიო, ვისაც გინდათ დარჩით და ვისაც გინდათ წამომყევით - უთხრა ადელაინმა ბავშვებს, ყველა გაყვა მას გარდა ქეითისა და ვილიამის.
ქეითი ვილიამს თვალი ჩაუკრა და კარადების ჩხრეკა დაიწყო, ვილიამის მას ეხმარებოდა და ყველაფერს ჩხრეკდა რაც ადელაინს ჰქონდა. ჩხრეკის დროს ვილიამს ხელი სადღაც მოხვდა და ალბომი გადმოაგდო, ალბომი აიღო და გაშალა. დაინახა თუ არა მთელი მოსახლეობის ფოტო ალბომი, ეგრევე ქეითთან მიტანა. ქეითმა გადაშლა დაიწყო და თვალი ერთ ფოტოს მოჰკრა. თვალის მოწყვეტა უჭირდა და იმ ფოტოს დიდხანს აპირებდა, თავისი პატარობის ფოტო დაინახა. ვიღაც ქალს ეჭირა ქეითი, თვალი კარგად გაუსწორა და ის ქალი ეცნო. დიახ ის ქალი იყო ვისაც თავის კოშმრებში შეხვდა. ქეითს თვალები გაუფართოვდა და წიგნი ხელიდან დაუვარდა, ხელებმა ინსტიქტურად დაუწყეს კანკალი. ვილიამი მასთან მივიდა და მისი დამშვიდება დაიწყო, ეფერებოდა და იხუტებდა მაგრამ ქეითს უკვე თვალებიდან ცრემლები მოსდიოდა.
- რა გჭირს? - ანერვიულებული ეკითხებოდა ვილიამი.
- ის ქალი ფოტოზე ბავშვი, რომ უჭირავს ხომ იცანი? - ძლივს აბამდა სიტყვებს ერთმანეთს.
ვილიამმა ფოტოს გაუსწორა თვალი და ის ქალი იცნო, რომელიც ერთხელ აქ ჰყავდა ნანახი და ქეითს მიამსგავსა.
- ქალი შენ კოშმრიდან? - ქეითმა ჩქარა დაუქნია თავი.
- და ის ბავშვი მე ვარ - ხელით აჩვენა თავისი პატარობის ფოტო.
- დარწმუნებული ხარ?.
- კი ვილიამ, ჩემ თავს ვერ ვიცნობდი?.
- თავი ხელში აიყვანე არ იტირო.
- ის არის დედაჩემი? - ჰკითხა ვილიამს სასოწარკვეთილი თვალებით.
- არ ვარ დარწმუნებული ვერაფერს გეტყვი, ამას კარგად დამტკიცება უნდა - უთხრა ვილიამმა და გულში ჩაიკრა.
ყველაფერი, რომ ჩაწყნარდა თროი და ლიდია შემოვიდნენ კარავში, ჩახუტებული ვილიამი და ქეითი, რომ დაინახეს თვალები გაუფართოვდათ.
- რა ხდება? - ჰკითხა თროიმ, მაგრამ იფიქრა, რომ ესენი ერთმანეთს სიყვარულში გამოუტყდნენ.
- რაღაც გაიგო და ტირის ვამშვიდებ - უთხრა ვილიამმა, თროი მიხვდა რომ შეცდა.
- რა გაიგო? - ვილიამმა არაფერი უპასუხა.
მოულოდნელად დრაკო შემოვიდა და მტირალა ქეითი, რომ დაინახა გაშრა. თვალი გაუსწორა ფოტო ალბომს და მიხვდა რაშის იყო საქმე. თავი დამნაშავედ იგრძნო და მასთან მივიდა, ძირს ჩაიმუხლა და ქეითის მოფერება დაიწყო.
- მაპატიე.
- რისთვის?.
- რომ ეს ვიცოდი და დაგიმალე.
- რა შენ იცოდი?.
- ხო ადელაინს, რომ შევხვდი გავარკვიეთ.
- მე რატომ არ მითხარი?.
