მოლაპარაკებებზე წასვლით დიდად მოხარული არასოდეს არ ვყოფილვარ, მაგრამ რატომღაც ეს მოგზაურობა განსხვავებული იყო, გული რაღაც კარგს მიგრძნობდა. მისვლისთანავე ჩემსკენ ერთ-ერთი ბიჭი გამოიქცა, ჩემი ნივთები აიღო და გამიღიმა.
- ისინი მალე დაბრუნდებიან სერ, მანამდე კი შეგიძლიათ მისაღებში დაელოდოთ.
- კარგი ამინდია მირჩევნია ბაღში გავიდე.- ვამბობ და თვითონაც მიკვირს თუ რას ვბოდავ. გარეთ სეირნობა არასოდეს არ მყვარებია. მივუყვებოდი ბილიკს და ისეთი შეგრძნება მქონდა რომ რაღაც საოცრებას აღმოვაჩენდი. ადგილზე მივიყინე როდესაც ნაცნობი ადამიანის დავინახე და სიხარულისაგან სახე გამებადრა როდესაც მისი სურნელი ვიგრძენი. ბაღში იჯდა და ხელებით ოდანავ წამოზრდილ მუცელს ეფერებოდა. ვიდექი ვერც ხმას ვერ ვიღებდი და ვერც ვუახლოვდებოდი. რამოდენიმე ნაბიჯი მისკენ გადავდგი და სიხარულისაგან სახე გამებადრა როდესაც მისი საუბარი გავიგონე.
- რომ არ მიგვიღოს პაწაწუნავ შემდეგ რა გავაკეთოთ? შენც ფიქრობ რომ მიგვიღებს არა. იცი უცებ რომ შეხედო უხეში ბოროტი და საშიში მოგეჩვენება თუმცა მამაშენი ძალიან თბილი ადამიანია.
მას ვუყურებ და თავს ძლივს ვიკავებ რომ მასთან არ გავიქცე და ჩემს მკლავებში მოვიქციო. ბაღიდან სახლში ვბრუნდები და მალევე ქაისა და ბექიონს ვესაუბრები. კაბინეტიდან დაღლილი გამოვდივარ და მისაღებში გავდივართ. სუფრას ვუჯდებით როდესაც ნაცნობი ფიგურა გვიახლოვდება, თავლს მავლებს და მეც მას ვუყურებ.
- ჯიმინ.
-ი-იუნგი.
- აქ რას აკეთებ? მეგონა ახალი ცხოვრების დაწყებას აპირებდი.
- ვაპირებდი.
- ჰო ამას ვხედავ გილოცავ.
- მე...
- არაფრის ახსნა არ გჭირდება ეს შენი ცხოვ...
- ყმაწვილო იქნებ და ნორმალურად ესაუბრო.- ყვირის ბექიონი.
ŞİMDİ OKUDUĞUN
MY LITTLE PRETTY OMEGA. / Completed / ✔️
Hayran Kurgu- დილამშვიდობისა. - აქ რას აკეთებ? - ჩვენი პრობლემის მოგვარებას ვაპირებ და ამისათვის უამრავი გეგმა მაქვს. - გეგმა? - ჰო, გეგმა "ა" შენ ჩემთან რჩები, გეგმა "ბ" შენ ჩემთან რჩები, გეგმა "ც" შენ ჩემთან რჩები და ასე გრძელდება დაუსრულებლად.- ამბობს და თ...