თავი 25

32 14 2
                                    

- დაგვიმტკიცე - დაინტერესდა დრაკოს.
- ახლა არა რა, სხვა დროს იყოს, სასუსნაოები ვჭამოთ და ფილმს ვუყუროთ - თქვა ქეითმა.
- კარგი ჯერ ლაფშის და სუშის ჭამა დავამთავროთ - თქვა თროიმ და ჭამა გაგრძელა, ვილიამი ჩაფიქრებული იჯდა და ჩუმად ჭამდა.
ბავშვებმა ჩქარა ჭამეს საჭმელი და ჭურჭლის გარეცხვა დრაკოს მიანდეს, რადგან მას არ მოსწონდა ჭურჭლების გარეცხვა. ცოტა მთვრალები იყვნენ და კმაყოფილი გამომეტყველება ჰქონდათ, ქეითმა თეფშებში ჩაყარა სასუსნაოები და ჭიქებში წვენები ჩასხა. ვილიამმა პოპკორნი ათ წუთში მოამზადა და ჯამში ჩაყარა. ამასობაში დრაკოს მორჩა ჭურჭლების გარეცხვას და მეგობრებს შეუერთდა. ყველანი დივანზე ჩამოჯდნენ და პატარა მაგიდაზე დაწყეს ყველაფერი, ფილმი საშინელებათა ჟანრის იყო არჩეული და მალე ჩართეს. ფილმი დაიწყო და დასასწყისში არაფერი ხდებოდა, გამოძიებას მაგვარი სიტუაციები იყო. ქეითი პოპკორნს ჭამდა და ფილმს უყურებდა, ვილიამი კი ხანდახან მზერას აპარებდა ქეითს, თროი ძალიან დაინტერესებული უყურებდა, დრაკო კი მარტო ჭამდა. ნოასთვის უინტერესო გამოდგა ის ფილმი, ჭამდა და ძალით უყურებდა. უცებ ვილიამს შეხედა რომელიც ქეითს მზერას არ აშორებდა, ნოა სიბრაზით აივსო მათი შემხედვარე მაგრამ გადაწყვიტა ჩუმად ყოფილიყოს.
- აუ არაფერი საინტერესო არ ხდება - ყურადღების მისაპყრობად დაიწუწუნა ნოამ.
- ჯერ დასასწყისში ვარ დაცადე - უთხრა თროიმ რომელიც მზერას არ აშორებდა ტელევიზორს.
- რა უნდა ხდებოდეს საინტერესო? - დაუსვა კითხვა დრაკომ, რომელიც ფილმის გაგებაში არ იყო.
- რავიცი მე - მხრები აიჩეჩა ნოამ.
- საინტერესო ფილმია მე მომწონს - თქვა ქეითმა და ჭამა გაგრძელა.
- შენ ვილიამ? - მიუბრუნდა ვილიამს ნოამ, ვილიამი ამ დროს ქეითს არ აშორებდა თვალს და მოულოდნელად შეცბა ნოას ხმის გაგონებაზე.
- ამ რავი, ნორმალური ფილმია - ძლივს ამოღერღა და უხერხულობისგან კეფაზე მოისვა ხელი.
ნოამ ეჭვით თვალით შეხედა მას და მერე ყურადღება ფილმს მიაპყრო, წვენი მოსვა და ეჭვიანობა გაგრძელა. შუა პროცესში იყვნენ და უფრო საინტერესო ხდებოდა ფილმი, როგორც აღმოჩნდა ძალიან საშიში იყო ქეითმა რამდენჯერმე დაიკივლა შიშისგან. ვილიამი კი ლამის დაიხრჩო ჭამის დროს, დრაკო აზრზე არ იყო რადგან არ უყურებდა ფილმს. თროის არ ეშინოდა სიამოვნებით უყურებდა და ხალისობდა, სასუსნაოები მალე დაუმთავრდათ და ჭამა შეწყვიტეს.
- აუ რა მალე დამთავრდა - დაიწუწუნა დრაკომ.
- უკეთესია ასე, შენ მაინც არ უყურებდი და ჭამდი სულ არ მიკვირს, რომ დამთავრდა - უთხრა თროიმ.
- ადამიანს თუ ყურება არ უნდა კი არ უნდა დაძალო - გაბრაზებულმა თქვა დრაკომ.
