მანქანაში ვიჯექი და მსოფლიოში ყველაზე მიმზიდველ მამაკაცს ვუყურებდი. მიყვარდა მისი ეს მხარე მიუხედავად ყველაფრისა. მიყვარდა როდესაც ასე საუბრობდა, როდესაც მაგრძნობინებდა რომ მე მისი ვიყავი. ეს ბოლო დრო სულ მასზე ვფიქრობდი, ვოცნებობდი და ვნატრულობდი. ისევ მინდოდა რომ შემხებოდა რომ მისით დავმტკბარიყავი. თითებს მის თითებში ვხლართავ თუკი აქამდე მუდამ გავრბოდი ახლა მზად ვარ რომ მთელი ცხოვრება მასთან გავატარო. ჯანდაბას დამადოს ნიშანი, მზად ვარ რადგან ის ერთადერთია ვინც ჩემს ცხოვრებას წარმოადგენს.
- თაე.
- გისმენ.
- ჩემს მიმართ რამეს გრძნობ?
- მიყვარხარ ყველაზე მეტად.
- ამას არ ვგულისხმობ სურნელს ან რაიმე ამდაგვარს.
- სურნელს?
- ჰო გრძნობ რამეს?
- იმას რომ შენი სუნამო გამაგიჟებელია.- ვჩურჩულებ და თითებს მის ყელზე ვასრიალებ.
ხმას არცერთი არ ვიღებთ ხშირ-ხშირად ვაპარებთ თვალებს ერთმანეთის მიმართულებით. სახლში შევდივართ, ხელში აყვანილი მის საძინებელში ავდივართ და საწოლზე მაწვენს.
- დარჩი გთხოვ.
- არც ვაპირებდი წასვლას პატარავ.- ჩურჩულებს და გვერდით მიწვება.
სხეულზე ძლიერად ვეკვრი, ვგრძნობ მის თითებს ჩემს სხეულზე და ბაგეებს ჩემს სახეზე რაც მაბედნიერებს.
* * *
როდესაც ვიღვიძებ საწოლი ცარიელი მხვდება თუმცა ოთახში შოკოლადის სურნელი ტრიალებს. შოკოლადზე ისევ ქუქი მახსენდება მას ხომ ყოველთვის შოკოლადის გემო ჰქონდა, ფეხზე ვდგები და ოთახიდან გავდივარ, სურნელი უფრო მძაფრდება და სხეულიც უფრო მიხურდება. რაღაც ახალს ვგრძობ ამოუცნობს მაგრამ სურნელს ნელ-ნელა მივყვები. კიბეებზე ჩავრბივარ და გული წამიერად წყვეტს ფეთქვას ყველანი ერთად არიან თუმცა ჩემი თვალები მხოლოდ მას აღიქვამენ, მხოლოდ მის ბაგეებს, მის ლამაზ თვალებს, მოჯადოებული მისკენ მივრბივარ და სხეულზე ძლიერად ვეკვრი.
ESTÁS LEYENDO
MY LITTLE PRETTY OMEGA. / Completed / ✔️
Fanfic- დილამშვიდობისა. - აქ რას აკეთებ? - ჩვენი პრობლემის მოგვარებას ვაპირებ და ამისათვის უამრავი გეგმა მაქვს. - გეგმა? - ჰო, გეგმა "ა" შენ ჩემთან რჩები, გეგმა "ბ" შენ ჩემთან რჩები, გეგმა "ც" შენ ჩემთან რჩები და ასე გრძელდება დაუსრულებლად.- ამბობს და თ...