ჩემმა ბედნიერებამ სულ რაღაც კვირა გაძლო, კვირა... მიუხედავად იმისა რომ ჩემი ოჯახის წევრები მეწინაარმდეგებოდნენ მე მაინც ჩემსას ვიმეორებდი. გადავწყვიტე რომ არ გამეშვა და არც არასად არ ვუშვებდი მაგრამ თეჰიონი... პატარა ჯიუტი ველური თეჰიონი რომელსაც ვერავინ ვერ აკონტროლებდა ყველა ჩემს გეგმას მიწასთან ასწორებდა. ჩვენი ურთიერთობა ბოლო დღეები მუდამ ჩხუბით მთავრდებოდა, ახლაც მის ოთახში ვიყავი და მის უაზრო მოსაზრებებს ვებრძოდი.
- ასე არ შეიძლება ჯანქუქ ჩვე...
- ისევ თუ მეწყვილეებზე დაიწყევ საუბარს იცო...
- სწორედაც და ნუ მაწყვეტინებ.
- მგონი ორივეს გვახსოვს თუ რა მოხდა როდესაც არარსებული მეწყვილე გამოჩნდა.
- დიახ მახსოვს არაა იმის შეხსენება საჭირო რომ ჩვენი შვილი ჩემი სისულელეების გამო მოკვდა.
- ამას არ ვგულისხმობდი.
- ვიცი.
- თეჰიონ.
- არა ჯანქუქ არ მინდა აქ ყოფნა, არ მინდა უბრალოდ გამიშვი.
- არა თეჰიონ არ გაგიშვებ და ამ თემაზე მოვრჩეთ საუბარს.
- ვერ ხედავ მუდამ ვჩხუბობთ.
- არა ეს მუდამ შენ ეძებ საბაბს რომ ერთმანეთს ვაწყენინოთ.
- მე სიმართლეს ვამბობ ჯანქუქ, სიმართლე კი არასოდესაა სასიამოვნო მოსასმენი.
- შენ იმაზე საუბრობ რაც არავინ არ იცის მოხდება თუ არა.
- ორივემ ვიცით რომ ბოლოს ერთმანეთს მაინც და...
- არა თუ...
- არ მინდა რომ ნიშანი დამადო ჯანქუქ, რადგან ეს არასწორი იქნება ჩემი მხრიდან. შენ მეწ...
- თეჰიონ.
- სიმართლეა შენ მეწყვილე გეყოლება მე კი მირჩვენია რომ მანამდე მოვშორდე ცეცხლს სანამ ბოლომდე დავიწვები.
DU LIEST GERADE
MY LITTLE PRETTY OMEGA. / Completed / ✔️
Fanfiction- დილამშვიდობისა. - აქ რას აკეთებ? - ჩვენი პრობლემის მოგვარებას ვაპირებ და ამისათვის უამრავი გეგმა მაქვს. - გეგმა? - ჰო, გეგმა "ა" შენ ჩემთან რჩები, გეგმა "ბ" შენ ჩემთან რჩები, გეგმა "ც" შენ ჩემთან რჩები და ასე გრძელდება დაუსრულებლად.- ამბობს და თ...