თავი 39

24 14 0
                                    

თროი ელდადაცემული წამოხტა საწოლიდან და შუბლზე ოფლი მოიწმინდა. ხელი გულზე დადო და თავის აჩქარებული გულისცემა შეამოწმა. ისევ და ისევ ის საზარელი კოშმარი, რომელიც მეორდება და არ მთავრდება. არც გონია, რომ ეს ოდესმე დასრულდეს. როდემდე გაგრძელელდება ეს ტანჯვა? უკვე ვერც უძლებს. ადგა საწოლიდან და გეზი აბაზანოსკენ აიღო, სარკეში ჩაიხედა და მოწესრიგდა. სახე ცივი წყლით დაიბანა და გამოფხიზლდა, სარკეში თავის ჩამუქებულ ციისფერ თვალებს შეხედა და წარბები შეიჭმუხნა. მკაცრი მზერა და სერიოზული გამომეტყველება, მას ლამაზს ხდიდა. აბაზანოდან გამოვიდა და თბილი ტანსაცმელების ჩაცმა დაიწყო, გეზი სამზარეულოში აიღო და მაგიდას მიუჯდა სასაუზმოდ. დედამისი მას ეჭვის თვალით შეხედა და გვერდით მიუჯდა, თროი შეკრთა რადგან ფიქრებში იყო დაკარგული.
- სკოლას როდემდე გაცდენ? - უსაყვედურა დედამისმა, თროიმ თვალები ატრიალა და ტოსტი ჩაკბიჩა.
- ჩემს გარდა ბევრი აცდენს სკოლას, ახლა 12 კლასში ვარ და მალე ვამთავრებ სკოლას, თან გაკვეთილები ძალიან ცოტა გვიტარდება და მანდ მისვლის აუცილებლობას ვერ ვხედავ - აუხსნა თროიმ დედამის და ძალით გაუღიმა.
- მაინც უნდა იაროს მოსწავლემ, არები იწერება - ყვირილი დაუწყო დედამისმა როგორც ყოველთვის.
- დაე დაეწეროს - სიცილი დაიწყო თროიმ და წამოდგა.
- სად მიდიხარ? - მწყობრიდან გამოვიდა დედამისი.
- სკოლაში.
- ჩანთა?.
- რა საჭიროა, როცა ერთი გაკვეთილის ძლივს გვიტარდება და მასწავლებელი საუბრის გარდა არაფერს აკეთებს - მხრები აიჩეჩა თროიმ და წასასვლელად გაემზადა, დედამისი დანებდა და არაფერი უპასუხა.
თროიმ კურთკა მოიცვა და სახლიდან გავიდა, გეზი საიდუმლო ტერიტორიაზე აიღო რადგან დღეს იმ სამყაროში წავიდოდნენ და შეძლებდა ლიდიას ნახვას. ლიდია ერთადერთი ადამიანია მისთვის, ვისი ნახვას ძალიან უნდა და ენატრება. უნდა დაახლოვდეს და ახლოდან გაიცნოს. მთელი სისწრაფით გაეშურა საიდუმლო ადგილისკენ და მალე იქ აღმოჩნდა. სასახლეში ავიდა და იქვე მჯდომი ნოა ნახა, ნოამ მას თავი დაუქნია მისალმების ნიშნად.
- დანარჩენები სად არიან? - ჰკითხა თროიმ და ჩამოჯდა დივანზე.
- ქეითი ბიბლიოთეკაშია, დრაკო სავარჯიშო მოედანზე, ვილიამი კი თავის ოთახში. - ჩამოუთვალა ნოამ.
- ვილიამს რა სჭირს, რა ვერ დამთავრა ეს დეპრესია - ჩაილაპარაკა თროიმ, ნოამ გაიგო.
- დეპრესიაში? - სიცილი დაიწყო, თროისაც გაეცინა.
- ჰო, დღეს მივდივარ იმ სამყაროში? - ნოამ თავი თანხმობის ნიშნად დაუქნია, თროიმ კი წარბები ეშმაკურად ათამაშა.
- რატომ არის ვილიამი დეპრესიაში?
- მისი ნებართვის გარეშე ამის თქმის უფლება არ მაქვს - ეშმაკურად გაუღიმა თროიმ, ნოა გაბრაზებული შეხედა მას.
- კარგი როგორც გინდა, სანამ წავალთ მანამდე გაერთე აქ რამით - თროიმ თავი დაუქნია და წამოდგა.
