თავი 49

24 14 1
                                    

ამინდები უფრო ხშირად მოღრუბლულნი იყვნენ. ყოველთვის ღრუბლები გამუქდებოდნენ და ცაზე ელვა დაიქუხებდა. ბუნება მას ატყობინებდა საშინელ ბრძოლის მოახლოებას. ყველასთვის დრო ძალიან მალე გადიოდა და ბრძოლა მათ უახლოვდებოდა. ყველა სამზადისში იყვნენ, ძალიან ბევრს ვარჯიშობდნენ და თავის ახალ უნარებს აღმოაჩენდნენ. რამოდენიმე დღეში გაძლიერდნენ ვილიამი და დრაკო ბრძოლის გამო. ვილიამი ამ ბოლო დროს ძალიან ბევრ შრომობდა და ვარჯიშობდა, რადგან უნდოდა ქეითი დაეცვა სიკვდილისგან. ყველა დანებდნენ, მიხვდნენ, რომ ქეითს ვერ გადაფიქრებინებდნენ. თროიმ თავისი შესაძლებლობები ძალიან გაძლიერა და ბრძოლის აღარ ეშინოდა, მზად იყო ყველაფრისთვის. ცაზე ძლიერი ჭექა - ქუხილი ელავდა და ქარი ძლიერად არხევდა ყველაფერს. სამყარო ერთი ნახვით მისტიკურ ადგილს გავდა, და იგრძნობოდა, რომ ბოროტებით იყო სავსე მოცული. მოსახლეობიდან ყველა ძლიერმა ჯადოქარმა დაიწყეს ვარჯიში. ლორა თავის კარავში იჯდა და ქეითის უნარებზე ვარჯიშობდა, მას ეხმარებოდა ახალ მაგიის შელოცვებში. ქეითი გარედ ვარჯიშობდა სავარჯიშო მოედანზე, მასთან ერთად მისი მეგობრების იყვნენ. მათი ვარჯიში ნაბიჯების ხმამ შეაწყვეტინა, ლორა მივიდა ბავშვებთან და ქვაზე ჩამოჯდა. ქეითმა დედას გაუღიმა და ვარჯიში გაგრძელა.
- სანამ ვარჯიშს დაიწყებთ წინასწარ უნდა იცოდეთ მტერის უნარები, უნდა იცოდეთ რა მეთოდებს იყენებენ და უნდა შეაფასოთ მტერი ყველა მხრიდან ეს თქვენ გაგიადვილებს მათ დამარცხებას - მოულოდნელად უთხრა ლორამ ბავშვებს, თროიმ ვარჯიში შეაჩერა და მასთან მივიდა.
- ჩვენ დემონებს ხშირად ვერ ვნახულობთ და ამიტომ არ ვიცით რა შეუძლიათ - უთხრა თროიმ.
- მათ ხომ შეხვედრილხართ - დრაკომ თავი დაუქნია.
- კი ზოგს ვერ ვხედავდით იმალებოდა, ზოგის დამარცხება კი რთული იყო - უთხრა დრაკომ.
- მაშინ ვერ შევძლებთ გავიგოთ მათ შესაძლებლობებზე, მოგვიწევს ბრძოლაში ძლიერი მეთოდები გამოვიყენოთ - თქვა ლორამ.
- გახსოვდეთ, დემონს ყოველ წამს შეუძლია გაუჩინარება და თქვენ უკნიდან დამარცხება - საუბრით მოვიდა ნოა სავარჯიშო სტადიონზე.
- ხოდა ამიტომაც გვაქვს საქმე რთულად - დამატა ლორამ, ქეითმა ამოიხვნეშა.
- ჩვენიდან ისეთი ვინმე უნდა არსებობდეს, რომ უჩინარი დემონის დანახვას შეძლოს - თქვა ქეითმა.
- ეს შენ შეგიძლია - უთხრა დედამისმა, ქეითს თვალები გაუფართოვდა.
- მართლა? - ვერ იჯერებდა.
