თავი 15

41 15 4
                                    

ვილიამი სამზარეულოში ჯემს უსმევს პურებს და გემრიელად ჭამს, ბებიამისი საჭმელს ამზადებს და ხანდახან გახედავს ხოლმე ვილიამს. ვილიამი ბებიამის ეჭვით თვალით უყურებს და აღარ ენდობა, რამდენიხანია უნდა ბებიამისის საიდუმლო გამოიძიოს მაგრამ არ გამოსდის, ბებიამისი სულ სახლში რჩება და არსად მიდის. ვილიამს თავის სახლში დარჩენა აღარ უყვარს, ყოველდღე გარედ გადის და ხან ვისთან არის ხან ვისთან. ყოველთვის ბავშვების გარემოცვაშია და სახლში გვიან ბრუნდება, რადგან ბებიამისის ეშინია. სახლში არაფრის ხალისი არაქვს, ხასიათს უფუჭებს ბებიამისთან ჯდომა, რადგან ცნობისმოყვარეობა შიგნიდან სჭამს და არ ასვენებს. ბებიამის ვერ შეკითხებოდა, ამიტომ უწევდა თავად გამოეძია. ნელ - ნელა ცხოვრების ხალისს კარგავდა, როცა სახლში დიდხანს რჩებოდა, ამიტომ ერჩივნა გარედ დროის გატარება, სხვებთან ყოფნა პრობლემებს ავიწყებს, და ახალისებს. ამიტომაც მადლობელია თავისი მეგობრების, რომლებთანაც ბევრი თავგადასავალი გაატარა, და გახალისდა. გუშინდელი დღით ძალიან კმაყოფილი იყო, ორ ადამიანს ესტუმრეს და ხალხის დახმარება შეძლეს. ვილიამს მოსწონდა ეს საქმები და არასდროს ბეზრდებოდა, არც მობეზრდებოდა. ჟაკეტს სტაცა ხელი და მოიცვა, ტელეფონი აიღო და გარედ გასვლა დაპირა.
- სად მიდიხარ? - ექოსავით გაისმა ბებიამისის ხმა, ვილიამი გაშეშდა.
- ბიჭებთან - ძლივს ამოღერღა თავისი ხრიწიანი ხმა.
- კარგი - ზემდეტი არაფერი უთხრა ბებიამისმა.
ვილიამი გარედ გავიდა და გადაწყვიტა და - ძმასთან წასულიყო სტუმრად, შორი გზის გავლა არ მოუწევდა რადგან ახლოს ცხოვრობდნენ ქეითი და დრაკო ვილიამთან.
თროი თავის ნაშრომებს ათვალიერებდა და კმაყოფილი უყურებდა თავის ნახატებს, ამაყობდა თავისი ნიჭით და ასე თვალიერებით ერთობოდა. საწოლზე ჩამოჯდა და წიგნების კითხვა დაიწყო, უფრო მეტ ინფორმაციას იგებდა პარალელურ სამყაროზე ამ წიგნების დახმარებით. ძალიან ბევრს კითხულობდა, დიდ დროს ხარჯავდა წიგნების კითხვაში. უცებ ვილიამისგან მესიჯი მოუვიდა, თროიმ წიგნი გვერდზე გადადო და ტელეფონი გახსნა.
ვილიამ: დღეს დრაკოსთან მივდივარ და გამოხვალ?.
თროი: კარგი გამოვალ ცოტახანში.
ტელეფონი გათიშა და ისევ წიგნის კითხვა გაგრძელა, წიგნის კითხვას, რომ მორჩა ადგა და მომზადება დაიწყო. დედამის უთხრა, რომ ბიჭებთან გადიოდა და გავიდა გარედ.
დრაკო თავის ვებ გვერდით ნახვებს და გამომწერებს ათვალიერებთ, კმაყოფილია თავისი ნაშრომებით. ჯერჯერობით კლიენტებისგან მესიჯი არ მოსულა და ისვენებს, სხვადასხვა ვიდეოებს ათვალიერებს და რწმუნდება, რომ მისი ვიდეო არხი ყველას ჯობია.
