თავი 12

45 18 2
                                    

თროის თავის ტკივილი აწუხებს და ძლივს ხატავს, ძალიან დაღლილად გამოიყურება და ცდილობს მთელი ძალა დაიშუროს ხატვისთვის. ვერ ანებებს თავს, არ შეუძლია ნახატის დაუმთავრებლად დატოვება. დედამისი ცდილობს შევიდეს მის ოთახში და შეხვეწოს რათა ცოტა მაინც დაისვენოს, მაგრამ ვერ ბედავს იცის, რომ გაღიზიანდება. თროი ხედავს, რომ საღებავები უმთავრდება და ეს უფრო აბრაზებს. ძლივს დამთავრა ხატვა და ძალა გამოცლილი დაწვა საწოლზე, ისეთი დაღლილი იყო გეგონება აგურებზე ამუშავეს. მთელ ენერგიას რაიმე საგანზე ან გართობაზე ხარჯავს რადგან სიზმარზე არ იფიქროს და არ დაიტრესოს. არ უნდა ისევ ცუდ ხასიათზე იყოს, უნდა ისიც სხვებივით გაიღიმოს და ცხოვრება ეხალისებოდეს. მაგრამ მძიმე ფიქრები არ აძლევენ ამის საშუალებას. ეზოთერიკის წიგნი აიღო ხელში და რიტუალის გამეორება დაიწყო, ყურადღებით კითხულობს და იზეპირებს ყველა მონაკვეთს. როცა საათს დახედა მიხვდა, რომ სახლიდან გასვლის დრო იყო ამიტომ მომზადებას შეუდგა. შავი ტანსაცმელები ჩაიცვა და სახლიდან გავიდა. გზაში ვილიამს შეხვდა, ვილიამმა მიესალმა და მასთან ერთად განაგრძნო გზა. ვილიამი ყველანაირად ცდილობდა მომხდარი დაივიწყებინა, მაგრამ ხან გამოსდიოდა ხან არა. ამიტომ ცდილობდა კარგ ხასიათზე ყოფნას და გართობას, მაგრამ შინაგანად დანგრეული იყო. სიარულით და - ძმის სახლს მოადგნენ, კარებზე ზარი დარეკეს და მალე კარები ქეითმა გააღო. ქეითმა ძალით გაუღიმა მეგობრებს და შემოიპატიჟა, დრაკო სამზარეულოში იჯდა და ლეპტოპით რაღაცას ამოწმებდა. მეგობრები, რომ დაინახა საუბარი დაიწყო თავის საქმეზე.
- ვებ გვერდი შევქმენი, ბევრი გამომწერი დავაგროვე რამოდენიმე საათში. - ხრიწიანი ხმით თქვა დრაკომ, გახარებული იყო რადგან ეს საქმები უზიდავდა.
- ასე მალე რანაირად? - გაუკვირდა თროის.
- ქეითმა ბევრ ჯგუფში გავრცელა.
- კარგია, იღბალია - თქვა ვილიამმა და სკამზე ჩამოჯდა.
- ეს აპარატურები შევამოწმე, ყველა კამერა და აპარატი გადავამოწმე კარგი ხარისხი აქვთ - თქვა დრაკომ.
- ჰო, შენ იმუშავებ გადაღებებზე - უთხრა თროიმ.
- ზუსტადაც ამას ვაპირებ - გაუღიმა დრაკომ.
- ვებ გვერდის სახელი რა არის? ან გადაცემას რა ერქმევა? - დაინტერესდა ვილიამი.
- მოდი ჩვენთან - უთხრა დრაკომ.
- ჰაა? - დაუყვირა ქეითმა, მერე განალიზა და ხარხარი დაიწყო.
მას თროის აყვა ბოლოს ვილიამსაც გაეცინა და ეს სამი ხარხარებდნენ და სიცილით კვდებოდნენ. ქეითს ამდენი სიცილისგან ცრემლები მოსდიოდა თვალიდან, თროი გაწითლებული იყო იმდენი იცინა, ვილიამს კი მუცელი ატკივდა ამდენი სიცილისგან. დრაკო გაბრაზდა თავის მეგობრებზე და შერცხვა.
- ცუდად ვარ - ძლივს ამოღერღა ვილიამმა.
- ვერ ვსუნთქავ - ძლივს ამბობს თროი.
- ეს რა დაწერე სხვა ვერ მოიფიქრე? - ძლივს შეიკავა სიცილი ქეითმა და სერიოზულად დაელაპარაკა დრაკოს.
- ვერა.
- წაშალე და სხვა დაწერე - უთხრა თროიმ.