- კი, შენ ხომ შენი ძველი უნარების გახსნა მომთხოვე ამიტომ შეგიძლია - ქეითს ჩაეღიმა.
- და მეც შემიძლია, რადგან მეც უკვდავი ვარ - თქვა ლიდიამ და ქვაზე ჩამოჯდა.
- უი შენ აქ იყავი? - ჰკითხა მას თროიმ.
- არა ამ წუთას მოვედი - თქვა სიცილით ლიდიამ.
- მთავარია ბრძოლაში გონივრულად იმოქმედოთ - თქვა ლორამ.
- რამოდენიმე უნარი მინდა აღმოვაჩინო ჩემში - თქვა ქეითმა.,
- დაგეხმარები - უთხრა ლორამ.
დრაკომ მწვანე ცეცხლის მაგიია ანთო თავის ხელებში, ბოლოს იისფრად გადაქცია და საბოლოოდ კი წითლად, ლორა მას დაკვირვებული შეხედა.
- გაგვიმართლდა დრაკო, რომ გვყავს მას შეუძლია დემონის დაწვა, ყველამ ვიცით, რომ მათ ცეცხლით ეშინიათ - თქვა და დრაკოს შეხედა, დრაკომ თავისი თავით იამაყა.
ქეითმა დრაკოს თვალი ჩაუკრა და მაღლა აეშვა, ტრიალი დაიწყო და ვარდისფერი და იისფერი ფერები ერთმანეთში ახლართა. მანათობელ ციცინათელას გავდა, ვილიამი მას გაღიმებული მზერით უყურებდა. დაბლა დაეშვა და თავისი ძალით ქვები ასწია მაღლა და ნაწილებად დაშალა, მერე ამ ქვები ატრიალა ცაში და გაისროლა. თროიმ ხელები გაშალა და ფეხი მთელი ძალით დარტყა მიწას, სამყარომ ზანზარი დაიწყო ყველა ქვა და მიწა მაღლა ასწია და ლამის გრიგალი წამოიწყო.
- საკმარისია - დაუყვირა ნოამ.
- მთელი ენერგია და ძალა არ დახარჯო თროი - მშვიდად უთხრა ლორამ.
ვილიამმა თავისი მაგიია გაისროლა და ხეს მოხვდა, ყველაზე დიდი გიგანტური ხე დაიქცა.
- კიდე კაი, ის ხე ცარიელ ადგილას იმყოფება, თორე მოსახლეობას დაეცემოდა - თქვა ლორამ, ვილიამმა უხერხულად მოისვა ხელი კეფაზე.
- თქვენ შეგიძლიათ გონებით იმუშაოთ ბრძოლის დროს, გონებაში ძლიერად უნდა ამოხსნათ სიტუაცია და ეგრე უნდა იმოქმედოთ, თქვენი მაგია გამოიყენეთ თქვენი გონებით დაფიქრდით რომელი ძალა საჭიროა ამ ბრძოლაში და ის გამოიყენეთ, მერე სხვა სიტუაციის დროს სხვა, მაგრამ ძლიერი მეთოდებით უნდა იბრძოლოთ - დაიწყო ახსნა ლორამ, და ყველამ თავი დაუქნია.
- მე თუ გავბრაზდი, ვერავინ მამარცხებს. - თქვა თროიმ.
- დიახ, შენ საშიში მაგიას ფლობ, და ამიტომ შენი დამარცხება შეუძლებელია - უთხრა ლორამ.
ქეითმა მოულოდნელად რაღაც გაიფიქრა, თვალები დახუჭა და ხელები გაშალა. თვალები ვარდისფრად აენთო და ხელებში ვარდისფერი მაგია ეკავა. ყბებზე ვარდისფერი ზოლები დაეტყო და მაღლა აეშვა, ყველას მომღიმარი გამომეტყველებით უცქირა და მაგიის სროლა დაიწყო. მერე დაბლა მშვიდად დაეშვა და თვალები მშვიდად დახუჭა.
- გაბრაზების დროს ასეთი ვხდები - აუხსნა თავის მეგობრებს.
