წვიმს საშინლად წვიმს, მაგრამ ეს ყველაფერი მიხარია, არ ვიცი რატომ მაგრამ ყოველთვის ასეთი ამინდის მოყვარული ვიყავი. წვიმდა ისე ძლიერად რომ მეგონა ცა ჩამოვიდოდა დედამიწაზე, ტყეში აქეთ-იქით უგზოუკვლოდ დავრბოდი და ბუნების სილამაზით ვტკბებოდი. ტბის პირას ვიჯექი და ჩემს წარსულზე ვფიქრობდი, ვცდილობდი წარსულის გახსენებას მაგრამ ერთადერთი წითელი თვალები, სისხლი, ყვირილი და უამრავი ადამიანის სიკვდილი მახსენდებოდა. მშობლები რამდენადაც მახსოვს დაიღუპნენ, მაგრამ მყავდა ძმა თუმცა არ ვიცოდი სად იყო? როგორი იყო? თავიდან თითქოს და ჩვეულებრივი ცხოვრებით ვცხოვრობდი, ეს ყველაფერი კი გრძელდებოდა ასე მანამ სანამ არ აღმოვაჩინე რომ ომეგა ვიყავი. ადრე თვლიდნენ, რომ ჩემნაირები მთვარის ქალღმერთის მიერ ბოძებული წყალობა იყო, აი მე კი თვლი რომ ჩემნაირად ყოფნა სიკვდილის ტოლფასია. ეს წყევლა უფროა ვიდრე წყალობა. ჯერ კიდევ გამიმართლა მეწყვილე არ მყავს და პირად პრობლემებს ადვილად ვაგვარებ, მაგრამ როცა 18 შემისრულდება შემდეგ რა მეშველება თვითონაც არ ვიცი. ჩემს გამოქვაბულში შევდივარ, ძირს ვწვები და ვცდილობ დაძინებას.
*****************
- რაზე ფიქრობ ქუქი.
- ისევ ვნახე ჯუნ.
- ხო მაგრამ, როგორ წლებია რაც არ გამოჩენილა.
- ჰო ვიცი, მაგრამ ის იყო მისი სურნელი.
- და რას აპირებ?
- ხელში უნდა ჩავიგდო ჯუნ, ის ჩემი უნდა იყოს.
- და შენს მეწყვილეზე რას იტყვი?
- სანამ მას ვიპოვი მანამდე ხომ მაქვს გართობის უფლება არა, ის კი ყველაზე საუკეთესო ნადავლი იქნება. ასეთი მშვენიერი ჯერ არავინ არ მინახია, თეთრია თოვლივით თეთრი, ულამაზესია...
- ნუთუ ომეგაა?
- ჩემი თვალთახედვით ომეგაა.
- რაზე საუბრობთ ჩემო საყვარლებო?- გვეკითხება ღიმილით ჰოსოკი, მასთან ერთად ოთახი იუნგიც შემოდის.
- ქუქიმ ის ისევ ნახა.
- ოო რამდენი დრო გავიდა მას შემდეგ დარწმუნებული ხარ რომ ის არ...
- კი ის იყო.
- ოუუ ანუ ისევ დაიწყებ მასზე ნადირობას.- ამბობს ღიმილით იუნგი.
- რათქმა უნდა და მანამ არ მოვისვენებ სანამ ხელში არ ჩავიგდებ.
- აქედანვე მებრალება შენს ხელში.- ამბობს ღიმილით ჯუნი.
- ოუუ ამას ვინ ამბობს ვინც მისი მეწყვილის ჭკუაზე დახტუნაობს აქეთ-იქით.- ვამბობ სიცილით.
- მეწყვილეების ხსენებაზე იცით რომ ხვალ მამა ყველას წინაშე გამოაცხადებს ჩემსა და ლიზას შესახებ.- ამბობს ჰოსოკი.
- ისე ამბობ თითქოს და სასიკვდილო განაჩენს აწერ ხელს.
- არა ეგ არაფერ შუაშია, მე მიყვარს ლიზა და მასაც ვუყვარვარ, უბრალოდ მეშინია რომ მისთვის საკმაოდ კარგი არ ვარ.
- ოო რას ვიზამთ მასე მეც არ შევეფერები ჯინს, მასთან შედარებით არარაობა ვარ, მაგრამ მთვარის ქალღმერთმა ასე გადაწყვიტა. ყველაზე ჯიუტი შემხვდა მათ შორის მიუხედავად იმისა რომ წლებია რაც ერთად ვართ, რაც ჩემი მეწყვილეა მუდამ მის სურვილებს ვასრულებ. იცით ხანდახან ვეჭვობ მართლა ალფა ვარ თუ არა მისი გადამკიდე.- ამბობს ჯუნი და ყველას მასზე გვეცინება.
- რა გაცინებთ? სერიოზულად ვამბობ იდიოტებო.
- კარგი რა თემა შევცვალოთ, თორემ აქ მეწყვილის გარეშე მხოლოდ მე ვარ.- ამბობს იუნგი.
- რატომ მარტო შენ, რამდენადაც მახსოვს არც მე არ მყავს მეწყვილე.
- ჰო, მაგრამ შენ შეპყრობილი ხარ იმ უცნობი ომეგით.
- ოო ეგ სხვა საქმეა ძამიკო, თუმცა არ ინერვიულო იუნგი ხვალ უამრავი ადამიანი იქნება შეგიძლია მათში იპოვო ვინმე დროებით, გასართობად.- ვამბობ ღიმილით.
- იმედია.
- კარგით წავედი უნდა ვივარჯიშო.- ვამბობ ღიმილით და ოთახიდან გავდივარ.
-----------------------------------
ESTÁS LEYENDO
MY LITTLE PRETTY OMEGA. / Completed / ✔️
Fanfic- დილამშვიდობისა. - აქ რას აკეთებ? - ჩვენი პრობლემის მოგვარებას ვაპირებ და ამისათვის უამრავი გეგმა მაქვს. - გეგმა? - ჰო, გეგმა "ა" შენ ჩემთან რჩები, გეგმა "ბ" შენ ჩემთან რჩები, გეგმა "ც" შენ ჩემთან რჩები და ასე გრძელდება დაუსრულებლად.- ამბობს და თ...