- ვინ გაძალებს? - სერიოზული გამომეტყველებით გახედა დრაკოს თროიმ, დრაკომ შიშისგან ხმა ვერ ამოიღო და თავის ადგილს დაუბრუნდა.
ფილმი უკვე მთავრდებოდა და ძალიან საშიში მოვლენები ხდებოდა, დრაკოს სასუსნაოები, რომ აღარ ჰქონდა ამიტომ ფილმის ყურება დაიწყო. დაინტერესდა ფილმით და უარესად შეშინდა, ყველაზე ხშირად ის ყვიროდა და ვილიამს ეხუტებოდა შიშისგან. ვილიამის აყვა მას და ისიც მშიშარასავით ბღაოდა, ქეითი მათი ყურებით ხალისობდა და იცინოდა. მარტო ნოას და თროის არ ეშინოდა, ქეითს ცოტა შიში ჰქონდა. ფილმის ყურებას დამთავრეს და მაგიდის ალაგება დაიწყეს. დრაკო გაიზმორა და ჭურჭლების გარეცხვას შეუდგა, თროი კი ფილმის ყურებით ძალიან კმაყოფილი იყო და აღტაცებას ვერ მალავდა. ვილიამისთვიის უბრალოდ ჩვეულებრივი საშინელებათა ფილმი იყო რომელმაც შეაშინა. დრაკომ ჭურჭლების გარეცხვას მორჩა და დაღლილი წამოწვა დივანზე.
- ჰო მოგეწონა ფილმი? - ეშმაკური მზერით შეხედა თროიმ.
- აუ ნუ მახსენებთ მაგაც. - თროიმ სიცილი დაიწყო.
- კარგი ფილმი იყო ვიხალისე ამათი ბღავილით - თქვა ქეითმა და ხელით დრაკოზე და ვილიამზე მიითითა.
- შეგვეშვი - შეუბღვირა დრაკომ.
- ფილმით ასე ძაან არ ვარ დაინტერესებული როგორც ნოას საიდუმლოთი - გახსენა ვილიამმა ნოას თავისი საიდუმლო, ნოამ თვალები ატრიალა და ირონიულად გაუღიმა.
- დაგიმტკიცებთ მეთქი.
- ჰო ახლა შეგიძლია დაგვიმტკიცო, ფილმის ყურებას მოვრჩით - თქვა ქეითმა, ნოამ თვალი ჩაუკრა.
- წამოხვალთ საიდუმლო ტერიტორიაზე? - თქვა ნოამ და ბავშვებს შეხედა, ბავშვებმა თავი დაუქნიეს.
ქეითმა მოსაცმელი აიღო და ბავშვებთან ერთად სახლი დატოვა, კარები დაკეტეს და გეზი საიდუმლო ტერიტორისკენ აიღეს. ნელა სეირნობდნენ და საუბრობდნენ, იხსენებდნენ მოგონებებს და გადახდენილ ამბებს. ნოა კი ჩუმად იყო და ქეითს უსმენდა, მის ღიმილზე და სიცილზე ეღიმებოდა, ვილიამის ნოასავით იყო მაგრამ ის მაინც საუბრობდა ნოასგან განსხვავებით.
- ეს ადგილი შორს რატოა არ მესმის - დაიწუწუნა დრაკომ, თროი მისი წუწუნის შეწუხდა.
- ნუ წუწუნებ ქალივით რა - თქვა თროიმ, დრაკომ კბილებში გამოსცრა.
- მოვედით უკვე - თქვა ქეითმა, როცა უკვე შემოაღწიეს საიდუმლო ტერიტორიაზე.
- ახლა რასაც ნახავთ არ შეგეშინდეთ ძლიერად დადექით - გააფრთხილა ბავშვებს ნოამ.
- მე სუსტი გული მაქვს - თქვა დრაკომ.
- მაშინ შენ არ ნახო.
- არ შემიძლია ცნობისმოყვარე ვარ - მაინც გაყვა ნოას დრაკო.
ნოამ ძალიან შორს წაიყვანა ბავშვები, ცარიელი მინდორი იყო და მანდ მხოლოდ ერთი მუხის ხე იდგა. ქეითმა გარშემო მიმოიხედა და ცარიელი ადგილი დათვალიერა, ეს ადგილი რატომღაც ძალიან მოეწონა მარტო ყოფნისთვის იყო შესაფერისი.