ვარჯიში კარგად ჩატარდა და ყველამ საკმარისი სიძლიერე მიიღეს. თავისი თავებით კმაყოფილები გამოვიდნენ სავარჯიშო მოედანიდან და ბრძოლისთვის დაიწყეს მომზადება და მსჯელობა. ნოა კარავიდან გავიდა და ერთ წინასწარმეტყველთან მივიდა. წინასწარმეტყველმა შემოიპატიჟა და კარავი დაკეტა. ნოა ჩამოჯდა მის წინ და დაელოდა მის მოქმედებას.
- რისი გაგება გსურთ? - ჩურჩულით ჰკითხა ქალმა.
- ქეითი როგორ მოკვდება ბრძოლაში ეგ მაინტერესებს.
ქალმა მრგვალ ჯადოსნურ ბურთს ხელი მოჰკიდა და თვალები დახუჭა, რგოლი აინთო და ქალმა დაიწყო წინასწარ დანახვა.
- ქეითი გამარჯვების პიკსა უკვე, მან უკვე ძალიან ბევრი დემონები მოკლა, მისი მეგობრების ძალიან ძლიერად აქტიურობენ და ჩვენ მოსახლეობიდან ყველა ცოცხალია, ის ახლა ლიდიას დედას ებრძვის რომელიც დემონია, მოულოდნელად ქეითს უკნიდან ყველაზე დიდმა დემონმა, ანუ დემონების უფროსმა ესროლა ბასრი ხანჯალი და ლიდიას დედამ მოატრიალა ის მოულოდნელად, რომ გულში მომხვდარიყოს ის ხანჯალი, ასეც მოიქცა მათი გეგმა შეიმუშავდა და კმაყოფილები საზარლად იცინოდნენ, ყველაზე განწირული ყვირილი ისმის ეგ ერთი ბიჭის ყვირილია, მასთან დაეცა და ტირილი დაიწყო, მგონი მას მთვარის მაგია აქვს თუ არ ვცდები.
- კარგი საკმარისია მეტი არ მინდა, უბრალოდ ის მაინტერესებდა, რომელიც უკვე მითხარით, მადლობას გიხდით - გაწყვეტინა ნოამ საუბარი და წამოდგა სკამიდან, ქალს დაემშვიდობა და კარავიდან გამოვიდა.
გეზი ადელაინის კარავისკენ აიღო და მათთან მივიდა, ყველა კარავში იყო თავშემოყრილი როგორც ყოველთვის. ცა უკვე დაბნელებულიყო, და ცაზე სისხლიანი მთვარე ანათებდა. ვარსკვლავები მოელვარედ კაშკაშებდნენ, და ბნელ ადგილებს ანათებდნენ. კარავში შევიდა თუ არა ეგრევე ქეითთან მივიდა ნოა, ქეითი რომელიც მსჯელობით იყო გართული და ნოას მოახლოებაზე შეკრთა.
- უნდა ვილაპარაკოთ - მკაცრად თქვა ნოამ, ქეითი გაკვრივებული შეხედა მას და თავი დაუქნია.
წამოდგა და ნოას გაჰყვა, ვილიამმა მათ ეჭვის თვალით შეხედა და თვალი გაყოლა. ნოამ ქეითი ცარიელ ადგილას მიყვანა სადაც ვერავინ მოუსმენდა მათ. ქვაზე ჩამოჯდა და ქეითის დაჯდა დიდ ქვაზე.
- რა გაქვს სათქმელი? - მოუთმენლად ელოდებოდა ქეითი.
- ბრძოლასთან დაკავშირებით მინდა გელაპარაკო, შენ ვიცი, რომ გაიმარჯვებ მაგრამ იქ მოკვდები.
- აუ ამას უკვე რამდენჯერ მეუბნებიან მეც ვიცი, მაგრამ სხვა არჩევანი არ მაქვს, მე თუ არ მივიღე მონაწილეობა ბევრი მოკვდება და დამარცხდებიან კიდეც, მე თუ მივიღებ მონაწილეობას მხოლოდ მე მოვკვდები ამიტომ მირჩევნია მე მოვკვდე ვიდრე ვუცქირო შორიდან ჩემი საყვარელი ადამიანების სიკვდილს - უთხრა ქეითმა.