- მაგალითად რა?.
- მოჩვენებების გვერდი - თქვა  ვილიამმა, ქეითმა და თროიმ თავში ხელი ირტყეს.
- ესეც მეორე სულელი - თქვა თროიმ, ქეითს გაეცინა.
- ვინმეს ეგონება, რომ ამ გვერდზე მოჩვენებები აქტიურობენ - იცინის დრაკო.
- მოჩვენებების მკვლევრები? - თავში იდეა მოუვიდა ქეითს და გახარებული წამოიძახა.
- მაგარი იდეა რას იტყვით? - მოეწონა თროის და ბავშვებსაც ჰკითხა.
- კი კარგია, ყოჩაღ - მოიწონა ვილიამმა.
უცებ კარები გაიღო და ოთახში ნოა შემოვიდა, ქეითს გულში გაუხარდა მაგრამ არ შეიმჩნია.
- აბა როგორ მიდის საქმები? - ღიმილიანი სახით მოიკითხა ბავშვები.
- კარგად ვებ გვერდი შევქმენით, კლიენტებს დაველოდებით, აპარატები შევამოწმეთ კარგია, და რავი მოჩვენებების მკვლევრები გვერქმევა - ჩამოუთვალა ყველაფერი დრაკომ.
- დღეს შემოგიერთდებით და დაგეხმარებით - თქვა ნოამ.
- ჩვენც შევძლებთ სულების ნახვას? - ჰკითხა თროიმ.
- ასე ძაან გინდათ ნახოთ? - ყველამ თავი დაუქნია.
- დავფიქრდები - ეშმკურად ათამაშა წარბები ნოამ, თროიმ იმედგაცრუებული სახით შეხედა.
- მე საპირფარეშოში ავალ - თქვა ქეითმა და ბიჭები დატოვა.
საბაზანოში ავიდა და სარკეში საკუთარი თავის ყურება დაიწყო, ნოასთან ვერ ჩერდებოდა გული უცემდა და ძველი დრო ახსენდებოდა ამიტომ ეს აწუხებდა ქეითს. სიზმარში ყოველდღე ნახულობდა თავის წინა ცხოვრებას და ხვდებოდა როგორი ბედნიერი იყო იმ დროს. გრძნობდა, რომ ნოასთან ის ადრე თავს დაცულად და კარგად გრძნობდა, როგორც ახლა. ფიქრობდა, რომ რაღაც კავშირი გვაქვს ახლაც, კარმული კავშირი, ამიტომაც ვართ ასე კარგად.
მისი სიზმრები ზოგჯერ ასევდიანებდნენ, ზოგჯერ კი ღიმილს გვრიდნენ. ნოასთან არ შეძლო ეს განეხილა, აღარაფერს ჰქონდა აზრი, რადგან ნოა უკვე სული იყო და მაინც არაფერი გამოვიდოდა.
ასე უფრო დაიტანჯებოდა და ცხოვრებას ვერ გაგრძელებდა, ამიტომ ფიქრობდა, რომ მისი დავიწყება და წარსულის დავიწყება ჯობდა. თავისი მძიმე ფიქრები უკუაღდგო და დაბლა ჩავიდა, ბიჭებს შეუერთდა რომლებიც საქმეს განიხილავდნენ, ნოამ მას ეჭვის თვალით გახედა და მიუახლოვდა.
- დღეს არხარ კარგად.
- როგორ არა, კარგად ვარ მიხარია, რომ ამ საქმეს ვიწყებთ - უჩურჩულა ქეითმა.
- ეს არ მიგულისხმია, ჩემთან მიმართებაში მგონია, რომ დაძაბულად და უხერხულად ხარ და არ გსიამოვნებს ჩემი ნახვა - ქეითი დაიბნა და ხმა ვერ ამოიღო, სევდიანი გამომეტყველებით გახედა ნოას.
- კარგი თუ მართლა ასეა გავქრები შენ ცხოვრებიდან, და ვერც დამინახავ, ამის უნარს წაგართმევ - იმედგაცრუებულმა უთხრა ნოამ.
- არა ასე არარის! - ქეითის ხმა კივილივით გაისმა და ბიჭები შეკრთნენ, ვილიამი მათ ეჭვის თვალით გახედა, ნოას კი გაეცინა.
- კარგი, მაშინ რაშია საქმე? - თქვა და ნახევრად გაუღიმა.
- უბრალოდ არ ვარ კარგად ეს დღეები, რთული პერიოდი მაქვს - იცრუა ქეითმა.