- მე ვარ ის ვინც ძალები აქ დატოვა, გთხოვთ გაიღვიძოთ - ბოხი ხმით წარმოთქვა სიტყვები ნოამ, და უცებ მუხის ხე ამოძრავდა.
დრაკო შეცბა და წაიქცა, თროიმ მას შეუბღვირა და აყენა, მუხის ხემ მოძრაობა დაიწყო და გაჩერა. თვალები გამოუჩნდა და ბავშვებს შეხედა, ვილიამმა შეშინებული შეხედა მუხის ხეს. მუხის ხემ პირი ამოძრავა და რაღაცის თქმა დაპირა, მაგრამ შეშინებული ბავშვების სახეებმა შეაწყვეტინეს.
- ესენი ისინი არიან ვისაც ამას მივანდობ - უთხრა ნოამ მუხის ხეს, მუხამ ბავშვები დაათვალიერა.
- სანდო ადამიანები ჩანნან, მაგრამ ზედმეტად შეშინებულები - თქვა მუხამ, დრაკოს მისი ხმის გაგონებაზე გული წაუვიდა.
ბავშვები დრაკოსთან ჩაიმუხლნენ და მისი გამოფხიზლება სცადეს, ანჯღრევდნენ და ეძახდნენ მაგრამ დრაკო მაინც ვერ ფხიზლდებოდა. ნოამ წყალი მოიტანა და შეასხა დრაკოს, დრაკო შიშისგან წამოდგა და არემარეს შეხედა, მუხის ხის დანახვაზე ენა დაება ისევ.
- ჩემი ნუ გეშინია, შეგიძლია მემეგრობრო მე უბრალოდ ხე ვარ - თქვა მუხის ხემ.
თროის და ქეითს იმდენად აღარ ეშინოდათ და სიამოვნებით უნდოდათ ის საიდუმლო გაეგოთ რასაც ნოა მათ დიდიხანი უმალავდა.
- როგორც ვიცი ნოამ უკვე მოგიყვათ თავისი ამბავი და გითხრათ როგორი ძალები ჰქონდა მას და მის მეგობრებს, მან ეს მუხის ხე დიდიხანია რაც შექმნა თავისი ძალებით, როცა გარდაიცვალა მან ყველა ძალა მე გადმომცა რათა დამემალა ეს სხვებისგან, რადგან ნოა თქვენ გენდობათ ამას თქვენ უნდა გადმოგცეთ რათა კარგად იზრუნოთ მათზე და შეიყვაროთ - დაიწყო საუბარი მუხის ხემ და ყველას ყურადღება მიპყრო.
- ანუ ამიერიდან ჩვენ უნდა დავმალოთ ის ძალები? - ჰკითხა ვილიამმა როცა შიში გაუქრა.
- არა, ნოას და მის მეგობრებს რა ძალების და შესაძლებლობების ჰქონდა მათ თქვენ გადმოგცემთ და ამიერიდან თქვენ გექნებათ ის ძალები და იზრუნებთ ფიზიკურ სამყაროზე - აუხსნა მუხამ.
- ჩვენ რატო უნდა ვიზრუნოთ რა ვალდებული ვართ - გაბრაზდა დრაკო.
- ისედაც არ ზრუნავდით? ჰომ ეხმარებოდით ადამიანებს და დემონებს ამარცხებდით, ამას ვგულისხმობ ფიზიკური სამყაროს დაცვას - უთხრა მუხამ მშვიდად.
- გასაგებია - თავისი თავის შერცხვა დრაკოს, ნოას ჩაეცინა.
- ეს ძალები განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ფერებით, სტიქიებით, გვაქვს შავი ფერის ძალა რომელიც შეიცავს ჭექა - ქუხილს, წვიმას, ქარს, თოვლს, და ღრუბლებს ძალიან ძლიერი ძალა და პირველია რომელ თქვენგანს სურს იყოს ამ ძალის მფლობელი? - თქვა მუხამ.
- მე მინდა - ხელი ასწია თროიმ, მუხამ თავი დაუქნია და ახლოს მოსვლა შესთავაზა.
თროი მასთან მივიდა და მუხამ შავი ზურმუხტი გაუწოდა, თროიმ ხელი რომ მოჰკიდა ამ ძალამ ცაში აიტაცა და თვალები გაუშავდა თროის, მერე ძირს ჩამოეშვა და ყელზე შავი ზურმუხტის ყელსაბამი ჰქონდა. გაკვირვებული დახედა ამ ყელსაბამს და იგრძნო თუ როგორ გაძლიერდა და როგორ იგრძნო დიდი შვება და სიძლიერე თავის თავში.