ქეითი აბაზანოში სარკესთან დგას და ოფლს იწმენდს, საშინელი კოშმარი იყო ის რაც ნახა. თავის წინა ცხოვრებაში რაც განიცადა ახლაც იმას განიცდიდა. ტკივილს, სიცარიელეს, საშინლად განადგურებული იყო. ვერ ანალიზებდა, რომ ახლა შემდეგ ცხოვრებაში იყო, გონებით ისევ წინა ცხოვრებაში იყო და ეს ყველაფერი ხელს უშლიდა გამოფხიზლებაში. ხელ - პირი ჩამოიბანა გამოფხიზლება სცადა და გამოუვიდა, ნოა ენატრებოდა, ის დრო ენატრებოდა რაც მასთან ერთად გატარა. მოწესრიგდა თუ არა ეგრევე ოთახიდან გავიდა.
- დრაკო დღეს გარედ უნდა გავიარო - სწრაფად უთხრა თავის ძმას.
და ელვის სისწრაფით გავარდა გარედ, ნელ - ნელა მიაბიჯებდა ფეხს და თავის კოშმარზე ფიქრობდა. იცოდა, რომ შორი გზა უნდა გაევლო მაგრამ არ ეზარებოდა სახლში ჯდომას ერჩივნა. მათი სკოლა ისევ დიდიხანი დაკეტილი იყო და ვერავინ დადიოდა სკოლაში, ყველა სახლში ერთობოდა. იარა ქეითმა დიდხანს და ძლივს მიაღწია საიდუმლო ტერიტორიას, ტერიტორიაში შევიდა და იმ შენობაში შევიდა სადაც ხშირად შედიოდნენ. ჩამოჯდა იმ ადგილას სადაც ხშირად იჯდნენ და თვალით ნოას ძებნა დაიწყო, ეს ადგილები ყველაფერი წინა ცხოვრებას ახსენებდა, ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს ისევ წინა ცხოვრებაში იყო. ყველაზე მეტად ნოაზე სტკიოდა გული, რომ ის მოჩვენება იყო და არა ადამიანი. იცოდა, რომ მასთან ყოფნა, რომ მოესურვოს მაინც ვერ იქნებოდა რადგან ის მოჩვენება იყო. უცებ დაინახა ნოა მოდიოდა ამ შენობაში, და ჩქარა წამოდგა და ნოასთან სირბილით მივიდა. ნოას თვალები გაუბრწყინდა, მისთვის მოულოდნელი იყო ქეითის ქცევა, და ძალიან გაუკვირდა სწრაფად და აღელვებული, რომ  მირბოდა მასთან. ქეითმა მთელი ძალით მიხუტა ნოა და მჭიდროდ შემოუხვია ხელები, თავი მის მკერდზე დადო და თვალები მოხუჭა. ვერაფერს გრძნობდა, ვერც სითბოს, ვერც მის გულის სცემას, და ვერც მის სურნელს. რადგან ის სული იყო, ქეითს კიდე ის ყველაფერი ენატრებოდა, რაც სიზმარში და წინა ცხოვრებაში გრძნობდა ნოასთან ერთად. ენატრებოდა ნოას შეხება და ის გრძნობა ტანში ჟრუანტელი როგორ უვლიდა, როცა იაზრებდა, რომ ამ ყველაფერს ვერ იზამდა და გული სტკიოდა. ნოა კიდე იმით იყო დამწუხრებული, რომ ქეითის სითბოს ვერ გრძნობდა და ვერც მის შეხებას. რადგან ეს არ შეძლო, ნატრობდა, რომ ისევ ადამიანი ყოფილიყო და ისევ ის დრო გაეტარებინა ქეითთან. მასაც ენატრებოდა ქეითის სურნელი, მისი გულისცემა, ღიმილი, ის გრძნობა თუ როგორ გავლენას ახდენდა ქეითზე, მისი კოცნას ენატრებოდა ყველაზე მეტად. ქეითმა თავი ასწია და აცრემლებული თვალებით შეხედა ნოას, ნოა ვერ ხვდებოდა თუ რას სჭირდა ქეითს.
- კარგად ხარ? - მშვიდად და მოალერსებით დაუსვა კითხვა.
