💜 48 💜

502 35 2
                                    


მთელი ღამით თვალი ვერ მოვხუჭე ვხედავდი არემარეს და ვფიქრობდი. ყველაფერზე ვფიქრობდი და მეშინოდა. დილით როდესაც მზის სხივებმა არემარეს დათბობა დაიწყო უფრო მძლია შიშმა, მეშინოდა რომ დავმარცხდებოდით. იმდენად მშვიდი ამინდი იყო რომ ცქერით ვერ ვძღებოდი, მაგრამ გული... გული ცუდს მიგრძნობდა. არ ვიცოდი თუ რამდენად სწორად გავთვალე თითოეული ნაბიჯი და გადაწყვეტილება, არ ვიცოდი თუ ვის ვებრძოდი მაგრამ დასაკარგი ძალიან ბევრი რამ მქონდა ამას კი არ დავუშვებდი.მეშინოდა რომ თაეს რამე დაემართებოდა მაგრამ საბედნიეროდ ცხოვრებაში პირველად დამიჯერა და ჰოპის გაჰყვა. თუკი ის კარგად იქნებოდა მეც მშვიდად ვიქნებოდი. ვიდექი და ველოდებოდი... ველოდებოდი მის გამოჩენას თუმცა ის არ ჩანდა.

- ქუქი გვჭირდები.- გაისმა იუნგის ხმა და მეც ბრძოლის ველისაკენ გავიქეცი. მივრბოდი თავში კი მხოლოდ ერთი რამ მიტრიალებდა რომ მე შევცდი, რატომ მეგონა რომ მომაკითხავდა. მივრბოდი და ვხედავდი თუ როგორ მამაცურად იბრძოდნენ ჩვენი მგლები ვუყურებდი მათ და დანაკარგის მეშინოდა. იუნგის მიმართულებით გავიქეცი ვხედავდი თუ როგორ ებრძოდა სამ მგელს ერთდროულად და მე მათ სუყველას ვგრძნობდი, ისინი ჩემნაირები იყვნენ დაუნდობლები გზადაგზა ყველას ვგლეჯდი და იუნგისაკენ მივრბოდი.

დაუნდობლად ვიბრძოდი, შიშისა და სისხლის სურნელით იყო გაჟღენთილი არემარე. ისმოდა ყმუილი, წკმუტუნი, კივილი, ტირილი და ეს აუტანელი იყო. მიწა ისრუტავდა წითელ ბლანტ სითხეს და მეტის მოლოდინში ვერ ისვენებდა ვერ ძღებოდა. ვერ ვგრძნობდი სხეულს, ვერ ვხედავდი ვერაფერს ერთადერთს სხვა და სხვა სისხლის გემოს ვგრძნობდი და ასე გრძელდებოდა საათები.

არ ვიცი რამდენი ხანი გავძელით ასე, მაგრამ როდესაც მათ ლიდერს თავი წავაცალეთ ძირს მიწაზე გავწექით. თითქოს და ყველაფერი წამიერად მიყუჩდა, დავმშვიდდი, მაგრამ ეს უბრალოდ მოთელვა იყო. სურნელი რომელსაც ვგრძნობდი გვიახლოვდებოდა და ეს კაის მომასწავებელი სულაც არ იყო.

MY LITTLE PRETTY OMEGA.  / Completed / ✔️Where stories live. Discover now