💜 15 💜

625 49 2
                                    

ვზივარ თუმცა ჭამით საერთოდ ვერაფერს ვერ ვჭამ, მასზე ვფიქრობ და როდესაც მის გვერდით სხვას წარმოვიდგენ ტანში მცრის.

- რა ხდება ქუქი?- მეკითხება ჯუნი.

- არაფერი.

- არ ჭამ.- ამბობს ჰოსოკი.

- არ მშია, ჩემს ოთახში ავალ.- ვამბობ და ოთახში ავდივარ, ბოლოს სამოს სხეულიდან ვიშორებ და ტყეში დავრბივარ, ვცდილობ რომ დავმშვიდდე, თუმცა არც თუ ისე კარგად გამომდის.

სახლთან ახლოს ვარ და ველოდები მის გამოჩენას, მალევე ვხედავ თუ როგორ ხტება ფანჯრიდან და გული წამებით წყვეტს ფეთქვას.

ერთად მივრბივართ და ქოხში შესვლისთანავე მას ვუყურებ ჩემი მაისური აცვია და დივანზე ზის, მეც ვიწესრიგებ თავს და გვერდით ვუჯდები.

- ვისაუბროთ.

- გისმენ.

- დღეს...

- მეწყვილეზე გინდა საუბარი?

- როგორ ფიქრობ მიმიღებს?

- რას გულისხმობ?

- ჩვენ... როცა ჩვენზე გაიგებს.

- ნანობ?

ხმას არ იღებს ეს კი საშინლად მაცოფებს.

- ნანობ? მითხარი რაც ჩვენს შორის მოხდა ნანობ?- ვეკითხები მას და ხელს ძლიერად ვუჭერ ხელზე.

- მიუხედავად იმისა რომ ეს ყველაფერი არასწორია წამითაც კი არ ვნანობ, მაგრამ თავს დამნაშავედ ვგრძნობ, მას გული ეტკინება.- ამბობს და ცრემლები მოსდის თვალებიდან.

ხელებს ვხვევ და ძლიერად ვიკრავ სხეულზე, ვუკოცნი ლოყებს და წამის მეასედში ბაგეებზე ვაცხრები. ვკოცნი და სხეულში სასიამოვნო ჟრუანტელი მივლის როდესაც კოცნაზე კოცნითვე მპასუხობს. ვიცი რომ საშინელი ადამიანი ვარ წესით და რიგით ახლა ასეთ რამეს არ უნდა ვაკეთებდე მაგრამ საზიზღარი მესაკუთრე ნაბიჭვარი ვარ და მას ვერ ველევი ვერ ვთმობ, ვკოცნი და ხელში აყვანილს კალთაში ვისვამ, თითებს ურცხვად ვასრიალებ მის სხეულზე ისე რომ წამითაც არ ვწყვეტ ჩვენს კოცნას.

MY LITTLE PRETTY OMEGA.  / Completed / ✔️Dove le storie prendono vita. Scoprilo ora