- მომენატრე - ნოას ეს სიტყვები ძალიან ესიამოვნა და გაუხარდა.
- კი მაგრამ, გუშინ ხომ მნახე - უთხრა ნოამ.
- ეხლა სხვანაირად მენატრები - მშვიდად და ჩურჩულით თქვა ქეითმა.
- მეც, მაგრამ მე ყოველთვის მენატრებოდი. - გაუღიმა ნოამ.
- ნეტა შენი კოცნა შემეძლოს - მოულოდნელად წამოიძახა ქეითმა და ნოას თვალები გაუბრწყინდა.
- შეგიძლია - არაფრის თქმა არ დაცადა და თავად ეცა ტუჩებში, ქეითს რაღაცნაირი გრძნობა დაეუფლა, ჟრუანტელმა დაუარა და ბედნიერებით აივსო.
მაგრამ ნოა ვერაფერს გრძნობდა, ვერც შეხებას, რადგან მას არ შეძლო გრძნობა. კოცნა, რომ შეწყვიტეს ქეითმა ნოას გაუღიმა.
- ჩემი მეტიჩარა ბიჭი ხარ - კისკისი დაიწყო ქეითმა.
ნოას ის დრო გახსენდა კოლეჯიდან, რომ გაიპარნენ მაშინ ნოამ უთხრა შენი მეტიჩარა ბიჭი ვარო, ქეითის სიტყვებმა ნოას წარსულის მოგონებები გახსენა
- ეს წარსულს მახსენებს - თავი ძირს დახარა და მშვიდად თქვა ნოამ.
- ვიცი, ყველაფერი მახსოვს - ნოას თვალები გაუბრწყინდა და ბედნიერებით აივსო, გაუხარდა რომ ქეითს ახსოვდა.
- ყველაფერი?.
- კი ყველაფერი რაც გვაკავშირებდა.
- ღმერთო ჩემო რა მაგარია.
- ღობედან, რომ გადმოხტი ჩემ საკოცნელად  და მამაჩემი გამოგეკიდა, ეს ეხლაც მახსოვს და სიცილით ვკვდები - აკისკისდა ქეითი, ნოას სახეზე ღიმილი მოეფინა.
- ჩემთვის ტკბილი მოგონება ეს.
- ჩემთვისაც.
- ჰო. - გაჩუმდა ნოა.
- სულ მაინტერესებს, როგორ მოგკლეს, რანაირად მოხდა ეს ყველაფერი, ყველაფერი მაინტერესებს რაც მაშინ არ ვიცოდი.
- გეტყვი ყველაფერს მალე, რადგან ყველაფერი გახსოვს. - გაუღიმა ნოამ.
ქეითმა ვერ მოითმინა და ისევ ტუჩებზე ეცა ბიჭს, ნოას კოცნებს შორის ჩაეღიმა და ღრმად აყვა კოცნაში. კოცნის დროს ხელი ტელეფონმა შეუშალა, ქეითმა მესიჯი გახსნა და კითხვა დაიწყო.
დრაკო: ქეით სხვაგან უნდა წავიდეთ, ვიღაც ახალი კლიენტი გვყავს და უნდა დავეხმაროთ, სად ხარ მალე მოდი.
ქეითი: დამელოდეთ მოვალ.
ვილიამი: სად იყავი?
ქეითმა ვილიამის მესიჯი დაიგნორა, ამ ყველაფერს ნოას ხედავდა და კითხულობდა. ნოას ლოყაზე აკოცა და დაემშვიდობა. ნოა არ მოდიოდა, რადგან არ უნდოდა წამოსვლა, შორი გზების გავლა ეზარებოდა. ამიტომ ქეითი მარტო წავიდა, ჩქარი სიარულით გავიდა საიდუმლო ტერიტორიდან და მერე თავის სახლისკენ ჩქარა ირბინა. ძლივს მოაღწია თავის სახლში და დაღლილი შევიდა, სახლში თავისი მეგობრები დახვდნენ. დრაკომ მანქნის გასაღები ესროლა ქეითს და მან დაიჭირა. მანქანა გამოიყვანა გარაჟიდან და მეგობრები ჩაჯდნენ, ქეითმა მანქანა დაძრა და წავიდნენ.