- ეცადე გახალისდე და გაერთო, არ გინდა მთელი ენერგია საყვარელ საქმეში დახარჯო? - გაუღიმა ნოამ.
- საყვარელი საქმე არ მაქვს.
- ადრე წერდი, მწერლობა გიყვარდა და ეს გამშვიდებდა - გაიხსენა ის დრო ნოამ, ქეითმა თავი ცუდად იგრძნო.
- არვიცი, არმიცდია.
- სცადე აბა, დარწმუნებული ვარ ისევ გამოგივა როგორც ადრე - ნოას ხმა მხიარულივით ისმოდა და ქეითს მოტივაციას აძლევდა.
- ვცდი.
- კარგი გოგო ხარ.
უცებ დრაკოს კომპიუტერში მესიჯი მოვიდა ვიღაც ქალიდან, რომელიც მადლობებს იხდიდა, რომ ექსპერიმენტები გამოჩნდნენ. და სთხოვდა მის სახლში მივსულიყავით და გაგვერკვია სიტუაცია.
- წავიდეთ! - ფიქრის გარეშე თქვა თროიმ, რადგან ძალიან უნდოდა ეს დღე დადგომოდა.
- ხო ეგრე ჯობს - თქვა ვილიამმა.
დრაკომ მაგ ქალს მისამართი გამოართვა და ნოას შეხედა.
- დარწმუნებული ხარ წამოხვალ? - ნოამ გაუღიმა.
- სულებს ყველაფერი შეგვიძლია.
- კაი მაშინ წამო - თქვა ვილიამმა.
ბავშვები მოემზადნენ და საჭირო ნივთები ჩალაგეს, ქეითმა მანქნის გასაღები გამოიტანა თავის ოთახიდან და ხელში ატრიალა. ნოას თვალები გაუდიდდა, ბიჭები შიშით შეხედეს.
- დარწმუნებული ხარ შეძლებ? - ვილიამი ლამის ჩაიფსა შიშისგან მანქნის გასაღები რომ დაინახა.
- კი, აბა ტყუილად ხომ არ მაჩუქებდნენ მანქანას?. - ტრაბახით თქვა ქეითმა.
- ნელა ატარე ოღონდ - სთხოვა დრაკომ.
- პრავა რომ არ გაქვს? დაგვაჯარიმებენ - უთხრა თროიმ.
- პოლიციელების დედაც, წავიდეთ - კაცური ხმით თქვა ქეითმა, ნოას თვალები გაუდიდდა ეუცხოვა მისი ასეთი ქცევა.
- უზრდელი ბავშვი - დაიჯღანა ნოა, ბიჭებს გაეცინათ.
ყველა ქეითის მანქანაში დაჯდნენ, ქეითთან თროი დაჯდა რადგან მას არ ეშინოდა და ენდობოდა ქეითს. მანქანა ჩვეულებრივად დაძრა და დანიშნულების ადგილას მივიდა ჩვეულებრივ. არანაირი შეფერხება, არანაირი ავარია, მიუხედავად ამისა მართვის მოწმობა არ ჰქონდა მაგრამ გამოცდილი მძღოლივით ატარებდა მანქანას. საბედნიეროდ პოლიცია არ შეხვდათ არსად, ნოა გაკვირვებული იყო ქეითით ვერ იჯერებდა, რომ კარგად ატარებდა.  კორპუსებზე ავიდნენ და მეხუთე სართულზე ლიფტით ავიდნენ, კარებზე დაკაკუნეს და ქალმა გაუღო.
- თქვენ ხართ ექსტრანსენსი? - ჰკითხა ქალმა.
- დიახ მკვლევარები - შეუსწორა თროიმ.
ქალი ნოას ვერ ამჩნევდა რადგან ნოას ასე სურდა, მას მხოლოდ ბავშვები ხედავდნენ. ნოას იმედი ჰქონდათ, რომ დაეხმარებოდა ამ საქმეში. ქეითი ყველაფრისთვის მზად იყო, თავის უნარს გამოიყენებდა და მათ დაეხმარებოდა.
- მობრძანდით - გაუღიმა ქალმა და შემოუშვა სახლში, ქალის რძალმა დაჯდომა შესთავაზა ბავშვებს.
ბავშვები ჩამოსხდნენ დივანზე და სახლის დათვალიერება დაიწყეს, კედლებს უცნაური გამოხატულება ჰქონდა, ყველაფერი არეულ დარეული იყო სახლში ცუდი სუნი იგრძნობოდა. ქალის და რძალის ჩამოჯდნენ დივანზე და ბავშვებს დახედეს, გაუკვირდათ ბავშვები, რომ დახვდნენ და არ ჰქონდათ მათი იმედი, ფიქრობდნენ, რომ გასართობად მოვიდნენ მაგრამ ასე არ იყო. ისინი პირველები იყვნენ ვინც პასუხისმგებლობა აიღეს და ეს გადაწყვიტეს.
