💜 2 💜

778 60 0
                                    

- ბატონო ის ისევ გამოჩნდა.

- სად?

- Moonchild- ის რეზერვაციასთან რომ ტყეა იქ დააფიქსირეს ბოლოს.

- დარწმუნებული ხართ, რომ ის არის?

- დიახ ბატონო.

- უთვალთვალეთ და ეცადეთ უვნებლად აიყვანოთ.

- ბატონო რო რამე...

- იცოდეთ თუ რამეს დაუშავებთ მოგკლავთ, მე ის უვნებელი მჭირდება დროებით მაინც ის ჩემი კოზირი იქნება მათ წინააღმდეგ.

- არის ბატონო.

*****************

- კარგი რა ჯინ მე ვარ გოგო თუ შენ ვეღარ ვხვდები.- წუწუნებს ლიზა.

- ნუ მე ნაწილობრივ... რომ არ აგიხსნა ისედაც იცი ასე, რომ მაცადე მინდა რომ ლამაზი ვიყო დღეს ჩემს ჯუნის ვნახავ.

- ამბობ ჩემსასო არადა ჩემზე და ჰოპიზე ადრე იპოვეთ ერთმანეთი რატომ არასოდეს არ აძლევ იმის ხმამაღლა თქმის უფლებას რომ მეწყვილეები ხართ.

- ეს იმიტომ რომ ამის დრო ჯერ არ მოსულა და რომ იცოდე ჩემი ჯუნი საუკეთესოა საუკეთესოთა შორის.

- ვერ მოგართვი მას ჩემი ჰოსოკი ჯობია.

- კარგით რა აღარ შეწყვიტავთ. ჩემი ჯუნი, ჩემი ჰოსოკი თავი ამატკიეთ უკვე.

- იცი რა ჩიმ სასწრაფოდ ვინმე უნდა გიპოვოთ.- ამბობს ლიზა კისკისით.

- საერთოდ არავინ არ მჭირდება, გმადლობთ მარტოდაც მშვენივრად ვარ. ვერ დავუშვებ რომ თქვენსავით ვიჩურჩუტო.

- რა გჭირს პერიოდი გაქვს.

- ჯინ.

- რა?ისე იქცევი როგორც იმ დროს.

- უკვე ნერვებს მიშლი იცი.

- ოო ჩვენ ბოდიში.

- წავედი თორემ თქვენი ცქერაც კი ცუდად მოქმედებს ჩემზე.

- უგემოვნო.- ამბობს ლიზა.

- უხასიათო.- აგრძელებს ჯინი.

- მესმის.- ვუყვირივარ მათ და სარბენლად ტყეში გავრბივარ.

********************

- აუცილებლად უნდა წავიდეთ ქაი.

- ვიცი პატარავ, რომ ეს ყველაფერი შენთვის რთულია, მერწმუნე ჩემთვისაც ასეა, იქ ისიც იქნება. მისი დანახვა კი ძალიან არ მინდა, მეშინია რომ თავს ვერ შევიკავებ და რამეს დავუშავებ.

- სწორედ მის გამო ქაი მის გამო ვარ ცუდად. ის ისევ იგივეს ჩაიდენს ქაი ის მათი შვილია. მისი მშობლების გამო მე დედ-მამა დავკარგე ასევე პატარა ძმა მეშინია რომ მამამისის საქმეს გააგრძელებს, მეშინია რომ ჩემს გამო შენც ზიანს მოგაყენებს.- ვჩურჩულებ და მიუხედავად იმისა, რომ თავი ძლიერად მოვაჩვენო მაინც მცვივა თვალებიდან ცრემლები.

- მისმინე პატარავ ის ვერაფერს ვერ დაგიშავებს გესმის, ამას მე არ დავუშვებ ოდნავადაც რომ მოგიახლოვდეს იქვე მოვკლავ. გთხოვ ნუ ტირი ჩემო ერთადერთო, ჩემო ცხოვრებავ.- ჩურჩულებს ცრემლებს კოცნებით მიშრობს და ბაგეებზე მოწყვეტით მკოცნის. ერთმანეთს ვკოცნით და ვიძირები სიამოვნების მორევში მასთან ერთად. მისი თითოეული შეხება მაბედნიერებდა, ერთმანეთს ძლივს ვშორდებით თუმცა სურვილი არ მაქვს, რომ დავშორდე.

- არც მე არ მინდა ჩემო პატარავ.- ამბობს და ბაგეებზე ენას იტარებს.

- ქაი შეწყვიტე თორემ...

- კარგი პატარავ დაგინდობ დროებით, მაგრამ იცოდე ღამით...

- იდეა მომწონს.- ვამბობ ღიმილით ბაგეებზე მოწყვეტით ვკოცნი და მალევე სააბაზანოში შევრბივარ. შხაპს ვიღებ და ოთახში ვბრუნდები. დიდ ხნიანი ძიების შემდეგ ძლივს ვარჩევ სამოს. თავს ვიწესრიგებ და მისაღებში ჩავდივარ სადაც ქაი მელოდება.

- როგორც ყოველთვის ულამაზესი ხარ პატარავ.

- ვეცადე.

- კარგი წავიდეთ.- ამბობს, ხელს მავლებს სხეულზე მიკრავს და ასე ჩახუტებული სახლიდან გავდივართ, გზაში ორივენი ჩუმად ვართ ხმას არცერთი არ ვიღებთ. დანიშნულების ადგილზე მივდივართ და არემარეს თვალს ვავლებთ.

- მე შენთან ვარ არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნება პატარავ.- ჩურჩულებს ქაი და ბაგეებზე მოწყვეტით მკოცნის როდესაც ერთმანეთს ვშორდებით ვიცინით და სტუმრებს ვუერთდებით.

-----------------------------------------

MY LITTLE PRETTY OMEGA.  / Completed / ✔️Donde viven las historias. Descúbrelo ahora