- სად მივდივართ? - ჰკითხა ქეითმა.
- შორს არ არის, ჯონ ვაშიგნოტის ქუჩაზეა - უთხრა დრაკომ, ქეითმა სისწრაფეს მოუმატა და ჩქარა მივიდნენ დანიშნულების ადგილას.
მანქანა გააჩერეს და ჩამოვიდნენ, დრაკომ კამერა ჩართო და ისევ დაიწყო თავის ახალ ვიდეოზე საუბარი ბოლოს შევიდნენ კორპუსებში, ბოლო სართულზე ავიდნენ და ბინის კარებზე დაკაკუნეს. კარები ცოლ - ქმარმა გაუღო ბავშვებს, შემოიპატიჟა შიგნით და დაჯდომა შესთავაზა. დრაკო ამ ყველაფერს იღებდა და ქეითი კი სახლს ათვალიერებდა სულებს ეძებდა თვალით.
- გამარჯობათ, ჩვენ ყველანაირად დაგეხმარებით და ჩვენი დახმარებით შეგეძლებათ მშვიდად ცხოვრება, ახლა თქვენ მოგვიყევი რა ვითარება თქვენ სახლში - თქვა დრაკომ, ქალმა საუბარი დაიწყო.
- ამ სახლში დიდი ხანია ვცხოვრობთ, და ერთი კვირის წინ გამოჩნდა უცნაური მოვლენები, ჩვენი ნივთები ყოველდღე იკარგება და მერე ჩნდება, ხანდახან სიგარეტის ბოლს ვხედავთ მაგრამ არავინ ვეწევით, ზოგჯერ კაკუნი, სკამების მოძრაობას ხდება, ხანდახან ონკანსაც ჩართავს რაღაც ძალა, ზოგჯერ ჩვენ, რომ ვჩხუბობთ ცოლ - ქმარი, მაშინ ესეც ღიზიანდება და სახლს ამტვრევს თეფშებს გვისვრის, მივხვდით რომ სიჩუმის მოყვარული არსება, მაგრამ მაინც გვეშინიათ და გვინდათ გავიგოთ რასთან გვაქვს საქმე, ზოგჯერ რაც მოხდება ის ყველაფერი წინასწარ გვესიზმრება. - მორჩა მოყოლას ქალმა.
- ეს ყველაფერი ძალიან ადვილი საქმეა, თქვენ სახლში ცხოვრობს დამავოი, სახლის მფარველი ანგელოზი, ის არც ისე საშიშია და არაფერს გავნებთ, ის იგივე თქვენი ოჯახის წევრია და უყვარხართ, დამავოის არ მოსწონს სახლში ჩხუბები, ისტერიკები, მოწყენილობები, მას მხიარული და ბედნიერი ოჯახი მოსწონს, ის გიცავთ ყველაფრისგან და ამიტომ მას კარგად უნდა მოექცეთ მეგობრულად, დამავოის აქ სადმე თავისი ბუდე აქვს საიდანღაც კუთხეში და იქ ტკბილეულები და რძე დაუდეთ, წერილი დაუტოვეთ ელაერსეთ და მეგობრობა შესთავაზეთ, გაუხარდება და აღარ შეგაწუხებთ, დამავოი ყოველთვის დაგეხმარებათ და საშიშ მოსალოდნელებისგან აგაცილებთ. - აუხსნა მათ თროიმ, ქეითს გაუკვირდა ეს ყველაფერი საიდან იცისო.
- კი მაგრამ რატომ ჩვენთან მოვიდა? - თქვა კაცმა.
- დამავოის მისია აკისრია, ის იქ მიდის სადაც ირჩევს, დამავოი დაბალი მოხუცია, დიდი წვერებით, მათ თავის ცხოვრებაში ცოდვა, ჰქონდათ ჩადენილი და ახლა ამ ცოდვას ისყიდიან სიკეთით, ოჯახებს ეხმარებიან და ამით ცოდნას ისყიდიან, დამავოი რაც კეთილი ხდება მით იწყებს გახალგაზრდავებას და ბოლოს ბავშვი ხდებიან, მერე ჩვილად, რომ გადაიქცევიან ღმერთს მათ მიჰყავთ თავისთან და უფლებას აძლევს შემდეგი ცხოვრება გაგრძელონ ადამიანის სახით - აუხსნა თროიმ, ყველა გაკვირვებული უსმენდა მას, მათ შორის მისი მეგობრების.
