💜 4 💜

725 52 0
                                    

-ერთი წუთით თქვენს ყურადღებას ვითხოვ ჩემო ძვირფასო მეგობრებო.- ამბობს მამა ღიმილით.

- მინდა მადლობა მოგიხადოთ, იმისათვის რომ ამ უბედნიერეს დღეს ყველანი აქ ხართ და ჩვენთან ერთად იზიარებთ ჰოსოკისა და ლიზას ბედნიერებას.

- ჰოსოკსა და ლიზას გაუმარჯოს.- ყვირიან ბიჭები ღიმილით, მათ ჩვენც ვუერთდებით და სასმის ვცლით. მალევე ჯიმინი გარეთ გადის და მეც უკან მივყვები.

- ანუ ახლახანს ჩამოხვედი?

- დიახ და ალბათ ერთ თვეში უკან დავბრუნდები.

- ვერ დაბრუნდები.

- უკაცრავად.

- რაც გაიგონე.

- მისმინე სანამ რამე დაგიშავე თავიდან მომწყდი.- ამბობს ისე რომ თითქოს და ვერაფერს ვერ გრძნობს.

- ამას ვერ ვიზამ, ვერც ვერაფერს ვერ დამიშავებ. ისე ნუ იქცევი თითქოს და არაფერი არ ხდება, ვერაფერს ვერ გრძნობ?

- ვერა.

- იტყუები.

- კარგი შეიძლება მართალი ხარ, მაგრამ მომისმინე იუნგი მე არ მჯერა ამ სისულელეების თითქოს და მეწყვილეთა კავშირი ყველაზე მყარი და ურყევია ასევე ძვირფასი, ასე რომ შემეშვი კარგი?

- ჯერ ერთი ეგ სისულელეები არაა და მეორეც როცა ასე მეწინააღმდეგები უფრო მინდება ბრძოლა.

- მაშინ მე პარკ ჯიმინი უარგყო...

- დაასრულებ მაგ სიტყვას პატარავ და მოგკლავ, თუკი ისევ გაიფიქრებ ენას ამოგაცლი, რომ ვეღარასოდეს ვეღარ თქვა.- ვცრი კბილებს შორის და ვცდილობ ჩემს თვალებს ჩვეულებრივი ფერი დავუბრუნო.

- შ-შეენ..

- გინდა თუ არა ჩემი მეწყვილე ხარ და ჩემი იქნები ასე, რომ მოემზადე წინასწარ გაფრთხილებ მე ჩემს ძმებს არ ვგავარ.- ვამბობ და მისკენ მივდივარ.

- არ მომეკარო.

- ამას ვერ დაგპირდები პატარავ. შენი სხეული, მიწვევს და სურნელი თავს მაკარგვინებს, საშინლად მიზიდავ.

MY LITTLE PRETTY OMEGA.  / Completed / ✔️Donde viven las historias. Descúbrelo ahora