- შენთვის რთული იქნებოდა და არ მინდოდა ეს გაგეგო.
- უნდა გეთქვა დრაკო.
- მაპატიე.
- დედაჩემი მართლა ის ქალია?.
- არ მოგატყუებ და გეტყვი კი მაგრამ გთხოვ ნუ განსჯი.
- როგორ შეძლო ჩემი მიტოვება.
- თავისი მიზეზი ჰქონდა ქეითს, ადამიანს ნუ განვსჯით როცა მის მიზეზზე არაფერი ვიცით.
- ყველას თავისი მიზეზი აქვს მართალია - ჩაირთო საუბარში ადელაინის, რომელიც დიდიხანია რაც შემოვიდა და მათ უსმენდა.
- პასუხს მაინც მოვთხოვ - თქვა ქეითმა.
- ოღონდ ცივად არ ელაპარაკო.
- შემეშვი შენზე ისედაც ნაწყენი ვარ, რომ დამიმალე შენც გარდა კიდევ ვინ იცოდა?.
- ნოა და ადელაინი იცოდნენ - ქეითს თვალები გაუფართოვდა.
- ნოა?. - დრაკომ თავი დაუქნია.
- ვერ ვიჯერებ, რომ ეს დამიმალა - სიმწრისგან ჩაიცინა ქეითმა და თვალებიდან ცრემლებმა ღაპაღუპით ჩამოვიდნენ.
- მეც ვიცოდი ამის შესახებ - თქვა ლიდიამ, ქეითმა მას ახედა და ზიზღით გამომეტყველებით შეხედა.
- შენც თროი?.
- რა? მე არა, აზრზეს არვიყავი დედას გაფიცებ - თავის მართლება დაიწყო თროიმ, მართლაც მან არ იცოდა არაფერი.
- ვილიამ შენ? სიმართლის გაგება მინდა.
- მე ახლაც შოკში ვარ მომხდარის გამო, აზრზე არ ვიყავი თუ ესენმა იცოდნენ - მხრები აიჩეჩა ვილიამმა.
ქეითმა დაიჯერა რადგან ვილიამი სულ მის გვერდით იყო და ყველანაირად ცდილობდა მის დახმარებას, მართლაც მას არაფერი ეცოდინებოდა რადგან მსგავსი საქმების გამოკვლევა არ აინტერესებდა. კარავში ნოა შემოვიდა და ქეითს გაკვირვებული შეხედა, ქეითმა მზერა არიდა და ვილიამს ჩაჰკიდა ხელი და კარავიდან გავიდა. გაბრაზებულმა აჩქარა ნაბიჯებს და მიყრუებულ ადგილზე წავიდა, ძირს ჩამოჯდა და ღრმად ამოიხვნეშა. ვილიამმა სიჩუმე არჩია რადგან იფიქრა, რომ ქეითს სიჩუმე და ფიქრი სჭირდებოდა. სიცივისგან ორივეს ცხვირი გასწითვლოდა, ცივი სიო კი უფრო ელამუნებოდა ქეითის სახეზე. ღრუბლებს ცა ჩამოეფარათ და ცოტა ჩამობნელებული იყო. ღრუბლებს ფერი შეცვალათ და ნაცრისფერი ფერი დაჰკრავდათ. სიჩუმეს ბუნების ხმა არღვევდა, რიტმებივით გაისმოდნენ ტოტების რხევა. ქეითმა თავი გამოსწია ვილიამისკენ და მის სახეს უცქერა, ვილიამმა უხერხულობისგან მზერა არიდა.
- რთულია ჩემთვის ყველაფერი, მეგობრები ამას მიმალავდნენ, ჩემს ადგილას შენც გეწყინებოდა.
- მეც გაკვირვებული ვარ ამ ამბით.
- ვერ ვიჯერებ, რომ დედაჩემი ის არის.
- მესმის რთულია.
- ახლა მიჭირს მასთან მისვლა და მის თვალებში ჩახედვა, არვიცი შევძლებ თუ ვერა.
- გამბედაობა მოიკრიბე.
- ამას ვაპირებ.