სავარჯიშო მოედანზე წავიდა დრაკოსთან, და წყლის ვარჯიშზე ივარჯიშა. ამდენი ვარჯიშისგან საბოლოოდ წყალი ყინულად აქცია, დრაკომ აღტაცებისგან პირი დააღო. თროიმ თავისი თავით კმაყოფილმა გაიღიმა და სხვა შესაძლებლობების გასინჯვას დაიწყო. მთელი ძალით ასწია ხელი მაღლა და ცაზე ელვამ დაიქუხა, დრაკო მაღლა გაოცებული ახედა.
- უფრო და უფრო ძლიერდები - უთხრა დრაკომ, თროიმ გაიღიმა.
- შენც მომბაძე.
დრაკომ გადაწყვიტა მთელი ძალის გამოყენება, ხელები მაღლა ასწია და ცეცხლი და მწვანე ფერის ცეცხლი ერთმანეთს აურია და გაზარდა, ცეცხლი გაიზარდა და ყველგან მისი ფერი ჩანდა. ყველაფერი უცებ ძალიან დათბა, ამინდი მოულოდნელად შეიცვალა და ზაფხულს დაემსგავსა. თროიმ ვერ მოითმინა და კურთკა გაიხადა ამ სიცხის გამო. ყველა შორი ადგილიდან ჩანდა მზისფერი შუქი, ყველაფერი დათბა არამარტო საიდუმლო ადგილი. ქეითი გამწარებული გამოვიდა გარედ და ამ ორს შეგება, საშინლად ცხელოდა და ძლივს აბამდა სიტყვებს.
- თქვენ ნორმალურები ხართ? ნადრევად ნუ დაწყებინებთ დედამიწას ზაფხულს, 40°C - ზე ავიდა სიცხე და ძლივს ვსუნთქავ, გააჩერეთ ეგ - უსაყვედურა ქეითმა და დრაკომ ხელები დაბლა ჩამოსწია და ყველაფერი გასწორდა.
ისევ ისეთი სიცივე გახდა და თროიმ კურთკა ისევ მოიცვა, ნოა შორიდან უყურებდა მათ და იცინოდა.
- ყოჩაღ დრაკო, მაგარი იყო მარა ძაან ცხელი ზაფხულის არ ვარგა - ტაში დაუკრა თროიმ და დრაკომ თავისი თავით იამაყა.
- დრაკოს ძალები კარგია, დემონს ცეცხლი უფრო ამარცხებს - თქვა ქეითმა და თროიმ დაეთანხმა.
- ჩემი ძალებით ვამაყობ - წამოიძახა დრაკომ სიხარულით.
- ვილიამი სადა? - ახლა შეამჩნია მისი არარსებობა ქეითმა.
- თავის ოთახში - უპასუხა თროიმ.
- ისევ? გუშინაც მანდ იყო.
- დეპრესიაშია.
- რა დროს დეპრესია - თქვა ქეითმა.
- ჯობს მოვემზადოთ და წავიდეთ - მოესმათ ნოას ხმა და მას შეხედეს, ნოა კედელთან იდგა და მათ უღიმოდა.
- ქეით, ვილიამს წამოსვლა არ უნდა, ამის ხასიათზე არ ვარო - მოიტყუა თროიმ.
- დაძალე.
- შენზე ჯიუტია - ისევ მოიტყუა.
- აუჰ, წავალ მე დავაძალებ - თქვა და სასახლეში ავიდა.
ვილიამის ოთახის კარებზე დაკაკუნა და ფრთხილად შეაღო, ვილიამი საწოლზე იყო ჩამომჯდარი და თავი დახრილი ჰქონდა. კარის ხმაზე არც უმოძრავია, და არც გამოუხედავს.
- ვილიამ - ჩუმად დაუძახა ქეითმა, ვილიამმა საყვარელი ხმის გაგონებაზე თავი ასწია და ქეითს შეხედა.
- გისმენ - ურეაქციოდ უპასუხა.
ქეითი მასთან მივიდა და მის გვერდით ჩამოჯდა, მისი ხელი თავისში მოიქცია და საუბარი დაიწყო.
- მაპატიე, არ უნდა დამეტოვებინე უთქმელად მაგრამ მე მიზეზი მქონდა, იმედი მაქვს გამიგებ.
- არა, ჩემი ბრალია, არ უნდა მეთქვა შენთვის და დამემალა, შენთვის ეგ მოულოდნელი იყო.
- არა ვილიამ, დიდხანს ვერც შეინახავდი ამას, კარგია, რომ მითხარი, მაგრამ ჩემი მიზეზის უნდა იცოდე, არ ვარ ამისთვის მზად, ჩემ გრძნობებში არეული ვარ და ვერ ვალაგებ, ვერ ვხვდები რაც ვგრძნობ შენც მიმართ, არც ის ვიცი სიყვარული როგორი გრძნობა?.
