💜 31 💜

535 37 1
                                    


- თუკი ისევ იმის სათქმელად მოხვედი ქაი ჯობია წახვიდე.

- ბაექ მომისმინე, გთხოვ ასე ნუ იქცევი.

- როგორ ვიქცევი?

- ბაექ.

- არა ქაი არა შენ არ გესმის რას მთხოვ.

- გთხოვ ექიმმა თქვა რომ...

- ეს ბავშვი ჩემს თავზე უფრო მნიშვნელოვანია.

- პატარავ მომისმინე, ჩვენ კიდევ შეგვი...

- არა ქაი არა მე არ ვაპირებ ბავშვის მოშორებას.

- ვერ დაგკარგავ.

- თუ ასე გააგრძელებ ჩათვალე რომ დამკარგე.

- პატარავ მომის...

- არა მეთქი და ეს საბილოოა, ამ თემაზე აღარ ვისაუბრებთ.- ვამბობ და ოთახიდან გავდივარ.

- ბაექ.

- ჯანდაბა ქაი შეწყვიტე იგივეს თქმა, შეწყვიტე გგონია მინდა შენი დაკარგვა? არა მაგრამ ამ ყველაფრის შისის გამო მე ჩემს შვილს არ მოვკლავ, ის რომ სხვა შანსი გვექნება ტყუილია ასე რომ გვერდით დამიდექი. იმის მაგივრად რომ ყოველ დღე ერთი და იგივე მიძახო, არ მშველის, უბრალოდ ჩემს გვერდით დადექი.- ვუყვირივარ და კიბეებზე ჩავრბივარ როდესაც ფეხი მიცურდება ერთადერთი რასაც ვგრძნობ ყველაფრის ტკივილია და სანამ გონებას დავკარგავ მანმდე ქაის ყვირილიც მესმის.

*****************************

საათები საუკუნეებივით გაიწელა, საავადმყოფოში იატაკზე ვედგე და საკუთარ თავს ვიწყევლიდი, ყველაფერი ჩემი ბრალი იყო, რატომ არ მოვისვენე, რატომ არ მოვუსმინე რატომ არ გავჩერდი რატომ უნდა ებრძოდეს ის სიკვდილს და რატომ უნდა ვიყო მე ახლა ამ წამს აქ.

- ჩემი ბრალია ყველაფერი ჩემი ბრალია.

- ახლა ამაზე საუბარი არ ღირს.

- თაე ის შემიძულებს ის მიმატოვებს.

- ასე არ იქნება დრო მიეცი.

MY LITTLE PRETTY OMEGA.  / Completed / ✔️Where stories live. Discover now