- უბრალოდ ეს გარისკე და არ შეგეშინდეს.
- რას ფიქრობ ახლა თუ წავიდეთ?
- ეს შენი გადაწყვეტილება მე სულ მხარს გიჭერ.
- ერთხელ გავრისკავ - თქვა ქეითმა და წამოდგა, ვილიამის მას მიჰყვა.
ნელი ნაბიჯებით წავიდა იმ ქალის კარავისკენ და გაჩერდა, კარავს დიდხანს უცქირა და გონებაში სიტყვების დალაგება დაიწყო. ღრმად ამოისუნთქა და თავის დამშვიდება დაიწყო, ვილიამს შეხედა მან კი ხელი ჩაჰკიდა და დამშვიდა ქეითი. კარავიდან ქალი გამოვიდა მომღიმარი სახით, ქეითი რომ დაინახა გაშეშდა. ქეითმა ღრმად ამოიხვნეშა და სიტყვის თქმა დაპირა მაგრამ ქალმა არ დაცადა და მშვიდად შემოიპატიჟა. ქეითი შევიდა კარავში და ჩამოჯდა სკამზე, ქალი მას თავაზიანად მიეგება.
- ყველაფერი გავიგე - პირდაპირ საქმეზე გადავიდა ქეითი და ხელებმა კანკალი დაუწყეს.
ქალი ერთ ადგილას გაშეშდა, ჰაერის უკმარისობა დაემართა და ფანჯარა გააღო. ფანჯრიდან შემოსული ცივმა სიომ გაგრილა და გამოაფხიზლა, სუფთა ჰაერი ღრმად ამოისუნთქა და ქეითს მიუბრუნდა.
- ასეც ვიცოდი - დანებებით ჩაილაპარაკა ქალმა.
- მინდა მიზეზი გავიგო და პასუხი მოგთხოვო ჩემი მიტოვებისთვის - ხმაში სიბრაზე დაეტყო ქეითს.
- ამას ერთ დღეს მაინც ვაპირებდი შენთვის მომეყოლა.
- და უნდა მოგეყოლა ჩემთვის.
- აზრი არ ჰქონდა რადგან მაინც ვერ გამიგებდი, ჩემი არავის ესმის და შენ კრიტიკას ისვრი ჩემ გადაწყვეტილებაზე.
- ასეთი გგონივარ?.
- სიბრაზეს ანთხრევ აქ და არამგონია შეგეძლოს მოსმენა - ქალმა ცინიკურად შეხედა თავის შვილს, ქეითს ეწყინა.
- მეტყვი თუ არა.
- მამაშენი იყო უკვდავი ადამიანი და ძლიერი ძალები ჰქონდა, ყველა მას აქებდა და ამ ხალხს მამაშენი მოსწონდათ, მამაშენი დემონებთან ბრძოლაში დაიღუპა, მაშინ მე შენზე ვიყავი ორსულად.
- უკვდავი თუ იყო როგორ დაიღუპა? - სიმწრისგან ჩაიცინა ქეითმა, ვილიამმა უხერხულად შეხედა ორივეს.
- უკდავი ადამიანის მოკვლა შესაძლებელია თუ მას გულში ბასრი ხანჯალი ჩასხეს, ასე მოკლეს დემონებმა მამაშენი და მან ბრძოლას წააგო, მე ორსულად ვიყავი და შენც მამაშენის ბრძოლები მოგეცემოდა წინასწარმეტყველის თქმით.
- მერე? - ცნობისმოყვარეობამ უკარნახა ქეითს.