- მესმის შენი.
- მეშინია.
- რისი.
- სიყვარულის.
- რატომ?.
- არვიცი, რამოხდება მე და შენ თუ ერთად ვიქნებით? ცვლილებების მეშინია, მეშინია იმედგაცრუების და საყვარელი ადამიანის დაკარგვის, არც ის მინდა შეცდომაში შევიყვანო ჩემი თავი და მერე შენც იმედი გაგიცრუო, უბრალოდ არ მინდა ჩვენი ურთიერთობა დაინგრეს, მე ამას ვერ შევეგუები, სიყვარულს ბევრი მტკივნეული რამ მოაქვს, ბევრ რამეც ცვლის, მე კი ამის მეშინია, მზად არ ვარ, არც მიფიქრია ამაზე, გთხოვ იმედი ნუ გექნება - თვალებზე ცრემლები წამოუვიდა ქეითს, ვილიამმა ცრემლები მოუწმინდა.
- იმედს მაინც არ დავკარგავ ამას ნუ მთხოვ, არ შემიძლია ეს.
- შეუძლებელი არაფერია.
- სიყვარულს ტკივილი მოაქვს და ეს ყველა ადამიანმა უნდა განიცადოს რადგან ცხოვრება რთული არა, ცვლილებები ზოგჯერ ჩვენ ცხოვრებაში კარგი რამა, მას ბედნიერებას მოაქვს, უბრალოდ შენ არ იცი როგორ ვიქნებით ერთად რადგან არ გაქვს ჩემს მიმართ გრძნობები და გეშინია არ მატკინო გული - სცადა მისი გაგება ვილიამმა.
- ვერ ვიტყვი, რომ არ მაქვს, უბრალოდ ვერ ვერკვევი.
- ეს ნოას გამოა.
- წინა ცხოვრების - შეუსწორა ქეითმა.
- ასე რატომ გეშინია?.
- რომ დაგკარგო?.
- ეს არ მოხდება.
- ან ნოა, რომ დავკარგო?.
- ის რატომ?.
- მასაც მოვწონვარ და თავის წარსულზეა მიჯაჭვული, ერთმა მკითხავმა მითხრა სასიყვარულო სამკუთხედში ხარ გაჭედილიო, იმ ორი ადამიანიდან რომელიმე გაქრება შენ ცხოვრებიდანო, ხოდა ვილიამ ამის მეშინია არ მინდა რომელიმე მათგანი დაგკარგოთ - აუხსნა ქეითმა და ვილიამმა მას თვალიდან წამოსული ცრემლები მოუწმინდა და ჩაეხუტა.
- ახლა ნამდვილად მესმის შენი, უბრალოდ მოვლენებს დავაკვირდეთ და არ ვიჩქაროთ, შანსი ყოველთვის არის და გარისკვა აუცილებელია.
- კარგი ვილიამ მაპატიე ამის გამო, მაგრამ დღეს მივდივართ იმ სამყაროში და უნდა წამოხვიდე.
- აუცილებლად პატარავ.
- მაგაც ნუ მეძახი - დარტყა ძლიერად ქეითმა.
- აუჩ - ამოიკვნესა ვილიამმა.
ქეითი წამოდგა და მის ოთახიდან გაღიმებული გავიდა, ვილიამმა ის კაშნე გაიკეთა, რომელიც მან აჩუქა და ოთახიდან მომღიმარი სახით გამოვიდა. ნოა და ბავშვები მათ ელოდებოდნენ და, რომ დაინახეს კიბედან ჩამოსული ქეითი და ვილიამი წასასვლელად მოემზადნენ. ყველა იმ მუხასთან მივიდნენ და სამჯერ იტრიალეს მის გარშემო და იმ სამყაროში აღმოჩნდნენ. დრაკოს უხაროდა რადგან ადელაინს მეორედ შეხვდებოდა, თროი კი ყველგან ლიდიას ეძებდა, ნოა ლორასთან შეხვედრას აპირებდა. ბავშვები ადელაინის კარავთან მივიდნენ და ადელაინს მიესალმეს, ადელაინს გაუხარდა მათი ნახვა და დრაკოს შეხედა მომღიმარი სახით.
- მომენატრე - მის გვერდით იჩურჩულა დრაკომ, რათა მხოლოდ მას გაეგო, ადელაინი გაწითლდა და გაიღიმა.
- სავარჯიშო მოედანზე წავიდეთ - თქვა ნოამ და იქ წაიყვანა ბავშვები.