- რა იცი, რომ შენ გარეშე ვერ გაუმკლავდებია?.
- მარტო შენ კი არ დადიხარ წინასწარმეტყველებთან - სარკაზმულად მიუგო პასუხი ქეითმა, ნოამ ამოიხვნეშა.
- გასაგებია.
- რთული არჩევანი მქონდა.
- ბედს ვერც შეცვლიდი.
- ასეა.
- შენი დაკარგვის მეშინია ძალიან.
- ყველას ეშინია - გაიღიმა ქეითმა.
- მე ისევ წარსულს ვარ მიჯაჭვული და აქედან ვერ მივდივარ.
- მეც არეული ვარ ეს დღეები, რადგან ჩემი წინა ცხოვრების დანახვამ გონება ამირია.
- ჩემ მიმართ გრძნობები გაქვს?
- არ ვიცი.
- მაგრამ მითხარი, რომ გიყვარდი.
- ასე იყო მაშინ, რადგან თავი ისევ ჩემ წინა ცხოვრებაში მეგონა, იქ ჩავიძირე და ჩემ ცხოვრებას ვერ ვაგრძელებდი, გადავიქეცი იმ ძველ გოგონად რომელიც ვიყავი და შენი სიყვარული მაგიჟებდა, ნელ - ნელა მივხვდი, რომ ახლა სხვა ადამიანი ვარ და სხვა ცხოვრება მაქვს უნდა გამესწორებინა რეალობისთვის თვალი, და ამის გამო გრძნობებში ავირიე არ ვიცი ისევ მიყვარხარ თუ არა - აუხსნა ქეითმა, ნოამ ამოიხვნეშა.
- იმიტომ, რომ შენ არ შეგიძლია იყო ისევ ელა ჯონსონი, შენ ახლა ქეით სტეისი ხარ და სულ სხვა ბედი და ცხოვრება გაქვს, შენ ცხოვრებაში მე არ ვწერივარ და ამიტომაც არის ასე.
- ფიქრობ, რომ გრძნობები აღარ მაქვს?.
- არა, მაგრამ ვერ გრძნობ იმ გრძნობებს, რადგან ჩვენი ძველი სიყვარული მხოლოდ ნანახი გყავს.
- მე ამას სიზმარშის ვგრძნობდი.
- ეს სიზმარი იყო და გრძნობა დროებითი.
- ჩემგან ახლა რას მოელი?.
- მინდა გავარკვიო რაც გრძნობ ახლა.
- მეც არ ვიცი თქო.
- დამტკიცება და გაგება მჭირდება.
- ჩემი არ გჯერა.
ნოა მას მიუახლოვდა და გულში ჩაიკრა, ქეითმა იგრძნო თუ როგორ შემოუხვია მკლავები ნოამ. მაგრამ მისი გული აღარ ცემდა ძველებურად, რომელსაც სიზმარში გრძნობდა და დროებით გამოჰყვა ეგ გრძნობები. სხეულში დიდ სიცარიელეს გრძნობდა მის შეხებისაც, ნოას ჩახუტება იმდენად აღარ უყვარდა. არც ახსენდებოდა მისი შეხების დროს თავისი წინა ცხოვრება, რადგან ის იმ ცხოვრებას აღარ ეკუნთვნოდა. ნოა გამოწია და ქეითს მკლავები გაუშვა, დასევდიანებული გამომეტყველებით შეხედა ქეითს.
- ჩემს მიმართ არაფერს გრძნობ, შენი გული ძველებურად აღარ ფეთქავს და ჩემი შეხება ზეგავლენას არ გახდენს, თითქოს შენი გული სხვას ეკუნთვნის.
- არ ვიცი, არაფერი მაინტერესებს ვის ეკუნთვნის, მე სიკვდილი მაწერია და არა სიყვარული - უთხრა ქეითმა.