- შენც დაიბადე და ბებიაშენი ყველაზე ცნობილი წინასწარმეტყველია, მან და ყველამ იწინასწარმეტყველეს, რომ შენ ამ ბრძოლაში მოიგებდი მაგრამ მამაშენივით მოკვდებოდი, ბებიაშენს და მე არგვინდოდა ეს მომხდარიყო, წინასწარმეტყველებს შენ უნდოდი, რადგან მათ შენი სიცოცხლე არ ადარდებდათ მხოლოდ გამარჯვებაზე ფიქრობდნენ, მომიწია შენი გაშვილება რადგან არ მინდოდა შენი ამაში ჩათრევა და მეშინოდა შენი დაკარგვის, მიუხედავად ამისა მიჭირდა შენი დატოვება და ძალიან მიყვარდი მაინც გაგაშვილე შენი დაცვის მიზნით, გთხოვ გამიგე ეგ იმას კი არ ნიშნავს მიყვარხარ უბრალოდ შენ დაცვას ვცდილობდი და მეშინოდა მომავლის, მაგრამ მაინც ბედის შეცვლა არავის შეუძლია ხომ გსმენია? მაინც მოხვედი და ბრძოლაში მონაწილეობის მიღებას აპირებ, მიუხედავად ამისა უნარები ჩაგკეტეთ მაგრამ შენ ახალი მიიღე ნოასგან - თქვა ლორამ.
- უბრალოდ არ ვიცი რა ვიფიქრო, ძალიან არეული ვარ და ამ ყველაფერს კირევ ვერ ვუჯერებ - სასოწარკვეთით ჩაილაპარაკა ქეითმა.
- მესმის შენი.
- მე მაინც მივიღებ ბრძოლაში მონაწილეობას.
- რატომ ცდილობ დაკმაყოფილო მოსახლეობა გამარჯვებით და მათ გამო სიკვდილი გასწირო.
- მოსახლეობა არ მადარდებს, მინდა გმირი ვიყო და დემონი დავამარცხო, მინდა ეს ყველამ იცოდეს, რომ დემონის დამარცხება შევძელი რაც მამაჩემმა ვერ შეძლო.
- არ მინდა დაგკარგო - ამოიკნავლა დედამისმა და ცრემლები თავისით მოედინენ.
- ქეით, ვფიქრობ დედაშენი მართალია და ბრძოლაში არ მიიღო მონაწილეობა - მოულოდნელად თქვა ვილიამმა, რადგან მისი დაკარგვის შეშინდა.
- ამას ვერავინ შემაჩერებს.
- ჩემზე რატომ არ ფიქრობ? ნუთუ შენთვის არ ვარ კარგი? არ გეცოდები? ჩემი გრძნობები საერთოდ გადარდებს? იცი რამდენ ხანს ვცდილობდი შენთან ურთიერთობის დაჭერას? ახლა ჩემზეს უარს ამბობ? - ტონს აუწია ვილიამმა.
- ეს არის ჩემი ბედი - მხოლოდ ესღა თქვა ქეითმა.
- არ მესმის ამის თქმა როგორ შეგიძლია, რომ არ წახვიდე არც მოკვდები.
- ვილიამ თავ - გზას ნუ ამიბნევ, ახლა მარტო ყოფნა და ფიქრი მჭირდება ყველაფრისთვის, ჩემთვის რთული იყო ამის გაგება - სთხოვა ქეითმა.
- რაც არ უნდა იყოს ვერ გაგიშვებ, არ შემიძლია - წყნარად უთხრა ვილიამმა, რადგან თავის დამშვიდებას ცდილობდა.
- ჩემი უნარების დაბრუნება შემიძლია? - მოულოდნელად ჰკითხა დედამისს.
- კი - გაკვირვებულმა გასცა პასუხი.
- მაშინ არ მოვკვდები.
- მომავალს რა მოხდება ამას ვერ გაიგებ და ნუ იქნები დარწმუნებული.
- შევეცდები, რომ არ მოვკვდე.
- ბედს ვერ შეცვლი.
- მაგრამ გამარჯვება მწყურია - მკაცრად თქვა ქეითმა და ვილიამმა სიბრაზისგან თავი ძირს დახარა.


























ახალი თავის დავდე იმედი მაქვს მოგეწონებათ, მადლობთ, რომ დროს უთმობთ❤მალე უფრო საინტერესო რამეს შეიტყობთ❤

მოჩვენებების მკვლევრებიWhere stories live. Discover now