- გვაქვს მეორე ძალა რომელიც მწვანე ფერისა, არის მზის სტიქის და ცეცხლის, რომელ თქვენგან სურს დაეუფლოს ამ ძალას? - თქვა მუხამ.
- მე მინდა - ხელი ასწია დრაკომ, ყველას გაუკვირდა მშიშარა ბიჭმა რომ მოინდომა ეს შესაძლებლობა.
მუხამ გაუწოდა მას მწვანე ძალა და ასევე დრაკოს აიტაცა ცაში ოღონდ მისი თვალები გამწვანდა და ძირს რო დაეშვა გაუსწორდა. დრაკო თავს უცნაურად გრძნობდა და ეს მოსწონდა, მსუბუქად და ძლირად იყო.
- გვაქვს მესამე ძალა ვარდისფერი და იისფერი ერთად, ის შეიცავს ვარსკვლავს და ძლიერია ძალიან, რომელ თქვენგანს სურს დაეუფლოს ამ ძალას? - ისევ ჰკითხა მუხამ.
- რადგან ვარდისფერი და იისფერია ანუ გოგოს ფერია და მე მინდა - თქვა ქეითმა და გაიღიმა, ნოას ჩაეცინა მის პრეტენზიულობაზე.
მუხამ გაუწოდა ქეითს ვარდისფერი და იისფერი ძალა და გაძლიერდა ქეითი.
- ეს ძალა გალაქტიკას უდრის - ყურში უჩურჩულა ნოამ, ქეითს ესიამოვნა მისი ხმის მოსმენა.
- ბოლო ძალა არის ლურჯი ფერის, შეიცავს მთვარეს, ის ვარდისფერი და ლურჯი ძალები უდრიან გალაქტიკას და ესენი ერთად შეჯვარების დროს ძაან ძლიერდება ამიტომ რომელ თქვენგან სურს დაეუფლოს ამ ძალას? - საბოლოოდ ისევ ჰკითხა მუხამ.
ვილიამს ამ ძალების დაუფლების ეშინოდა, როცა გაიგონა რომ ქეითის ძალა ლურჯთან შეჯვარების დროს უფრო ძლიერდებოდა მაშინ მოუნდა ლურჯი ძალის დაუფლება ამიტომ ხელი ასწია.
- მე მინდა.
- ის ძალა ადრე ჩემი იყო - თქვა ნოამ, არ ესიამოვნა ვილიამმა ეს ძალა, რომ აირჩია.
ნოას თავისი ძალა და შესაძლებლობები ძალიან უყვარდა და ზრუნავდა მათზე, ამის გამო ის უფრო და უფრო ძლიერდებოდა და ბევრ შესაძლებლობებს აღმოაჩენდა.
- დავამთავრე ძალების გაცემა და გაფრთხილებას მოგცემთ, მათ გაუფრთხილდით და კარგად გამოიყენეთ ის ძალები თქვენ ბევრ შესაძლებლობების აღმოჩენაში დაგეხმარება და ძალიან მოგეწონებათ როცა გაიგებთ კარგად - უთხრა ბავშვებს მუხამ და თვალები დახუჭა, პირი მოკუმა და გაუქრდა, მალე მოძრაობა დაიწყო და თავის ადგილს დაუბრუნდა.
ნოა მომღიმარი სახით მიეგება ბავშვებს და მათი რეაქციას შეხედა.
- დაგიმტკიცეთ - თვალი ჩაუკრა მათ და წასვლა დაპირა როცა მოულოდნელად დრაკომ შეაჩერა.
- რა უნდა ვქნათ?.
- აუ ეხლა ამის სწავლა მომიწევს თქვენთვის - შეზარა ნოას.
უცებ ქეითი მთელი სისწრაფით ავიდა მაღლა და ფრენასავით მოძრაობა დაიწყო, თავს ცაში მსუბუქად გრძნობდა ნელ - ნელა ჩამოეშვა მიწაზე და მეორედ ისევ ავიდა მაღლა, თან კისკისებდა და ძალიან სიამოვნებდა.
- აჰ ამან ყველაზე რთული რაღაც მოულოდნელად ისწავლა - ამოიოხრა ნოამ, მაგრამ ძალიან გაუხარდა ქეითი ნიჭიერი გოგო რომ იყო.