- არ გვეგონათ ბავშვები თუ იყავით - იმედგაცრუება ეტყობოდა ქალის ხმაში.
- ამას რა მნიშვნელობა აქვს, აქ მოჩვენების გამოსაკვლევად მოვედით - თქვა ვილიამმა, ქალს შერცხვა.
დრაკომ მანქანაში გადაღებულ ვიდეოს ხელმეორედ გადახედა, სადაც საუბრობდა თავის თავზე და მის მეგობრებზე, ხალხს ეცნობოდა და კარგი ვიდეოებით პირდებოდა. ის გამოტოვებული ვიდეოს ახლა გაგრძელებას აპირებდა, ვიდეო კამერა ჩართო და დაიწყეს საუბარი.
- გამარჯობათ ქალბატონო, აქ იმისთვის მოვედით, რომ თქვენ სახლში მომხდარი გაგვერკვია, ამიტომ შეგიძლიათ ილაპარაკოთ თქვენ სახლში მომხდარ ამოუცნობ მოვლენებზე, ჩვენ ოთხი უძლიერესი მკვლევარი გამოვიკვლევთ ამ საქმეს - ვილიამმა კი ვიდეოს ხელი დაუქნია, თროიმ ძალით გაიღიმა, ქეითმა საერთოდ არ გაიხედა.
- მოკლედ რავიცი შვილო რას ამ სახლში გადმოვედით მაშინვე დაიწყო ღამით ფეხის ნაბიჯების ხმები, კარების ხმაური, ზოგჯერ ჭურჭლებსაც კი ამტვრევდა, ხშირად ღრიალებდა ხოლმე, არავის გვასვენებდა, კოშმარსაც კი ვნახულობდით ყველა ოჯახი ერთი და იგივეს, არ ვიცი ამ ყველაფერს რა დავარქვათ მაგრამ ზოგჯერ კედლებზე კაცის სახესაც ვხედავთ.
- ამის მეტი არაფერი მომხდარა? - ჰკითხა თროიმ, დრაკო კი იღებდა.
- რავი ზოგჯერ ვგრძნობ, რომ ვიღაც მეხება, ჩემ რძალს ხშირად თავის გვერდით ვიღაცის სუნთქვის ხმა ესმის, ზოგჯერ ამბობს რაღაცამ გამირბინა ფეხქვეშო, არვიცით უკვე ძაან გვეშინია. - ქალი დასევდიანებული საუბრობდა და ღელავდა ძალიან.
- ეს ძალიან მარტივი საქმეა - თქვა ვილიამმა.
ქეითმა უეცრად შეამჩნია მოხეტიალე სული რომელიც მეორე ოთახში შედიოდა, სული მაღალი კაცი იყო, სუსტი აღნაგობა ჰქონდა და უჟმური გამომეტყველებით დადიოდა.
- მე ვფიქრობ, რომ ამ სახლში თავიდანვე იყო სული სანამ თქვენ გადმოხვიდოდით, იქნებ თავიდან აქ ვინც ცხოვრობდა მასაც თქვენსავით მდგომარეობა ჰქონდა? შეიძლება ეს სული სახლის პატრონია რომელიც მოულოდნელად გარდაიცვალა და აქ გაიჭედა, ალბათ მას აღიზიანებს უცხო ადამიანების აქ ნახვა - თავისი აზრი გამოიტანა ქეითმა, ქალს ცოტა შეშინდა პირველად ესმოდა მსგავსი რამ.
- საშიშია? - ჰკითხა ქალმა.
- სულს გაჩნია - უპასუხა ვილიამმა.
- შეგიძლია თროისაც გაუხსნა მესამე თვალი? - ჩურჩულით მაგრამ მუდარით სთხოვა ნოას ქეითმა.
ნოა ქეითის გამო ყველაფერზე იყო წამსვლელი, ამიტომ მის თხოვნას დაუფიქრებლად დაუთანხმდა. თან ქეითს უღიმოდა და უხაროდა, რომ მასთან ახლოს იჯდა და მხარით ეყრდნობოდა. ნოამ თროის მესამე თვალი გაუხსნა და თროის უცებ თავი ატკივდა, მოულოდნელად გაუარა და სხვანაირი გრძნობა დაეუფლა.
- თროი ახლა გამოივლის და შეხედე - უთხრა ქეითმა და ფურცელი და ფანქარი მიაწოდა.