- ანუ ჩვენ უბრალოდ კარგად მოვექცეთ და დროთა განმავლობაში თავის მისიას, რომ შეასრულებს გაქრება? - ჰკითხა ქალმა.
- კი ასეა ქალბატონო, ის საშიში არარის დროა მიეჩვიოთ მას და მეგობრულად მოექცეთ, შეიყვარეთ ისე როგორც თქვენი ოჯახის წევრები გიყვართ - ქალმა გაუღიმა და თავი დაუქნია თროის.
- საინტერესოა.
ქეითმა უცებ დაინახა პატარა არსება, რომელიც მათ უყურებდა. თროიმაც დაინახა და გაუღიმა დამავოის, იცოდა, რომ ძალიან ცელქი არსება იყო და ამიტომ მოსწონდა თროის ეს არსება.
- დამავოი ცელქი ბავშვივითა - გაიღიმა თროიმ და დამავოის შეხედა, ქეითმას გაუღიმა.
დამავოი მათ მორცხვად უყურებდა და უკვირდა როგორ მხედავენო, ბავშვები წამოდგნენ და სახლის პატრონს დაემშვიდობნენ.
- მადლობას გიხდით - ამბობდა ქალი.
- ჩვენც მადლობელი ვართ სახალისო გადაღება გამოვიდა - ეუბნებოდა დრაკო.
ბავშვები მანქანაში ჩაჯდნენ და დაქოქეს, ქეითი ჩქარა ატარებდა მანქანას და გზას ყურადღებით უყურებდა.
- ეს ყველაფერი საიდან იცი თროი? - ჰკითხა ვილიამმა.
- წიგნიდან ვისწავლე. - თქვა თროიმ და ქეითს ჩაეღიმა.
- ძალიან საინტერესო იყო - თქვა დრაკომ, რომელიც ვიდეოს აედითებდა.
უცებ ტელეფონზე ვიღაცამ დარეკა ვიდეო ზარით, დრაკომ გახსნა და ის კლიენტები იცნო რომლებიც სახლშიც ეშმაკი განდევნეს.
- ვა გამარჯობათ - გაუღიმა მათ დრაკომ.
- გამარჯობათ ბავშვებო, იმისთვის დავრეკეთ, რომ ძალიან მადლობელი ვართ და ძალიან ბედნიერად ვცხოვრობთ, დღეს ვიყავით მეზობელთან და გავიგეთ, რომ ამ სახლში ვინც ცხოვრობდა ის კაცი ეზოთერიკოსი იყო და დემონებთან ჰქონდა კავშირი, რაღაც ჯადოებს აკეთებდა და რიტუალებს აკეთებდა, რომ გარდაიცვალა მოულოდნელად დემონად გადაიქცა რადგან ბოროტი კაცი იყო, ვიფიქრე თქვენც უნდა გეცოდინებოდეს - უთხრა ქალმა.
- მადლობთ ინფორმაციის მოწოდებისთვის, ჩვენც ეგრე ვიფიქრეთ რადგან სახლში ძველი პენდაგრამა გქონდათ - უთხრა ვილიამმა და გაუღიმა მათ, ქალმა ტელეფონი გათიშა და დრაკომ ჯიბეში ჩაიდო.
- კეთილი ქალია - თქვა ქეითმა.
- კი - უპასუხა თროიმ რომელიც წინ იჯდა ქეითის გვერდით.













ახალი თავის დაიდო ისიამოვნეთ კითხვით, მადლობთ ვინც კითხულობთ და მოგწონთ, იმედი მაქვს ეგეც მოგეწონებათ🌸🥰🤍ჰომ საინტერესო იყო ინფორმაცია "დამავოი" ზე?🖇🥀

მოჩვენებების მკვლევრებიWhere stories live. Discover now