- ძალიან მაგარია - ძირს ჩამოეშვა ქეითი და აღტაცებით წამოიძახა.
- მეც მინდა ვცადო - თქვა თროიმ.
- განა თავს მსუბუქად არ გრძნობ? ხოდა აიხედე მაღლა და დარწმუნდი, რომ შეგიძლია ასვლა მგონი გაჭრის ეს - უთხრა ქეითმა, თროიმ სცადა და მართლაც გამოუვიდა ახლა ამან დაიწყო ცაში მსუბუქად ფრენა და ძლივს ჩამოეშვა ძირს.
- უმაგრესია - ყვიროდა თროი.
ვილიამს ბუნებრივმა მოთხოვნილებმა შეაწუხა და საპირფარეშოში წასვლა გადაწყვიტა ამიტომ მოულოდნელად მთელი სისწრაფით გაექანა და ერთ წამში აღმოჩნდა საპირფარეშოში.
- ღმერთო ეს რა იყო? - თავისთვის ჩაილაპარაკა ვილიამმა.
- ვილიამი გაქრა? - თქვა გაკვირვებულმა დრაკომ.
- საპირფარეშოში წავიდა - სიცილით უპასუხა ნოამ.
- რა მაგარია - აღტაცებისგან პირი გააღო დრაკომ.
უცებ თროიმ ძლიერი შავი ძალა გამოუშვა ხელიდან და მთელი სისწრაფით ხეს დარტყა, ხემ წონასწორობა ვერ შეიკავა და საპირფარეშოს დაეცა, საბედნიეროდ სახურავი არ ჩაუტყდა. ვილიამი შეშინებული გამოვიდა საპირფარეშოდან და სახურავს შეხედა, დიდი ხის დანახვაზე თვალები გაუდიდდა.
- ვაუ ეს როგორ გაკეთე? - ჰკითხა დრაკომ.
- მეც არ ვიცი - მხრები აიჩეჩა თროიმ.
- ხეები არ დაზიანოთ ჩემი თხოვნა - უთხრა ბავშვებს ნოამ.
დრაკომაც სცადა ამის გაკეთება და მთელი ძალით სცადა ხელიდან ძალით გაშვება, მაგრამ ამდროს ის საჭმელზე ფიქრობდა და ქეითს საჭმელი ესროლა. ქეითი სულ დაისვარა მაკარონით და გაბრაზებულმა გაეკიდა დრაკოს, დრაკომ მთელი სისწრაფით გაიქცა და თავისი ნიჭით თავადაც გაუკვირდა ასეთი სწრაფი სირბილი არასდროს ჰქონია დიდ სიამოვნებას იღებდა, ქეითის ამდაგვარი სისწრაფით გაეკიდა დრაკოს და საბოლოოდ მაინც დაიჭირა. დაახრჩო და დრაკომ ყვირილი დაიწყო, ძლივს შეაშველეს თროიმ და ნოამ, მათ ხმაზე ვილიამის მოვიდა და და - ძმას გაკვირვებული შეხედა.
- რა ხდება?.
- ჩხუბობენ, დამეხმარე ვილიამ გავაშველებინოთ - სთხოვა თროიმ, ვილიამმა ქეითი მთელი ძალით ასწია და ქეითსაც გაუკვირდა.
ვილიამმა ძირს დასვა ქეითი და ამასობაში თროიმ დრაკო შეაჩერა.
- ხალხო საპირფარეშოში ვიყავი და ხე ჩამოვარდა სახურავზე, მგონი დემონის ჩადენილია - თქვა ვილიამმა.
- რა დემონი მე ვიყავი ჩემ ძალებს ვამოწმებდი - უთხრა თროიმ, ქეითმა სიცილი დაიწყო.



















ახალი თავის დავდე და იმედი მაქვს მოგეწონებათ, ფოტოზე აღნიშნული კრისტალებია რომლებიც ჩემ პერსონაჟებს ექნებათ სამუდამოდ ყელზე, მადლობთ ვინც დროს უთმობთ, თქვენი აქტივობა ჩემთვის ბევრს ნიშნავს🤍🌸აბა ვნახოთ როგორ მოგეწონებათ ეს ძალები და ახალი თავი😎❤

მოჩვენებების მკვლევრებიWhere stories live. Discover now