- რა არის?.
- დახატე, რომ გამოივლის - თროიმ ვერაფერს მიხვდა, როცა გამოიარა ისევ იმ სულმა თროიმ გაიაზრა ყველაფერი და ჩქარა დახატვა დაიწყო თან წამდაუწუმ უყურებდა იმ მოხეტიალე სულს.
- რა უჟმურია - ხმამაღლა თქვა თროიმ, ქალმა ვერაფერი გაიგო იფიქრა, რომ მაიმუნობდნენ.
- ვისზე ამბობ? - ჰკითხა ქალმა.
- თქვენ თავზე არ მიიღოთ, ამ სახლის პატრონს ვგულისხმობ - ცუდად გამოუვიდა თროის, ნოას გაეცინა.
- უკაცრავად სახლის პატრონი მე ვარ - ქალს გაბრაზება ეტყობოდა.
- მკვდარ პატრონს ვგულისხმობ ქალბატონო, რომელიც ახლა აქ არის და გაწუხებთ - ძლივს შეასწორა სათქმელი თროიმ, დრაკოს გაეცინა.
- ბოდიშს გიხდით, მესმის, რომ არ გჯერათ მსგავსი რამეების მაგრამ, მერწმუნეთ ბევრი რამ არსებობს და შესაძლებელია რადგან ეს სამყარო დიდია და ორ ნაწილადა დაყოფილი, როგორც ვახსენე აქ ვიღაც სულია რომელიც კაცია სუსტი აღნაგობით და მაღალია, წეღან შევიდა მეორე ოთახში და მე დავინახე, ეხლა არ იფიქროთ, რომ გაბოლებთ არიან ისეთი ადამიანები ვისაც ეს უნარი აქვთ, ამას მესამე თვალი ჰქვია და ბევრს არ აქვს, მაგალითად მე მაქვს და შემიძლია ის ვნახო რას სხვამ ვერა, ამიტომ გპირდებით მოვიშორებთ თქვენ სახლიდან და ბედნიერად იცხოვრეთ - გაუღიმა ქეითმა, იმხელა მოტივაციით ელაპარაკებოდა ქალს და დაჯერა, ქალს მოეწონა ქეითი და გაუღიმა.
ამასობაში თროიმ ხატვას მორჩა და იმ ქალს არჩვენა ნახატი, ქალმა დაკვირვებით დახედა და თროის ხატვის ნიჭმა გაოცა რადგან ნახატს ნამდვილ პორტრეტს ამსგავსებდა.
- მაგრად ხატავთ - შეაქო ქალმა, დრაკომ კი გადაიღო.
- ამ პიროვნებას იცნობდით? ან იცნობთ? ეს არის ის ვინც აქ არის - ჰკითხა თროიმ.
- არა ნამდვილად არა.
- მე ვფიქრობ, ეს პიროვნება სახლის ძველი პატრონი იყო.
- წავალ იმ მეზობელს დავუძახებ ვინც აქ დიდხანს ცხოვრობდა - თქვა რძალმა და სახლიდან გავიდა.
- მეშინია შვილო, ისეთებს ამბობთ - ღელავდა ქალი.
- არა საშიში ქალბატონო - ამშვიდებდა ვილიამი.
ამასობაში რძალის დაბრუნდა მოხუც მეზობელთან ერთად, მოხუცი მეზობელი ჩამოჯდა და სათვალები გაიკეთა თროიმ ნახატი აჩვენა, ქალს თვალები გაუდიდდა.
- ეს ის კაცია, ბენი ჰქვია რომელიც აქ ცხოვრობდა დიდიხანი, უცებ ვალებში გაეხვია და ბოლოს აქ მოკლეს ვალების გამო - თქვა მოხუცმა მეზობელმა, ქეითს გაუხარდა, რომ მისი ფიქრმა გამართლა.
- მეც ასე ვიფიქრე - აღტაცებული იყო ქეითი და გახარებული უყურებდა ნოას, ნოასაც ძალიან უხაროდა მისი ბედნიერი ნახვა და მისი წარმატება.








ახალი თავის დავდე გრძელი გამოვიდა და სახალისო თავის არის, აქ უკვე ნამდვილი მკვლევრები ხდებიან, იმედი მაქვს მოგეწონებათ და იხალისებთ, მადლობთ ვისაც მოგწონთ და კითხულობთ თქვენ გამო ვდებ რადგან მოტივაციას მაძლევთ🤍🌸

მოჩვენებების მკვლევრებიWhere stories live. Discover now