- სიკვდილის რატომ არ გეშინია?.
- სიკვდილის არ მეშინია, მაგრამ საყვარელი ადამიანების დატოვების მეშინია, არ ვიცი ისინი რაც იგრძნობენ და რა ტკვილის გადატანა მოუწევთ ჩემ გამო, ამ ყველაფერზე გაფიქრებას კი მზარავს.
- მესმის შენი.
- ამიტომ არ მინდა ვიფიქრო სხვებზე, ეს მე დამასუსტებს.
- მესმის.
- და დამარცხებას ვერ ავიტან, არ მიყვარს დამარცხება.
- დამარცხება გაგაძლიერებს.
- მაგრამ მე ვერ შევეგუები.
ქეითი წამოდგა და ნოას ხელი გაუწოდა, ნოამ ჩამოართვა და ქეითმა აყენა ფეხზე. ადელაინის კარავისკენ აიღეს გეზი და შიგნით შევიდნენ, ვილიამმა მათ მზერა არ მოაშორა. ქეითი ვილიამს დაჟინებული მზერით უყურებდა და მის ყველა მოძრაობას აქცევდა ყურადღებას რითაც ვილიამი იბნეოდა. ქეითი მათ განხილვებს აღარ უსმენდა და ვილიამს მზერას არ აშორებდა, გული სტკიოდა, მის სხეულს ყვირილი უნდოდა. ხვდებოდა, რომ მას ვერ ნახავდა ბრძოლის შემდეგ. ხვდებოდა, რომ მის გამო ვილიამს დიდი ტკივილის გადატანა მოუწევდა, შეიძლება საერთოდ ვერც გადაეტანა. ბოლოჯერ მოუნდა მასთან დროის გატარება, ბოლოჯერ მოუნდა მისი შეხება და კოცნა, მისი ჩახუტება და სურნელის საბოლოოდ შეგრძება. არ შეძლო ამ ადამიანთან განშორება, გული სტკიოდა და სულიერად იშლებოდა ნაწილებისგან. არამარტო ვილიამი, ისიც განადგურებული იყო და ხვალინდელი დღის მოსვლა არ უნდოდა. ვილიამს ქეითის მზერა წვავდა და იბნეოდა, მისში ძლიერმა ვნებამ გაიღვიძა და გულმა ჩქარა დაუწყო ფეთქვა.
- ვილიამ იქნებ ბოლოჯერ ვისაუბროთ? - მოესმა მისი საყვარელი ადამიანის ხმა და გაიყინა, ხელისგული გაუოფლიანდა.
- კარგი - თავი მშვიდად დაუქნია და წამოდგა, ქეითის მას მიჰყვა.
მთელი სისწრაფით გაეშურნენ ცარიელ ადგილას და ქეითი მოულოდნელად მოეხვია ვილიამს. უკანასკნელად შეიგრძნეს ერთმანეთის შეხება, უკანასკნელად დახვია თავბრუ მათმა სურნელმა ერთმანეთს, უკანასკნელად უსმინეს ერთმანეთ გულის ცემას, უკანასკენელად ჩარგო თავი ვილიამის კისერში. უკანასკნელად აკოცა ვილიამმა მას ტუჩებში და ქეითმას უკანასკნელად აჰყვა. მათ შორის დიდი ვნება გაჩაღდა და ამის ჩაქრობა შეუძლებელი გახდა. უკანასკნელად შეიგრძნეს ის დიდი სიამოვნება რომელიც ორივეს აგიჟებდა.
- ვილიამ გთხოვ, თუ რამე მოხდა ცხოვრება გაგრძელე ჩემს გამო - უჩურჩულა კოცნებს შორის.
- არ შემიძლია შენ გარეშე მქონდეს ცხოვრება.
- ეს ჩემ გამო გაკეთე, ბედნიერი იყავი
- ბედნიერი? - სარკაზმულად ჩაიცინა.
- შეგიძლია.