ყველა ვარჯიშობდა და სხვადასხვა მანერებს აკეთებდნენ, თროის მოსწონდა მათი ყურება და მასაც უნდოდა ვარჯიში. უცებ თვალი ლიდიას მოჰკრა, რომელიც ძლიერად ვარჯიშობდა.
- ლიდია - დაუყვირა მას და ხელი დაუქნია, ლიდიამ გამოიხედა და მის დანახვაზე გაეღიმა.
- თროი - დაუყვირა და მასთან გამოირბინა.
- შენი ნახვა ძალიან მინდოდა, აქ არ იყავი და ვერსად გეძებდი, დედაჩემსაც მოვუყევი შენ შესახებს და შენი გაცნობა მოუნდა, რადგან შენ ძლიერი მაგია გაქვს.
- მეც ძალიან მინდოდა შენი ნახვა ლიდია, მე ამ სამყაროში არ ვცხოვრობ, სხვა სამყაროდან გადმოვდივარ აქ - აუხსნა თროიმ.
ლიდიამ თავისი ზღვისფერი თვალებით შეხედა მის მეგობრებს და მიესალმა მათ, ნოა ლიდიას იცნიბდა რადგან ამ სამყაროში ყველაზე ძლიერი გოგონა იყო.
- ლიდია, შენი ძალები ძლიერდება? - ჰკითხა ნოამ.
- კი ძალიან გავძლიერდი, ყოველდღე ვვარჯიშობ - გაუღიმა ლიდიამ.
- ხო წამოდით დედაჩემს გაგაცნობ - შემოიპატიჟა თავისთან ლიდიამ ბავშვები.
ლიდიას დედა ძლიერი ჯადოქარია, როგორც სტეისები. ლიდიას დედას ამ სამყაროში საშიშ ჯადოქრად მოიხსენიებენ, მაგრამ ლიდიასთვის ის კეთილი დედა. მისი დედა თავის შვილისთვის ყველაფერს აკეთებს, მაგრამ სხვებს არ ინდობს შეცდომების გამო. ლიდიამ კარავი შეაღო და დედამის გაუღიმა, ბავშვები შემოიპატიჟა და დედამის დანახა.
- დე ესენი იმ თროის მეგობრები არიან - დედამისმა მათ თავი დაუქნია მისალმების ნიშნად.
- აქედან მხოლოდ ნოას ვიცნობ, მიხარია შენი კიდევ ერთხელ ნახვა - ნოამ გაუღიმა ლიდიას დედას.
- ეს თროია - გამოიყვანა თროი შუაში და დედამის გაცნო, დედამის თროის დანახვაზე გამომეტყველება შეცვალა და გაშრა.
თროი მის მზერას, რომ შეხედა თავის ტკვილები დაიწყო და ჩაიკეცა, კრუნჩხვებში ჩავარდა და მოულოდნელად კოშმრები გახსენდა. საშინლად ოფლი მოსდიოდა და კანკალებდა, ლიდია მასთან მიცვივდა და ამშვიდებდა. ქეითი მის გამოფხიზლებას ცდილობდა და არ გამოსდიოდა, ნოა იდეებს ეძებდა მის დასამშვიდებლად და ვერ პოულობდა. ქეითი იმ ქალს ახედა და მისი გამომეტყველება და მზერა საშინელი მოეჩვენა, არ მოეწონა იმ ქალის მიმართება თროის მიმართ და მათ შორის კავშირი იგრძნო. მიხვდა, რომ ამ ორ შორს რაღაც კავშირი იყო. "ბოროტი ქალი" გაიფიქრა გულში ქეითმა და ნოას შეხედა.
- აქედან უნდა გავიყვანოთ - უბრძანა ბიჭებს და ვილიამმა და დრაკომ კარავიდან გაიყვანეს.
რომ გაიყვანეს მოულოდნელად დამშვიდდა თროი და მათ გაკვირვებული მზერით ახედა, თავი ხელზე მოიკიდა და ტკივილისგან შეიჭმუხნა.
- ეს რა დამემართა?.
- დაწყევლილი ხარ - მოულოდნელად თქვა ნოამ და ყველა დაიბნა მის წამოსროლილ სიტყვაზე.


















ახალი თავის დავდე, იმედი მაქვს მოგეწონებათ ნელ - ნელა მაგარ თავებს ვწერ, რომლებიც ძალიან საინტერესო იქნება. ახლა ვიწყებთ თროის საიდუმლობების გამხელას და იმედი მაქვს მოგეწონებათ🤍🕊მადლობთ, დროს რომ უთმობთ❤

მოჩვენებების მკვლევრებიWhere stories live. Discover now