- რატომ ტირი პატარავ?
- იუნგი ქაი ის...
- რა დაემართა?
- ლუჰანი იყო მოსული, მან მითხრა რომ ქაი ის ჩანიოლმა მოკლა.
- ისინი ხომ ბოლო დროს ერთად იყვნენ.
- გაიგო რომ ჩვენს მხარეს იყო.
- ცუდია.
- ვიცი რომ ბოლო დროს შეცდომები დაუშვა მაგრამ ის ცუდი ადამიანი არ იყო იუნგი. მან მე სიცოცხლე შემინარჩუნა, ის უბრალოდ უიმედო მდგომარეობაში იყო.- ამბობს სრუტუნით და სხეულზე მეკვრის. მალევე ოთახში ატირებული თეჰიონიც შემორბის ჯიმინს ეხვევა და ორივენი ერთად ტირიან.
არ ვიცი რამდენი ხანი არიან ასე შემდეგ თაე გვემშვიდობება და მამაჩემის სანახავად მიდის.
- იუნგი.
- გისმენ.
- როგორ ფიქრობ ყველაფერი კარგად დასრულდება?
- არ ვიცი პატარავ იმედი ვიქონიოთ რომ ყველაფერი კარგად იქნება, ჩვენი ბიჭები ყველანი ძალიან ბევრს შრომობენ, იმედი ვიქონიოთ რომ გავუმკლავდებით.
ბაღიდან ყვირილის ხმა ისმის იმ მიმართულებისაკენ მივრბივარ რადგან იქ მამა და თეჰიონი უნდა იყვნენ. მივრბივარ თუ არა ბრძოლაში ვერთვები ვხედავ ძირს დავარდნილ მამაჩემს და თეჰიონს რომელიც იბრძვის, მალევე ჩვენებიც მორბიან და ბოლოს რამოდენიმე მგელს მძევლადაც ვიყვანთ.
- თაე, თეჰიონ.- მესმის ყვირილი და ვხედავ თუ როგორ მორბის კისრიტეხვით ჩვენსკენ ქუქი და თეჰიონს სხეულზე იკრავს, მთელს სახეს უკოცნის და შემდეგ ჩვენსკენ ბრუნდება.
- აქ რა ჯანდაბა მოხდა? მამა როგორ არის?
ყველაფერს ვუყვებით და მალევე ექიმიც გამოდის.
- როგორ არის?
- სერიოზული ჭრილობები არ აქვს თუმცა დასვენება სჭირდება.
- გასაგებია.
- რამე თქვეს.- ვეკითხები ნამჯუნს.
VOCÊ ESTÁ LENDO
MY LITTLE PRETTY OMEGA. / Completed / ✔️
Fanfic- დილამშვიდობისა. - აქ რას აკეთებ? - ჩვენი პრობლემის მოგვარებას ვაპირებ და ამისათვის უამრავი გეგმა მაქვს. - გეგმა? - ჰო, გეგმა "ა" შენ ჩემთან რჩები, გეგმა "ბ" შენ ჩემთან რჩები, გეგმა "ც" შენ ჩემთან რჩები და ასე გრძელდება დაუსრულებლად.- ამბობს და თ...