- შენ გარეშე თუ ბედნიერი ვიყო ეს რა სიყვარულია მაშინ? არ შემიძლია გაგიშვა, არ შემიძლია უშენოდ ყოფნა, გამიგე, როცა ვხვდები არაფრის გაკეთება შემიძლია შენთვის ეს ჭკუიდან მაგიჟებს - სასოწარკვეთილი ხმით წარმოთქვა სიტყვები ვილიამმა.
- ვილიამ სხვა არჩევანი არ მქონდა ეს შენც იცი, უბრალოდ არ მინდა ჩემ გამო იყო განადგურებული, მე ვერ ვიქნები მშვიდად თუ შენ ცუდად იქნები  - ცრემლები ჩამოუგორდა ქეითს თვალზე.
- არ იტირო, არ მინდა დამტოვო.
- მეც არმინდა დაგტოვო - ვილიამმა ქეითს ცრემლები მოუწმინდა.
- რა უსამართლოა ცხოვრება, ვინც მიყვარს მას უკანასკნელად ვკოცნი.
- ჩემთვისაც უსამართლოა ცხოვრება.
- შენთან ერთად ვაპირებდი ცხოვრების გაგრძელებას.
- სამყარო სასტიკია.
- მინდოდა ჩემი ყოფილიყავი.
- მაპატიე, რომ არ შემიძლია შენი ოცნება ავასრულო და გაგაბედნიერო, მაპატიე არასაკმარისი სიყვარულისთვის.
- არა მაგაც ნუ ამბობ, საკმარის სიყვარულს მჩუქნი და მაბედნიერებ, მაგრამ ჭკუიდან ვიშლები რადგან ეს უკანასკნელია.
- უკანასკნელად გეტყვი, რომ მე შენ მიყვარხარ - გულაჩქარებით წარმოთქვა სიტყვები, ვილიამი გაშრა, ხმა ვერ ამოიღო მისმა გულმა ძლიერად უმატა ფეთქვას.
- მართლა?.
- მართლა.
ვილიამი მას მივარდა და ხელში აიყვანა, დატრიალა და ძლიერად ჩაიკრა გულში. უკანასკნელმა სიტყვამ ის ძალიან გაბედნიერა.
- მეც მიყვარხარ, არ დამტოვო გთხოვ - ქეითს გული დაუმწუხრდა, რადგან არაფრის გაკეთება არ შეძლო მისი სიყვარულისთვის.
მოულოდნელად რაღაც ხმები მოისმა, ეს ყველაფერი ბრძოლის ყიჟინას გავდა. რამოდენიმე ხის ჩამოქცევა დაინახეს და მიხვდნენ, რომ ბრძოლა დაიწყო. მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან ადრე მოხდა, ვინ იცოდა რა გეგმა ჰქონდათ შემუშავებული დემონებს და რას უპირებდნენ მათ. ვილიამმა ქეითს საბოლოოდ აკოცა ტუჩებში და მას ხელი ჩასჭიდა.
- ჩვენი გალაქტიკის მაგია გამოვიყენოთ როცა დაგვჭირდება - უთხრა ვილიამმა ქეითს და ჩქარა გაეშურნენ საბრძოლველად.

























ჰოლა ახალი თავის დავდე იმედი მაქვს მოგეწონებათ, მადლობთ დროს, რომ უთმობთ ეს თავი საკმაოდ დიდია და თან საინტერესო ამბების ხდება რადგან აქ უკვე ემზადებიან ბრძოლისთვის, როგორ მოგწონთ ქეითი და ვილიამი? ჩვენ როგორც ვიცით, რომ ქეითის ბედს სიკვდილი უწერია❤შემდეგი თავი უფრო დიდი და საინტერესო იქნება, ელოდეთ მაგარ ამბავს

გადარჩება თუ მოკვდება?

არ ვიცით

ამას შემდეგ თავში გავიგებთ

შემდეგი თავი ბოლოა, დასასრულს ვუახლოვდებით🤍

მოჩვენებების მკვლევრებიWhere stories live. Discover now